პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია!
ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია!

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია. მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ძი­ე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს და კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლია - ამის შე­სა­ხებ "ასა­ვალ-და­სა­ვალს" ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია.

იმი­სათ­ვის, რომ მისი მო­ნა­თხრო­ბი უფრო მე­ტად და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ჩვენ წყა­როს შევ­თა­ვა­ზეთ, სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბა სა­ჯა­როდ გა­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა, რა­ზეც მან უარი გა­ნა­ცხა­და, თუმ­ცა, პი­რო­ბა მოგ­ვცა, რომ თუკი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბი­დან უახ­ლო­ეს ხან­ში ჟვა­ნი­ას საქ­მეს გახ­სნი­ლად არ გა­მო­ა­ცხა­დებს, იგი უკვე სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით წარ­სდგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და ყვე­ლა­ფერს ხმა­მაღ­ლა ილა­პა­რა­კებს.

- პრო­კუ­რა­ტუ­რა 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არ აპი­რებს ჟვა­ნი­ას საქ­მის გახ­სნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას? - ვე­კი­თხე­ბი წყა­როს.

- დიახ, პრო­კუ­რა­ტუ­რა ელო­დე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დამ­თავ­რე­ბას!

- კი, მაგ­რამ რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში პირ­და­პირ გა­მო­იკ­ვე­თა სა­ა­კაშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში. ჟვა­ნი­ას საქ­მე რო­გორც კი გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა, სა­ა­კაშ­ვილს პირ­და­პირ უნდა და­ა­დონ ხელ­ბორ­კი­ლი და გა­უშ­ვან ცი­ხე­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ნამ მიშა პრე­ზი­დენ­ტია, მისი და­პა­ტიმ­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს არა აქვთ. ამი­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ელო­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დის დას­რუ­ლე­ბას.

- ანუ ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილს და­ი­ჭე­რენ?

- დიახ, სა­ა­კაშ­ვილს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რას იმ­დე­ნად მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, არც ევ­რო­პე­ლებს და არც ამე­რი­კე­ლებს სა­ლა­პა­რა­კო აღარ დარ­ჩე­ბათ.

მოკ­ლედ, ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, თუ ჩვენ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ წყა­როს ვენ­დო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მალე მკვლე­ლის სა­ხე­ლით შევა ცი­ხე­ში და თან ვისი მკვლე­ლის? - ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და წო­ნა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის მკვლე­ლის სა­ხე­ლით.

წყა­როს ვთხო­ვე, მო­ე­ყო­ლა ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის კონ­კრე­ტუ­ლი ეპი­ზო­დე­ბი, თუ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბი და­ად­გი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ი­პო­ვა.

წყა­როს თქმით, გა­მო­ძი­ე­ბას უკვე უტყუ­ა­რად აქვს დად­გე­ნი­ლი შემ­დე­გი გა­რე­მო­ე­ბე­ბი:

1. ზუ­რაბ ჟვა­ნია სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩის №53-ში, კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში რაულ უსუ­პოვ­თან ერ­თად გა­ზით არ გა­გუ­დუ­ლა. ამ ბი­ნა­ში რო­გორც ჟვა­ნი­ას, ისე უსუ­პოვს ცხედ­რე­ბი სხვა ად­გი­ლი­დან მი­ი­ტა­ნეს;

2. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხე­და­რი სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­თით მი­ი­ტა­ნეს;

3. იმ პი­როვ­ნე­ბებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, ერთ-ერთი გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე;

4. ზუ­რაბ ჟვა­ნია მოკ­ლეს სა­ა­კაშ­ვი­ლის შავ­ნა­ბა­დას რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, სა­დაც გა­ი­მარ­თა საქ­მის გარ­ჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო-სა­ნა­ოს­ნოს გა­ყიდ­ვა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის გვერ­დის ავ­ლით 300 მი­ლი­ო­ნი ლა­რის მით­ვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

5. სა­ა­კაშ­ვი­ლის შავ­ნა­ბა­დას რე­ზი­დენ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნულ გარ­ჩე­ვას ეს­წრე­ბოდ­ნენ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და დათა ახა­ლა­ია;

6. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა მოხ­და სა­ა­კაშ­ვილ­თან მწვა­ვე შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და გი­ნე­ბის შემ­დეგ;

7. ჟვა­ნია მოკ­ლუ­ლია თავ­ში ბლაგ­ვი საგ­ნის ჩარ­ტყმით;

8. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­პო­ვა ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ის­მის სა­ა­კაშ­ვი­ლის ხმა - "ახლა ეს გვა­მი წა­ი­ღეთ და რო­გორც მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, ისე გა­ა­კე­თეთ". ჩა­ნა­წერ­ში ასე­ვე ის­მის რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ფე­ხის ხმა და გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა;

9. წყა­როს თქმით, არ­სე­ბობს სხვა აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც, რო­მელ­თა ში­ნა­არ­სიც მის­თვის უც­ნო­ბია.

10. წყა­როს თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ უტყუ­ა­რად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ის ფაქ­ტიც, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა ერთ-ერ­თმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა და უკვე გარ­დაც­ვლი­ლი ჟვა­ნი­ას ტე­ლე­ფო­ნით ვი­ღა­ცამ "უპა­სუ­ხა". ყურ­მი­ლი 110 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო "გა­და­დე­ბუ­ლი", რათა შექ­მნი­ლი­ყო იმი­ტა­ცია, რომ თით­ქოს იმ დროს ჟვა­ნია ცო­ცხა­ლი იყო და ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და.

წყა­რო ამ­ბობს, რომ გვი­ან ღა­მით გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა. გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე მა­შინ­ვე გა­ე­მარ­თა სა­ა­კაშ­ვი­ლის შავ­ნა­ბა­დას რე­ზი­დენ­ცი­ის­კენ, რად­გან ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მის­თვის ნათ­ქვა­მი ჰქონ­და, რომ იმ ღა­მით შავ­ნა­ბა­და­ზე სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მი­დი­ო­და.

შავ­ნა­ბა­დას­კენ მი­მა­ვალ ბა­რა­მი­ძეს გზა­ში კვლავ და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და სას­წრა­ფოდ უნდა მი­სუ­ლი­ყო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას.

გა­მო­ძი­ე­ბას დად­გე­ნი­ლი აქვს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი 2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის ღა­მეს მარ­თლაც მოყ­ვა ავა­რი­ა­ში, ოღონდ ეს იყო ავა­რი­ის იმი­ტა­ცია, რათა სა­ა­კაშ­ვილს ალი­ბი ჰქო­ნო­და, თით­ქოს იმ ღა­მით შავ­ნა­ბა­დას რე­ზი­დენ­ცი­ა­ში კი არ იყო, არა­მედ მან­ქა­ნით მოძ­რა­ობ­და და ელექტრო­ბოძთან შე­ჯა­ხე­ბის გამო მსუ­ბუ­ქად და­შავ­და.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ბა­რა­მი­ძე რო­გორ მოხ­ვდა იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, რომ­ლებ­მაც ჟვა­ნი­ას ცხე­და­რი სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე მი­ი­ტა­ნეს, ამას წყა­რო ვერ აკონ­კრე­ტებს, თუმ­ცა, და­ჟი­ნე­ბით ამ­ბობს, რომ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში ბა­რა­მი­ძემ ნამ­დვი­ლად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ეს გა­მო­ძი­ე­ბას უტყუ­ა­რად აქვს დად­გე­ნი­ლი.

წყა­როს მტკი­ცე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­ად­ვილ­და რაულ უსუ­პო­ვის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და იმის დად­გე­ნა, თუ რა­ტომ ეცვა სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში ნა­პოვნ უსუ­პო­ვის ცხე­დარს მხო­ლოდ ცალი ფეხ­საც­მე­ლი.

წყა­როს მტკი­ცე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას დად­გე­ნი­ლი აქვს, რომ უსუ­პო­ვის ფეხ­საც­მე­ლი მისი ცხედ­რის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას და­ი­კარ­გა.

რო­გორც წყა­რო ამ­ბობს, გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მისი დაც­ვის უფ­რო­სის კობა ხარ­ში­ლა­ძი­სა და დაც­ვის წევ­რის მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას ირი­ბი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დიახ, ძა­ძა­მი­ა­სა და ხარ­ში­ლა­ძეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ, თუმ­ცა, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ყვე­ლა შემ­დგომ პრო­ცეს­ში, რომ­ლის ინ­სცე­ნი­რე­ბაც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ახ­დი­ნა, რათა ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის ბინ­ძუ­რი ვერ­სია გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, ხარ­ში­ლა­ძემ და ძა­ძა­მი­ამ, რო­გორც ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის ფი­გუ­რან­ტებ­მა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­დულ­გენ­ცია მი­ი­ღეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან - კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლით და­წყე­ბუ­ლი და ბიზ­ნე­სის აწყო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის უფ­რო­სი კობა ხარ­ში­ლა­ძე საკ­მა­ოდ დიდ­ხანს იყო ძვე­ლი თბი­ლი­სის გამ­გე­ბე­ლი და მორჭ­მით იჯდა იმ შე­ნო­ბა­ში, სა­დაც ახლა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დას­ტაქ­რი­სა და გუ­ლის უბად­ლო მკურ­ნა­ლის ან­ზორ მე­ლი­ას ვაჟი ნი­კო­ნორ მე­ლი­აა მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ამა­ლა­ში ყოფ­ნით გულს უხეთ­ქავს და ნერ­ვებს უშ­ლის თა­ვის პატ­რი­ოტ მა­მას.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, კობა ხარ­ში­ლა­ძეს ახლა ჰო­ლან­დი­უ­რი ვარ­დე­ბის ბიზ­ნე­სი აქვს.

და კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა, რა­ზეც წყა­რო მი­უ­თი­თებს: სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რაულ უსუ­პო­ვის მსხვერ­პლად შერ­ჩე­ვა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი ეროვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოხ­და.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უსუ­პო­ვი ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი იყო და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი ბან­დის გათ­ვლით, თუ ჟვა­ნი­ას­თან ერ­თად ეროვ­ნე­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს იპო­ვიდ­ნენ მკვდარს, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ის ბინ­ძუ­რი ვერ­სია, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა რე­ჟიმ­მა შე­თხზა.

გამ­გე­ბი გა­ი­გებს და მიმხვედ­რი მიხ­ვდე­ბა, რა­საც ვგუ­ლის­ხმობ!

წყა­რო ასე­ვე იხ­სე­ნებს, სა­ა­კაშ­ვი­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა რო­გორ შე­მო­აგ­ზავ­ნეს "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლის" რე­დაქ­ცი­ა­ში მა­მათ­მა­ვა­ლი ბი­ჭუ­ნა, რო­მე­ლიც "გუ­ლახ­დი­ლო­ბის" იშ­ტა­ზე გახ­ლდათ და ცდი­ლობ­და - ჩვე­ნი რე­დაქ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გან­სხვა­ვე­ბულ ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა.

სხვა­თა­შო­რის, ეს თი­ნე­ი­ჯე­რი მა­მათ­მა­ვა­ლი, მას შემ­დეგ, რაც იგი "ასა­ვალ-და­სა­ვალ­მა" გა­შიფ­რა, გა­მო­ტყდა, რომ ჩვენს რე­დაქ­ცი­ა­ში მოს­ვლა და ჟვა­ნი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში და­ა­ვა­ლეს. მა­მათ­მავ­ლის მიერ აღ­წე­რი­ლი და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მი ძა­ლი­ან ჰგავ­და ჟვა­ნი­ას დაც­ვის წევ­რს მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას.

წყა­რო ასე­ვე ამ­ბობს, რომ ამ ბინ­ძუ­რი ვერ­სი­ის გამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით უკვე მოკ­ლულ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სხე­ულ­ში შპ­რი­ცით შე­უყ­ვა­ნეს გარ­კვე­უ­ლი ბლან­ტი ნივ­თი­ე­რე­ბა.

გამ­გე­ბი აქაც გა­ი­გებს, რა ნივ­თი­ე­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.

და კი­დევ, წყა­რო ამ­ბობს, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ლე­ვე გა­იხ­სნე­ბა ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის მკვლე­ლო­ბაც, რო­მე­ლი ყვა­რელ­ში სა­კუ­თარ­მა კლა­სელ­მა მოკ­ლა, ხოლო თა­ვად მკვლელ­მა, რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც არ უნდა ჟღერ­დეს ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სია, ორი ია­რა­ღით მო­იკ­ლა თავი.

წყა­როს ცნო­ბით, სამ­ხა­რა­უ­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ყვარ­ლის ყო­ფი­ლი პირ­ველსკო­ლე­ლე­ბის, სკან­და­ლურ­მა წე­რილ­მა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წი­ნათ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა და რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ექ­სპერ­ტი­ზის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით მოკ­ლეს.

მოკ­ლედ, ძვირ­ფა­სო მკი­თხვე­ლო, ჩვე­ნი წყა­როს მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხდა­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და, ამავდრო­უ­ლად, სა­მარ­ცხვი­ნო და­ნა­შა­უ­ლი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია. ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­გებს, ანუ მას მერე, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აღარ იქ­ნე­ბა და მას ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ!

ამის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ტო­რი­ის მდი­ნა­რე­ბა მარ­თლაც რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა.

ამის შემ­დეგ, ჩვენ მარ­თლაც სულ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვი­ცხოვ­რებთ!

ამის შემ­დეგ ბა­რა­მი­ძე­ე­ბი, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნე­ბი, ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლე­ბი და გიგი წე­რეთ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­კუ­თა­რი მე­გო­ბა­რი, მას­წავ­ლე­ბე­ლი და გზა­ზე დამ­ყე­ნე­ბე­ლი ზუ­რაბ ჟვა­ნია, მისი სი­ცო­ცხლე და ხსოვ­ნა ორ შა­უ­რად გა­ყი­დეს, არა­თუ პო­ლი­ტი­კა­ში ვერ დარ­ჩე­ბი­ან, ქუ­ჩა­შიც ვე­ღარ გა­მო­ყო­ფენ თავს.

და კი­დევ, ამ რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე, რო­გორ ფე­ხაკ­რე­ბით აია­რა ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა თა­ვი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის კი­ბე­ზე, ალ­ბათ, იმის ში­შით და რი­დით, რომ მას­ზე ერთი სარ­თუ­ლით დაბ­ლა მცხოვ­რებ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დე­დას, ქალ­ბა­ტონ რე­მას არ შე­ფე­თე­ბო­და.

მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი რემა ჟვა­ნია მე­ზო­ბელ­სა და შვი­ლის ყო­ფილ მე­გო­ბარს ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილს არც კი ესალ­მე­ბა!

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნის შემ­დეგ გო­გო­რიშ­ვილს რემა ჟვა­ნი­ას­თან მე­ზობ­ლად ცხოვ­რე­ბის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბაც აღარ ექ­ნე­ბა!

ჯაბა ხუ­ბუა

გა­ზე­თი "ასა­ვალ და­სა­ვა­ლი"

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია!

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნილია. მთავარ პროკურატურას გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებული აქვს და კონკრეტული დამნაშავეების ბრალეულობა გამოკვეთილია - ამის შესახებ "ასავალ-დასავალს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან, კონკრეტულად კი, ძალოვან უწყებებთან დაახლოებული პირია.

იმისათვის, რომ მისი მონათხრობი უფრო მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო, ჩვენ წყაროს შევთავაზეთ, საკუთარი ვინაობა საჯაროდ გაემჟღავნებინა, რაზეც მან უარი განაცხადა, თუმცა, პირობა მოგვცა, რომ თუკი მთავარი პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებიდან უახლოეს ხანში ჟვანიას საქმეს გახსნილად არ გამოაცხადებს, იგი უკვე საკუთარი სახელითა და გვარით წარსდგება საზოგადოების წინაშე და ყველაფერს ხმამაღლა ილაპარაკებს.

- პროკურატურა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს ჟვანიას საქმის გახსნილად გამოცხადებას? - ვეკითხები წყაროს.

- დიახ, პროკურატურა ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებას!

- კი, მაგრამ რატომ?

- იმიტომ, რომ გამოძიების პროცესში პირდაპირ გამოიკვეთა სააკაშვილის უშუალო მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში. ჟვანიას საქმე როგორც კი გახსნილად გამოცხადდება, სააკაშვილს პირდაპირ უნდა დაადონ ხელბორკილი და გაუშვან ციხეში. მოგეხსენებათ, სანამ მიშა პრეზიდენტია, მისი დაპატიმრების უფლება სამართალდამცავ ორგანოებს არა აქვთ. ამიტომ პროკურატურა ელოდება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებას.

- ანუ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილს დაიჭერენ?

- დიახ, სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ორგანიზებისა და თანამონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრებენ. პროკურატურას იმდენად მყარი მტკიცებულებები გააჩნია სააკაშვილის წინააღმდეგ, არც ევროპელებს და არც ამერიკელებს სალაპარაკო აღარ დარჩებათ.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, თუ ჩვენ კონფიდენციალურ წყაროს ვენდობით, სააკაშვილი ძალიან მალე მკვლელის სახელით შევა ციხეში და თან ვისი მკვლელის? - ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და წონადი პოლიტიკური ფიგურის მკვლელის სახელით.

წყაროს ვთხოვე, მოეყოლა ჟვანიას მკვლელობის საქმის კონკრეტული ეპიზოდები, თუ რა გარემოებები დაადგინა პროკურატურამ და რა მტკიცებულებები მოიპოვა.

წყაროს თქმით, გამოძიებას უკვე უტყუარად აქვს დადგენილი შემდეგი გარემოებები:

1. ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩის №53-ში, კონსპირაციულ ბინაში რაულ უსუპოვთან ერთად გაზით არ გაგუდულა. ამ ბინაში როგორც ჟვანიას, ისე უსუპოვს ცხედრები სხვა ადგილიდან მიიტანეს;

2. ზურაბ ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ტელევიზორის ყუთით მიიტანეს;

3. იმ პიროვნებებს შორის, რომლებმაც ჟვანიას ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინეს, ერთ-ერთი გიორგი ბარამიძე;

4. ზურაბ ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, სადაც გაიმართა საქმის გარჩევა საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს გაყიდვასა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით 300 მილიონი ლარის მითვისებასთან დაკავშირებით;

5. სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში აღნიშნულ გარჩევას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია;

6. ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მოხდა სააკაშვილთან მწვავე შელაპარაკებისა და გინების შემდეგ;

7. ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით;

8. პროკურატურამ მოიპოვა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის სააკაშვილის ხმა - "ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთ". ჩანაწერში ასევე ისმის რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და გახშირებული სუნთქვა;

9. წყაროს თქმით, არსებობს სხვა აუდიოჩანაწერებიც, რომელთა შინაარსიც მისთვის უცნობია.

10. წყაროს თქმით, გამოძიების მიერ უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტიც, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ტელეფონზე დარეკა ერთ-ერთმა პარლამენტარმა და უკვე გარდაცვლილი ჟვანიას ტელეფონით ვიღაცამ "უპასუხა". ყურმილი 110 წუთის განმავლობაში იყო "გადადებული", რათა შექმნილიყო იმიტაცია, რომ თითქოს იმ დროს ჟვანია ცოცხალი იყო და ტელეფონზე საუბრობდა.

წყარო ამბობს, რომ გვიან ღამით გიორგი ბარამიძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. გიორგი ბარამიძე მაშინვე გაემართა სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციისკენ, რადგან ზურაბ ჟვანიას მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ იმ ღამით შავნაბადაზე სააკაშვილთან შეხვედრაზე მიდიოდა.

შავნაბადასკენ მიმავალ ბარამიძეს გზაში კვლავ დაურეკეს და უთხრეს, რომ სააკაშვილი ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ უნდა მისულიყო შემთხვევის ადგილას.

გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ სააკაშვილი 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს მართლაც მოყვა ავარიაში, ოღონდ ეს იყო ავარიის იმიტაცია, რათა სააკაშვილს ალიბი ჰქონოდა, თითქოს იმ ღამით შავნაბადას რეზიდენციაში კი არ იყო, არამედ მანქანით მოძრაობდა და ელექტრობოძთან შეჯახების გამო მსუბუქად დაშავდა.

ყოველივე ამის შემდეგ ბარამიძე როგორ მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს, ამას წყარო ვერ აკონკრეტებს, თუმცა, დაჟინებით ამბობს, რომ ჟვანიას ცხედრის ტრანსპორტირებაში ბარამიძემ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და ეს გამოძიებას უტყუარად აქვს დადგენილი.

წყაროს მტკიცებით, პროკურატურას განსაკუთრებით გაუადვილდა რაულ უსუპოვის მკვლელობის გამოძიება და იმის დადგენა, თუ რატომ ეცვა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ნაპოვნ უსუპოვის ცხედარს მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი.

წყაროს მტკიცებით, გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ უსუპოვის ფეხსაცმელი მისი ცხედრის ტრანსპორტირებისას დაიკარგა.

როგორც წყარო ამბობს, გამოძიებით ასევე დადგენილია ჟვანიას მკვლელობაში მისი დაცვის უფროსის კობა ხარშილაძისა და დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიას ირიბი თანამონაწილეობა.

დიახ, ძაძამიასა და ხარშილაძეს პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაციაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, ისინი მონაწილეობდნენ ყველა შემდგომ პროცესში, რომლის ინსცენირებაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახდინა, რათა ჟვანიას სიკვდილის ბინძური ვერსია გაევრცელებინა საზოგადოებაში.

სწორედ ამიტომ, ხარშილაძემ და ძაძამიამ, როგორც ჟვანიას მკვლელობის ფიგურანტებმა, ყველანაირი ინდულგენცია მიიღეს სააკაშვილის ხელისუფლებისაგან - კარიერული წინსვლით დაწყებული და ბიზნესის აწყობით დამთავრებული.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე საკმაოდ დიდხანს იყო ძველი თბილისის გამგებელი და მორჭმით იჯდა იმ შენობაში, სადაც ახლა ცნობილი ქართველი დასტაქრისა და გულის უბადლო მკურნალის ანზორ მელიას ვაჟი ნიკონორ მელიაა მოკალათებული, რომელიც ნაციონალების ამალაში ყოფნით გულს უხეთქავს და ნერვებს უშლის თავის პატრიოტ მამას.

როგორც ამბობენ, კობა ხარშილაძეს ახლა ჰოლანდიური ვარდების ბიზნესი აქვს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც წყარო მიუთითებს: სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რაულ უსუპოვის მსხვერპლად შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ მისი ეროვნების გათვალისწინებით მოხდა.

მოგეხსენებათ, უსუპოვი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო და სააკაშვილისა და მისი ბანდის გათვლით, თუ ჟვანიასთან ერთად ეროვნებით აზერბაიჯანელს იპოვიდნენ მკვდარს, საზოგადოებისათვის უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ის ბინძური ვერსია, რომელიც ნაციონალურმა რეჟიმმა შეთხზა.

გამგები გაიგებს და მიმხვედრი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ!

წყარო ასევე იხსენებს, სააკაშვილის სპეცსამსახურებმა როგორ შემოაგზავნეს "ასავალ-დასავალის" რედაქციაში მამათმავალი ბიჭუნა, რომელიც "გულახდილობის" იშტაზე გახლდათ და ცდილობდა - ჩვენი რედაქციის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განსხვავებულ ორიენტაციაში დაერწმუნებინა.

სხვათაშორის, ეს თინეიჯერი მამათმავალი, მას შემდეგ, რაც იგი "ასავალ-დასავალმა" გაშიფრა, გამოტყდა, რომ ჩვენს რედაქციაში მოსვლა და ჟვანიას ორიენტაციაზე ლაპარაკი ერთ-ერთ ღამის კლუბში დაავალეს. მამათმავლის მიერ აღწერილი დავალების მიმცემი ძალიან ჰგავდა ჟვანიას დაცვის წევრს მიხეილ ძაძამიას.

წყარო ასევე ამბობს, რომ ამ ბინძური ვერსიის გამყარების მიზნით უკვე მოკლულ ზურაბ ჟვანიას სხეულში შპრიცით შეუყვანეს გარკვეული ბლანტი ნივთიერება.

გამგები აქაც გაიგებს, რა ნივთიერებაზეა საუბარი.

და კიდევ, წყარო ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის პარალელურად მალევე გაიხსნება ლევან სამხარაულის მკვლელობაც, რომელი ყვარელში საკუთარმა კლასელმა მოკლა, ხოლო თავად მკვლელმა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ოფიციალური ვერსია, ორი იარაღით მოიკლა თავი.

წყაროს ცნობით, სამხარაულის მკვლელობის საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყვარლის ყოფილი პირველსკოლელების, სკანდალურმა წერილმა, რომელიც ცოტა ხნის წინათ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის ჩამტარებელი ლევან სამხარაული ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით მოკლეს.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, ჩვენი წყაროს მტკიცებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, სამარცხვინო დანაშაული - პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ საზოგადოება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიგებს, ანუ მას მერე, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ჟვანიას მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრებენ!

ამის შემდეგ საქართველოში ისტორიის მდინარება მართლაც რადიკალურად შეიცვლება.

ამის შემდეგ, ჩვენ მართლაც სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ!

ამის შემდეგ ბარამიძეები, მაჭავარიანები, ხათუნა გოგორიშვილები და გიგი წერეთლები, რომლებმაც საკუთარი მეგობარი, მასწავლებელი და გზაზე დამყენებელი ზურაბ ჟვანია, მისი სიცოცხლე და ხსოვნა ორ შაურად გაყიდეს, არათუ პოლიტიკაში ვერ დარჩებიან, ქუჩაშიც ვეღარ გამოყოფენ თავს.

და კიდევ, ამ რამდენიმე დღის წინათ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ფეხაკრებით აიარა ხათუნა გოგორიშვილმა თავისი საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე, ალბათ, იმის შიშით და რიდით, რომ მასზე ერთი სართულით დაბლა მცხოვრებ ზურაბ ჟვანიას დედას, ქალბატონ რემას არ შეფეთებოდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალბატონი რემა ჟვანია მეზობელსა და შვილის ყოფილ მეგობარს ხათუნა გოგორიშვილს არც კი ესალმება!

ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გახსნის შემდეგ გოგორიშვილს რემა ჟვანიასთან მეზობლად ცხოვრების მორალური უფლებაც აღარ ექნება!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა