სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო ესაძე: სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს
რეზო ესაძე: სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს

"ჩემი სი­ცო­ცხლის უკვე ტან­მსხვილ ხეზე ღა­მე­ე­ბი ხე­ებ­ზე მე­ტად შრი­ა­ლე­ბენ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ღა­მე­ებ­ში მოხ­და, როცა ვის­გა­ნაც დღე მტკი­ო­და, ყვე­ლას ეძი­ნა. დღე­ე­ბი ყრუდ მი­დი­ან. სული ვერც ერთ ყვა­ვი­ლო­ბას ვერ იხ­სე­ნებს. ასე მოვ­დი­ვარ მწყრა­ლი შა­რით, სა­დაც ცხე­ლი ყი­ნუ­ლის გაღ­მა გა­ხუ­რე­ბუ­ლი ქვე­ბი ქშუ­იან და დამ­შრა­ლი ტალ­ღე­ბის ფსკერ­ზე თევ­ზის ლან­დი თა­მა­შობს", - ამ­ბობს რეზო ესა­ძე, თხე­მით ტერ­ფამ­დე შე­მოქ­მე­დი - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი, მსა­ხი­ო­ბი, მხატ­ვა­რი, პო­ე­ტი, ფი­ზი­კო­სი... გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი და სათ­ქმე­ლი ბევ­რია, ძა­ლი­ან ბევ­რი...

რა­ტომ მო­ე­წო­ნა მი­ხა­ილ რომს

მოს­კოვ­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­კავ­ში­რო ინ­სტი­ტუ­ტში გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, რე­ჟი­სორ მი­ხა­ილ რომ­თან მოვ­ხვდი, უფრო სწო­რად, მან თა­ვად ამირ­ჩია. ეს ამ­ბა­ვი ასე და­ი­წყო: გა­სა­უბ­რე­ბა­ზე საბ­ჭო­თა კი­ნოს ოს­ტა­ტე­ბი - გე­რა­სი­მო­ვი, მა­კა­რო­ვა, ძი­გა­ნი, კარ­მე­ნი, რომი (მა­შინ ვინ ვინ იყო, არ ვი­ცო­დი) ის­ხდნენ. ჩემი რი­გიც მო­ვი­და. არა­კი, მო­თხრო­ბა, ლექ­სი წა­ვი­კი­თხე და გავ­ჩუმ­დი... ყვე­ლა მი­ყუ­რებ­და. მათ­გან ერთი არ მო­მე­წო­ნა (რო­მე­ლიც თურ­მე რომი იყო). ვფიქ­რობ, რა უნდა ჩემ­გან? რა დაშ­ტე­რე­ბით მი­ყუ­რებს-მეთ­ქი? გა­მომ­ცდე­ლებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, კა­რის­კენ წა­ვე­დი და იმ დროს, რო­მის გვერ­დით მჯდომ­მა (რო­მის ასის­ტენ­ტი ფოსი) უკან მი­მაბ­რუ­ნა. კი­დევ ერთი და­ვა­ლე­ბა მომ­ცეს: II მსოფ­ლიო ომი მი­დის, სა­ფოს­ტო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ამა­ნა­თია მო­სუ­ლი. ამა­ნათს ხსნით და უნდა მოგ­ვიყ­ვეთ, რა დევს შიგ? ვის უგ­ზავ­ნი­ან? და ა.შ. მო­სა­ფიქ­რებ­ლად ხუთი წუთი გაქვთ. - არ მინ­და მო­ფიქ­რე­ბა, ახ­ლა­ვე და­ვი­წყებ-მეთ­ქი. გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ნება მომ­ცეს, და­მე­წყო. ამა­ნათს შვილს დედა უგ­ზავ­ნის. მი­სა­მარ­თი ქი­მი­უ­რი ფან­ქრით აწე­რია და ბო­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ასო წაშ­ლი­ლია, შე­იძ­ლე­ბა, მას დე­დის ცრემ­ლიც და­ე­ცა და წა­შა­ლა. ამა­ნათს თავ­სა­ხურს ავ­ხსნით და შიგ­ნი­თაც მი­სა­მარ­თი აწე­რია. რო­გორც ჩანს, დე­დას ეში­ნო­და, ამა­ნა­თი არ და­კარ­გუ­ლი­ყო, ამი­ტომ სამ­კუ­თხა წე­რილ­ზეც მი­სა­მარ­თი მი­უ­თი­თა (კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­დეს). დე­დამ წე­რი­ლი მე­ზობ­ლის ბავ­შვს - ფუ­ცუს და­ა­წე­რი­ნა, რად­გა­ნაც თა­ვად წერა უჭირს, თვალთ და­აკ­ლდა და შვილს უხ­სნის, რომ მე­ზობ­ლის გო­გო­ნა გა­ი­ზარ­და და წე­რაც კარ­გად იცის. წე­რილ­ში ბი­ჭის­თვის უც­ნო­ბი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი დევს. დედა წერს: - შვი­ლო, კო­წიე გა­რა­ყა­ნი­ძე ხომ გახ­სოვს, ნა­გო­მა­რი­დან, შენი მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცი. სა­წყა­ლი, მოკ­ვდა, ქა­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა, აგია მისი შვი­ლი. იმის­თა­ნაა, ავ თვალს არ და­ე­ნახ­ვე­ბა. 40 კაცი რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ე­ცეს სტუმ­რად, თვალს არ და­ა­ხამ­ხა­მებს, ისე გა­უ­მას­პინ­ძლდე­ბა. მო­სიყ­ვა­რუ­ლე, გულ­თბი­ლი და კარ­გი სა­ხე­ლის მქო­ნე გო­გოა. მას შო­რი­დან და­ვე­ლა­პა­რა­კე, მი­ვა­ნიშ­ნე და მგო­ნი, ეგ საქ­მე გა­მო­ვა. სას­წრა­ფოდ ჩა­მო­დი, და­ქორ­წინ­დი და ოჯახს მო­ე­კი­დე. დედა სუ­ლაც არ ფიქ­რობს იმა­ზე, რომ შვი­ლი შე­იძ­ლე­ბა, ვე­ღარ დაბ­რუნ­დეს (კო­მი­სი­ი­დან მო­წო­ნე­ბის ხმე­ბი მო­დის)... ვაგ­რძე­ლებ. დედა შვილს ყვე­ლა­ფერს 2-2 ცალს უგ­ზავ­ნის - ჯემ­პერს, წინ­დას, ქუდს.. და ეუბ­ნე­ბა, - შვი­ლო, ერთი შენ­თვის და­ი­ტო­ვე და მე­ო­რე შენს ისეთ მე­გო­ბარს აჩუ­ქე, რო­მელ­საც დედა არ ჰყავს. ჩათ­ვა­ლოს, რომ დე­და­მი­სის გა­მოგ­ზავ­ნი­ლია. ღმერ­თმა ორი­ვე მშვი­დო­ბით ჩა­მო­გიყ­ვა­ნოთ (ჩურ­ჩუ­ლია, ზოგი ცრემლს იწ­მენ­დს). მაგ­რამ მთა­ვა­რი ეს არ არის. კაცს, რო­მე­ლიც არ მო­მე­წო­ნა, უეც­რად სახე გა­უ­ნათ­და, წა­მოხ­ტა და გა­მო­ა­ცხა­და - ეს ახალ­გაზ­რდა ჩემ­თან ის­წავ­ლის! და­ნარ­ჩენ გა­მოც­დებ­ზეც გა­ვე­დი, მაგ­რამ მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს სუ­ლაც აღარ იყო სა­ჭი­რო, რად­გან რო­მის შე­ფა­სე­ბა უკვე ჩა­რი­ცხვას ნიშ­ნავ­და...

"წარ­მა­ტე­ბუ­ლი" მარ­ცხი

რე­ჟი­სორ ან­დრეი ტარ­კოვ­სკის­თან ვმე­გობ­რობ­დი. მას ჩემი ფილ­მე­ბი ძა­ლი­ან მოს­წონ­და. ლე­ნინ­გრად­ში მას­თან მო­წყო­ბილ უკა­ნას­კნელ შეხ­ვედ­რა­ზე, ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლის წინ, ან­დრე­იმ საბ­ჭო­თა კი­ნოს მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა. ასე­თი შე­კი­თხვა და­უს­ვეს: - ნუთუ არ არ­სე­ბობს ფილ­მი, რო­მე­ლიც თქვენს სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას მი­ე­სა­და­გე­ბა? უპა­სუ­ხა - ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ფილ­მი არის "ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა". ამ ფილ­მის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი ტო­პო­ლი, ტარ­კოვ­სკის მსგავ­სად, მე­ამ­ბო­ხე პი­როვ­ნე­ბა იყო, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ფილ­მის ჩვე­ნე­ბამ ზედა ინ­სტან­ცი­ებ­ში უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, მან ტიტ­რებ­ში თა­ვი­სი გვა­რის და­ფიქ­სი­რე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და ტო­პო­ლის ნაც­ვლად, ფსევ­დო­ნი­მი და­წე­რა - ბელა აბ­რა­მო­ვა (დის სა­ხე­ლი და გვა­რი გა­მო­ი­ყე­ნა). ამის შე­სა­ხებ დღემ­დე თით­ქმის არა­ვინ იცის. ფილ­მის პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნებ­მა ხელ­ში აყ­ვა­ნი­ლი მა­ტა­რეს, აი, მე­ო­რე დღეს კი "სმოლ­ნი­ში", ლე­ნინ­გრა­დის მმარ­თველ­მა წრე­ებ­მა ფილ­მი ნა­ხეს. ქა­ლაქკო­მის მდი­ვან­მა, რო­მა­ნოვ­მა ჩემ­თან შეხ­ვედ­რა მო­ინ­დო­მა. სა­ში­ნე­ლი და აგ­რე­სი­უ­ლი რე­აქ­ცია ჰქონ­და. მთე­ლი ხმით ყვი­რო­და, აშ­კა­რა შუ­რის­ძი­ე­ბი­თა და და­უნ­დობ­ლო­ბით შე­პყრო­ბი­ლი მომ­მარ­თავ­და. მი­თხრა - არა­თუ ფილ­მი არ მო­მე­წო­ნა, მე­ზი­ზღე­ბა ის სივ­რცე, სა­დაც ასე­თი აზ­რე­ბი იბა­დე­ბაო. მეც არ და­ვა­კე­ლი: - სწო­რედ იმი­ტომ გა­ვა­კე­თე ეს ფილ­მი, რომ არ მოგ­წო­ნე­ბო­დათ, თუ მო­გე­წო­ნე­ბო­დათ, მას მაკ­რატ­ლით დავ­ჭრი­დი-მეთ­ქი. ამ შეხ­ვედ­რას, უფრო სწო­რად კი - სკან­დალს, ლე­ნინ­გრა­დის კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან ჩემი ოთხწ­ლი­ა­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა მოჰ­ყვა. მაგ­რამ დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია არ შედ­გა, ლე­ნინ­გრა­დელ­მა და ქარ­თველ­მა ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ამ გა­და­მარ­ჩი­ნა. რეზო ჩხე­ი­ძის ხელ­შე­წყო­ბით, თბი­ლის­ში, კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თულ ფილმში", თენ­გიზ აბუ­ლა­ძის მო­ად­გი­ლედ გად­მო­მიყ­ვა­ნეს. თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი არ იყო...

ჩემი ცხოვ­რე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი

თბი­ლი­სის მე­ცხრა­მე­ტე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. ყვე­ლა საქ­მე­ში მო­წი­ნა­ვე ვი­ყა­ვი, ასე გა­მო­დი­ო­და. ჩემ­ზე ერთი კლა­სით ქვე­მოთ გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სწავ­ლობ­და. სკო­ლის კედ­ლის გა­ზეთს ერ­თად ვუშ­ვებ­დით... სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ოჯა­ხურ­მა "კო­მი­ტეტ­მა", რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ოდ­ნენ: დედა, მამა, ძმა, ბი­ცო­ლე­ბი, ბი­ძე­ბი, დე­ი­დე­ბი, ბე­ბია, ბა­ბუა, ბა­ბუ­ის ნათ­ლუ­ლი, გან­ხილ­ვა და­ი­წყო, - სად, რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში უნდა ჩა­ა­ბა­როს ბავ­შვმა? "ტან­ზე შე­მო­ვი­ხიე" და ვთქვი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და! ოქ­როს და ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბის­თვის ამა თუ იმ ფა­კულ­ტეტ­ზე ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი იყო მი­ღე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ სა­ბუ­თე­ბის შე­სა­ტა­ნად, რიგი წინა დღის სა­ღა­მო­დან უნდა დაგ­ვე­კა­ვე­ბი­ნა. უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა და მათი ოჯა­ხის წევ­რი ღა­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­სერ­თან ათე­ნებ­და. კარს დი­ლით აღებ­დნენ. ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი ნელ-ნელა შე­მო­მე­ცალ­ნენ და მეც მთვლე­მა­რე, უეც­რად, უზარ­მა­ზარ­მა მა­სამ წა­მი­ღო. თურ­მე ჭიშ­კა­რი გა­უ­ღი­ათ და იმ ტალ­ღამ კი­ბე­ზე ამიყ­ვა­ნა, მერე შიგ­ნით შე­მიყ­ვა­ნა და ერთ კე­დელ­ზე, "ფორ­ტო­ჩკას­თან" ახ­ლოს მი­მა­ჭყლი­ტა, სა­დაც სა­ბუ­თებს იღებ­დნენ... ისეთ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდი, ვფიქ­რობ­დი, - ოღონდ აქე­დან გა­მიყ­ვა­ნა და არა­ფე­რი მინ­და-მეთ­ქი, კი­ნა­ღამ მომ­კლეს. მერე რო­გორ­ღაც გა­მოვ­ძვე­რი, ვდგა­ვარ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და აღ­შფო­თე­ბუ­ლი. სა­ი­დან­ღაც მე­გო­ბა­რი - კონო ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი გა­მო­ვარ­და, რო­მე­ლიც შე­მოქ­მე­დის სკო­ლა­შიც ჩემი კლა­სე­ლი იყო და თბი­ლის­შიც ერთ კლას­ში მოვ­ხვდით. კონო მე­უბ­ნე­ბა, - მე უკვე სტუ­დენ­ტი ვარო. რო­გორ-მეთ­ქი? - აგერ, მე­ო­რე კორ­პუს­ში კა­ციშ­ვი­ლი არ ჭა­ჭა­ნებს და წა­მო­დიო. გა­ვი­ქე­ცით. მარ­თლაც, "ფორ­ტო­ჩკა­ში" ქალი იჯდა და ამ­თქნა­რებ­და. სა­ბუ­თე­ბი რომ მი­ვა­წო­დე, გა­უ­ხარ­და და დამ­ლო­ცა. მე­გო­ნა, უკვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩამ­რი­ცხეს. ქალ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­ფორ­მა და გა­ხა­რე­ბუ­ლი გა­მო­ვე­დი. ვგრძნობ, კონო რა­ღაც­ნა­ი­რად მი­ყუ­რებს, თან ქი­ლი­კობს და მე­უბ­ნე­ბა - იცი, რომ ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი? ჯერ ვერ მივ­ხვდი, რას მე­უბ­ნე­ბო­და და როცა და­მა­ჯე­რა, კი­ნა­ღამ ვცე­მე. მერე მირ­ჩია, სა­ბუ­თე­ბი გა­მო­ი­ტა­ნე და ხვალ სა­დაც გინ­და, იქ შე­ი­ტა­ნეო. ამ­წუ­თას მი­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი და იმ ქალს ვუ­თხრა, - შე­მე­შა­ლა, - მა­გას არ ვი­კად­რებ-მეთ­ქი!

ასე აღ­მოვ­ჩნდი კო­ნოს­თან ერ­თად, ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე, რამ­დენ­ჯერ­მე ვე­ცა­დე, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ნიკო კე­ცხო­ველს (რექ­ტორს) გა­გო­ნე­ბაც არ უნ­დო­და. ისე, ძა­ლი­ა­ნაც მომ­წონ­და, სა­დაც ვსწავ­ლობ­დი. ის წლე­ბი ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი და უნი­ჭი­ე­რე­სი მე­გობ­რე­ბი მყავ­და: კონო, თა­მაზ ჩანტლა­ძე, ზარო (გვა­რად ზა­რი­ე­ვი), ოთარ სად­რა­ძე და სხვე­ბი... ისი­ნი ჩემი ბი­ოგ­რა­ფი­ის ნა­წი­ლია, ამი­ტომ ყვე­ლას დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვიხ­სე­ნებ. ნი­ჭი­ე­რე­ბი მარ­ტო ფი­ზი­კა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში კი არ იყ­ვნენ: თა­მა­ზი სა­უ­კე­თე­სო პო­ე­ტი იყო, მე და ის სტუ­დენ­ტურ თე­ატ­რშიც გა­მოვ­დი­ო­დით. გო­გო­ლის "რე­ვი­ზორ­ში" დობ­ჩინ­სკის როლი ვი­თა­მა­შე და უძ­ვირ­ფა­სეს ნიკო კე­ცხო­ველს ისე მოს­წონ­და ჩემი გა­მოს­ვლა, ზოგ­ჯერ სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას დარ­ბაზ­ში, მხო­ლოდ ამ ეპი­ზო­დის სა­ნა­ხა­ვად შე­მო­დი­ო­და... კედ­ლის გა­ზეთს ("ჭინ­ჭა­რი") ვუშ­ვებ­დით, მას­ზე ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. ყო­ველ პა­რას­კევს, ახა­ლი ნომ­რის წა­სა­კი­თხად ხალ­ხი სხვა­დას­ხვა ინ­სტი­ტუ­ტი­დან მო­დი­ო­და. ბა­ტო­ნი ნიკო ყვე­ლა იმ სტუ­დენ­ტით ამა­ყობ­და, ვინც თავს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კუ­თხით გა­მო­ი­ჩენ­და. აი, ამათ შე­უძ­ლი­ათ თქვან, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბე­ნო, - ასე მი­აჩ­ნდა. თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კა კარ­გად ვი­ცო­დი, მაგ­რამ უმაღ­ლეს მა­თე­მა­ტი­კას გა­ვურ­ბო­დი. უმაღ­ლე­სი მა­თე­მა­ტი­კის ლექ­ცი­ებ­ზე აკა­დე­მი­კოს ილია ვე­კუ­ას სიყ­ვა­რუ­ლით დავ­დი­ო­დი. სას­წა­უ­ლი ლექ­ტო­რი იყო, მუ­დამ მა­ო­ცებ­და. 15 წუ­თით ადრე მივ­დი­ო­დი ფი­ზი­კის დიდ აუ­დი­ტო­რი­ა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად ად­გილს ვარ­ჩევ­დი, რომ მას ლექ­ცი­ა­ზე შე­ვემ­ჩნიე. მახ­სოვს, ასა­წევ-ჩა­მო­სა­წე­ვი 6 დაფა, აუ­დი­ტო­რი­ის ფან­ჯრე­ბი, რო­მე­ლიც ეზოს მხა­რეს გა­დი­ო­და და იქი­დან შე­მო­მა­ვა­ლი სუფ­თა ჰა­ე­რი... ილია ვე­კუ­ას გრძე­ლი ცარ­ცი და "გაკ­რახ­მა­ლე­ბუ­ლი" ჩვა­რი (თა­ვად მოჰ­ქონ­და). ზუს­ტად 9-ს რომ 5 წუთი აკ­ლდა, სი­ჩუ­მე­ში ვე­ე­ბერ­თე­ლა კარი გა­ი­ღე­ბო­და, სწრა­ფად და უხ­მა­უ­როდ და­ი­ხუ­რე­ბო­და და სა­ოც­რე­ბა იწყე­ბო­და... და­ფის ზემო უკი­დუ­რეს კუ­თხე­ში პირ­ველ მა­თე­მა­ტი­კურ ნი­შანს წერ­და და თით­ქოს გა­ნიც­დი­და, რომ მე­ექ­ვსე და­ფაც არ ეყო­ფო­და ლექ­ცი­ის ბო­ლომ­დე. სულ­მო­უთ­ქმე­ლად წერ­და, ბოლო და­ფა­ზე რომ გა­და­ვი­დო­და, ქვე­და უკი­დუ­რეს მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­შიც და­წერ­და, ბო­ლოს ჩარ­ჩო­ზე მი­ა­წერ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ უდ­რის ნულს და ზა­რიც და­ი­რე­კე­ბო­და. არ მახ­სოვს, ლექ­ცია ზარ­ზე ადრე ან ცოტა გვი­ან რომ და­ემ­თავ­რე­ბი­ნა. ის იმ­დე­ნად არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ჩან­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სიზ­მრად ნა­ნა­ხი ამოხ­სნი­ლი ამო­ცა­ნა მოჰ­ქონ­და. მას, რო­გორც მო­მა­ვა­ლი რე­ჟი­სო­რი, რო­გორც კარგ მსა­ხი­ობს, ისე ვუ­ყუ­რებ­დი. ის იყო ქა­რიშ­ხა­ლი, ოღონდ, უხმო... თუ ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბას რამე ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, სით­ბოს გა­მოს­ცემს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მა­შინ იქ და­ი­ბა­და და თვითმყო­ფა­დია...

1986 წელს, მხატ­ვარ­თა კავ­შირ­მა ჩემი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა მო­ა­წყო, რო­მე­ლიც შემ­დე­გი ლო­ზუნ­გით - "От Эйзенштейна до Тарковского" მოს­კოვ­ში, მი­უნ­ხენ­სა და ჟე­ნე­ვა­ში გა­და­ი­ტა­ნეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის იმ­დრო­ინ­დე­ლი "სი­გი­ჟე­ე­ბის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

გა­ლა­კტი­ონ­თან შეხ­ვედ­რა

ჩემი ოჯა­ხი გუ­რი­ი­დან თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად რომ გად­მო­ვი­და, მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი. ჩვე­ნი სახ­ლი არ­სე­ნა­ლის ქუ­ჩის სას­წა­ულ აღ­მარ­თში იდგა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გზი­დან პირ­ველ სარ­თულ­ზე ვი­ყა­ვით, ეზო­დან მე­ექ­ვსე­ზე. ძვე­ლე­ბუ­რი სახ­ლე­ბი ფუტკრის ფი­ჭა­სა­ვით იყო ერ­თმა­ნეთ­ზე მი­შე­ნე­ბულ-და­შე­ნე­ბუ­ლი... იცით, ამ აღ­მარ­თში ერ­თმა­ნეთს რა ხმე­ბი ერ­წყმო­და? აღ­მარ­თში ამა­ვა­ლი და ზე­ვი­დან ჩა­მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბის ხმა­უ­რი, დი­ლით ახალ­გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ხალ­ხის გა­და­ძა­ხი­ლი, ხან­და­ხან მე­ზობ­ლე­ბის ჩხუ­ბის, ქარ­ხნის საყ­ვი­რი­სა თუ მა­ტა­რებ­ლის ხმა, ძაღ­ლე­ბის ყეფა და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემ თვალ­წინ ერთი დიდი სპექ­ტაკ­ლი­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და... მა­შინ სახ­ლებს ისე­თი გა­ნი­ე­რი "პო­დო­კო­ნი­კე­ბი" ჰქონ­და, კაცი მას­ზე სუფ­რას გაშ­ლი­და. ჰოდა, მეც იქ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. სა­ოც­რად დი­ნა­მი­კუ­რად ვცხოვ­რობ­დი ოთახ­ნა­ხევ­რი­ან ბი­ნა­ში, მა­რა­დი­ულ ხმა­უ­რი­ან "ავან­სცე­ნა­ზე". როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, ბი­ძა­ჩემ­მა თქვა - ამას იმ­ხე­ლა თავი აქვს, რო­მე­ლი ხვრე­ლი­დან (ანუ ყუ­რი­დან, გუ­რუ­ლებ­მა ასე იცი­ან თქმა) რა გა­მო­ვარ­დე­ბა, კაც­მა არ იცის, ამი­ტომ ბა­ღა­ნას გა­უფრ­თხილ­დი­თო. ერთ დღე­საც, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იფიქ­რეს და იმ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ, რომ მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის კა­ბი­ნე­ტი უნდა მო­ე­წყოთ. ქუ­ჩი­დან, ჩემს ბი­ნას, პა­ტა­რა მი­შე­ნე­ბუ­ლი კიბე ჰქონ­და. კი­ბი­დან, ჯერ ბნელ შე­სას­ვლელ­ში, შემ­დეგ დი­დფან­ჯრე­ბი­ან "ზა­ლა­ში" მოხ­ვდე­ბო­დი, რო­მე­ლიც ორად იყო გა­ყო­ფი­ლი. ჩემი უფ­რო­სი ძმის წი­ნა­და­დე­ბით, გა­და­წყდა, ბნე­ლი შე­მო­სას­ვლე­ლის ერთ კუ­თხე­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ორ მეტ­რამ­დე ფარ­თობ­ში, მო­ე­წყოთ სა­მე­ცა­დი­ნო კუ­თხე. ძვე­ლი თოკი გა­ა­ბეს, მაგ­რამ მას­ზე ლა­მა­ზი ფარ­და და­კი­დეს, "ატა­მან­კა" და მა­გი­დაც და­მიდ­გეს. იქ თუ სტუ­მა­რიც დაჯ­დე­ბო­და, ერთი ფეხი გა­რეთ დარ­ჩე­ბო­და. კა­ბი­ნე­ტი გა­ნა­თე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­გი­დის ელექტრო­ლამ­პა გვჭირ­დე­ბო­და. ერთ დღე­საც, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე უნი­ვერ­მაღ­ში მა­გი­დის ელექტრო­ლამ­პა ვნა­ხე, რო­მე­ლიც სო­კოს ჰგავ­და. იმ ღა­მეს ჩე­მებ­მა ითათ­ბი­რეს, და­ნა­ზო­გი ფული გა­მო­ნა­ხეს და მე­ო­რე დღეს, მე და დედა მის სა­ყიდ­ლად წა­ვე­დით... უნი­ვერ­მა­ღის პირ­ველ სარ­თულ­ზე, ლამ­პას ვარ­ჩევ­დით, როცა კი­ბეს­თან ახ­ლოს, მა­ღალ სვეტ­თან ვი­ღაც უზარ­მა­ზა­რი, წვე­რი­ა­ნი კაცი შევ­ნიშ­ნე, ნაც­ნო­ბი სახე ჰქონ­და. ძვე­ლი პალ­ტო და და­სა­უ­თო­ე­ბე­ლი შარ­ვა­ლი ეცვა. ბა­ტი­ბუტს თუ მზე­სუმ­ზი­რას მი­ირ­თმევ­და. და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რებ­და, რო­გორც ჩანს, თა­ვი­დან­ვე თვა­ლი ჩა­მავ­ლო. მე და დე­დამ ნივ­თი შე­ვი­ძი­ნეთ, ის კაცი კი ჩვენ­კენ და­იძ­რა. გვერ­დით და­მიდ­გა - კი­სერ­თან, სა­ყე­ლო­ში ხელი ჩა­მი­ყო, მკლა­ვი ბო­ლომ­დე ჩა­მაღ­ლი­ტა. მერე ხელი გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და კი­სერ­ში მტკი­ცა ამ სი­ტყვე­ბით: - ამას მა­გა­რი კი­სე­რი აქ­ვსო. ვინ იყო? გა­ლა­კტი­ო­ნი!

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რეზო ესაძე: სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს

რეზო ესაძე: სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს

"ჩემი სიცოცხლის უკვე ტანმსხვილ ხეზე ღამეები ხეებზე მეტად შრიალებენ, რადგან ყველაფერი ღამეებში მოხდა, როცა ვისგანაც დღე მტკიოდა, ყველას ეძინა. დღეები ყრუდ მიდიან. სული ვერც ერთ ყვავილობას ვერ იხსენებს. ასე მოვდივარ მწყრალი შარით, სადაც ცხელი ყინულის გაღმა გახურებული ქვები ქშუიან და დამშრალი ტალღების ფსკერზე თევზის ლანდი თამაშობს", - ამბობს რეზო ესაძე, თხემით ტერფამდე შემოქმედი - კინორეჟისორი, მსახიობი, მხატვარი, პოეტი, ფიზიკოსი... გასახსენებელი და სათქმელი ბევრია, ძალიან ბევრი...

რატომ მოეწონა მიხაილ რომს

მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რეჟისორ მიხაილ რომთან მოვხვდი, უფრო სწორად, მან თავად ამირჩია. ეს ამბავი ასე დაიწყო: გასაუბრებაზე საბჭოთა კინოს ოსტატები - გერასიმოვი, მაკაროვა, ძიგანი, კარმენი, რომი (მაშინ ვინ ვინ იყო, არ ვიცოდი) ისხდნენ. ჩემი რიგიც მოვიდა. არაკი, მოთხრობა, ლექსი წავიკითხე და გავჩუმდი... ყველა მიყურებდა. მათგან ერთი არ მომეწონა (რომელიც თურმე რომი იყო). ვფიქრობ, რა უნდა ჩემგან? რა დაშტერებით მიყურებს-მეთქი? გამომცდელებს მადლობა გადავუხადე, კარისკენ წავედი და იმ დროს, რომის გვერდით მჯდომმა (რომის ასისტენტი ფოსი) უკან მიმაბრუნა. კიდევ ერთი დავალება მომცეს: II მსოფლიო ომი მიდის, საფოსტო განყოფილებაში ამანათია მოსული. ამანათს ხსნით და უნდა მოგვიყვეთ, რა დევს შიგ? ვის უგზავნიან? და ა.შ. მოსაფიქრებლად ხუთი წუთი გაქვთ. - არ მინდა მოფიქრება, ახლავე დავიწყებ-მეთქი. გაუკვირდათ, მაგრამ ნება მომცეს, დამეწყო. ამანათს შვილს დედა უგზავნის. მისამართი ქიმიური ფანქრით აწერია და ბოლოში რამდენიმე ასო წაშლილია, შეიძლება, მას დედის ცრემლიც დაეცა და წაშალა. ამანათს თავსახურს ავხსნით და შიგნითაც მისამართი აწერია. როგორც ჩანს, დედას ეშინოდა, ამანათი არ დაკარგულიყო, ამიტომ სამკუთხა წერილზეც მისამართი მიუთითა (კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს). დედამ წერილი მეზობლის ბავშვს - ფუცუს დააწერინა, რადგანაც თავად წერა უჭირს, თვალთ დააკლდა და შვილს უხსნის, რომ მეზობლის გოგონა გაიზარდა და წერაც კარგად იცის. წერილში ბიჭისთვის უცნობი ახალგაზრდა ქალის ფოტოსურათი დევს. დედა წერს: - შვილო, კოწიე გარაყანიძე ხომ გახსოვს, ნაგომარიდან, შენი მოსიყვარულე კაცი. საწყალი, მოკვდა, ქალიშვილი დარჩა, აგია მისი შვილი. იმისთანაა, ავ თვალს არ დაენახვება. 40 კაცი რომ მოულოდნელად დაეცეს სტუმრად, თვალს არ დაახამხამებს, ისე გაუმასპინძლდება. მოსიყვარულე, გულთბილი და კარგი სახელის მქონე გოგოა. მას შორიდან დაველაპარაკე, მივანიშნე და მგონი, ეგ საქმე გამოვა. სასწრაფოდ ჩამოდი, დაქორწინდი და ოჯახს მოეკიდე. დედა სულაც არ ფიქრობს იმაზე, რომ შვილი შეიძლება, ვეღარ დაბრუნდეს (კომისიიდან მოწონების ხმები მოდის)... ვაგრძელებ. დედა შვილს ყველაფერს 2-2 ცალს უგზავნის - ჯემპერს, წინდას, ქუდს.. და ეუბნება, - შვილო, ერთი შენთვის დაიტოვე და მეორე შენს ისეთ მეგობარს აჩუქე, რომელსაც დედა არ ჰყავს. ჩათვალოს, რომ დედამისის გამოგზავნილია. ღმერთმა ორივე მშვიდობით ჩამოგიყვანოთ (ჩურჩულია, ზოგი ცრემლს იწმენდს). მაგრამ მთავარი ეს არ არის. კაცს, რომელიც არ მომეწონა, უეცრად სახე გაუნათდა, წამოხტა და გამოაცხადა - ეს ახალგაზრდა ჩემთან ისწავლის! დანარჩენ გამოცდებზეც გავედი, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს სულაც აღარ იყო საჭირო, რადგან რომის შეფასება უკვე ჩარიცხვას ნიშნავდა...

"წარმატებული" მარცხი

რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკისთან ვმეგობრობდი. მას ჩემი ფილმები ძალიან მოსწონდა. ლენინგრადში მასთან მოწყობილ უკანასკნელ შეხვედრაზე, ემიგრაციაში წასვლის წინ, ანდრეიმ საბჭოთა კინოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ასეთი შეკითხვა დაუსვეს: - ნუთუ არ არსებობს ფილმი, რომელიც თქვენს სულიერ მდგომარეობას მიესადაგება? უპასუხა - ჩემი უსაყვარლესი ფილმი არის "ერთი ნახვით შეყვარება". ამ ფილმის სცენარის ავტორი ტოპოლი, ტარკოვსკის მსგავსად, მეამბოხე პიროვნება იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილმის ჩვენებამ ზედა ინსტანციებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მან ტიტრებში თავისი გვარის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა და ტოპოლის ნაცვლად, ფსევდონიმი დაწერა - ბელა აბრამოვა (დის სახელი და გვარი გამოიყენა). ამის შესახებ დღემდე თითქმის არავინ იცის. ფილმის პირველი ჩვენების შემდეგ, აღფრთოვანებულმა ახალგაზრდა ხელოვანებმა ხელში აყვანილი მატარეს, აი, მეორე დღეს კი "სმოლნიში", ლენინგრადის მმართველმა წრეებმა ფილმი ნახეს. ქალაქკომის მდივანმა, რომანოვმა ჩემთან შეხვედრა მოინდომა. საშინელი და აგრესიული რეაქცია ჰქონდა. მთელი ხმით ყვიროდა, აშკარა შურისძიებითა და დაუნდობლობით შეპყრობილი მომმართავდა. მითხრა - არათუ ფილმი არ მომეწონა, მეზიზღება ის სივრცე, სადაც ასეთი აზრები იბადებაო. მეც არ დავაკელი: - სწორედ იმიტომ გავაკეთე ეს ფილმი, რომ არ მოგწონებოდათ, თუ მოგეწონებოდათ, მას მაკრატლით დავჭრიდი-მეთქი. ამ შეხვედრას, უფრო სწორად კი - სკანდალს, ლენინგრადის კინოსტუდიიდან ჩემი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის ბრძანება მოჰყვა. მაგრამ დისკვალიფიკაცია არ შედგა, ლენინგრადელმა და ქართველმა ინტელიგენციამ გადამარჩინა. რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით, თბილისში, კინოსტუდია "ქართულ ფილმში", თენგიზ აბულაძის მოადგილედ გადმომიყვანეს. თითქოს საქართველოში იმ დროს საბჭოთა კავშირი არ იყო...

ჩემი ცხოვრების უნივერსიტეტი

თბილისის მეცხრამეტე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. ყველა საქმეში მოწინავე ვიყავი, ასე გამოდიოდა. ჩემზე ერთი კლასით ქვემოთ გურამ რჩეულიშვილი სწავლობდა. სკოლის კედლის გაზეთს ერთად ვუშვებდით... სკოლა დავამთავრე და ოჯახურმა "კომიტეტმა", რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: დედა, მამა, ძმა, ბიცოლები, ბიძები, დეიდები, ბებია, ბაბუა, ბაბუის ნათლული, განხილვა დაიწყო, - სად, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს ბავშვმა? "ტანზე შემოვიხიე" და ვთქვი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა! ოქროს და ვერცხლის მედალოსნებისთვის ამა თუ იმ ფაკულტეტზე ლიმიტირებული იყო მიღება, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბუთების შესატანად, რიგი წინა დღის საღამოდან უნდა დაგვეკავებინა. უამრავი ახალგაზრდა და მათი ოჯახის წევრი ღამეს უნივერსიტეტის მესერთან ათენებდა. კარს დილით აღებდნენ. ჩემი ახლობლები ნელ-ნელა შემომეცალნენ და მეც მთვლემარე, უეცრად, უზარმაზარმა მასამ წამიღო. თურმე ჭიშკარი გაუღიათ და იმ ტალღამ კიბეზე ამიყვანა, მერე შიგნით შემიყვანა და ერთ კედელზე, "ფორტოჩკასთან" ახლოს მიმაჭყლიტა, სადაც საბუთებს იღებდნენ... ისეთ დღეში აღმოვჩნდი, ვფიქრობდი, - ოღონდ აქედან გამიყვანა და არაფერი მინდა-მეთქი, კინაღამ მომკლეს. მერე როგორღაც გამოვძვერი, ვდგავარ შეურაცხყოფილი და აღშფოთებული. საიდანღაც მეგობარი - კონო ჩხატარაშვილი გამოვარდა, რომელიც შემოქმედის სკოლაშიც ჩემი კლასელი იყო და თბილისშიც ერთ კლასში მოვხვდით. კონო მეუბნება, - მე უკვე სტუდენტი ვარო. როგორ-მეთქი? - აგერ, მეორე კორპუსში კაციშვილი არ ჭაჭანებს და წამოდიო. გავიქეცით. მართლაც, "ფორტოჩკაში" ქალი იჯდა და ამთქნარებდა. საბუთები რომ მივაწოდე, გაუხარდა და დამლოცა. მეგონა, უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამრიცხეს. ქალმა ყველაფერი გააფორმა და გახარებული გამოვედი. ვგრძნობ, კონო რაღაცნაირად მიყურებს, თან ქილიკობს და მეუბნება - იცი, რომ ფიზიკის ფაკულტეტზე შეიტანე საბუთები? ჯერ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და როცა დამაჯერა, კინაღამ ვცემე. მერე მირჩია, საბუთები გამოიტანე და ხვალ სადაც გინდა, იქ შეიტანეო. ამწუთას მივიტანე საბუთები და იმ ქალს ვუთხრა, - შემეშალა, - მაგას არ ვიკადრებ-მეთქი!

ასე აღმოვჩნდი კონოსთან ერთად, ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრებამდე, რამდენჯერმე ვეცადე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავსულიყავი, მაგრამ ნიკო კეცხოველს (რექტორს) გაგონებაც არ უნდოდა. ისე, ძალიანაც მომწონდა, სადაც ვსწავლობდი. ის წლები ჩემთვის უძვირფასესია, შესანიშნავი და უნიჭიერესი მეგობრები მყავდა: კონო, თამაზ ჩანტლაძე, ზარო (გვარად ზარიევი), ოთარ სადრაძე და სხვები... ისინი ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია, ამიტომ ყველას დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ნიჭიერები მარტო ფიზიკასა და მათემატიკაში კი არ იყვნენ: თამაზი საუკეთესო პოეტი იყო, მე და ის სტუდენტურ თეატრშიც გამოვდიოდით. გოგოლის "რევიზორში" დობჩინსკის როლი ვითამაშე და უძვირფასეს ნიკო კეცხოველს ისე მოსწონდა ჩემი გამოსვლა, ზოგჯერ სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში, მხოლოდ ამ ეპიზოდის სანახავად შემოდიოდა... კედლის გაზეთს ("ჭინჭარი") ვუშვებდით, მასზე ლეგენდები დადიოდა. ყოველ პარასკევს, ახალი ნომრის წასაკითხად ხალხი სხვადასხვა ინსტიტუტიდან მოდიოდა. ბატონი ნიკო ყველა იმ სტუდენტით ამაყობდა, ვინც თავს შემოქმედებითი კუთხით გამოიჩენდა. აი, ამათ შეუძლიათ თქვან, რომ უნივერსიტეტში სწავლობენო, - ასე მიაჩნდა. თეორიული ფიზიკა კარგად ვიცოდი, მაგრამ უმაღლეს მათემატიკას გავურბოდი. უმაღლესი მათემატიკის ლექციებზე აკადემიკოს ილია ვეკუას სიყვარულით დავდიოდი. სასწაული ლექტორი იყო, მუდამ მაოცებდა. 15 წუთით ადრე მივდიოდი ფიზიკის დიდ აუდიტორიაში, სპეციალურად ადგილს ვარჩევდი, რომ მას ლექციაზე შევემჩნიე. მახსოვს, ასაწევ-ჩამოსაწევი 6 დაფა, აუდიტორიის ფანჯრები, რომელიც ეზოს მხარეს გადიოდა და იქიდან შემომავალი სუფთა ჰაერი... ილია ვეკუას გრძელი ცარცი და "გაკრახმალებული" ჩვარი (თავად მოჰქონდა). ზუსტად 9-ს რომ 5 წუთი აკლდა, სიჩუმეში ვეებერთელა კარი გაიღებოდა, სწრაფად და უხმაუროდ დაიხურებოდა და საოცრება იწყებოდა... დაფის ზემო უკიდურეს კუთხეში პირველ მათემატიკურ ნიშანს წერდა და თითქოს განიცდიდა, რომ მეექვსე დაფაც არ ეყოფოდა ლექციის ბოლომდე. სულმოუთქმელად წერდა, ბოლო დაფაზე რომ გადავიდოდა, ქვედა უკიდურეს მარჯვენა კუთხეშიც დაწერდა, ბოლოს ჩარჩოზე მიაწერდა, რომ ეს ყველაფერი არ უდრის ნულს და ზარიც დაირეკებოდა. არ მახსოვს, ლექცია ზარზე ადრე ან ცოტა გვიან რომ დაემთავრებინა. ის იმდენად არაამქვეყნიური ჩანდა, რომ დარწმუნებული ვარ, სიზმრად ნანახი ამოხსნილი ამოცანა მოჰქონდა. მას, როგორც მომავალი რეჟისორი, როგორც კარგ მსახიობს, ისე ვუყურებდი. ის იყო ქარიშხალი, ოღონდ, უხმო... თუ ჩემს შემოქმედებას რამე ღირებულება აქვს, სითბოს გამოსცემს, მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ იქ დაიბადა და თვითმყოფადია...

1986 წელს, მხატვართა კავშირმა ჩემი ნახატების გამოფენა მოაწყო, რომელიც შემდეგი ლოზუნგით - "От Эйзенштейна до Тарковского" მოსკოვში, მიუნხენსა და ჟენევაში გადაიტანეს. ეს ყველაფერი, უნივერსიტეტის იმდროინდელი "სიგიჟეების" დამსახურებაა.

გალაკტიონთან შეხვედრა

ჩემი ოჯახი გურიიდან თბილისში საცხოვრებლად რომ გადმოვიდა, მეექვსე კლასში ვიყავი. ჩვენი სახლი არსენალის ქუჩის სასწაულ აღმართში იდგა. წარმოიდგინეთ, გზიდან პირველ სართულზე ვიყავით, ეზოდან მეექვსეზე. ძველებური სახლები ფუტკრის ფიჭასავით იყო ერთმანეთზე მიშენებულ-დაშენებული... იცით, ამ აღმართში ერთმანეთს რა ხმები ერწყმოდა? აღმართში ამავალი და ზევიდან ჩამომავალი მანქანების ხმაური, დილით ახალგაღვიძებული ხალხის გადაძახილი, ხანდახან მეზობლების ჩხუბის, ქარხნის საყვირისა თუ მატარებლის ხმა, ძაღლების ყეფა და ეს ყველაფერი, ჩემ თვალწინ ერთი დიდი სპექტაკლივით მიმდინარეობდა... მაშინ სახლებს ისეთი განიერი "პოდოკონიკები" ჰქონდა, კაცი მასზე სუფრას გაშლიდა. ჰოდა, მეც იქ ვმეცადინეობდი. საოცრად დინამიკურად ვცხოვრობდი ოთახნახევრიან ბინაში, მარადიულ ხმაურიან "ავანსცენაზე". როცა წამოვიზარდე, ბიძაჩემმა თქვა - ამას იმხელა თავი აქვს, რომელი ხვრელიდან (ანუ ყურიდან, გურულებმა ასე იციან თქმა) რა გამოვარდება, კაცმა არ იცის, ამიტომ ბაღანას გაუფრთხილდითო. ერთ დღესაც, ჩემმა მშობლებმა იფიქრეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეთერთმეტეკლასელი, წარმატებული მოსწავლისათვის კაბინეტი უნდა მოეწყოთ. ქუჩიდან, ჩემს ბინას, პატარა მიშენებული კიბე ჰქონდა. კიბიდან, ჯერ ბნელ შესასვლელში, შემდეგ დიდფანჯრებიან "ზალაში" მოხვდებოდი, რომელიც ორად იყო გაყოფილი. ჩემი უფროსი ძმის წინადადებით, გადაწყდა, ბნელი შემოსასვლელის ერთ კუთხეში, დაახლოებით ორ მეტრამდე ფართობში, მოეწყოთ სამეცადინო კუთხე. ძველი თოკი გააბეს, მაგრამ მასზე ლამაზი ფარდა დაკიდეს, "ატამანკა" და მაგიდაც დამიდგეს. იქ თუ სტუმარიც დაჯდებოდა, ერთი ფეხი გარეთ დარჩებოდა. კაბინეტი განათებული რომ ყოფილიყო, მაგიდის ელექტროლამპა გვჭირდებოდა. ერთ დღესაც, მარჯანიშვილის ქუჩაზე უნივერმაღში მაგიდის ელექტროლამპა ვნახე, რომელიც სოკოს ჰგავდა. იმ ღამეს ჩემებმა ითათბირეს, დანაზოგი ფული გამონახეს და მეორე დღეს, მე და დედა მის საყიდლად წავედით... უნივერმაღის პირველ სართულზე, ლამპას ვარჩევდით, როცა კიბესთან ახლოს, მაღალ სვეტთან ვიღაც უზარმაზარი, წვერიანი კაცი შევნიშნე, ნაცნობი სახე ჰქონდა. ძველი პალტო და დასაუთოებელი შარვალი ეცვა. ბატიბუტს თუ მზესუმზირას მიირთმევდა. დაჟინებით მიყურებდა, როგორც ჩანს, თავიდანვე თვალი ჩამავლო. მე და დედამ ნივთი შევიძინეთ, ის კაცი კი ჩვენკენ დაიძრა. გვერდით დამიდგა - კისერთან, საყელოში ხელი ჩამიყო, მკლავი ბოლომდე ჩამაღლიტა. მერე ხელი გაითავისუფლა და კისერში მტკიცა ამ სიტყვებით: - ამას მაგარი კისერი აქვსო. ვინ იყო? გალაკტიონი!

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება