მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირად ღირებული განქორწინებები
ძვირად ღირებული განქორწინებები

• ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და Los Anjeles Dodgers-ის მფლო­ბე­ლი ფრენკ მა­კორ­ტი ჯე­ი­მი­ზე 1979 წელს და­ქორ­წინ­და. წყვილს 4 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. 2011 წელს, ცოლ­მა ქმა­რი ღა­ლატ­ში ამ­ხი­ლა, გან­ქორ­წი­ნე­ბა და კომ­პენ­სა­ცი­ის­თვის 130 მლნ დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვა, რის გა­მოც ფრენკს საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის გა­ყიდ­ვამ მო­უ­წია.

• ფრან­გი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის ალეკ ვილ­დენშტე­ი­ნის გვა­რი ვიწ­რო წრე­ში იყო ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მის­მა ცოლ­მა 30 პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, საქ­ვეყ­ნოდ გავ­რცელ­და (ქალს სურ­ვი­ლი ჰქონ­და კა­ტას დამ­სგავ­სე­ბო­და). მა­მა­კა­ცი ცოლს, ამე­რი­კუ­ლი ტოქ­შო­უ­ე­ბის ხშირ სტუ­მარს, ჯოს­ლინს 1999 წელს გა­შორ­და და 2,5 მლრდ დო­ლა­რი და­უ­ტო­ვა. გარ­და ამი­სა, ქალი გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან 13 წლის მან­ძილ­ზე ყო­ველ­წლი­უ­რად 100 მლნ დო­ლარს მი­ი­ღებს. ფრან­გი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი 2008 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ცოლი კი დღე­საც მდიდ­რუ­ლად ცხოვ­რობს. ყო­ველ­წლი­უ­რად 60 ათას დო­ლარს ხარ­ჯავს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებ­ში და 547 ათასს - საკ­ვებ­ში.

• მა­იკლ და ხუ­ა­ნი­ტა ჯორ­და­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბამ 17 წელი გას­ტა­ნა. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქალ­მა 168 მლნ დო­ლა­რი მი­ი­ღო, მაგ­რამ ჯორ­და­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ნა­ნობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპორ­ტს დიდი ხა­ნია და­ა­ნე­ბა თავი, მისი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 80 მლნ დო­ლა­რია.

• მე­დი­ა­მაგ­ნა­ტი რო­ბერტ ჯონ­სო­ნი პირ­ვე­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც "ფორბსმა" 2000 წლის მდი­დარ ადა­მი­ან­თა შო­რის და­ა­სა­ხე­ლა. მა­მა­კა­ცი შე­ი­ლა კრამპზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და 33-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ გას­ცილ­და მას. შე­ი­ლამ 400 მლნ დო­ლა­რი მი­ი­ღო. გარ­და ამი­სა, იგი პირ­ვე­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი ქა­ლია, ვი­საც სამი სპორ­ტუ­ლი კლუ­ბი -ჰო­კე­ის Washington Capitals და სა­კა­ლათ­ბურ­თო Washington Wizard და Washington Mystics ერგო. ბე­დის ირო­ნი­ით, ქალი იმ მო­სა­მარ­თლეს მის­თხოვ­და, ვი­საც მე­უღ­ლე­ე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის საქ­მე მიჰ­ყავ­და.

• 31-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა მელ გიბ­სონ­მა მე­უღ­ლე რო­ბინ მური მი­ა­ტო­ვა. ქალს დარ­ჩა 425 მლნ და 22,5 მლნ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა მა­ლი­ბუ­ში. გარ­და ამი­სა, გიბ­სო­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ვალ­დე­ბუ­ლია, შე­მო­სავ­ლის ნა­ხე­ვა­რი უხა­დოს ექსმე­უღ­ლე­სა და სა­ერ­თო 8 შვილს.

• სტივ ვინი და ელე­ი­ნი 1963 წელს, კო­ლე­ჯში სწავ­ლის დროს და­ქორ­წინ­დნენ. მა­მა­კა­ცი სტუ­დენ­ტი იყო, ქალი -სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი. ერ­თად 20 წელი გა­ა­ტა­რეს და გან­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წელ­ში ისევ და­ქორ­წინ­დნენ და 2010 წელს ისევ გან­ქორ­წინ­დნენ. ახლა ელე­ი­ნის ქო­ნე­ბა 1,7 მლრდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი და "ფორბსის" უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა შო­რის 882 ად­გილ­ზეა.

• ად­ნან ჰა­შო­გი­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სელ­მა სან­დრამ სო­რა­ია და­ირ­ქვა და მე­უღ­ლის მორ­ჩი­ლი ცოლი გახ­და. ისი­ნი 1961 წელს და­ქორ­წინ­დნენ, მაგ­რამ 1974 წელს გან­ქორ­წინ­დნენ. მუს­ლი­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბა უიშ­ვი­ა­თე­სი მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ წყვილს მი­ზე­ზი ჰქონ­და, -სო­რა­ი­ამ შვი­ლი სხვა მა­მა­კა­ცის­გან, ბრი­ტა­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის ჯო­ნა­თან აიტ­კე­ნის­გან გა­ა­ჩი­ნა. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­დე­გად, სან­დრა 874 მლნ დო­ლა­რის მფლო­ბე­ლი გახ­და.

• სა­მა­ტურ ლი კინ-კანი და ფლო­რენს ცანგ ჩიუ-ვინ­გის გან­ქორ­წი­ნე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა აზი­ის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ო­ჯა­ხო სკან­და­ლი უწო­დეს. მე­უღ­ლე­ებ­მა ერ­თად 8 წელი გა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ შვი­ლე­ბი არ ჰყო­ლი­ათ და გან­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც ეს იყო. ქმარ­მა ცოლს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­უ­ტო­ვა ჰონ­კონ­გში, ლონ­დონ­ში და ან­გა­რიშ­ზე 154 მლნ დო­ლა­რი.

• ჯორ­ჯო არ­მა­ნის საყ­ვა­რე­ლი მო­დე­ლი სლა­ვი­კა (სი­მაღ­ლე 188 სმ) 24 წლის მან­ძილ­ზე ბერ­ნი ეკლსტო­უ­ნის (159 სმ) ცოლი იყო. მა­მა­კაცს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­სა­ჩენ აქ­სე­სუ­არს" ეძახ­დნენ. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ქალ­მა 1,2 მლრდ დო­ლა­რი მი­ი­ღო და დიდი ხნის ნატ­ვრა აიხ­დი­ნა, -60 მლნ დო­ლა­რად კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი იყი­და.

• მე­დი­ა­მაგ­ნატ რუ­პერტ მერ­დო­კის ქო­ნე­ბა 11,2 მლრდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. 1960 წელს მა­მა­კა­ცი ჟურ­ნა­ლისტ ანა ტორვზე და­ქორ­წინ­და და 32 წლის შემ­დეგ გან­ქორ­წინ­და. წყვილს 3 შვი­ლი ჰყავს. გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი 38 წლის ჟურ­ნა­ლის­ტი ვენ­დი დენ­გი გახ­და. გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი ერთ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და და ქალ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 1,7 მლრდ დო­ლა­რი მი­ი­ღო.

• ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი ნილ და­ი­მონ­დი (მისი სიმ­ღე­რა Girl, You'll Be a Woman Soon ტა­რან­ტი­ნოს ფილმში "კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­კი­თხა­ვი" ჟღერს) 25-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, 1994 წელს ცოლს, მარ­სია მერ­ფის გა­შორ­და და ქო­ნე­ბის 300 მლნ დო­ლა­რი გა­უ­ყო.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ძვირად ღირებული განქორწინებები

ძვირად ღირებული განქორწინებები

• ამერიკელი მწერალი და Los Anjeles Dodgers-ის მფლობელი ფრენკ მაკორტი ჯეიმიზე 1979 წელს დაქორწინდა. წყვილს 4 შვილი შეეძინა. 2011 წელს, ცოლმა ქმარი ღალატში ამხილა, განქორწინება და კომპენსაციისთვის 130 მლნ დოლარი მოითხოვა, რის გამოც ფრენკს საყვარელი ჯგუფის გაყიდვამ მოუწია.

• ფრანგი კოლექციონერის ალეკ ვილდენშტეინის გვარი ვიწრო წრეში იყო ცნობილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისმა ცოლმა 30 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, საქვეყნოდ გავრცელდა (ქალს სურვილი ჰქონდა კატას დამსგავსებოდა). მამაკაცი ცოლს, ამერიკული ტოქშოუების ხშირ სტუმარს, ჯოსლინს 1999 წელს გაშორდა და 2,5 მლრდ დოლარი დაუტოვა. გარდა ამისა, ქალი განქორწინებიდან 13 წლის მანძილზე ყოველწლიურად 100 მლნ დოლარს მიიღებს. ფრანგი კოლექციონერი 2008 წელს გარდაიცვალა. მისი ცოლი კი დღესაც მდიდრულად ცხოვრობს. ყოველწლიურად 60 ათას დოლარს ხარჯავს სატელეფონო საუბრებში და 547 ათასს - საკვებში.

• მაიკლ და ხუანიტა ჯორდანების ქორწინებამ 17 წელი გასტანა. განქორწინების შემდეგ ქალმა 168 მლნ დოლარი მიიღო, მაგრამ ჯორდანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ნანობს. მიუხედავად იმისა, რომ სპორტს დიდი ხანია დაანება თავი, მისი წლიური შემოსავალი 80 მლნ დოლარია.

• მედიამაგნატი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი მილიარდერია, რომელიც "ფორბსმა" 2000 წლის მდიდარ ადამიანთა შორის დაასახელა. მამაკაცი შეილა კრამპზე იყო დაქორწინებული და 33-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გასცილდა მას. შეილამ 400 მლნ დოლარი მიიღო. გარდა ამისა, იგი პირველი აფროამერიკელი ქალია, ვისაც სამი სპორტული კლუბი -ჰოკეის Washington Capitals და საკალათბურთო Washington Wizard და Washington Mystics ერგო. ბედის ირონიით, ქალი იმ მოსამართლეს მისთხოვდა, ვისაც მეუღლეების განქორწინების საქმე მიჰყავდა.

• 31-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მსახიობმა მელ გიბსონმა მეუღლე რობინ მური მიატოვა. ქალს დარჩა 425 მლნ და 22,5 მლნ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება მალიბუში. გარდა ამისა, გიბსონი მთელი ცხოვრების მანძილზე ვალდებულია, შემოსავლის ნახევარი უხადოს ექსმეუღლესა და საერთო 8 შვილს.

• სტივ ვინი და ელეინი 1963 წელს, კოლეჯში სწავლის დროს დაქორწინდნენ. მამაკაცი სტუდენტი იყო, ქალი -სილამაზის დედოფალი. ერთად 20 წელი გაატარეს და განქორწინდნენ, მაგრამ რამდენიმე წელში ისევ დაქორწინდნენ და 2010 წელს ისევ განქორწინდნენ. ახლა ელეინის ქონება 1,7 მლრდ დოლარადაა შეფასებული და "ფორბსის" უმდიდრეს ადამიანთა შორის 882 ადგილზეა.

• ადნან ჰაშოგიზე დაქორწინების შემდეგ ინგლისელმა სანდრამ სორაია დაირქვა და მეუღლის მორჩილი ცოლი გახდა. ისინი 1961 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ 1974 წელს განქორწინდნენ. მუსლიმანურ ქვეყნებში განქორწინება უიშვიათესი მოვლენაა, მაგრამ წყვილს მიზეზი ჰქონდა, -სორაიამ შვილი სხვა მამაკაცისგან, ბრიტანელი პარლამენტარის ჯონათან აიტკენისგან გააჩინა. გასული საუკუნის 70-იანი წლების ყველაზე ხმაურიანი განქორწინების შედეგად, სანდრა 874 მლნ დოლარის მფლობელი გახდა.

• სამატურ ლი კინ-კანი და ფლორენს ცანგ ჩიუ-ვინგის განქორწინებას ჟურნალისტებმა აზიის ყველაზე დიდი საოჯახო სკანდალი უწოდეს. მეუღლეებმა ერთად 8 წელი გაატარეს, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ და განშორების მიზეზიც ეს იყო. ქმარმა ცოლს უძრავი ქონება დაუტოვა ჰონკონგში, ლონდონში და ანგარიშზე 154 მლნ დოლარი.

• ჯორჯო არმანის საყვარელი მოდელი სლავიკა (სიმაღლე 188 სმ) 24 წლის მანძილზე ბერნი ეკლსტოუნის (159 სმ) ცოლი იყო. მამაკაცს ჟურნალისტები "საზოგადოებაში გამოსაჩენ აქსესუარს" ეძახდნენ. განქორწინების შემდეგ ქალმა 1,2 მლრდ დოლარი მიიღო და დიდი ხნის ნატვრა აიხდინა, -60 მლნ დოლარად კერძო თვითმფრინავი იყიდა.

• მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ქონება 11,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. 1960 წელს მამაკაცი ჟურნალისტ ანა ტორვზე დაქორწინდა და 32 წლის შემდეგ განქორწინდა. წყვილს 3 შვილი ჰყავს. განქორწინების მიზეზი 38 წლის ჟურნალისტი ვენდი დენგი გახდა. განქორწინების პროცესი ერთ წელიწადს გაგრძელდა და ქალმა კომპენსაციის სახით 1,7 მლრდ დოლარი მიიღო.

• ცნობილი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ნილ დაიმონდი (მისი სიმღერა Girl, You'll Be a Woman Soon ტარანტინოს ფილმში "კრიმინალური საკითხავი" ჟღერს) 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 1994 წელს ცოლს, მარსია მერფის გაშორდა და ქონების 300 მლნ დოლარი გაუყო.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"