სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, ჰამლეტს ვგავდე"
"მინდა, ჰამლეტს ვგავდე"

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი უყ­ვარს, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა კლუბ­ში თა­ვად არას­დროს უთა­მა­შია. მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის წლებ­ში იყო. წა­კი­თხულ ნა­წარ­მო­ე­ბებს ხელ­მე­ო­რედ ხში­რად უბ­რუნ­დე­ბა, მისი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რი კი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­აა.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას წე­რის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი აქვს, სა­ინ­ტე­რე­სო მთხრო­ბე­ლია, სი­ტყვა­უხ­ვია და ალ­ბათ გა­მორ­ჩე­უ­ლად ამი­ტო­მაც მიყ­ვარს. ერთხელ ბორ­ჯომ­ში ვის­ვე­ნებ­დი, ბი­ძა­ჩემს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას წიგ­ნი მოვ­პა­რე, თბი­ლის­ში წა­მო­ვი­ღე და წა­ვი­კი­თხე.

- ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი გხიბ­ლავს?

- ჰამ­ლე­ტი. ეს პერ­სო­ნა­ჟი ჩე­მი­ა­ნია.

- ჰგავ­ხარ?

- მგო­ნი, ვგა­ვარ.

- თქვენ შო­რის მსგავ­სე­ბა მე­ტია თუ გან­სხვა­ვე­ბა?

- ალ­ბათ, მსგავ­სე­ბა მე­ტია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მინ­და, ჰამ­ლეტს ვგავ­დე.

- შენს პერ­სო­ნაჟ­ზე რას გვე­ტყვი, რო­მელ­საც სე­რი­ალ­ში - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­შობ?

- ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მა­ყუ­რე­ბელს დი­დად არ მოს­წონს. იმ კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სე­რი­ა­ლის გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ჩემს ფო­ტო­ებ­ზეა მი­წე­რი­ლი, ძა­ლი­ან არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ, ხალ­ხს არ ვუყ­ვარ­ვარ.

- არა­ერთ მსა­ხი­ობს უთ­ქვამს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი მათ პერ­სო­ნაჟ­თან აი­გი­ვებს, - საყ­ვე­დუ­რო­ბენ ქცე­ვე­ბის გამო და ა.შ. მსგავ­სი შემ­თხვე­ვა შენც ხომ არ გქო­ნია?

- არა. თა­ვი­დან ცუდი კო­მენ­ტა­რე­ბი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, მაგ­რამ მალე მივ­ხვდი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე რე­აქ­ცია მქონ­დეს. ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხომ მე კი არა, მხო­ლოდ ჩემს პერ­სო­ნაჟს იც­ნო­ბენ.

- ცხოვ­რე­ბა­ში თუ გქო­ნია ისე­თი მო­მენ­ტი, რო­გო­რიც სე­რი­ალ­ში ზა­ზას აქვს?

- არა. ეს გმი­რი თა­ვა­დაც ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავს. ცალ­სა­ხად - არა, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში მა­ინც ზე­და­პი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია.

- რო­გორ მთავ­რდე­ბა იტა­ლი­უ­რი ან­და­ზა - "არ გა­ე­კი­დო არც ქალს და არც ტრამ­ვა­ის, აუ­ცი­ლებ­ლად მოვა..."

- გა­ჩე­რე­ბა­ზე.

- "...მოვა შემ­დე­გი".

- იტა­ლი­ე­ლებს ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, უნდა გა­ე­კი­დო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი არ მო­ვი­დეს. ტრამ­ვა­ის თუ არა, ქალს მა­ინც უნდა გა­ე­კი­დო.

- რა ჰქვია სამ­ხედ­რო ია­რა­ღის გა­მო­საც­დელ ად­გილს?

- პო­ლი­გო­ნი.

- ეტ­ლმა, რო­მელ­შიც შებ­მუ­ლი იყო 2 ცხე­ნი, 10 კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა. რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რი გა­ი­ა­რა თი­თო­ე­ულ­მა ცხენ­მა?

- (იცი­ნის) 10 კი­ლო­მეტ­რი. გე­გო­ნა, 5-ს გე­ტყო­დი?

- სად არის დაკ­რძა­ლუ­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი?

- მთაწ­მინ­და­ზე.

- ცდე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი.

- მარ­თა­ლია, ვე­ღარ გა­ვიხ­სე­ნე.

- ნი­ზა­მი, ომარ ხა­ი­მი, სა­ი­ათ­ნო­ვა. ამათ­გან რო­მე­ლი იყო მა­თე­მა­ტი­კო­სი?

- არ ვიცი.

- ხა­ი­ა­მი. თუ ის კარ­გია, ქაფი 3 წუთ­ზე ადრე არ უნდა უქ­რე­ბო­დეს, უნდა შედ­გე­ბო­დეს პა­ტა­რა ბუშ­ტუ­კე­ბის­გან, მისი არო­მა­ტი უფრო საგ­რძნო­ბია, როცა ის ცი­ვია. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლუდ­ზე. ხომ ხე­დავ, რა სწრა­ფად გი­პა­სუ­ხე.

- გიყ­ვარს?

- რა თქმა უნდა. ალ­კოჰო­ლურ სას­მელ­თან ერთი პე­რი­ო­დი უფრო "ვმე­გობ­რობ­დი", ახლა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მივ­დევ, ვვარ­ჯი­შობ.

- რა ჰქვია და­უძ­ვე­ლებ­ლად გა­მოშ­ვე­ბულ ღვი­ნოს?

- მა­ჭა­რი.

- ცდე­ბი.

- არა (ფიქ­რობს). აბა, რა ჰქვია? ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ორ­დი­ნა­რუ­ლი. რუს მწე­რალს, ან­ტონ ჩე­ხოვს ფა­ნე­ბის საკ­მა­ოდ დიდი არ­მია ჰყავ­და. რას ეძახ­დნენ მათ?

- არ ვიცი.

- "ან­ტო­ნოვ­კებს". ეს მწვერ­ვა­ლი სვა­ნე­თის კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვარ წყალ­გამ­ყოფ ქედ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ზემო სვა­ნე­თი­სა და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის სა­ზღვარ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 5068 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე. რო­მელ მწვერ­ვალ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- შხა­რა­ზე.

- "ადა­მი­ა­ნი ად­ვი­ლად და­ი­ჯე­რებს ხოლ­მე იმას, რაც მის­თვის სა­სურ­ვე­ლია". - ვინ არის ამ გა­მო­ნათ­ქვა­მის ავ­ტო­რი?

- არ ვიცი.

- იუ­ლი­უს კე­ი­სა­რი. რო­გორ სჯიდ­ნენ XVII სა­უ­კუ­ნე­ში ინ­გლის­ში სი­ნოპ­ტი­კო­სებს, რო­მელ­თა პროგ­ნო­ზიც არ მარ­თლდე­ბო­და?

- არ ვიცი, ალ­ბათ მკაც­რი კა­ნო­ნი ჰქონ­დათ.

- ძა­ლი­ან მკაც­რი. მათ სიკ­ვდი­ლით სჯიდ­ნენ.

- რა სას­ტი­კე­ბი ყო­ფი­ლან.

- 1204 წელს ქარ­თვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჯვა­როს­ნულ ლაშ­ქრო­ბებ­ში. შავი ზღვის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ტე­რი­ტო­რია და­ლაშ­ქრეს და შექ­მნეს...

- ტრა­პი­ზო­ნის იმ­პე­რია.

- ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჯონ რო­კ­ფე­ლე­რი, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ამ­ბობ­და: 2 დიდი სურ­ვი­ლი მაქვს - გა­მო­ვი­მუ­შაო მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და ვი­ცო­ცხლო 100 წე­ლი­წა­დი. აის­რუ­ლა თუ არა მან ორი­ვე სურ­ვი­ლი?

- მგო­ნი, აის­რუ­ლა. მი­ლი­ო­ნი იშო­ვა.

- მაგ­რამ 100 წელი ვერ იცო­ცხლა?

- გა­მო­დის, რომ სწო­რი პა­სუ­ხი ნა­ხევ­რად გა­მო­ვი­ცა­ნი.

- და­ა­სა­ხე­ლე ქვე­ყა­ნა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც 3900 კუნ­ძუ­ლია.

- ამ­დე­ნი? ალ­ბათ, პა­ტა­რა კუნ­ძუ­ლე­ბი ეთ­ვლე­ბა, არა?

- დიახ, მას ამო­მა­ვა­ლი მზის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) ია­პო­ნია.

- ის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს რე­ჟი­სო­რი იყო. 1913-21 წლებ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. 1922 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბით - "ცხვრის წყა­რო", "ური­ელ აკოს­ტა" დაბ­რუნ­და. 1928 წელს ქუ­თა­ის­ში თე­ატ­რა­ლუ­რი დასი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და კი­ნო­ში. და­ა­სა­ხე­ლე ეს პი­როვ­ნე­ბა.

- კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი.

- სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის "სიბ­რძნე-სიც­რუ­ი­სა" გა­ვიხ­სე­ნოთ. სედ­რა­ქი უფ­ლის­წულს ურ­ჩევს, იყოს ერ­თგუ­ლი, რო­გორც ძაღ­ლი, ჰქონ­დეს ჭი­ან­ჭვე­ლის ძალა და სა­ხედ­რის...

- ჭკუა.

- სა­ხედ­რის გო­ნი­ე­რე­ბა. ლონ­დონ­ში, დრა­მა­ტუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­მე­ფო აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბის კი­ბეს­თან 2 ადა­მი­ა­ნის ბი­უს­ტი დგას. ვინ არი­ან ისი­ნი?

- შექ­სპი­რი იქ­ნე­ბა.

- შექ­სპი­რი და ბერ­ნარდ შოუ. ქა­მე­ლე­ონს ენა უფრო გრძე­ლი აქვს თუ სხე­უ­ლი?

- ენა.

- რა მე­ტა­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქან­და­კე­ბა"?

- ზუს­ტად არ ვიცი, სპი­ლენ­ძის­გან ხომ არა?

- დიახ. რო­მე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის მდი­ნა­რე მტკვრის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნაკ­ვე­თი?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის.

- ყვე­ლა­ზე კარ­გად კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა ფრანგ მე­წარ­მეს, ლუის რე­ნოს გა­მოს­დი­ო­და. ეს ფაქ­ტი ექი­მებ­მა ახ­სნეს, როცა მის სა­მე­დი­ცი­ნო ბა­რათ­ში ჩა­ი­ხე­დეს. რა სჭირ­და რე­ნოს?

- არ ვიცი, ალ­ბათ სულ სცხე­ლო­და.

- მას შიში ჰქონ­და.

- და­ხუ­რუ­ლი სივ­რცის შიში ექ­ნე­ბო­და.

- "საკ­მა­რი­სია, ერთი უბ­რა­ლო გა­სე­ირ­ნე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კა­ში, რათა დარ­წმუნ­დე, რომ ძალა არა­ფერს ნიშ­ნავს". რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ფრიდ­რიხ ნიც­შე. ვინ გა­და­ი­ღო მულ­ტფილ­მი "ფიფ­ქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დის­ნე­იმ.

- "თით­ქოს მზეს ჩა­მო­ვარ­დნო­და", "ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი­ვით ჰყვა­ო­და", "ერთი მუჭა მი­წის მიყრა ვე­რა­ვინ გა­უ­ბე­და ამ სი­ლა­მა­ზეს". რო­მელ პერ­სო­ნაჟს აღ­წერს ასე გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე?

- მა­რი­ტას.

- ვინ არის ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს "იმე­რე­თი - დე­და­ჩე­მი" ავ­ტო­რი?

- კა­კა­ბა­ძე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, დე­და­მი­წის გარ­შე­მო მოგ­ზა­უ­რობ, აღ­მარ­თი უფრო მეტი შეგ­ხვდე­ბა თუ დაღ­მარ­თი?

- (იცი­ნის) ორი­ვე თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბა.

- ამ დამ­წერ­ლო­ბა­ში 40000-ზე მეტი სიმ­ბო­ლოა. რო­მელ დამ­წერ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ჩი­ნურ­ზე.

- სა­უ­დის არა­ბეთ­ში ამის მო­პო­ვე­ბა უფრო ძვი­რი ჯდე­ბა, ვიდ­რე ნავ­თო­ბის. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- (ფიქ­რობს) წყალ­ზე.

- ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ის­ტო­რია სა­უ­კუ­ნე-ნა­ხე­ვარ­ზე მეტს მო­ი­ცავს. პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი 1850 წლის იან­ვარ­ში გა­ი­მარ­თა. რო­მელ შე­ნო­ბა­ში წარ­მო­ად­გი­ნეს "გაყ­რა"?

- ვა­ი­მე, წე­სით, ეს უნდა ვი­ცო­დე და ვერ ვიხ­სე­ნებ.

- თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბა­ში. - მჟა­ვე გე­მოს ენის წვე­რით ვგრძნობთ, მწა­რეს - ენის გვერ­დე­ბით. ტკბილს?

- ენის გუ­ლით ანუ შუა ნა­წი­ლით.

- "ვინც სევ­დი­ა­ნია, ის გუ­ლახ­დი­ლი­ცაა" - ამ­ბობ­და ეს მხატ­ვა­რი. მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ბი­ოგ­რა­ფია 70 წელ­ზე მეტს ით­ვლის. ამ­ბო­ბენ, სა­ხე­ლოს­ნო­ში მუ­დამ ჰქონ­და ერთი დიდი ტილო, რო­მელ­ზეც მისი ხელ­მო­წე­რა იყო. რო­მელ მხატ­ვარ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ტი­ლო­ე­ბი რომ და­მი­სა­ხე­ლო, არ შე­იძ­ლე­ბა?

- "ქალი პლაჟ­ზე", "მო­ხუ­ცი მა­თხო­ვა­რი ბი­ჭთან ერ­თად", "ავი­ნი­ო­ნე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი" და ა.შ.

- მგო­ნი, პი­კა­სო­ზეა ლა­პა­რა­კი.

- გა­მო­ი­ცა­ნი. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ოს­კარ უა­ილ­დის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "უმარ­ტი­ვე­სი გე­მოვ­ნე­ბა მაქვს, მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო..."

- მინ­და რომ მქონ­დეს.

- "...სა­უ­კე­თე­სო მაკ­მა­ყო­ფი­ლებს".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"მინდა, ჰამლეტს ვგავდე"

"მინდა, ჰამლეტს ვგავდე"

ინტელექტუალური თამაშები უყვარს, მაგრამ პროფესიონალთა კლუბში თავად არასდროს უთამაშია. მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მკითხველი აბიტურიენტობის წლებში იყო. წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ ხშირად უბრუნდება, მისი საყვარელი ავტორი კი კონსტანტინე გამსახურდიაა.

- კონსტანტინე გამსახურდიას წერის განსხვავებული სტილი აქვს, საინტერესო მთხრობელია, სიტყვაუხვია და ალბათ გამორჩეულად ამიტომაც მიყვარს. ერთხელ ბორჯომში ვისვენებდი, ბიძაჩემს კონსტანტინე გამსახურდიას წიგნი მოვპარე, თბილისში წამოვიღე და წავიკითხე.

- ლიტერატურული პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად რომელი გხიბლავს?

- ჰამლეტი. ეს პერსონაჟი ჩემიანია.

- ჰგავხარ?

- მგონი, ვგავარ.

- თქვენ შორის მსგავსება მეტია თუ განსხვავება?

- ალბათ, მსგავსება მეტია. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა, ჰამლეტს ვგავდე.

- შენს პერსონაჟზე რას გვეტყვი, რომელსაც სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშობ?

- ჩემი პერსონაჟი მაყურებელს დიდად არ მოსწონს. იმ კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც სოციალურ ქსელში, სერიალის გვერდზე განთავსებულ ჩემს ფოტოებზეა მიწერილი, ძალიან არაპოპულარული ვარ, ხალხს არ ვუყვარვარ.

- არაერთ მსახიობს უთქვამს, რომ მაყურებელი მათ პერსონაჟთან აიგივებს, - საყვედურობენ ქცევების გამო და ა.შ. მსგავსი შემთხვევა შენც ხომ არ გქონია?

- არა. თავიდან ცუდი კომენტარები მაღიზიანებდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არ შეიძლება ამაზე რეაქცია მქონდეს. ის ადამიანები ხომ მე კი არა, მხოლოდ ჩემს პერსონაჟს იცნობენ.

- ცხოვრებაში თუ გქონია ისეთი მომენტი, როგორიც სერიალში ზაზას აქვს?

- არა. ეს გმირი თავადაც ნაკლებად მიზიდავს. ცალსახად - არა, მაგრამ მთლიანობაში მაინც ზედაპირული ადამიანია.

- როგორ მთავრდება იტალიური ანდაზა - "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის, აუცილებლად მოვა..."

- გაჩერებაზე.

- "...მოვა შემდეგი".

- იტალიელებს ვერ დავეთანხმები, უნდა გაეკიდო, რადგან შეიძლება, შემდეგი არ მოვიდეს. ტრამვაის თუ არა, ქალს მაინც უნდა გაეკიდო.

- რა ჰქვია სამხედრო იარაღის გამოსაცდელ ადგილს?

- პოლიგონი.

- ეტლმა, რომელშიც შებმული იყო 2 ცხენი, 10 კილომეტრი გაიარა. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?

- (იცინის) 10 კილომეტრი. გეგონა, 5-ს გეტყოდი?

- სად არის დაკრძალული ივანე ჯავახიშვილი?

- მთაწმინდაზე.

- ცდები, უნივერსიტეტის ეზოშია დაკრძალული.

- მართალია, ვეღარ გავიხსენე.

- ნიზამი, ომარ ხაიმი, საიათნოვა. ამათგან რომელი იყო მათემატიკოსი?

- არ ვიცი.

- ხაიამი. თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, უნდა შედგებოდეს პატარა ბუშტუკებისგან, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ის ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდზე. ხომ ხედავ, რა სწრაფად გიპასუხე.

- გიყვარს?

- რა თქმა უნდა. ალკოჰოლურ სასმელთან ერთი პერიოდი უფრო "ვმეგობრობდი", ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ, ვვარჯიშობ.

- რა ჰქვია დაუძველებლად გამოშვებულ ღვინოს?

- მაჭარი.

- ცდები.

- არა (ფიქრობს). აბა, რა ჰქვია? ვერ გიპასუხებ.

- ორდინარული. რუს მწერალს, ანტონ ჩეხოვს ფანების საკმაოდ დიდი არმია ჰყავდა. რას ეძახდნენ მათ?

- არ ვიცი.

- "ანტონოვკებს". ეს მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს. ზემო სვანეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 5068 მეტრ სიმაღლეზე. რომელ მწვერვალზეა ლაპარაკი?

- შხარაზე.

- "ადამიანი ადვილად დაიჯერებს ხოლმე იმას, რაც მისთვის სასურველია". - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- იულიუს კეისარი. როგორ სჯიდნენ XVII საუკუნეში ინგლისში სინოპტიკოსებს, რომელთა პროგნოზიც არ მართლდებოდა?

- არ ვიცი, ალბათ მკაცრი კანონი ჰქონდათ.

- ძალიან მკაცრი. მათ სიკვდილით სჯიდნენ.

- რა სასტიკები ყოფილან.

- 1204 წელს ქართველები მონაწილეობდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორია დალაშქრეს და შექმნეს...

- ტრაპიზონის იმპერია.

- ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი, მსოფლიოს პირველი მილიარდერი ჯონ როკფელერი, ახალგაზრდობაში ამბობდა: 2 დიდი სურვილი მაქვს - გამოვიმუშაო მილიონი დოლარი და ვიცოცხლო 100 წელიწადი. აისრულა თუ არა მან ორივე სურვილი?

- მგონი, აისრულა. მილიონი იშოვა.

- მაგრამ 100 წელი ვერ იცოცხლა?

- გამოდის, რომ სწორი პასუხი ნახევრად გამოვიცანი.

- დაასახელე ქვეყანა, რომლის შემადგენლობაშიც 3900 კუნძულია.

- ამდენი? ალბათ, პატარა კუნძულები ეთვლება, არა?

- დიახ, მას ამომავალი მზის...

- (მაწყვეტინებს) იაპონია.

- ის თეატრისა და კინოს რეჟისორი იყო. 1913-21 წლებში რუსეთში მოღვაწეობდა. 1922 წელს საქართველოში გახმაურებული სპექტაკლებით - "ცხვრის წყარო", "ურიელ აკოსტა" დაბრუნდა. 1928 წელს ქუთაისში თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. პარალელურად მუშაობდა კინოში. დაასახელე ეს პიროვნება.

- კოტე მარჯანიშვილი.

- სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა" გავიხსენოთ. სედრაქი უფლისწულს ურჩევს, იყოს ერთგული, როგორც ძაღლი, ჰქონდეს ჭიანჭველის ძალა და სახედრის...

- ჭკუა.

- სახედრის გონიერება. ლონდონში, დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიის შენობის კიბესთან 2 ადამიანის ბიუსტი დგას. ვინ არიან ისინი?

- შექსპირი იქნება.

- შექსპირი და ბერნარდ შოუ. ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- ენა.

- რა მეტალისგან არის დამზადებული "თავისუფლების ქანდაკება"?

- ზუსტად არ ვიცი, სპილენძისგან ხომ არა?

- დიახ. რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მდინარე მტკვრის ყველაზე დიდი მონაკვეთი?

- აზერბაიჯანის.

- ყველაზე კარგად კაბრიოლეტების გაკეთება ფრანგ მეწარმეს, ლუის რენოს გამოსდიოდა. ეს ფაქტი ექიმებმა ახსნეს, როცა მის სამედიცინო ბარათში ჩაიხედეს. რა სჭირდა რენოს?

- არ ვიცი, ალბათ სულ სცხელოდა.

- მას შიში ჰქონდა.

- დახურული სივრცის შიში ექნებოდა.

- "საკმარისია, ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკაში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს". რომელი ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსია ამ სიტყვების ავტორი?

- ვერ გიპასუხებ.

- ფრიდრიხ ნიცშე. ვინ გადაიღო მულტფილმი "ფიფქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დისნეიმ.

- "თითქოს მზეს ჩამოვარდნოდა", "ბროწეულის ყვავილივით ჰყვაოდა", "ერთი მუჭა მიწის მიყრა ვერავინ გაუბედა ამ სილამაზეს". რომელ პერსონაჟს აღწერს ასე გიორგი ლეონიძე?

- მარიტას.

- ვინ არის ცნობილი ფერწერული ტილოს "იმერეთი - დედაჩემი" ავტორი?

- კაკაბაძე.

- წარმოიდგინე, დედამიწის გარშემო მოგზაურობ, აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- (იცინის) ორივე თანაბრად იქნება.

- ამ დამწერლობაში 40000-ზე მეტი სიმბოლოა. რომელ დამწერლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინურზე.

- საუდის არაბეთში ამის მოპოვება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნავთობის. რაზეა ლაპარაკი?

- (ფიქრობს) წყალზე.

- ქართული თეატრის ისტორია საუკუნე-ნახევარზე მეტს მოიცავს. პირველი სპექტაკლი 1850 წლის იანვარში გაიმართა. რომელ შენობაში წარმოადგინეს "გაყრა"?

- ვაიმე, წესით, ეს უნდა ვიცოდე და ვერ ვიხსენებ.

- თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში. - მჟავე გემოს ენის წვერით ვგრძნობთ, მწარეს - ენის გვერდებით. ტკბილს?

- ენის გულით ანუ შუა ნაწილით.

- "ვინც სევდიანია, ის გულახდილიცაა" - ამბობდა ეს მხატვარი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია 70 წელზე მეტს ითვლის. ამბობენ, სახელოსნოში მუდამ ჰქონდა ერთი დიდი ტილო, რომელზეც მისი ხელმოწერა იყო. რომელ მხატვარზეა ლაპარაკი?

- ტილოები რომ დამისახელო, არ შეიძლება?

- "ქალი პლაჟზე", "მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად", "ავინიონელი ქალიშვილები" და ა.შ.

- მგონი, პიკასოზეა ლაპარაკი.

- გამოიცანი. დაბოლოს, დაასრულე ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამი: "უმარტივესი გემოვნება მაქვს, მხოლოდ საუკეთესო..."

- მინდა რომ მქონდეს.

- "...საუკეთესო მაკმაყოფილებს".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს