შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებსა და საკვანძო ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის სიჩქარის გადაჭარბების რისკი, დამონტაჟდა სისწრაფის განმსაზღვრელი 15 ახალი რადარი. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსებულია სიჩქარის შეზღუდვის და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.
საპატრულო პოლიციამ დედაქალაქში კიდევ ერთი სიახლე დანერგა - ყველა ქუჩაზე, სადაც დაშვებული იყო 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა (გარდა ვაჟა-ფშაველას გამზირისა), დასაშვები სიჩქარე 10 კმ/სთ-ით გაიზარდა.
რადარის მიერ დაფიქსირებული გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ფიქსირდება სპეციალური კამერის მეშვეობით და მფლობელს შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმა მისდის რეგისტრაციის ადგილზე. ამავდროულად, საპატრულო პოლიცია საჯარიმო ქვითრის ჩაბარებამდე დამრღვევ მძღოლს SMS-ით აფრთხილებს. ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე მოქალაქეს SMS-ით მისდის შეხსენება.
თბილისში დამონტაჟებული ახალი რადარები:
1. კახეთის გზატკეცილი N18 (სამგორის მეტროსთან)
80+15
2. კახეთის გზატკეცილი N39 (პეპელას ხიდი)
80+15
3. მარჯვენა სანაპირო, ბაქრაძის ქ. (პაპილონი)
70+15
4. აღმაშენებლის ხეივანი (ახალ ნათებასთან)
80+15
5. აღმაშენებლის ხეივანი (სასოფლოსთან)
80+15
6. ბალანჩინი-შეშელიძის ქუჩები (გლდანის ხიდები)
70+15
7. მარჯვენა სანაპირო ("ჯეოსელის" ოფისთან)
70+15
8. მარჯვენა სანაპირო (300 არაგველის მემორიალი)
70+15
9. ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის პლატოს დამაკავშირებელი გზა
80+15
10. მარცხენა სანაპირო (შალიკაშვილის ხიდი)
70 +15
11. ვაჟა-ფშაველას გამზ. N36 (სამედიცინო ინსტიტუტი)
60+15