საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა­ტომ ეკი­დე­ბა გა­გე­ბით თბი­ლი­სი სომ­ხე­თის ან­ტი­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ას

იმ 16 ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­მაც "სა­ქარ­თვე­ლო­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ" გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ას ხმა არ მის­ცა, მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი და ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კა­ა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა "საწყ­ე­ნი ფაქ­ტი" უწო­და. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხსა და მის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცინ­ცა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნი ამ სფე­რო­ში მხარს არ უჭერს პრო­ქარ­თულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, პო­ზი­ცი­ას, რად­გან თვი­თონ სომ­ხე­თი დგას ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. თუ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ჩვენ თუ 300 ათა­სი დევ­ნი­ლი გვყავს და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი მარ­ტო აფ­ხა­ზეთ­ში, სომ­ხეთ­მა ხმა უნ­და მის­ცეს მის მი­ერ დაპყ­რო­ბილ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მი­ლი­ო­ნამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას! მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის 7 რა­ი­ო­ნი სომ­ხეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი; რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სომ­ხე­თი არ უარ­ყოფს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შვი­დი პრო­ვინ­ცია რომ და­იპყ­რო. ქარ­თუ­ლი მხა­რე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­გე­ბით ეკი­დე­ბა მის ამ ან­ტი­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ას, თუმ­ცა... ფაქ­ტია ისიც, რომ რო­ცა საქ­მე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დევ­ნი­ლის ყა­რა­ბა­ღის სამ­-ოთხ პრო­ვინ­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მიდ­გა, სომ­ხურ­-თურ­ქუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ცი­უ­რი­ხის პრო­ტო­კო­ლი ჩა­ი­შა­ლა. ერე­ვა­ნი უც­ვლე­ლად დგას თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, რად­გან კი­სერ­ზე წის­ქვი­ლის ქვა­სა­ვით ჰკი­დია მი­ლი­ო­ნამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დევ­ნი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხ­ი.

- ერევ­ნის ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აფ­ხა­ზე­თის მრა­ვალ­რიცხ­ო­ვა­ნი სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის პო­ზი­ცი­ი­თაც ხომ არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერევ­ნის­თვის ამას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მით უმე­ტეს, რომ სომ­ხე­ბი თავს მშვე­ნივ­რად გრძნობ­დნენ მა­ში­ნაც, რო­ცა აფ­ხა­ზე­თი დე ფაქ­ტოც სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. დღეს აფ­ხა­ზეთ­ში მათ მი­მარ­თაც იწყ­ე­ბა რბი­ლი აგ­რე­სი­ა. სომ­ხე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფ­ხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს უნ­და თა­მა­შობ­დნენ, პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ 2 ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დეთ, და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ - აფ­ხა­ზე­თის სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­სას მათ მკვეთ­რი ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცია ეკა­ვათ, ბაგ­რა­მი­ან­ცის ბა­ტა­ლი­ო­ნის კი­სერ­ზეა ქარ­თვე­ლე­ბის ხოც­ვა-­ჟლე­ტა. ამის გა­მო­ა, რომ ე.წ. "აფ­ხა­ზე­თის ეროვ­ნული გმი­რი" სო­მე­ხი მე­ტი­ა, ვიდ­რე თვი­თონ აფ­ხა­ზი.

- სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სერჟ სარ­გსი­ან­მა ბო­ლო­ხანს არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ "ო­რი მე­ზო­ბე­ლი ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა ძმუ­რად ვი­თარ­დე­ბა და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი­ა"...

- ერ­თი ფრთი­ა­ნი გა­მოთ­ქმი­სა არ იყოს, პო­ლი­ტი­კა­ში "მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო", მუდ­მი­ვი მე­გობ­რო­ბა არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მე­ლიც ხან ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, ხან არა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო არ ჰყავს. ვა­შინ­გტო­ნი­სა და თბი­ლი­სის, ბრი­უ­სე­ლი­სა და თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბი რიგ სა­კითხ­ებ­ში ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, მაგ­რამ ხვალ შე­იძ­ლე­ბა მოს­კო­ვისა და თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ემ­თხვეს ერ­თმა­ნეთს. ამი­ტომ არ­სე­ბობს ოქ­როს წე­სი პო­ლი­ტი­კა­ში: არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს. ასე რომ, სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რე­ბის, მათ შო­რის სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცი მუდ­მივ ძმო­ბა­სა და კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბა­ზე, ჭირ­სა და ლხინ­ში ერ­თად ყოფ­ნა­ზე, მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ ბან­კე­ტებ­ზე სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბი­სა და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელი სიყ­ვა­რუ­ლის ყალბ ახ­სნა­ზე თუა გათ­ვლი­ლი... ფაქ­ტია ისიც, რომ ამ­ჟა­მად სომ­ხეთს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბლო­კა­დის პი­რო­ბებ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო მის­თვის სი­ცოცხ­ლის გზა­ა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლო­რუ­სის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, არ და­ე­ჭი­რა მხა­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის­თვის?

- მინ­სკმა თბი­ლი­სის მი­მართ უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა. დღეს ლუ­კა­შენ­კო აღარ არის ის "ბატ­კა", რო­მელ­საც მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა ჟან­გბა­დი­ვით სჭირ­დე­ბო­და ევ­რო­საბ­ჭო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ან­ტი­ბე­ლო­რუ­სუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ლუ­კა­შენ­კო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს პუ­ტი­ნის ჯი­ბე­ში და სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ დროა მო­ახ­დი­ნოს სა­გა­რეო ვექ­ტო­რის კო­რექ­ტი­რე­ბა. დრე­ი­ფი ან­ტი­რუ­სუ­ლი­დან პრო­რუ­სუ­ლის­კენ - ეს ლუ­კა­შენ­კოს მუ­ჟი­კუ­რი ეშ­მა­კო­ბა­ა, "ბატ­კა" ცი­ნი­კუ­რი, უპ­რინ­ცი­პო პრაგ­მა­ტიზ­მით არის ცნო­ბი­ლი, დღეს მას სა­ქარ­თვე­ლო აღარ სჭირ­დე­ბა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა­ტომ ეკი­დე­ბა გა­გე­ბით თბი­ლი­სი სომ­ხე­თის ან­ტი­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ას

რა­ტომ ეკი­დე­ბა გა­გე­ბით თბი­ლი­სი სომ­ხე­თის ან­ტი­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ას

იმ 16 ქვე­ყა­ნას შო­რის, რო­მელ­მაც "სა­ქარ­თვე­ლო­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ" გა­ე­როს რე­ზო­ლუ­ცი­ას ხმა არ მის­ცა, მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი და ბე­ლო­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კა­ა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა "საწყ­ე­ნი ფაქ­ტი" უწო­და. ამ მნიშვნელოვან საკითხსა და მის გარემოებებზე პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცინ­ცა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერე­ვა­ნი ამ სფე­რო­ში მხარს არ უჭერს პრო­ქარ­თულ რე­ზო­ლუ­ცი­ას, პო­ზი­ცი­ას, რად­გან თვი­თონ სომ­ხე­თი დგას ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. თუ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ჩვენ თუ 300 ათა­სი დევ­ნი­ლი გვყავს და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი მარ­ტო აფ­ხა­ზეთ­ში, სომ­ხეთ­მა ხმა უნ­და მის­ცეს მის მი­ერ დაპყ­რო­ბილ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მი­ლი­ო­ნამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბას! მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის 7 რა­ი­ო­ნი სომ­ხეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი; რუ­სე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სომ­ხე­თი არ უარ­ყოფს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შვი­დი პრო­ვინ­ცია რომ და­იპყ­რო. ქარ­თუ­ლი მხა­რე შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­გე­ბით ეკი­დე­ბა მის ამ ან­ტი­ქარ­თულ პო­ზი­ცი­ას, თუმ­ცა... ფაქ­ტია ისიც, რომ რო­ცა საქ­მე ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დევ­ნი­ლის ყა­რა­ბა­ღის სამ­-ოთხ პრო­ვინ­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მიდ­გა, სომ­ხურ­-თურ­ქუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ცი­უ­რი­ხის პრო­ტო­კო­ლი ჩა­ი­შა­ლა. ერე­ვა­ნი უც­ვლე­ლად დგას თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე, რად­გან კი­სერ­ზე წის­ქვი­ლის ქვა­სა­ვით ჰკი­დია მი­ლი­ო­ნამ­დე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი დევ­ნი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხ­ი.

- ერევ­ნის ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აფ­ხა­ზე­თის მრა­ვალ­რიცხ­ო­ვა­ნი სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის პო­ზი­ცი­ი­თაც ხომ არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი?

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი ერევ­ნის­თვის ამას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მით უმე­ტეს, რომ სომ­ხე­ბი თავს მშვე­ნივ­რად გრძნობ­დნენ მა­ში­ნაც, რო­ცა აფ­ხა­ზე­თი დე ფაქ­ტოც სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო. დღეს აფ­ხა­ზეთ­ში მათ მი­მარ­თაც იწყ­ე­ბა რბი­ლი აგ­რე­სი­ა. სომ­ხე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფ­ხა­ზურ პო­ლი­ტი­კა­ში უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს უნ­და თა­მა­შობ­დნენ, პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ 2 ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დეთ, და არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოდ - აფ­ხა­ზე­თის სის­ხლი­ა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი­სას მათ მკვეთ­რი ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ზი­ცია ეკა­ვათ, ბაგ­რა­მი­ან­ცის ბა­ტა­ლი­ო­ნის კი­სერ­ზეა ქარ­თვე­ლე­ბის ხოც­ვა-­ჟლე­ტა. ამის გა­მო­ა, რომ ე.წ. "აფ­ხა­ზე­თის ეროვ­ნული გმი­რი" სო­მე­ხი მე­ტი­ა, ვიდ­რე თვი­თონ აფ­ხა­ზი.

- სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სერჟ სარ­გსი­ან­მა ბო­ლო­ხანს არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ "ო­რი მე­ზო­ბე­ლი ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა ძმუ­რად ვი­თარ­დე­ბა და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი­ა"...

- ერ­თი ფრთი­ა­ნი გა­მოთ­ქმი­სა არ იყოს, პო­ლი­ტი­კა­ში "მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო", მუდ­მი­ვი მე­გობ­რო­ბა არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მე­ლიც ხან ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, ხან არა. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე სა­ხელ­მწი­ფო არ ჰყავს. ვა­შინ­გტო­ნი­სა და თბი­ლი­სის, ბრი­უ­სე­ლი­სა და თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბი რიგ სა­კითხ­ებ­ში ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა და ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, მაგ­რამ ხვალ შე­იძ­ლე­ბა მოს­კო­ვისა და თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბი და­ემ­თხვეს ერ­თმა­ნეთს. ამი­ტომ არ­სე­ბობს ოქ­როს წე­სი პო­ლი­ტი­კა­ში: არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს. ასე რომ, სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რე­ბის, მათ შო­რის სომ­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცი მუდ­მივ ძმო­ბა­სა და კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბა­ზე, ჭირ­სა და ლხინ­ში ერ­თად ყოფ­ნა­ზე, მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ ბან­კე­ტებ­ზე სადღ­ეგ­რძე­ლო­ე­ბი­სა და გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელი სიყ­ვა­რუ­ლის ყალბ ახ­სნა­ზე თუა გათ­ვლი­ლი... ფაქ­ტია ისიც, რომ ამ­ჟა­მად სომ­ხეთს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბლო­კა­დის პი­რო­ბებ­ში უწევს ცხოვ­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო მის­თვის სი­ცოცხ­ლის გზა­ა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლო­რუ­სის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, არ და­ე­ჭი­რა მხა­რი რე­ზო­ლუ­ცი­ის­თვის?

- მინ­სკმა თბი­ლი­სის მი­მართ უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა. დღეს ლუ­კა­შენ­კო აღარ არის ის "ბატ­კა", რო­მელ­საც მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა ჟან­გბა­დი­ვით სჭირ­დე­ბო­და ევ­რო­საბ­ჭო­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ან­ტი­ბე­ლო­რუ­სუ­ლი რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. ლუ­კა­შენ­კო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს პუ­ტი­ნის ჯი­ბე­ში და სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რძნო­ბი­ნებს, რომ დროა მო­ახ­დი­ნოს სა­გა­რეო ვექ­ტო­რის კო­რექ­ტი­რე­ბა. დრე­ი­ფი ან­ტი­რუ­სუ­ლი­დან პრო­რუ­სუ­ლის­კენ - ეს ლუ­კა­შენ­კოს მუ­ჟი­კუ­რი ეშ­მა­კო­ბა­ა, "ბატ­კა" ცი­ნი­კუ­რი, უპ­რინ­ცი­პო პრაგ­მა­ტიზ­მით არის ცნო­ბი­ლი, დღეს მას სა­ქარ­თვე­ლო აღარ სჭირ­დე­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა