პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ქავთარაძე - "მე და აჩიკოს არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ"
ნუცა ქავთარაძე - "მე და აჩიკოს არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ"

ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი ნუცა ქავ­თა­რა­ძე არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის - გოგი ქავ­თა­რა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლია. ჟურ­ნა­ლის­ტი ბა­ბუ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მე­უღ­ლის რჩე­ვებ­სა და ახალ სამ­სა­ხურ­ზე გვიყ­ვე­ბა.

- ბა­ბუ­ას­თან ხშირ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ერთ სახ­ლში არ ვცხოვ­რობ­დით, თა­ნაც - დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს გას­ტრო­ლებ­ზე ატა­რებ­და... რაც დრო გა­დის, გო­გის მით უფრო მე­ტად ვა­ფა­სებ. პა­ტა­რა ვერ ვხვდე­ბო­დი, ხალ­ხს ასე რომ უყ­ვარ­და. ახლა დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს ქუ­თა­ის­ში ატა­რებს და მის ნახ­ვას კვი­რა­ში ერთხელ ვა­ხერ­ხებ. გვაქვს ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც ნამ­დვილ ბა­ბუ­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს უნდა ჰქონ­დეს.

- ალ­ბათ მის სპექ­ტაკ­ლებს ხში­რად ეს­წრე­ბო­დი, არა?

- თე­ატ­რში სი­ა­რუ­ლი ყო­ველ­თვის მომ­წონ­და. სა­ერ­თოდ, ვცდი­ლობ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ვიყო და ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც გოგი გახ­ლდათ - შე­ნიშ­ვნებს ვაძ­ლევ­დი, ის კი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არას­დროს გი­ფიქ­რია?

- არა, ყო­ველ­თვის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მსურ­და. თუმ­ცა, ერთი პე­რი­ო­დი, ჰო­ბის დო­ნე­ზე მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვი­ლიც მქონ­და. ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში არც ბა­ბუა და არც მშობ­ლე­ბი არ ჩა­რე­უ­ლან... 13 წლის ვი­ყა­ვი, როცა რა­დი­ო­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. მერე ჩუ­მად კო­ლე­ჯში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მახ­სოვს, ექ­სკურ­სი­ა­ზე მივ­დი­ო­დი, როცა დე­დას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი: კო­ლე­ჯში ჩა­ბა­რე­ბა ვცა­დე და ჩემი ქუ­ლე­ბი გა­ი­გე-მეთ­ქი (იცი­ნის). ეს ყვე­ლა­ფე­რი სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და, რა­საც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად ვე­რე­ვით, რად­გან ურ­თი­ერ­თს ვენ­დო­ბით.

- მშობ­ლებ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მშობ­ლე­ბი ჩემ მი­მართ ყო­ველ­თვის ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. არ მახ­სენ­დე­ბა არც ერთი ფაქ­ტი, როცა ვერ გა­მი­გეს. ალ­ბათ მენ­დო­ბოდ­ნენ და სჯე­რო­დათ, რომ ცუ­დად არ მო­ვიქ­ცე­ო­დი.

- როცა გა­თხო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღე, რჩე­ვა ოჯა­ხის წევ­რებს თუ ჰკი­თხე? ალ­ბათ ბა­ბუ­ას უხა­რია, მსა­ხი­ო­ბი სიძე რომ ჰყავს.

- ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­მამ და ბა­ბუ­ამ სულ ბო­ლოს შე­ი­ტყვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­დას­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვარ, ამის გამ­ხე­ლა მის­თვი­საც გა­მი­ჭირ­და... ერთ დღეს დას­თან ერ­თად მი­ვე­დი გო­გის­თან. მინ­დო­და მეთ­ქვა, - ვთხოვ­დე­ბი-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და თან, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და. როცა გავ­ბე­დე და ვუ­თხა­რი: "მე ვთხოვ­დე­ბი!" შე­მომ­ხე­და და, - ბიჭი ვინ არი­სო? გა­უ­ხარ­და, მისი სა­სი­ძო აჩი­კო რომ აღ­მოჩ­ნდა და თქვა: ოჯახ­ში კი­დევ ერთი მსა­ხი­ო­ბი გვე­ყო­ლე­ბაო.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "რუს­თა­ვი 2"-ში რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­დი. ახლა "იმედ­ში", "ქრო­ნი­კის" წამ­ყვა­ნად მოგ­ვევ­ლი­ნე. რო­გორ შე­ე­გუე ახალ სამ­სა­ხურს?

- თა­ვი­დან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან არ ვი­ცო­დი, ახალ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდე­ბო­და. ახლა თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და კო­ლე­გე­ბი მყავს. სხვა­თა შო­რის, პირ­და­პი­რი ეთე­რის წინ ნერ­ვი­უ­ლო­ბას დრო­ის გას­ვლა არ შვე­ლის. ყო­ვე­ლი გა­და­ცე­მის წინ ისე ვნერ­ვი­უ­ლობ, რო­გორც პირ­ველ დღეს ვი­ნერ­ვი­უ­ლე.

- ერთ-ერთი ინ­ტერ­ვი­უს დროს აჩი­კომ მი­თხრა, - სულ ვცდი­ლობ, პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს ნუ­ცას "რა­ი­მე" ვუ­პო­ვო და შე­ნიშ­ვნა მივ­ცეო. ეს სი­მარ­თლეა?

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, დედა მაკ­რი­ტი­კებ­და, ახლა კი აჩი­კოც არ მაკ­ლებს ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას (იღი­მის). სა­მა­გი­ე­როდ, თუ მე­უბ­ნე­ბი­ან - ეს კარ­გი­აო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რა­ღაც მარ­თლა ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვა­კე­თე - ისი­ნი ტყუ­ი­ლად არ შე­მა­ქე­ბენ. მათ ყვე­ლა ეთე­რის მერე ვე­კი­თხე­ბი: დღეს რა მო­გე­წო­ნათ ან რა არ მო­გე­წო­ნათ-მეთ­ქი?

- აჩი­კო რო­გორ ეგუ­ე­ბა შენი დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟიმს?

- ერ­თმა­ნე­თის საქ­მი­ა­ნო­ბას პა­ტივს ვცემთ. ჩვენ ვი­ცით მუ­შა­ო­ბი­სა და შრო­მის ფასი, ამი­ტომ არ გვაქვს უფ­ლე­ბა, ერ­თმა­ნეთს რა­ი­მე და­ვუ­შა­ლოთ. მისი მხრი­დან შე­ზღუდ­ვე­ბი არ მაქვს.

- მე­უღ­ლის მი­მართ თუ ხარ კრი­ტი­კუ­ლი? პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით რჩე­ვებს თუ აძ­ლევ?

- სულ ვცდი­ლობ, პრე­მი­ე­რებს არ და­ვეს­წრო, რად­გან ამ დროს ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ; რამ­დენ­ჯერ­მე ისე ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ლა­მის მოვ­კვდი. როცა რჩე­ვას ვაძ­ლევ, ვგრძნობ, რომ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს. არ ვარ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით ვა­ფა­სებ.

- გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებ?

- ეს კი­თხვა გა­მოვ­ტო­ვოთ, რა...

- რა­ტომ? რო­გორც დი­ა­სახ­ლისს, აჩი­კო გა­ქებს ხოლ­მე...

- მარ­თა­ლია, ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი მოს­წონს, მაგ­რამ დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის გამო, მის გა­ნე­ბივ­რე­ბას ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ.

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნუცა ქავთარაძე - "მე და აჩიკოს არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ"

ნუცა ქავთარაძე - "მე და აჩიკოს არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ"

ტელეჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე და ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია. ჟურნალისტი ბაბუასთან ურთიერთობაზე, მეუღლის რჩევებსა და ახალ სამსახურზე გვიყვება.

- ბაბუასთან ხშირ ურთიერთობას ვერ ვახერხებდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთ სახლში არ ვცხოვრობდით, თანაც - დროის უმეტეს ნაწილს გასტროლებზე ატარებდა... რაც დრო გადის, გოგის მით უფრო მეტად ვაფასებ. პატარა ვერ ვხვდებოდი, ხალხს ასე რომ უყვარდა. ახლა დროის უმეტეს ნაწილს ქუთაისში ატარებს და მის ნახვას კვირაში ერთხელ ვახერხებ. გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც ნამდვილ ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს.

- ალბათ მის სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდი, არა?

- თეატრში სიარული ყოველთვის მომწონდა. საერთოდ, ვცდილობ, საყვარელი ადამიანების მიმართ კრიტიკული ვიყო და ამ მხრივ გამონაკლისი არც გოგი გახლდათ - შენიშვნებს ვაძლევდი, ის კი ითვალისწინებდა.

- მსახიობობაზე არასდროს გიფიქრია?

- არა, ყოველთვის ჟურნალისტობა მსურდა. თუმცა, ერთი პერიოდი, ჰობის დონეზე მსახიობობის სურვილიც მქონდა. ჩემს პროფესიულ არჩევანში არც ბაბუა და არც მშობლები არ ჩარეულან... 13 წლის ვიყავი, როცა რადიოში დავიწყე მუშაობა. მერე ჩუმად კოლეჯში, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. მახსოვს, ექსკურსიაზე მივდიოდი, როცა დედას დავურეკე და ვუთხარი: კოლეჯში ჩაბარება ვცადე და ჩემი ქულები გაიგე-მეთქი (იცინის). ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა, რასაც წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. ოჯახის წევრები ერთმანეთის ცხოვრებაში ნაკლებად ვერევით, რადგან ურთიერთს ვენდობით.

- მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- განებივრებული ბავშვი ვიყავი. მშობლები ჩემ მიმართ ყოველთვის ლოიალურები იყვნენ. არ მახსენდება არც ერთი ფაქტი, როცა ვერ გამიგეს. ალბათ მენდობოდნენ და სჯეროდათ, რომ ცუდად არ მოვიქცეოდი.

- როცა გათხოვების გადაწყვეტილება მიიღე, რჩევა ოჯახის წევრებს თუ ჰკითხე? ალბათ ბაბუას უხარია, მსახიობი სიძე რომ ჰყავს.

- ჩემი გადაწყვეტილება მამამ და ბაბუამ სულ ბოლოს შეიტყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ძალიან ახლოს ვარ, ამის გამხელა მისთვისაც გამიჭირდა... ერთ დღეს დასთან ერთად მივედი გოგისთან. მინდოდა მეთქვა, - ვთხოვდები-მეთქი. ძალიან ვნერვიულობდი და თან, მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა. როცა გავბედე და ვუთხარი: "მე ვთხოვდები!" შემომხედა და, - ბიჭი ვინ არისო? გაუხარდა, მისი სასიძო აჩიკო რომ აღმოჩნდა და თქვა: ოჯახში კიდევ ერთი მსახიობი გვეყოლებაო.

- წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-ში რეპორტიორად მუშაობდი. ახლა "იმედში", "ქრონიკის" წამყვანად მოგვევლინე. როგორ შეეგუე ახალ სამსახურს?

- თავიდან დაძაბული ვიყავი, რადგან არ ვიცოდი, ახალ ტელევიზიაში როგორი სიტუაცია დამხვდებოდა. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფანტასტიკური ხელმძღვანელობა და კოლეგები მყავს. სხვათა შორის, პირდაპირი ეთერის წინ ნერვიულობას დროის გასვლა არ შველის. ყოველი გადაცემის წინ ისე ვნერვიულობ, როგორც პირველ დღეს ვინერვიულე.

- ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აჩიკომ მითხრა, - სულ ვცდილობ, პირდაპირი ეთერის დროს ნუცას "რაიმე" ვუპოვო და შენიშვნა მივცეო. ეს სიმართლეა?

- ყველაზე მეტად, დედა მაკრიტიკებდა, ახლა კი აჩიკოც არ მაკლებს ამ სიამოვნებას (იღიმის). სამაგიეროდ, თუ მეუბნებიან - ეს კარგიაო, დარწმუნებული ვარ, რაღაც მართლა ძალიან კარგად გავაკეთე - ისინი ტყუილად არ შემაქებენ. მათ ყველა ეთერის მერე ვეკითხები: დღეს რა მოგეწონათ ან რა არ მოგეწონათ-მეთქი?

- აჩიკო როგორ ეგუება შენი დატვირთული დღის რეჟიმს?

- ერთმანეთის საქმიანობას პატივს ვცემთ. ჩვენ ვიცით მუშაობისა და შრომის ფასი, ამიტომ არ გვაქვს უფლება, ერთმანეთს რაიმე დავუშალოთ. მისი მხრიდან შეზღუდვები არ მაქვს.

- მეუღლის მიმართ თუ ხარ კრიტიკული? პროფესიული თვალსაზრისით რჩევებს თუ აძლევ?

- სულ ვცდილობ, პრემიერებს არ დავესწრო, რადგან ამ დროს ძალიან ვნერვიულობ; რამდენჯერმე ისე ვინერვიულე, ლამის მოვკვდი. როცა რჩევას ვაძლევ, ვგრძნობ, რომ ამას ითვალისწინებს. არ ვარ სამსახიობო ოსტატობაში გარკვეული და შესაბამისად, მას ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით ვაფასებ.

- გემრიელი კერძებით ხშირად ანებივრებ?

- ეს კითხვა გამოვტოვოთ, რა...

- რატომ? როგორც დიასახლისს, აჩიკო გაქებს ხოლმე...

- მართალია, ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს, მაგრამ დატვირთული დღის რეჟიმის გამო, მის განებივრებას ხშირად ვერ ვახერხებ.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება