სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითგადარჩენის პროცესი "ნაციონალებში" და ივანიშვილის ოცნება
თვითგადარჩენის პროცესი "ნაციონალებში" და ივანიშვილის ოცნება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ა­მა­ყო "ერ­თო­ბის" რღვე­ვის პრო­ცე­სი შიდა თუ გარე ძა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ისე­თი სის­წრა­ფით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, მათი ელექ­ტო­რა­ტი და წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა ალ­ბათ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა. საკ­რე­ბუ­ლო­სა და პარ­ტი­ის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ფი­გუ­რის - კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, რა თქმა უნდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა აზრი და კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა, ზოგი ამარ­თლებს, ზოგი - აკ­რი­ტი­კებს, რო­გორც ასეთ დროს ხდე­ბა ხოლ­მე. ამ სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბა პარ­ლა­მენ­ტარ ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილ­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, შოთა მა­ლაშ­ხი­ას ვთხო­ვეთ.

ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი:

- ის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­შია" და­წყე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია და ასეც იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ქვე­ყა­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ფია მარ­თავ­და, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ფი­გუ­რის­გან შედ­გე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ამ მა­ფი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ და ისი­ნიც ე.წ. წი­ლებ­ში იყ­ვნენ, რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის, ისე - სხვა­დას­ხვა სა­ხის ბიზ­ნე­სის. მაგ­რამ რო­დე­საც მეფე ჩა­მო­ვარ­და, ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა და­ი­წყო, რაც ბუ­ნებ­რი­ვი ინ­სტინ­ქტია და ამ გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში, ცხა­დია, ბევ­რი მათ­გა­ნი ვერ გა­ი­ზი­ა­რებს იმ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც არა­ა­და­მი­ა­ნურ ქცე­ვებს, წა­მე­ბებს შე­ე­ხე­ბა. ამი­ტომ, ასე­თი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დროს, უმე­ტეს­წი­ლად, სი­მარ­თლე იჩენს ხოლ­მე თავს და ერ­თიც მარ­თა­ლია და მე­ო­რეც. მა­გა­ლი­თად, იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი ეუბ­ნე­ბა, - არას­წორ პო­ლი­ტი­კას ეწე­ო­დი­თო და მი­შას მი­მარ­თავს - ამაზ­რზე­ნი ხარო, რა­შიც მარ­თა­ლია ეს კაცი. უგუ­ლა­ვა კი ეუბ­ნე­ბა, რომ ამ პარ­ტი­ა­ში მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი გქონ­დაო და ესეც მარ­თა­ლია. პარ­ლა­მენ­ტი ჯერ კი­დევ ახა­ლი შემ­დგა­რი იყო, როცა უმ­რავ­ლე­სო­ბის არა­ერ­თი დე­პუ­ტა­ტი ვურ­ჩევ­დით უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ თუ გინ­დათ, მო­მა­ვალ­ში ისევ პო­ლი­ტი­კა­ში გა­აგ­რძე­ლოთ საქ­მი­ა­ნო­ბა, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ, ისაა, რომ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­როთ და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოთ; მე­ო­რე კი, თუ პარ­ტი­ის გა­დარ­ჩე­ნა გინ­დათ, ტრანსფორ­მა­ცია უნდა მო­ახ­დი­ნო­თო. დაშ­ლის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან ჩემი აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ არის მზად იმი­სათ­ვის, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვის თავ­ზე აი­ღოს. მას ისე­თი ლი­დე­რე­ბი ჰყავს, რო­მელ­თაც დანა რომ და­არ­ტყა, სის­ხლი არ გა­მო­უ­ვათ. ასე რომ, პარ­ტია ძა­ლი­ან მალე და­იშ­ლე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში რომ მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, ასეთ ნა­ბიჯს მა­ინც გა­დად­გამ­და?

- სა­ა­კაშ­ვილს ასე­თი პო­ლი­ტი­კა ჰქონ­და, ხალ­ხს რა­ღა­ცებს ჰპირ­დე­ბო­და, რი­თაც მათ თა­ვის ვიწ­რო პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს ატა­რე­ბი­ნებ­და. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, როცა ბა­ტო­ნი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში იყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს "აპ­რა­ვებ­და", რომ მი­შას სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში ჩა­ე­წე­რა. მერე კი და­ნა­პი­რე­ბი რომ არ შე­უს­რუ­ლეს, გა­ნა­წყენ­და. მას, ვი­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სი­ა­ში მოხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი აქვს, უნდა ეს­მო­დეს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა თა­ვა­დაც უნდა გა­ი­ზი­ა­როს - წა­მე­ბა­ზე, არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბა­ზე, მკვლე­ლო­ბებ­ზე, 26 მა­ის­ზე, 7 ნო­ემ­ბერ­ზე და ა.შ. თუ ვინ­მე ამა­ზე მი­დის, ჩემ­თვის ის ადა­მი­ა­ნი გან­სჯას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. იო­ნა­თა­მიშ­ვილს თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტე­ბი ამოძ­რა­ვებს.

შოთა მა­ლაშ­ხია:

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ როცა იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი - 30 ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს და აქე­დან ოთხი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს, სხვა ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ამ ფონ­ზე, ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს, ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა, ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მი­უ­ღე­ბე­ლია, პრე­ზი­დენტს ასე­თი ტო­ნით მი­მარ­თოს ადა­მი­ან­მა, რო­გორც ის წე­რილ­ში მო­იხ­სე­ნი­ებს. ეს სა­მაკ­ლე­რო ფირ­მა არ არის, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აა და ამ­გვა­რი სა­კი­თხე­ბით არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

- ამ­ბობს, რომ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხრი­დან მისი დევ­ნა, მათი ში­შის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია.

- მა­ნამ­დე მას ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი არას­დროს გა­უ­კე­თე­ბია. თუ ასეთ რა­მეს აპი­რებ­და, მა­შინ არ უნდა ესარ­გებ­ლა იმ პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით (საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტო­ბას ვგუ­ლის­ხმობ), რო­მე­ლიც სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წყა­ლო­ბით ჰქონ­და. ჯერ უნდა წახ­ვი­დე და შემ­დეგ ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე ილა­პა­რა­კო.

- იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც" მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს გა­უ­გე­ბა­რი, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი და­ჭე­რე­ბი­სა და და­პი­რე­ბე­ბის აუს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­უშ­ვებთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ, რა­ი­მე კუ­თხით, მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც შედ­გეს?

- ალ­ბათ ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მას ჰქონ­და და რა­საც წე­რილ­ში წერ­და, ვი­ღა­ცამ მო­უგ­ვა­რა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მა­ინც რამ გა­ნა­პი­რო­ბა იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის "შე­მობ­რუ­ნე­ბა" და ახლა რა­ტომ გა­დად­გა პარ­ტი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნა­ბი­ჯი?

- ვერ გე­ტყვით, ეს მას უნდა ჰკი­თხოთ.

- დიახ, მაგ­რამ თქვენ "ერ­თი­ა­ნი გუნ­დის" წევ­რე­ბი იყა­ვით და შე­საძ­ლოა, რა­ი­მე და­პი­რის­პი­რე­ბა არ­სე­ბობ­და, რა­მაც მსგავ­სი ქმე­დე­ბის­კენ სწო­რედ ახლა უბიძ­გა.

- მე ჩემი პო­ზი­ცია მაქვს და ვფიქ­რობ, როცა ადა­მი­ა­ნი გუნ­დის წევ­რია, მის­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და სამი თვის წინ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვას ფიქ­რობ­და და ახლა - სხვას, გან­მარ­ტე­ბე­ბიც უნდა არ­სე­ბობ­დეს. ის, რომ რა­ღა­ცა­ზე ნა­წყე­ნია, ამის გან­ხილ­ვა ასეთ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც შენი მე­გობ­რე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც სამი წელი მა­ინც იყა­ვი საკ­რე­ბუ­ლო­ში, და­ა­პა­ტიმ­რეს და ამ დროს ასეთ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ, არა­ნა­ირ მო­რა­ლურ ნორ­მებ­ში არ ჯდე­ბა.

- რამ­დე­ნად და­ა­ზა­რა­ლებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" მისი პარ­ტი­ი­დან წას­ვლა და ამის­კენ სხვე­ბის წა­ქე­ზე­ბაც?

- აი, სწო­რედ იმან, რომ ასე­თი შე­ვიწ­რო­ე­ბე­ბი იყო და მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვა, გა­და­მა­წყვე­ტი­ნა პი­რა­დად მე, რომ პრა­ი­მერ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თო­რემ სხვა შემ­თხვე­ვა­ში ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას არ ვა­პი­რებ­დი. ანუ, რო­დე­საც გი­ტე­ვენ, ცდი­ლო­ბენ გა­გა­ნად­გუ­რონ, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად გექ­ცე­ვი­ან, უკა­ნო­ნოდ გი­ჭე­რენ, ასეთ დროს, მეტი თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბათ იმ თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რომ­ლე­ბიც ცი­ხე­ში სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ სხე­დან.

- თუ შიდა პარ­ტი­უ­ლი რღვე­ვა გაგ­რძელ­და, მი­აღ­წევს კი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე?

- თუ ყვე­ლა და­ი­ჭი­რეს, ცხა­დია, არ­ჩევ­ნებ­ში ვერ მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- იმე­დია, ყვე­ლას არ და­გი­ჭე­რენ.

- (იცი­ნის) იმე­დი არა, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არის (იცი­ნის).

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

თვითგადარჩენის პროცესი "ნაციონალებში" და ივანიშვილის ოცნება

თვითგადარჩენის პროცესი "ნაციონალებში" და ივანიშვილის ოცნება

"ნაციონალური მოძრაობის" საამაყო "ერთობის" რღვევის პროცესი შიდა თუ გარე ძალების დახმარებით ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მათი ელექტორატი და წევრთა რაოდენობა ალბათ თითზე ჩამოსათვლელი დარჩება. საკრებულოსა და პარტიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის - კოკი იონათამიშვილის განცხადებებმა "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში სხვადასხვა აზრი და კითხვა გააჩინა, ზოგი ამართლებს, ზოგი - აკრიტიკებს, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე. ამ საკითხის შეფასება პარლამენტარ ირაკლი სესიაშვილსა და "ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატს, შოთა მალაშხიას ვთხოვეთ.

ირაკლი სესიაშვილი:

- ის განხეთქილება, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაშია" დაწყებული, ბუნებრივია და ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან ქვეყანას პოლიტიკური მაფია მართავდა, რომელიც რამდენიმე ძირითადი ფიგურისგან შედგებოდა, დანარჩენები კი ამ მაფიას ემსახურებოდნენ და ისინიც ე.წ. წილებში იყვნენ, როგორც დანაშაულის, ისე - სხვადასხვა სახის ბიზნესის. მაგრამ როდესაც მეფე ჩამოვარდა, ყველამ საკუთარი თავის გადარჩენა დაიწყო, რაც ბუნებრივი ინსტინქტია და ამ გადარჩენის პროცესში, ცხადია, ბევრი მათგანი ვერ გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც არაადამიანურ ქცევებს, წამებებს შეეხება. ამიტომ, ასეთი განხეთქილების დროს, უმეტესწილად, სიმართლე იჩენს ხოლმე თავს და ერთიც მართალია და მეორეც. მაგალითად, იონათამიშვილი ეუბნება, - არასწორ პოლიტიკას ეწეოდითო და მიშას მიმართავს - ამაზრზენი ხარო, რაშიც მართალია ეს კაცი. უგულავა კი ეუბნება, რომ ამ პარტიაში მერკანტილური ინტერესები გქონდაო და ესეც მართალია. პარლამენტი ჯერ კიდევ ახალი შემდგარი იყო, როცა უმრავლესობის არაერთი დეპუტატი ვურჩევდით უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ თუ გინდათ, მომავალში ისევ პოლიტიკაში გააგრძელოთ საქმიანობა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ისაა, რომ დანაშაული აღიაროთ და ბოდიში მოიხადოთ; მეორე კი, თუ პარტიის გადარჩენა გინდათ, ტრანსფორმაცია უნდა მოახდინოთო. დაშლის პროცესი გაგრძელდება, რადგან ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის მზად იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს. მას ისეთი ლიდერები ჰყავს, რომელთაც დანა რომ დაარტყა, სისხლი არ გამოუვათ. ასე რომ, პარტია ძალიან მალე დაიშლება.

- როგორ ფიქრობთ, იონათამიშვილი პარლამენტში რომ მოხვედრილიყო, ასეთ ნაბიჯს მაინც გადადგამდა?

- სააკაშვილს ასეთი პოლიტიკა ჰქონდა, ხალხს რაღაცებს ჰპირდებოდა, რითაც მათ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ატარებინებდა. ძალიან კარგად მახსოვს, როცა ბატონი იონათამიშვილი არასამთავრობო სექტორში იყო, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს "აპრავებდა", რომ მიშას საპარლამენტო სიაში ჩაეწერა. მერე კი დანაპირები რომ არ შეუსრულეს, განაწყენდა. მას, ვისაც "ნაციონალური მოძრაობის" სიაში მოხვედრის სურვილი აქვს, უნდა ესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა თავადაც უნდა გაიზიაროს - წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მკვლელობებზე, 26 მაისზე, 7 ნოემბერზე და ა.შ. თუ ვინმე ამაზე მიდის, ჩემთვის ის ადამიანი განსჯას აღარ ექვემდებარება. იონათამიშვილს თვითგადარჩენის ინსტინქტები ამოძრავებს.

შოთა მალაშხია:

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ როცა იონათამიშვილის უამრავი მეგობარი - 30 ადამიანი უკანონოდ დააკავეს და აქედან ოთხი პატიმრობაში დატოვეს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ფონზე, ასეთი სიტუაციის დროს, ამგვარი განცხადებების გაკეთება, ჩემთვის წარმოუდგენელია. მიუღებელია, პრეზიდენტს ასეთი ტონით მიმართოს ადამიანმა, როგორც ის წერილში მოიხსენიებს. ეს სამაკლერო ფირმა არ არის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაა და ამგვარი საკითხებით არ არის დაკავებული.

- ამბობს, რომ განცხადების საპასუხოდ, "ნაციონალების" მხრიდან მისი დევნა, მათი შიშის დამადასტურებელია.

- მანამდე მას ამგვარი განცხადებები არასდროს გაუკეთებია. თუ ასეთ რამეს აპირებდა, მაშინ არ უნდა ესარგებლა იმ პრივილეგიებით (საკრებულოს დეპუტატობას ვგულისხმობ), რომელიც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ჰქონდა. ჯერ უნდა წახვიდე და შემდეგ ნებისმიერ რამეზე ილაპარაკო.

- იონათამიშვილი "ქართულ ოცნებასაც" მწვავედ აკრიტიკებს გაუგებარი, არაორდინარული დაჭერებისა და დაპირებების აუსრულებლობის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაუშვებთ, რომ სამომავლოდ, რაიმე კუთხით, მათი თანამშრომლობაც შედგეს?

- ალბათ ის პრობლემები, რომლებიც მას ჰქონდა და რასაც წერილში წერდა, ვიღაცამ მოუგვარა.

- როგორ ფიქრობთ, მაინც რამ განაპირობა იონათამიშვილის "შემობრუნება" და ახლა რატომ გადადგა პარტიის საწინააღმდეგო ნაბიჯი?

- ვერ გეტყვით, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

- დიახ, მაგრამ თქვენ "ერთიანი გუნდის" წევრები იყავით და შესაძლოა, რაიმე დაპირისპირება არსებობდა, რამაც მსგავსი ქმედებისკენ სწორედ ახლა უბიძგა.

- მე ჩემი პოზიცია მაქვს და ვფიქრობ, როცა ადამიანი გუნდის წევრია, მისთვის არაფერი შეცვლილა და სამი თვის წინ, აბსოლუტურად სხვას ფიქრობდა და ახლა - სხვას, განმარტებებიც უნდა არსებობდეს. ის, რომ რაღაცაზე ნაწყენია, ამის განხილვა ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც შენი მეგობრები, ვისთან ერთადაც სამი წელი მაინც იყავი საკრებულოში, დააპატიმრეს და ამ დროს ასეთ განცხადებებს აკეთებ, არანაირ მორალურ ნორმებში არ ჯდება.

- რამდენად დააზარალებს "ნაციონალურ მოძრაობას" მისი პარტიიდან წასვლა და ამისკენ სხვების წაქეზებაც?

- აი, სწორედ იმან, რომ ასეთი შევიწროებები იყო და მსგავსი პრობლემები წარმოიშვა, გადამაწყვეტინა პირადად მე, რომ პრაიმერში მიმეღო მონაწილეობა, თორემ სხვა შემთხვევაში ამ ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებდი. ანუ, როდესაც გიტევენ, ცდილობენ გაგანადგურონ, არაობიექტურად გექცევიან, უკანონოდ გიჭერენ, ასეთ დროს, მეტი თანადგომა სჭირდებათ იმ თანაგუნდელებს, რომლებიც ციხეში სრულიად უსამართლოდ სხედან.

- თუ შიდა პარტიული რღვევა გაგრძელდა, მიაღწევს კი "ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნებამდე?

- თუ ყველა დაიჭირეს, ცხადია, არჩევნებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას.

- იმედია, ყველას არ დაგიჭერენ.

- (იცინის) იმედი არა, მაგრამ ივანიშვილის ოცნება ნამდვილად არის (იცინის).

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა