პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუსრულებელი მარათონი?!
 დაუსრულებელი მარათონი?!

რო­დე­საც ვნა­ხე ფოტო, რო­გორ გარ­ბის გა­ლა­ღე­ბუ­ლი ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნი "მშვი­დო­ბის ხი­დის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და რო­გორ მის­დევს სა­პა­ტიო მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ნაკ­რე­ბის­მა­ი­სუ­რი­ა­ნი ჯა­ნი­ა­ნი ჯე­ე­ლი (სა­ვა­რა­უ­დოდ, დაც­ვა), სა­ქარ­თვე­ლო-ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მახ­სენ­და. უკვე წლე­ბია, სა­პა­ტიო მან­ძილ­ზე ზუს­ტად ასე მის­დევს სა­ქარ­თვე­ლო ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ანსს და მან­ძი­ლი არ მცირ­დე­ბა. ნა­ტოს ლი­დე­რე­ბი კი, იაპ დე ჰოოპ სხე­ფე­რი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გვამ­შვი­დე­ბენ - კრი­ტე­რი­უ­მებს თუ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, გვერ­დიგ­ვერდ ვირ­ბენ­თო. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი, შიდა პრო­პა­გან­დის გა­დამ­კი­დე (აი, მაპ-ზე უკე­თე­სი რომ მი­ვი­ღეთ, იმგვა­რის), გულ­წრფე­ლად უკ­ვირ­და - ბო­ლოს და ბო­ლოს, რით ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბიო.

და­სავ­ლეთ­მა "დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა" გვი­წო­და? - გვი­წო­და; ევ­რო­კავ­ში­რი­სა თუ მსოფ­ლიო ბან­კის რე­ი­ტინ­გებ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მა­სა თუ კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას რომ იკ­ვლევ­და, ვი­ყა­ვით ლი­დე­რე­ბი? - ვი­ყა­ვით; ფრან­გი ექ­სპერ­ტე­ბი გა­დი­ოდ­ნენ სტა­ჟი­რე­ბას გლ­და­ნის ცი­ხე­ში, რათა შემ­დეგ გა­მოც­დი­ლე­ბა თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ? - გა­დი­ოდ­ნენ!

ზუს­ტად ასე ფიქ­რობ­და ერთი ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა­საც აპი­რებ­და თე­მა­ზე - "ნატო და სა­ქარ­თვე­ლო". თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გა­ირ­კვა, რომ პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მაც თავ­ზე დაგ­ვემ­ხო და ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცი­აც ისე ყვა­ო­და, თურ­ქმენ­ბაშს შე­შურ­დე­ბო­და, თქვა - ნატო კი არა, ახია ჩვენ­ზე, რომ გა­ე­რო­და­ნაც სა­მარ­ცხვი­ნოდ გაგ­ვრი­ცხო­ნო.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, "დის­ტან­ცი­ი­დან არ მოგ­ვხსნეს" და თბი­ლის­ში მყოფ­მა რას­მუ­სენ­მა კი­დევ ერთხელ გვი­თხრა უკვე ათას­ჯერ გა­გო­ნი­ლი - კრი­ტე­რი­უ­მებს თუ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებთ, ალი­ან­სის კარი თქვენ­თვის გა­ი­ღე­ბაო. თუმ­ცა ჩვენ ხომ მა­ინც ვი­ცით - ისე "ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ კრი­ტე­რი­უ­მებს, რომ კარ­გა ხანი ისე­ვე მოგ­ვი­წევს ალი­ან­სის კუდ­ში ძუნ­ძუ­ლი, რო­გორც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ჯე­ე­ლი მის­დევ­და რას­მუ­სენს. ნა­ტოს გენმდი­ვან­მა "დაგ­ვამ­შვი­და" კი­დეც - სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში ალი­ან­სის წევ­რო­ბის ბი­ლე­თი არ არი­სო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

დაუსრულებელი მარათონი?!

 დაუსრულებელი მარათონი?!

როდესაც ვნახე ფოტო, როგორ გარბის გალაღებული ანდერს ფოგ რასმუსენი "მშვიდობის ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორ მისდევს საპატიო მანძილზე საქართველოს რაგბის ნაკრებისმაისურიანი ჯანიანი ჯეელი (სავარაუდოდ, დაცვა), საქართველო-ნატოს ურთიერთობა გამახსენდა. უკვე წლებია, საპატიო მანძილზე ზუსტად ასე მისდევს საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მანძილი არ მცირდება. ნატოს ლიდერები კი, იაპ დე ჰოოპ სხეფერიდან მოყოლებული, გვამშვიდებენ - კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, გვერდიგვერდ ვირბენთო. საზოგადოებას კი, შიდა პროპაგანდის გადამკიდე (აი, მაპ-ზე უკეთესი რომ მივიღეთ, იმგვარის), გულწრფელად უკვირდა - ბოლოს და ბოლოს, რით ვერ დავაკმაყოფილეთ ეს კრიტერიუმებიო.

დასავლეთმა "დემოკრატიის შუქურა" გვიწოდა? - გვიწოდა; ევროკავშირისა თუ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში, ადამიანის უფლებების დაცვას, პოლიციის რეფორმასა თუ კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობას რომ იკვლევდა, ვიყავით ლიდერები? - ვიყავით; ფრანგი ექსპერტები გადიოდნენ სტაჟირებას გლდანის ციხეში, რათა შემდეგ გამოცდილება თავიანთ სამშობლოში გამოეყენებინათ? - გადიოდნენ!

ზუსტად ასე ფიქრობდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც დისერტაციის დაცვასაც აპირებდა თემაზე - "ნატო და საქართველო". თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პოლიციის რეფორმაც თავზე დაგვემხო და ელიტური კორუფციაც ისე ყვაოდა, თურქმენბაშს შეშურდებოდა, თქვა - ნატო კი არა, ახია ჩვენზე, რომ გაეროდანაც სამარცხვინოდ გაგვრიცხონო.

საბედნიეროდ, "დისტანციიდან არ მოგვხსნეს" და თბილისში მყოფმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ გვითხრა უკვე ათასჯერ გაგონილი - კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, ალიანსის კარი თქვენთვის გაიღებაო. თუმცა ჩვენ ხომ მაინც ვიცით - ისე "ვაკმაყოფილებდით" წლების განმავლობაში ამ კრიტერიუმებს, რომ კარგა ხანი ისევე მოგვიწევს ალიანსის კუდში ძუნძული, როგორც ზემოხსენებული ჯეელი მისდევდა რასმუსენს. ნატოს გენმდივანმა "დაგვამშვიდა" კიდეც - საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის მისიაში ალიანსის წევრობის ბილეთი არ არისო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა