სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1-ლი ივლისის შემდეგ გეგმური ოპერაცია 2000-მა პაციენტმა მოითხოვა
1-ლი ივლისის შემდეგ გეგმური ოპერაცია 2000-მა პაციენტმა მოითხოვა

სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის მე-2 ნა­წი­ლის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი კვი­რის თავ­ზე გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უკვე 2 ათა­სამ­დე ადა­მი­ან­მა მი­მარ­თა. გარ­და ამი­სა, თით­ქმის 50%-ით გა­ი­ზარ­და მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­შიც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ნოე ქინ­ქლა­ძე სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მას გა­მო­რი­ცხავს და აცხა­დებს, რომ კლი­ნი­კებს პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა არც მო­მა­ვალ­ში გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა 2013 წლის 28 თე­ბერ­ვლი­დან ამოქ­მედ­და და ის სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქეს შე­ე­ხო, რო­მელ­საც 28 თე­ბერ­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ზღვე­ვა არ გა­აჩ­ნდა. პროგ­რა­მა 453 ნო­ზო­ლო­გი­ის, ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და ბა­ზი­სუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

28 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე პროგ­რა­მა­ში მი­ლი­ონ 347 ათას 658 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. გა­და­უ­დე­ბე­ლი ამ­ბო­ლა­ტო­რი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა 41 713 პა­ცი­ენტს გა­ე­წია, 15 275 კი გა­და­უ­დე­ბე­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. სულ 6 მი­ლი­ონ 361 ათას 132 ლარი გა­ი­ხარ­ჯა.

უკვე 1-ლი ივ­ლი­სი­დან კი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ფარ­თოვ­და ურ­გენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სპექტრიც. პროგ­რა­მა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბის, ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე­ვე ფი­ნანსდე­ბა სხვა­დას­ხვა გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი (წლი­უ­რი ლი­მი­ტი 15 ათა­სი ლარი, და­ფი­ნანსდე­ბა 70%-ით); ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა (წლი­უ­რი ლი­მი­ტი 12 ათა­სი ლარი, და­ფი­ნანსდე­ბა 80%-ით); ორ­სულ­თა პატ­რო­ნა­ჟი და მშო­ბი­ა­რო­ბა (ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი - 500 ლარი, სა­კე­ის­რო კვე­თა - 800 ლარი).

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის-ცენ­ტრებ­ში გან­ცხა­დე­ბა ოპე­რა­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ 2000-მდე პა­ცი­ენ­ტმა წა­რად­გი­ნა. ასე­ვე, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მით ისარ­გებ­ლა 300-მდე მშო­ბი­ა­რემ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა ამ­ბო­ლუ­ტო­რი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა აფი­ნან­სებს, თბი­ლის­ში მოქ­მედ პო­ლიკ­ლი­ნი­კებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ცი­ენ­ტთა მი­მარ­თვამ საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა.

"ერთი კვი­რაა, რაც პროგ­რა­მა გა­ფარ­თოვ­და და მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ თით­ქმის 50%-ით მო­ი­მა­ტა. ხალ­ხს ხში­რად რიგ­ში დგო­მა უწევს, თუმ­ცა ექი­მე­ბი ყვე­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. მოკ­ლედ, ჩვენს პო­ლიკ­ლი­ნი­კას გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით", - გა­ნუ­ცხა­დეს "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" თბი­ლის­ში მოქ­მედ ერთ-ერთ პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში.

პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ე­ზარ­დათ თბი­ლის­ში მოქ­მედ თით­ქმის ყვე­ლა პო­ლიკ­ლი­ნი­კას და კლი­ნი­კას. რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ამ­ბო­ბენ, ერთ-ერთი მი­ზე­ზი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაც გახ­და.

"თუ აქამ­დე სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა უფა­სოდ მხო­ლოდ ოჯა­ხის ექი­მის მომ­სა­ხუ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, ახლა პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბაც, ამ შემ­თხვე­ვა­ში თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით. თუ პა­ცი­ენტს სურს, რომ კარ­დი­ო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლოს, თან­ხის 30% უნდა გა­და­ი­ხა­დოს. აქამ­დე კარ­დი­ო­ლო­გის მომ­სა­ხუ­რე­ბა 20 ლარი ღირ­და, ახლა პა­ცი­ენ­ტი მხო­ლოდ 6 ლარს იხ­დის. ასე­თი­ვე წე­სე­ბი ვრცელ­დე­ბა სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზეც. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მარ­თვი­ა­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად, და­ახ­ლო­ე­ბით, 40-45%-ით იმა­ტა", - უთხრეს "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" კი­დევ ერთ კლი­ნი­კა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად საგ­რძნო­ბი ზრდი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ნოე ქინ­ქლა­ძე ამ­ბობს, რომ ეს პა­ცი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბას პრობ­ლე­მას ვერ შე­უქ­მნის.

"არც პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბის და არც კლი­ნი­კე­ბის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. მარ­თა­ლია, პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბის­გან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის გაზ­რდა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა შემ­დე­გი თვის და­სა­წყის­ში გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­ცით, რომ მათ პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის მხრივ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ აქვთ.

რაც შე­ე­ხე­ბა გეგ­მი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე მო­თხოვ­ნას, ამ დრომ­დე სა­მი­ნის­ტროს უკვე მი­მარ­თა 2 ათა­სამ­დე პა­ცი­ენ­ტმა. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თაც ოპე­რა­ცია თუ სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბო­დათ და უფუ­ლო­ბის გამო ვერ იკე­თებ­დნენ. აქე­დან, უმ­რავ­ლე­სო­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ საქ­მეს გან­ვი­ხი­ლავთ და მომ­სა­ხუ­რე­ბაც გა­ე­წე­ვათ. გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მა არ აქვს არც კლი­ნი­კებ­საც", - გა­ნა­ცხა­და ქინ­ქლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ფი­ნან­სე­ბას, რო­გორც ქინ­ქლა­ძე ამ­ბობს, ამ­ბუ­ლუ­ტო­რი­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ერთ პა­ცი­ენტზე გა­მო­ყო­ფი­ლია 1,93 ლარი, სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის კი კონ­კრე­ტუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა არ არ­სე­ბობს.

"პირ­ველ ეტაპ­ზე, როცა და­ვი­წყეთ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მა, უგ­რენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა. თუმ­ცა, პროგ­რა­მის პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ მთლი­ა­ნი თან­ხა არ დაგ­ვი­ხარ­ჯავს. ამი­ტომ იმის თქმა, რამ­დე­ნი ლა­რია გეგ­მუ­რი თუ ურ­გენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის თითო ადა­მი­ან­ზე, რთუ­ლია. გე­ტყვით, რომ სა­ჩხე­რე­ში, სა­დაც ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს, რომ კარ­გი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა იყო, ერთი პა­ცი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა 12 ლარ­ზე მეტი არ ჯდე­ბო­და. იქ, კარ­გი მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში თუ ერთი პა­ცი­ენ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა 12 ლარი ჯდე­ბო­და, აქაც არ უნდა დაჯ­დეს მეტი.

რაც შე­ე­ხე­ბა ისევ ამ­ბუ­ლუ­ტო­რი­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, პირ­ველ ეტაპ­ზე პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ერთ ადა­მი­ან­ში სა­ხელ­მწი­ფო იხ­დი­და 1,11 ლარს, პროგ­რა­მის გა­ფარ­თო­ე­ბის შემ­დეგ თან­ხა 1,93 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. გაზ­რდილ თან­ხა­ში ჩა­დე­ბუ­ლია რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, ასე­ვე გარ­კვე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ერთ ადა­მი­ან­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა არა­საკ­მა­რი­სია, ნამ­დვი­ლად არ არის სწო­რი", - გა­ნა­ცხა­და ქინ­ქლა­ძემ.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

1-ლი ივლისის შემდეგ გეგმური ოპერაცია 2000-მა პაციენტმა მოითხოვა

1-ლი ივლისის შემდეგ გეგმური ოპერაცია 2000-მა პაციენტმა მოითხოვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მე-2 ნაწილის ამოქმედებიდან ერთი კვირის თავზე გეგმური ოპერაციების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე 2 ათასამდე ადამიანმა მიმართა. გარდა ამისა, თითქმის 50%-ით გაიზარდა მიმართვიანობა პოლიკლინიკებშიც. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე სამედიცინო სექტორში გამტარუნარიანობის პრობლემას გამორიცხავს და აცხადებს, რომ კლინიკებს პაციენტების მიღება არც მომავალში გაუჭირდებათ.

როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. პროგრამა 453 ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურებისა და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

28 თებერვლიდან დღემდე პროგრამაში მილიონ 347 ათას 658 ბენეფიციარია დარეგისტრირებული. გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურება 41 713 პაციენტს გაეწია, 15 275 კი გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ 6 მილიონ 361 ათას 132 ლარი გაიხარჯა.

უკვე 1-ლი ივლისიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა, შესაბამისად, გაფართოვდა ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრიც. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე ფინანსდება სხვადასხვა გეგმური ოპერაციები (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი, დაფინანსდება 70%-ით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80%-ით); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური - 500 ლარი, საკეისრო კვეთა - 800 ლარი).

ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კი, ერთი კვირის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრებში განცხადება ოპერაციის დაფინანსების შესახებ 2000-მდე პაციენტმა წარადგინა. ასევე, ამჟამინდელი მონაცემებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა 300-მდე მშობიარემ.

მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამბოლუტორიულ მომსახურებას უკვე რამდენიმე თვეა აფინანსებს, თბილისში მოქმედ პოლიკლინიკებში ამბობენ, რომ ერთი კვირის განმავლობაში პაციენტთა მიმართვამ საგრძნობლად მოიმატა.

"ერთი კვირაა, რაც პროგრამა გაფართოვდა და მიმართვიანობამ თითქმის 50%-ით მოიმატა. ხალხს ხშირად რიგში დგომა უწევს, თუმცა ექიმები ყველას ემსახურებიან. მოკლედ, ჩვენს პოლიკლინიკას გამტარუნარიანობის პრობლემა არ ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" თბილისში მოქმედ ერთ-ერთ პოლიკლინიკაში.

პაციენტების რაოდენობა გაეზარდათ თბილისში მოქმედ თითქმის ყველა პოლიკლინიკას და კლინიკას. როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, ერთ-ერთი მიზეზი სპეციალისტების მომსახურების დაფინანსებაც გახდა.

"თუ აქამდე სახელმწიფო პროგრამა უფასოდ მხოლოდ ოჯახის ექიმის მომსახურებას ითვალისწინებდა, ახლა პროგრამაში ჩაერთო სპეციალისტების მომსახურებაც, ამ შემთხვევაში თანადაფინანსებით. თუ პაციენტს სურს, რომ კარდიოლოგის მომსახურებით ისარგებლოს, თანხის 30% უნდა გადაიხადოს. აქამდე კარდიოლოგის მომსახურება 20 ლარი ღირდა, ახლა პაციენტი მხოლოდ 6 ლარს იხდის. ასეთივე წესები ვრცელდება სხვა სპეციალისტებზეც. ამიტომაცაა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომართვიანობამ საგრძნობლად, დაახლოებით, 40-45%-ით იმატა", - უთხრეს "ბიზნეს-რეზონანსს" კიდევ ერთ კლინიკაში.

მიუხედავად საგრძნობი ზრდისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ნოე ქინქლაძე ამბობს, რომ ეს პაციენტთა მომსახურებას პრობლემას ვერ შეუქმნის.

"არც პოლიკლინიკების და არც კლინიკების გამტარუნარიანობის პრობლემა არ არსებობს. მართალია, პოლიკლინიკებისგან მიმართვიანობის გაზრდაზე ოფიციალური სტატისტიკა შემდეგი თვის დასაწყისში გვექნება, მაგრამ ვიცით, რომ მათ პაციენტების მომსახურების მხრივ არანაირი პრობლემები არ აქვთ.

რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებზე მოთხოვნას, ამ დრომდე სამინისტროს უკვე მიმართა 2 ათასამდე პაციენტმა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ოპერაცია თუ სხვა მომსახურება სჭირდებოდათ და უფულობის გამო ვერ იკეთებდნენ. აქედან, უმრავლესობა ონკოლოგიური პაციენტია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ საქმეს განვიხილავთ და მომსახურებაც გაეწევათ. გამტარუნარიანობის პრობლემა არ აქვს არც კლინიკებსაც", - განაცხადა ქინქლაძემ.

რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც ქინქლაძე ამბობს, ამბულუტორიული შემთხვევებისთვის ერთ პაციენტზე გამოყოფილია 1,93 ლარი, სტაციონალური მომსახურებისთვის კი კონკრეტული დაფინანსება არ არსებობს.

"პირველ ეტაპზე, როცა დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უგრენტული შემთხვევებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო გარკვეული რაოდენობით თანხა. თუმცა, პროგრამის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთლიანი თანხა არ დაგვიხარჯავს. ამიტომ იმის თქმა, რამდენი ლარია გეგმური თუ ურგენტული შემთხვევების დაფინანსებისთვის თითო ადამიანზე, რთულია. გეტყვით, რომ საჩხერეში, სადაც ყველა აღნიშნავს, რომ კარგი სამედიცინო მომსახურება იყო, ერთი პაციენტის მომსახურება 12 ლარზე მეტი არ ჯდებოდა. იქ, კარგი მომსახურების პირობებში თუ ერთი პაციენტის მომსახურება 12 ლარი ჯდებოდა, აქაც არ უნდა დაჯდეს მეტი.

რაც შეეხება ისევ ამბულუტორიულ მომსახურებას, პირველ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში ერთ ადამიანში სახელმწიფო იხდიდა 1,11 ლარს, პროგრამის გაფართოების შემდეგ თანხა 1,93 ლარამდე გაიზარდა. გაზრდილ თანხაში ჩადებულია როგორც სპეციალისტების მომსახურება, ასევე გარკვეული გამოკვლევების დაფინანსება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ერთ ადამიანზე გამოყოფილი თანხა არასაკმარისია, ნამდვილად არ არის სწორი", - განაცხადა ქინქლაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია