სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაკი წერეთლის "პირველი სიყვარული"
აკაკი წერეთლის "პირველი სიყვარული"

ქუ­თა­ი­სი - სა­ვარ­დო და სა­მა­ი­სო... რი­ო­ნის მა­ღალ ნა­პირ­ზე შემ­დგა­რი ძვე­ლი სახ­ლი, სახ­ლის აი­ვან­ზე - პო­ე­ტი აკა­კი წე­რე­თე­ლი. გან­წყო­ბი­ლე­ბა - გა­მო­ხა­ტუ­ლად ამაღ­ლე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი. გული კი - თურ­მე დარ­დი­ა­ნი... მგოს­ნის ფა­რუ­ლი დარ­დის მი­ზეზს პო­ე­ტი, მწე­რა­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მუ­რად მთვა­რე­ლი­ძე გვიმ­ხელს.

- ბა­ტო­ნო მუ­რად, ვინ იყო ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე და რა ადას­ტუ­რებს მისი და აკა­კი წე­რეთ­ლის სიყ­ვა­რულს?

- ანი­ჩკა ნიკო ნი­კო­ლა­ძის და იყო. ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და. ნი­კოს ორი და ჰყავ­და, ანას­ტა­სია (იგი­ვე ანი­ჩკა) და კატო. როცა აკა­კი ქუ­თა­ის­ში ჩა­დი­ო­და, თით­ქმის ყო­ველ­თვის მათ­თან იდებ­და ბი­ნას. დები ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი მე­ცე­ნა­ტე­ბი და იმ­დრო­ინ­დე­ლი ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნამ­დვი­ლი კო­ლო­რი­ტე­ბი იყ­ვნენ. ეწე­ოდ­ნენ ლი­ტე­რა­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ძი­რი­თა­დად, თარ­გმნიდ­ნენ. ატა­რებ­დნენ ლი­ტე­რა­ტუ­რულ მი­ძღვნით სა­ღა­მო­ებს.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, დები ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ, თუმ­ცა, უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ძლებ­დნენ...

- მარ­თლაც ნამ­დვი­ლი ან­ტი­პო­დე­ბი იყ­ვნენ. კატო ცოტა უკ­მე­ხი, წარ­ბშეკ­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლდათ. აკა­კი მას ჭინ­ჭარს ადა­რებ­და. სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ბუ­ნე­ბა ჰქონ­და ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძეს. ის, მთე­ლი თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით, ცხოვ­რე­ბით სი­კე­თის სა­ო­ცარ მა­გა­ლი­თებს იძ­ლე­ო­და. კატო ჩარ­თუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მუ­შე­ბის­თვის აწყობ­და ია­ფ­ფა­სი­ან წარ­მოდ­გე­ნებს, და­ა­არ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტეტს. გას­ცემ­და სტი­პენ­დი­ებს, ეხ­მა­რე­ბო­და ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებ­სა და დევ­ნი­ლებს. აკა­კი კა­ტოს­თან მე­გობ­რობ­და. უფრო ძლი­ე­რი გრძნო­ბა აკავ­ში­რებ­და ანი­ჩკას­თან. პო­ეტს, თურ­მე, ყო­ველ­თვის მი­უ­ხა­რო­და ქუ­თა­ის­ში. ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის სახ­ლი კო­ლო­რი­ტულ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობ­და, სახ­ლის აივ­ნე­ბი რი­ონს გა­დაჰ­ყუ­რებ­და.

- რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი "დო­კუ­მენ­ტი" თუ არ­სე­ბობს, რომ­ლი­თაც აკა­კი­სა და ანი­ჩკას სიყ­ვა­რუ­ლი დას­ტურ­დე­ბა?

- აკა­კის ძმის ცოლი, მა­რი­ამ ცი­ციშ­ვი­ლი-წე­რე­თე­ლი წერს: "აკა­კის, მე­გო­ბარ ქა­ლე­ბი­დან, მე­ტად უყ­ვარ­და ნიცა წე­რე­თე­ლი, ტასო მა­ჩა­ბე­ლი და ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე. ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე იყო პო­ე­ტის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი". აკა­კი­სა და ანი­ჩკას შო­რის იყო ძა­ლი­ან ლი­რი­კუ­ლი, მაგ­რამ გა­უმ­ჟღავ­ნე­ბე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რო­გორც ჩანს, აკა­კის ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა არა­სო­დეს უთ­ქვამს, ამ თე­მა­ზე მხო­ლოდ მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სა­უბ­რობ­და. როცა აკა­კი ანი­ჩკას, "სა­ი­მე­დო მე­გო­ბარს" და­ი­ნა­ხავ­და, თა­ვი­სი ლექ­სის პე­რიფ­რაზს ამ­ბობ­და: "გულ­ში იფეთ­ქა სი­ა­მემ, სევ­დე­ბი უკუვ­ყა­რეო,/ ია და ვარ­დი დამ­ჭკნა­რი, ხე­ლახ­ლად გა­მი­ხა­რეო". კა­ტოს კი ეტყო­და ხოლ­მე: "ჭინ­ჭარ­ში ნუ ვარ­დე­ბი!" შე­თა­მა­მე­ბულ­ნი იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­თან. ნიკო ნი­კო­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან ნი­კო­ლა­ძე მათ სახ­ლში აკა­კის სტუმ­რო­ბას იხ­სე­ნებს. "ჩვენს სახ­ლში, თეთ­რი ხი­დის სი­ახ­ლო­ვეს, რი­ო­ნის მა­ღალ ნა­პირ­ზე იდგა ბა­ბუ­ა­ჩე­მის ძვე­ლი, ხის სახ­ლი მისი მშვე­ნი­ე­რი, წყალ­ზე გა­დამ­ყუ­რე აივ­ნით. ძირს კი, კლდე­ებ­ზე, აზ­ვირ­თე­ბუ­ლი რი­ო­ნი ეხეთ­ქე­ბო­და. ჩვენ ამ მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე ჩა­ვი­დო­დით ხოლ­მე და ვე­ლო­დე­ბო­დით, რო­დის გა­ი­ღე­ბო­და აკა­კის ოთა­ხის კარი, აი­ვან­ზე გა­მო­ვი­დო­და და მოგ­ვე­სალ­მე­ბო­და. მარ­თლაც, როცა ის ად­გო­მას ინე­ბებ­და და თმა­ა­ბუ­რძგნი­ლი აი­ვან­ზე გა­მო­ვი­დო­და, ხმა­მაღ­ლა იტყო­და ხოლ­მე: გა­მარ­ჯო­ბა, ქუ­თა­ი­სო! სა­ვარ­დო და სა­მა­ი­სო!"

- თა­ვად აკა­კის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ან წე­რი­ლებ­ში თუ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე ისე, რომ ამით ამ ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ მისი გრძნო­ბა მჟღავ­ნდე­ბო­დეს?

- ანი­ჩკას აკა­კი "ჩემს თავ­გა­და­სა­ვალ­შიც" იხ­სე­ნებს: "სას­ტუმ­რო ოთა­ხის კარი გა­ი­ღო და შიგ ახ­ლად­გაშ­ლილ­მა ვარ­დმა შე­მო­ა­ნა­თა. პა­ტა­რა, ხა­ბარ­და­კა­ბი­ან­მა, შავ­წარ­ბებ­შეკ­რულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც მკაც­რი, მუნ­ჯი შე­კი­თხვით მი­აბ­ჯი­ნა ახ­ლად მო­სულს თა­ვი­სი ვარ­სკვლა­ვე­ბი­ვით გაბრ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი: აბა, გვაჩ­ვე­ნე, რად გაქ­ცია შენ­მა გა­სე­ირ­ნე­ბამ შო­რე­ულ პე­ტერ­ბურ­გშიო". ეს იყო ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე. აკა­კი არა­სო­დეს ივი­წყებ­და დებს. პე­ტერ­ბურ­გი­დან ის ხში­რად ეხ­მი­ა­ნე­ბო­და თა­ვი­სებს, მათ შო­რის, ანი­ჩკას. ერთ წე­რილ­ში სა­გუ­ლის­ხმო ფრა­ზას წერს: "ასე მგო­ნია, თუ რაც მი­ფიქ­რია და მიგ­რძვნია, რა­საც ვფიქ­რობ და ვგრძნობ, და ან რა­საც ვგრძნობ და ვფიქ­რობ, ყვე­ლა იცი-თქო". პო­ე­ტი გრძნობ­და, რომ ანი­ჩკას სა­ხით მას მარ­თლაც რომ სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი ჰყავ­და, რო­მე­ლიც მის ფიქ­რებ­სა და აზ­რებს უთ­ქმე­ლა­დაც კარ­გად იგებ­და. 1902 წელს აკა­კი ავად გახ­და და სა­ჭი­რო გახ­და მისი ქუ­თა­ის­ში ჩაყ­ვა­ნა. პო­ე­ტი ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში და­ა­ბი­ნა­ვეს. მას დები ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი უვ­ლიდ­ნენ. შემ­დეგ კი, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი აკა­კი და­სას­ვე­ნებ­ლად ბორ­ჯომ­ში წა­ვი­და. ანას­ტა­სია ნი­კო­ლა­ძის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა აკა­კის სუ­რა­თი, რო­მელ­საც ასე­თი წარ­წე­რა აქვს: "აჰა, სახე მოღ­რუბ­ლუ­ლი, უპირ­ბა­დო, სწორ­მე­ტყვე­ლი, მი­სის გრძნო­ბის, ვი­სიც გული, არს კე­თი­ლის გან­მზრახ­ვე­ლი".

- თუ არის ცნო­ბი­ლი, თა­ვად ანი­ჩკა ნი­კო­ლა­ძე თა­ნა­უგ­რძნობ­და პო­ეტს?

- ანი­ჩკა გა­ტა­ცე­ბით უყ­ვარ­და პოეტ გი­ორ­გი ჭა­ლა­დი­დელს, არა­ერ­თი ლექ­სი აქვს მის­თვის მი­ძღვნი­ლი. თუმ­ცა, ქალი მას არ თა­ნა­უგ­რძნობ­და, მის­გან მხო­ლოდ ლექ­სებს იღებ­და და ინა­ხავ­და. აკა­კის სპე­ცი­ა­ლუ­რად ანი­ჩკას­თვის შე­უკ­ვე­თია და შემ­დეგ მი­ურ­თმე­ვია გიშ­რის სა­ა­თი, რო­მელ­საც ქალი გუ­ლი­დან არა­სო­დეს იშო­რებ­და. სა­ა­თის უკა­ნა მხა­რეს ლა­მა­ზი ქარ­თუ­ლი შრიფ­ტით ამოჭ­რი­ლი ყო­ფი­ლა: "ყრუ - სი­მარ­თლის­თვის, სიწ­მინ­დის­თვის - ბრმა,/ წყე­უ­ლიმც იყოს მისი გუ­ლის­თქმა". აკა­კი მას "თი­ლის­მა სა­ათს" უწო­დებ­და. ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ანი­ჩკა ფა­რუ­ლად თა­ნა­უგ­რძნობ­და აკა­კის. თუმ­ცა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი ვერ იქ­ნე­ბო­და გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი ბევ­რი მი­ზე­ზის გამო.

- აკა­კის იმ დროს ჰყავ­და ცოლი. გარ­და ამი­სა, პო­ე­ტი იყო ნიკო ნი­კო­ლა­ძის ახლო მე­გო­ბა­რი. ეს ორი ფაქ­ტი შე­საძ­ლოა, და­სა­ხელ­დეს აკა­კი­სა და ანი­ჩკას სიყ­ვა­რუ­ლის გა­უმ­ჟღავ­ნებ­ლო­ბის მი­ზე­ზად?

- აკა­კის ცოლი ჰყავ­და და თან არ ჰყავ­და, რო­გორც იცით... მე­უღ­ლე არ უყ­ვარ­და, თუმ­ცა, ყო­ველ­თვის ზრუ­ნავ­და ცოლ-შვილ­ზე. გარ­კვე­ულ­წი­ლად, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­წა­მე­ბუ­ლი ჰქონ­და ამ ქალ­ბა­ტო­ნის გამო. უფრო ნი­შან­დობ­ლი­ვად მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ როცა ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­უ­რი აკა­კი დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, თა­ვის ახ­ლო­ბელ ოჯახ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა მას­ზე 5 წლით უმ­ცრო­სი, გა­რეგ­ნო­ბით ულა­მა­ზე­სი და ში­ნა­გა­ნად კი­დევ უფრო მშვე­ნი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი, რომ­ლის მი­მარ­თაც გა­უჩ­ნდა გრძნო­ბა. ეს გრძნო­ბა, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და, თუმ­ცა, დიდ მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- ამის ფიქ­რის სა­ფუძ­ველს მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ე­ტის მიერ ტასო მა­ჩაბ­ლის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი გაძ­ლევთ?

- დიახ, თა­ვი­სი სი­ცო­ცხლის ბოლო, 90-იანი წლე­ბი­დან აკა­კის ტასო მა­ჩა­ბე­ლი უყ­ვარ­და. მარ­თა­ლია, ეს სიყ­ვა­რუ­ლი მა­ვან­მა ბი­წი­ე­რე­ბით შე­ბღა­ლა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც აკა­კის წე­რი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­დას­ტურ­და, რომ ეს იყო უაღ­რე­სად წმინ­და, პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი. აკა­კი, უბ­რა­ლოდ, შთა­გო­ნე­ბუ­ლი იყო ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნით.

- თუმ­ცა, აკა­კის ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც არ გა­უ­წყვე­ტია თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის ოჯახ­თან...

- 1914 წლის ზა­ფხულ­ში, როცა ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი სუ­რამ­ში ის­ვე­ნებ­დნენ, უკვე დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი აკა­კი ქვიშ­ხე­თი­დან სუ­რამ­ში ჩა­დის მე­გობ­რის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს I მსოფ­ლიო ომის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­ე­ბი იყო, მისი და ანი­ჩკას შეხ­ვედ­რა, თურ­მე, მა­ინც "პო­ე­ზი­ით სავ­სე" ყო­ფი­ლა. პო­ე­ტუ­რი იყო "70 და 75 წლის ორი სპე­ტა­კი მო­ხუ­ცის შეხ­ვედ­რა, ანი­ჩკას ზრუნ­ვა უკვე ძა­ლი­ან მო­ტე­ხილ მე­გო­ბარ­ზე, მათი ბა­ა­სი". "აკა­კიმ ბო­ლომ­დე ატა­რა ამ ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი უდი­დე­სი ში­ნა­გა­ნი თრთო­ლით. ანი­ჩკა იყო მისი სატ­რფო ამ სი­ტყვის ნამ­დვი­ლი გა­გე­ბით, სატ­რფო ახ­ლო­ბე­ლი და შო­რე­უ­ლი. ეს იყო ჩერ­ნი­შევ­სკი­სე­ბუ­რი მე­გობ­რო­ბა რჩე­უ­ლი ბუ­ნე­ბის, გუ­ლის და გო­ნე­ბის ქალ­თან, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, პა­ტი­ვის­ცე­მით აღ­ბეჭ­დი­ლი. თვით ანი­ჩკამ კი, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, მთე­ლი თა­ვი­სი გული და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა შეს­წი­რა ამ მე­გობ­რო­ბას, აკა­კის ჩანგსა და პი­როვ­ნე­ბას და შეს­წი­რა მი­სე­ბუ­რად, სრუ­ლად და უნაშ­თოდ... და ისე ჩუ­მად და ისე გულ­ჩა­თხრო­ბი­ლად, რომ ეს არა­ვის სცოდ­ნია და­ნამ­დვი­ლე­ბით, გარ­და მისი და თვით აკა­კი­სა". რო­დე­საც ანი­ჩკა გარ­და­იც­ვა­ლა, მის სას­თუ­მალ­თან გი­ორ­გი ჭა­ლა­დი­დე­ლი­სა და აკა­კის წე­რი­ლე­ბი და ლექ­სე­ბი იპო­ვეს. რო­გორც ჩანს, უკვე მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი იმით საზ­რდო­ობ­და, რომ ასე­თი დიდი პო­ე­ტის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. ამ მე­გობ­რო­ბის მიღ­მა, ფაქ­ტია, იდგა ფა­რუ­ლი გრძნო­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მხო­ლოდ ამ ორმა ადა­მი­ან­მა იცო­და.

- დები ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ გა­თხო­ვი­ლან...

- დიახ, ორი­ვე და გა­უ­თხო­ვა­რი დარ­ჩა, თუმ­ცა, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ცხოვ­რობ­დნენ სის­ხლსავ­სე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით. უკვე გი­თხა­რით, რომ უერ­თმა­ნე­თოდ ვერ ძლებ­დნენ. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ თით­ქმის ერთ დღეს, მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის ასაკ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

აკაკი წერეთლის "პირველი სიყვარული"

აკაკი წერეთლის "პირველი სიყვარული"

ქუთაისი - სავარდო და სამაისო... რიონის მაღალ ნაპირზე შემდგარი ძველი სახლი, სახლის აივანზე - პოეტი აკაკი წერეთელი. განწყობილება - გამოხატულად ამაღლებული, მხიარული. გული კი - თურმე დარდიანი... მგოსნის ფარული დარდის მიზეზს პოეტი, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მურად მთვარელიძე გვიმხელს.

-  ბატონო მურად, ვინ იყო ანიჩკა ნიკოლაძე და რა ადასტურებს მისი და აკაკი წერეთლის სიყვარულს?

-  ანიჩკა ნიკო ნიკოლაძის და იყო. ნიკოლაძეების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. ნიკოს ორი და ჰყავდა, ანასტასია (იგივე ანიჩკა) და კატო. როცა აკაკი ქუთაისში ჩადიოდა, თითქმის ყოველთვის მათთან იდებდა ბინას. დები ნიკოლაძეები მეცენატები და იმდროინდელი ქუთაისის საზოგადოების ნამდვილი კოლორიტები იყვნენ. ეწეოდნენ ლიტერატურულ საქმიანობას, ძირითადად, თარგმნიდნენ. ატარებდნენ ლიტერატურულ მიძღვნით საღამოებს.

-  როგორც ცნობილია, დები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულნი იყვნენ, თუმცა, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ...

-  მართლაც ნამდვილი ანტიპოდები იყვნენ. კატო ცოტა უკმეხი, წარბშეკრული ქალბატონი გახლდათ. აკაკი მას ჭინჭარს ადარებდა. სრულიად საპირისპირო ბუნება ჰქონდა ანიჩკა ნიკოლაძეს. ის, მთელი თავისი მოღვაწეობით, ცხოვრებით სიკეთის საოცარ მაგალითებს იძლეოდა. კატო ჩართული იყო ქართული თეატრისა და გამომცემლობის საქმიანობაში, მუშებისთვის აწყობდა იაფფასიან წარმოდგენებს, დააარსა და ხელმძღვანელობდა სახალხო უნივერსიტეტს. გასცემდა სტიპენდიებს, ეხმარებოდა ნიჭიერ ახალგაზრდებსა და დევნილებს. აკაკი კატოსთან მეგობრობდა. უფრო ძლიერი გრძნობა აკავშირებდა ანიჩკასთან. პოეტს, თურმე, ყოველთვის მიუხაროდა ქუთაისში. ნიკოლაძეების სახლი კოლორიტულ ადგილას მდებარეობდა, სახლის აივნები რიონს გადაჰყურებდა.

-  რაიმე კონკრეტული "დოკუმენტი" თუ არსებობს, რომლითაც აკაკისა და ანიჩკას სიყვარული დასტურდება?

-  აკაკის ძმის ცოლი, მარიამ ციციშვილი-წერეთელი წერს: "აკაკის, მეგობარ ქალებიდან, მეტად უყვარდა ნიცა წერეთელი, ტასო მაჩაბელი და ანიჩკა ნიკოლაძე. ანიჩკა ნიკოლაძე იყო პოეტის პირველი სიყვარული". აკაკისა და ანიჩკას შორის იყო ძალიან ლირიკული, მაგრამ გაუმჟღავნებელი დამოკიდებულება. როგორც ჩანს, აკაკის ამის შესახებ ხმამაღლა არასოდეს უთქვამს, ამ თემაზე მხოლოდ მინიშნებებით საუბრობდა. როცა აკაკი ანიჩკას, "საიმედო მეგობარს" დაინახავდა, თავისი ლექსის პერიფრაზს ამბობდა: "გულში იფეთქა სიამემ, სევდები უკუვყარეო,/ ია და ვარდი დამჭკნარი, ხელახლად გამიხარეო". კატოს კი ეტყოდა ხოლმე: "ჭინჭარში ნუ ვარდები!" შეთამამებულნი იყვნენ ერთმანეთთან. ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილი, რუსუდან ნიკოლაძე მათ სახლში აკაკის სტუმრობას იხსენებს. "ჩვენს სახლში, თეთრი ხიდის სიახლოვეს, რიონის მაღალ ნაპირზე იდგა ბაბუაჩემის ძველი, ხის სახლი მისი მშვენიერი, წყალზე გადამყურე აივნით. ძირს კი, კლდეებზე, აზვირთებული რიონი ეხეთქებოდა. ჩვენ ამ მდინარის ნაპირზე ჩავიდოდით ხოლმე და ველოდებოდით, როდის გაიღებოდა აკაკის ოთახის კარი, აივანზე გამოვიდოდა და მოგვესალმებოდა. მართლაც, როცა ის ადგომას ინებებდა და თმააბურძგნილი აივანზე გამოვიდოდა, ხმამაღლა იტყოდა ხოლმე: გამარჯობა, ქუთაისო! სავარდო და სამაისო!"

-  თავად აკაკის ნაწარმოებებში ან წერილებში თუ არის მოხსენიებული ანიჩკა ნიკოლაძე ისე, რომ ამით ამ ქალბატონის მიმართ მისი გრძნობა მჟღავნდებოდეს?

-  ანიჩკას აკაკი "ჩემს თავგადასავალშიც" იხსენებს: "სასტუმრო ოთახის კარი გაიღო და შიგ ახლადგაშლილმა ვარდმა შემოანათა. პატარა, ხაბარდაკაბიანმა, შავწარბებშეკრულმა ქალბატონმა, რომელმაც მკაცრი, მუნჯი შეკითხვით მიაბჯინა ახლად მოსულს თავისი ვარსკვლავებივით გაბრწყინებული თვალები: აბა, გვაჩვენე, რად გაქცია შენმა გასეირნებამ შორეულ პეტერბურგშიო". ეს იყო ანიჩკა ნიკოლაძე. აკაკი არასოდეს ივიწყებდა დებს. პეტერბურგიდან ის ხშირად ეხმიანებოდა თავისებს, მათ შორის, ანიჩკას. ერთ წერილში საგულისხმო ფრაზას წერს: "ასე მგონია, თუ რაც მიფიქრია და მიგრძვნია, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ, და ან რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ, ყველა იცი-თქო". პოეტი გრძნობდა, რომ ანიჩკას სახით მას მართლაც რომ საიმედო მეგობარი ჰყავდა, რომელიც მის ფიქრებსა და აზრებს უთქმელადაც კარგად იგებდა. 1902 წელს აკაკი ავად გახდა და საჭირო გახდა მისი ქუთაისში ჩაყვანა. პოეტი ნიკოლაძეების ოჯახში დააბინავეს. მას დები ნიკოლაძეები უვლიდნენ. შემდეგ კი, გამოჯანმრთელებული აკაკი დასასვენებლად ბორჯომში წავიდა. ანასტასია ნიკოლაძის არქივში ინახება აკაკის სურათი, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს: "აჰა, სახე მოღრუბლული, უპირბადო, სწორმეტყველი, მისის გრძნობის, ვისიც გული, არს კეთილის განმზრახველი".

-  თუ არის ცნობილი, თავად ანიჩკა ნიკოლაძე თანაუგრძნობდა პოეტს?

-  ანიჩკა გატაცებით უყვარდა პოეტ გიორგი ჭალადიდელს, არაერთი ლექსი აქვს მისთვის მიძღვნილი. თუმცა, ქალი მას არ თანაუგრძნობდა, მისგან მხოლოდ ლექსებს იღებდა და ინახავდა. აკაკის სპეციალურად ანიჩკასთვის შეუკვეთია და შემდეგ მიურთმევია გიშრის საათი, რომელსაც ქალი გულიდან არასოდეს იშორებდა. საათის უკანა მხარეს ლამაზი ქართული შრიფტით ამოჭრილი ყოფილა: "ყრუ - სიმართლისთვის, სიწმინდისთვის - ბრმა,/ წყეულიმც იყოს მისი გულისთქმა". აკაკი მას "თილისმა საათს" უწოდებდა. ჩემი დაკვირვებით, ანიჩკა ფარულად თანაუგრძნობდა აკაკის. თუმცა, ეს სიყვარული ვერ იქნებოდა გამჟღავნებული ბევრი მიზეზის გამო.

-  აკაკის იმ დროს ჰყავდა ცოლი. გარდა ამისა, პოეტი იყო ნიკო ნიკოლაძის ახლო მეგობარი. ეს ორი ფაქტი შესაძლოა, დასახელდეს აკაკისა და ანიჩკას სიყვარულის გაუმჟღავნებლობის მიზეზად?

-  აკაკის ცოლი ჰყავდა და თან არ ჰყავდა, როგორც იცით... მეუღლე არ უყვარდა, თუმცა, ყოველთვის ზრუნავდა ცოლ-შვილზე. გარკვეულწილად, მთელი ცხოვრება გაწამებული ჰქონდა ამ ქალბატონის გამო. უფრო ნიშანდობლივად მეჩვენება, რომ როცა ახალგაზრდა, სიმპათიური აკაკი დაბრუნდა სამშობლოში, თავის ახლობელ ოჯახში აღმოაჩინა მასზე 5 წლით უმცროსი, გარეგნობით ულამაზესი და შინაგანად კიდევ უფრო მშვენიერი ქალბატონი, რომლის მიმართაც გაუჩნდა გრძნობა. ეს გრძნობა, ჩემი აზრით, ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა, თუმცა, დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

-  ამის ფიქრის საფუძველს მოგვიანებით პოეტის მიერ ტასო მაჩაბლის მიმართ გამოხატული გრძნობები გაძლევთ?

-  დიახ, თავისი სიცოცხლის ბოლო, 90-იანი წლებიდან აკაკის ტასო მაჩაბელი უყვარდა. მართალია, ეს სიყვარული მავანმა ბიწიერებით შებღალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აკაკის წერილები აღმოაჩინეს, ყველანაირად დადასტურდა, რომ ეს იყო უაღრესად წმინდა, პლატონური სიყვარული. აკაკი, უბრალოდ, შთაგონებული იყო ამ არაჩვეულებრივი ქალბატონით.

-  თუმცა, აკაკის ღრმა მოხუცებულობის პერიოდშიც არ გაუწყვეტია თბილი ურთიერთობა ნიკოლაძეების ოჯახთან...

-  1914 წლის ზაფხულში, როცა ნიკოლაძეები სურამში ისვენებდნენ, უკვე დასნეულებული აკაკი ქვიშხეთიდან სურამში ჩადის მეგობრის მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ეს I მსოფლიო ომის გამოცხადების დღეები იყო, მისი და ანიჩკას შეხვედრა, თურმე, მაინც "პოეზიით სავსე" ყოფილა. პოეტური იყო "70 და 75 წლის ორი სპეტაკი მოხუცის შეხვედრა, ანიჩკას ზრუნვა უკვე ძალიან მოტეხილ მეგობარზე, მათი ბაასი". "აკაკიმ ბოლომდე ატარა ამ ქალის სიყვარული უდიდესი შინაგანი თრთოლით. ანიჩკა იყო მისი სატრფო ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, სატრფო ახლობელი და შორეული. ეს იყო ჩერნიშევსკისებური მეგობრობა რჩეული ბუნების, გულის და გონების ქალთან, სიყვარულით სავსე, პატივისცემით აღბეჭდილი. თვით ანიჩკამ კი, შეიძლება თამამად ითქვას, მთელი თავისი გული და პირადი ცხოვრება შესწირა ამ მეგობრობას, აკაკის ჩანგსა და პიროვნებას და შესწირა მისებურად, სრულად და უნაშთოდ... და ისე ჩუმად და ისე გულჩათხრობილად, რომ ეს არავის სცოდნია დანამდვილებით, გარდა მისი და თვით აკაკისა". როდესაც ანიჩკა გარდაიცვალა, მის სასთუმალთან გიორგი ჭალადიდელისა და აკაკის წერილები და ლექსები იპოვეს. როგორც ჩანს, უკვე მოხუცებული ქალბატონი იმით საზრდოობდა, რომ ასეთი დიდი პოეტის ერთ-ერთი პირველი მეგობარი გახლდათ. ამ მეგობრობის მიღმა, ფაქტია, იდგა ფარული გრძნობა, რომლის შესახებაც მხოლოდ ამ ორმა ადამიანმა იცოდა.

-  დები ნიკოლაძეები, როგორც ცნობილია, არ გათხოვილან...

-  დიახ, ორივე და გაუთხოვარი დარჩა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრობდნენ სისხლსავსე ლიტერატურული ცხოვრებით. უკვე გითხარით, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. სიმბოლურია, რომ თითქმის ერთ დღეს, მოხუცებულობის ასაკში გარდაიცვალნენ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს