პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ჭიჭინაძე - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და ღრმა ადამიანია
ეკა ჭიჭინაძე - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და ღრმა ადამიანია

ეკა ჭი­ჭი­ნა­ძეს ძლი­ერ ქა­ლად თა­ვი­სი დე­დამ­თი­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მი­აჩ­ნდა, მაგ­რამ თა­ვა­დაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა. 17 წლის ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი მალე და­ენგრა. იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა არც სურს. სა­მა­გი­ე­როდ, მისი და ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას ქორ­წი­ნე­ბი­დან მალე ოცი წელი გახ­დე­ბა. მარ­თა­ლია, მე­უღ­ლეს თა­ვის დრო­ზე ცო­ლო­ბა არ უთხო­ვია, მაგ­რამ წლე­ბია ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ და სა­ერ­თო შვი­ლი, 15 წლის გი­ორ­გი ჰყავთ. ეკა ბოლო დროს ხში­რად ჩნდე­ბა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლეს­თან გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ფო­ტოც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

- ბავ­შვო­ბა­ში არ­სად არ მიშ­ვებ­დნენ, დედა ლა­მის სკო­ლა­შიც კი დამ­ყვე­ბო­და. ში­ნა­გა­ნად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტიპი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და. სკო­ლის ბან­კეტ­ზეც კი დედა გა­მომ­ყვა. უმ­ცრო­სი და მყავ­და, მას რა­ტომ­ღაც ასე არ ზღუ­დავ­დნენ. სა­ერ­თოდ, მკაც­რი მშობ­ლე­ბი არ მყავ­დნენ, მაგ­რამ სახ­ლი­დან ჩემს გას­ვლა­ზე დიდი ამ­ბა­ვი იყო. ალ­ბათ ამის მი­ზეზს მე ვაძ­ლევ­დი, ცოტა ცელ­ქი ვი­ყა­ვი, უყუ­რა­დღე­ბო. ჩან­თა სკო­ლა­ში მრჩე­ბო­და ხოლ­მე (იცი­ნის).

- პრო­ფე­სია რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

- მე რომ მი­მე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ალ­ბათ, მუ­სი­კო­სი გა­მო­ვი­დო­დი, მაგ­რამ ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ჩვენს დროს მე­ცხრე კლა­სი­დან ლექ­ტო­რებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დით ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ქარ­თულ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი და მან მირ­ჩია, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, რად­გან კარ­გად ვწერ­დი. ხათ­რით ჩა­ვა­ბა­რე, სუ­ლერ­თი იყო სად ჩა­ვა­ბა­რებ­დი, თო­რემ ისე მუ­სი­კო­სო­ბა მინ­დო­და. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მუ­სი­კა­ზე მეც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ზარ­მა­ცი ვი­ყა­ვი. ახლა ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, ვხვდე­ბი, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი პრო­ფე­სია ის იქ­ნე­ბო­და, რომ კარ­გად და­მეკ­რა.

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ხართ და ახ­ლოს იც­ნობთ პრე­მი­ე­რის ოჯახს.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს უდი­დეს პა­ტივს ვცემ. მე ისი­ნი ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­ვი­ცა­ნი, თუმ­ცა მა­ნამ­დეც ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი. ამ ადა­მი­ან­მა გა­და­არ­ჩი­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა და ასა­კო­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ შიმ­ში­ლით არ მომ­კვდა­რიყ­ვნენ. ოთხმო­ცი პრო­ცენ­ტი, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ით­ვი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­კე­თე­ბუ­ლია.

- მის მე­უღ­ლეს საკ­მა­ოდ ახ­ლოს იც­ნობთ, რამ­დე­ნი­მე­ჯერ ერ­თა­დაც გა­მოჩ­ნდით.

- ეკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გოა, ამას მთე­ლი გუ­ლით ვამ­ბობ.

- რა თე­მებ­ზე სა­უბ­რობთ შეხ­ვედ­რი­სას?

- ყვე­ლა ნახ­ვა­ზე ვი­ცი­ნით, სა­სა­ცი­ლო რა­ღა­ცებს ვყვე­ბით. მა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს სი­ცი­ლი. კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ჭკვი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და ღრმა. სა­ერ­თოდ, ვე­რი­დე­ბი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას, მაგ­რამ ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ეკას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეკა ჭიჭინაძე - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და ღრმა ადამიანია

ეკა ჭიჭინაძე - პრემიერ-მინისტრის მეუღლე ჭკვიანი, განათლებული და ღრმა ადამიანია

ეკა ჭიჭინაძეს ძლიერ ქალად თავისი დედამთილი სოფიკო ჭიაურელი მიაჩნდა, მაგრამ თავადაც საკმაოდ საინტერესო გზა გაიარა. 17 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი მალე დაენგრა. იმ პერიოდის გახსენება არც სურს. სამაგიეროდ, მისი და ნიკუშა შენგელაიას ქორწინებიდან მალე ოცი წელი გახდება. მართალია, მეუღლეს თავის დროზე ცოლობა არ უთხოვია, მაგრამ წლებია ბედნიერად ცხოვრობენ და საერთო შვილი, 15 წლის გიორგი ჰყავთ. ეკა ბოლო დროს ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე და ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე პრემიერის მეუღლესთან გადაღებული რამდენიმე ფოტოც აღმოვაჩინეთ.

- ბავშვობაში არსად არ მიშვებდნენ, დედა ლამის სკოლაშიც კი დამყვებოდა. შინაგანად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი, მაგრამ ამის გამომჟღავნების საშუალება არ მქონდა. სკოლის ბანკეტზეც კი დედა გამომყვა. უმცროსი და მყავდა, მას რატომღაც ასე არ ზღუდავდნენ. საერთოდ, მკაცრი მშობლები არ მყავდნენ, მაგრამ სახლიდან ჩემს გასვლაზე დიდი ამბავი იყო. ალბათ ამის მიზეზს მე ვაძლევდი, ცოტა ცელქი ვიყავი, უყურადღებო. ჩანთა სკოლაში მრჩებოდა ხოლმე (იცინის).

- პროფესია როგორ შეარჩიეთ?

- მე რომ მიმეღო გადაწყვეტილება, ალბათ, მუსიკოსი გამოვიდოდი, მაგრამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩვენს დროს მეცხრე კლასიდან ლექტორებთან ვემზადებოდით ჩასაბარებლად. ქართულში უნივერსიტეტის პროფესორთან ვემზადებოდი და მან მირჩია, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, რადგან კარგად ვწერდი. ხათრით ჩავაბარე, სულერთი იყო სად ჩავაბარებდი, თორემ ისე მუსიკოსობა მინდოდა. როგორც ყველა ბავშვი, მუსიკაზე მეც დავდიოდი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. ახლა ძალიან მწყდება გული, ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი პროფესია ის იქნებოდა, რომ კარგად დამეკრა.

- ახალი ხელისუფლების მხარდამჭერი ხართ და ახლოს იცნობთ პრემიერის ოჯახს.

- ბიძინა ივანიშვილის ოჯახს უდიდეს პატივს ვცემ. მე ისინი ოქტომბერში ცნობილი განცხადების შემდეგ გავიცანი, თუმცა მანამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ამ ადამიანმა გადაარჩინა ხელოვნება და ასაკოვანი მსახიობები, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. ოთხმოცი პროცენტი, რაც წინა ხელისუფლებამ მიითვისა, ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულია.

- მის მეუღლეს საკმაოდ ახ­ლოს იცნობთ, რამდენიმეჯერ ერთადაც გამოჩნდით.

- ეკა არაჩვეულებრივი გოგოა, ამას მთელი გულით ვამბობ.

- რა თემებზე საუბრობთ შეხვედრისას?

- ყველა ნახვაზე ვიცინით, სასაცილო რაღაცებს ვყვებით. მასაც ძალიან უყვარს სიცილი. კეთილშობილი ადამიანია. ჭკვიანი, განათლებული და ღრმა. საერთოდ, ვერიდები ფოტოების გადაღებას, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ეკასთან ერთად გადაღებული ფოტოები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"პოლიტიკაში ყოფნა, ეკას კი არა, ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს!" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახურ ცხოვრებაზე ეკა ხვედელიძის მეგობარი

"არ მიყვარს შენი "ენჯეოები" - ევროპელი ანალიტიკოსი წერს, რომ ქართველ მესაზღვრესთან აეროპორტში პრობლემები შეექმნა

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება