პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მფრინავი მატარებელი
მფრინავი მატარებელი

ლო­ზა­ნის პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი სკო­ლის ინ­ჟინ­რებ­მა ახა­ლი, საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­ო­ზუ­რი პრო­ექ­ტი წარმდგი­ნეს. Clip-Air-ზე შვე­ი­ცა­რი­ე­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა 2009 წელს და­ი­წყეს. პრო­ექ­ტი მიზ­ნად თვითმფრი­ნა­ვი­სა და მა­ტა­რებ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ერთ "მან­ქა­ნა­ში" შერ­წყმას ისა­ხავ­და.

2013 წლის 17 ივ­ნისს პა­რი­ზის მახ­ლობ­ლად გახ­სნილ ლე-ბურ­ჟეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ავი­ა­კოს­მო­სურ სა­ლონ­ში Clip-Air-ის მას­შტა­ბუ­რი მო­დე­ლის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ვი­ზუ­ა­ლუ­რად 1,2 მ სი­გა­ნის მა­კე­ტი საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. "მფრი­ნა­ვი ფრთის" სქე­მით შექ­მნილ საფ­რენ აპა­რატ­ზე, რო­მელ­შიც ეკი­პა­ჟის კა­ბი­ნა, საწ­ვა­ვის ავ­ზე­ბი და ძრა­ვე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ქვე­მო­დან სამი 30 მ სიგ­რძის სატ­რან­სპორ­ტო კაფ­სუ­ლა მაგრდე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში 30 ტ-მდე ტვირ­თის ან 150 მგზავ­რის გან­თავ­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

თუმ­ცა შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ინ­ჟინ­რე­ბი კი­დევ უფრო შორს წა­ვიდ­ნენ და ერ­თმა­ნეთ­ში ორი, ერთი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა - თვითმფრი­ნა­ვი და მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნეს. თვითმფრი­ნა­ვის ქვეშ ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი კაფ­სუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ტრა­დი­ცუ­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ვა­გო­ნე­ბის სა­ხით შე­იძ­ლე­ბა. ამის­თვის სა­მი­ვე მათ­განს ყვე­ლა სა­ჭი­რო მო­წყო­ბი­ლო­ბა და სარ­კი­ნიგ­ზო თვლე­ბიც აქვს.

აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბის შემ­დეგ Clip-Air-დან მოხ­სნილ კაფ­სუ­ლა-ვა­გო­ნებს ჩვე­უ­ლებ­რივ სარ­კი­ნიგ­ზო ლი­ან­და­გებ­ზე გა­და­ი­ტა­ნენ, სა­ი­და­ნაც ისი­ნი შე­სა­ბა­მი­სი სარ­კი­ნიგ­ზო სად­გუ­რის­კენ სა­კუ­თა­რი სვლით გა­ე­მარ­თე­ბი­ან.

პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი Clip-Air-ის იდე­ის ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას ერ­თხმად აღი­ა­რე­ბენ და ისიც იცი­ან, რომ მისი პრაქ­ტი­კუ­ლი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის უამ­რა­ვი ტექ­ნი­კუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა მო­უ­წევთ, თუმ­ცა სა­კუ­თარ ხედ­ვა­ში დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად, იმი­სა რომ პრო­ექ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე თვითმფრი­ნავ­თმშე­ნებ­ლო­ბის კა­ნო­ნებს რა­დი­კა­ლუ­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

მფრინავი მატარებელი

მფრინავი მატარებელი

ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის ინჟინრებმა ახალი, საკმაოდ ამბიციოზური პროექტი წარმდგინეს. Clip-Air-ზე შვეიცარიელებმა მუშაობა 2009 წელს დაიწყეს. პროექტი მიზნად თვითმფრინავისა და მატარებლის შესაძლებლობების ერთ "მანქანაში" შერწყმას ისახავდა.

2013 წლის 17 ივნისს პარიზის მახლობლად გახსნილ ლე-ბურჟეს საერთაშორისო ავიაკოსმოსურ სალონში Clip-Air-ის მასშტაბური მოდელის პრეზენტაცია გაიმართა. ვიზუალურად 1,2 მ სიგანის მაკეტი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. "მფრინავი ფრთის" სქემით შექმნილ საფრენ აპარატზე, რომელშიც ეკიპაჟის კაბინა, საწვავის ავზები და ძრავებია განთავსებული, ქვემოდან სამი 30 მ სიგრძის სატრანსპორტო კაფსულა მაგრდება. საჭიროების მიხედვით, თითოეულ მათგანში 30 ტ-მდე ტვირთის ან 150 მგზავრის განთავსება შეიძლება.

თუმცა შვეიცარიელი ინჟინრები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ერთმანეთში ორი, ერთი შეხედვით, სრულიად საწინააღმდეგო სატრანსპორტო საშუალება - თვითმფრინავი და მატარებელი გააერთიანეს. თვითმფრინავის ქვეშ ჩამოკიდებული კაფსულების გამოყენება ტრადიცული სარკინიგზო ვაგონების სახით შეიძლება. ამისთვის სამივე მათგანს ყველა საჭირო მოწყობილობა და სარკინიგზო თვლებიც აქვს.

აეროპორტში დაშვების შემდეგ Clip-Air-დან მოხსნილ კაფსულა-ვაგონებს ჩვეულებრივ სარკინიგზო ლიანდაგებზე გადაიტანენ, საიდანაც ისინი შესაბამისი სარკინიგზო სადგურისკენ საკუთარი სვლით გაემართებიან.

პროექტის ავტორები Clip-Air-ის იდეის ამბიციურობას ერთხმად აღიარებენ და ისიც იციან, რომ მისი პრაქტიკული განხორციელებისთვის უამრავი ტექნიკური ბარიერის გადალახვა მოუწევთ, თუმცა საკუთარ ხედვაში დარწმუნებულნი არიან, მიუხედავად, იმისა რომ პროექტი თანამედროვე თვითმფრინავთმშენებლობის კანონებს რადიკალურად ეწინააღმდეგება.

იხილეთ ვიდეო

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს