სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით!"
"აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით!"

ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გუ­შინ შს სა­მი­ნის­ტრო­ში მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის­თვის წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ჩე­მის აზ­რით, გა­მო­ძი­ე­ბა და გა­სა­მარ­თლე­ბა უნდა წინ უს­წრებ­დეს აჟი­ო­ტაჟს, სე­ირს და ლა­პა­რაკს... როცა იცი, რომ დამ­ნა­შა­ვეს გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლი აქვს და და­ის­ჯე­ბა თა­ვი­სი სა­ზა­რე­ლი საქ­ცი­ე­ლი­სათ­ვის, სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა აღიქ­ვა მომ­ხდა­რი... როცა ეს არაა, მა­შინ პირ­და­პირ აფეთ­ქე­ბის საფრ­თხეს ვე­თა­მა­შე­ბით! ერის წი­ნამ­ძღო­ლო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ შენ ხალ­ხს აა­რი­დო ეს გან­საც­დე­ლი, და­უც­ვე­ლად ფრონტზე ის არ გა­უშ­ვა, და მოვ­ლე­ნებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად რამე სა­შუ­ა­ლე­ბაც (ახ­სნით და გან­მარ­ტე­ბით) მის­ცე. თო­რემ ასე "აი ფაქ­ტე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი თქვენ გა­არ­კვი­ეთ!" ძა­ლი­ან მძი­მედ შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე.... და კი­დევ, იმა­ვე სა­ღა­მოს, როცა ეს ფაქ­ტე­ბი ვრცელ­დე­ბა, სა­ა­კაშ­ვილს არ უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა რომ კი­დევ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს გამ­წა­რე­ბულ ხალ­ხს თა­ვი­სი უტი­ფა­რი ტყუ­ი­ლე­ბი­თა და ვი­თომც მო­ნა­ნი­ე­ბით! სა­მა­გი­ე­როდ პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გზის ჩვე­ნე­ბით ხალ­ხს დამ­შვი­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და, ური­გო არ იქ­ნე­ბო­და!

მე ისიც მე­გო­ნა, ჩემს გარ­და სხვა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ თა­ვი­ანთ აზრს გა­მოთ­ქვამ­დენ.... და სხვის ნათ­ქვამს არ და­ე­ლო­დე­ბოდ­ნენ!

მე ისე ვიცი, რომ პრე­ზი­დენ­ტის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა "იცო­დეს" და აკონ­ტრო­ლებ­დეს, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, რა ხდე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში! ვის ნიშ­ნავს და ვის უცხა­დებს ნდო­ბას, ეს მისი უფ­ლე­ბა­ცაა და ამ­დე­ნად მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­საც ვერ გა­ექ­ცე­ვა, რაც არ უნდა ამ­ნე­ზია ემარ­თე­ბო­დეს და რაც არ უნდა გარ­ბო­დეს კი­დევ ეპპს შეკ­რე­ბა­ზე! ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ეხე­ბა იმ უწყე­ბებს (კუდ-ი და სხვა), სა­დაც ცხა­დია, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხე არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­ლახ­ვის ძვე­ლი მე­თო­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბი­სა. მე, რო­გორც მეს­მის, სა­ა­კაშ­ვილ­მა გუ­შინ­დე­ლი თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რაც უდ­რის თა­ვის ფუნ­ქცი­ა­ზე უა­რის თქმას. აღი­ა­რა ვერ, არ თუ ვე­ღარ მარ­თავს ქვე­ყა­ნას და არც აკონ­ტრო­ლებ­და ოდეს­მე.... ამ­დენს მოგ­ზა­უ­რობ­დეს მსოფ­ლი­ო­ში და იმას ვერ ხვდე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნი, რომ და­უს­ჯე­ლო­ბა არ­სად აღარ მო­დის და რომ ამ­ნე­ზია შემ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მოდ არ ით­ვლე­ბა!!!!", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

შს მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა სა­მეგ­რე­ლო­ში მდე­ბა­რე სა­მა­ლა­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი გუ­შინ მე­დი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვე­ნი­დან პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ველ კად­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი - "ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, თუ ასე­თი სა­დის­ტე­ბი შე­ი­პარ­ნენ ჩემი მთავ­რო­ბის დროს"

"აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით!"

"აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით!"

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ შს სამინისტროში მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის წამების ამსახველი კადრების ჩვენებასა და ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

"ჩემის აზრით, გამოძიება და გასამართლება უნდა წინ უსწრებდეს აჟიოტაჟს, სეირს და ლაპარაკს... როცა იცი, რომ დამნაშავეს განაჩენი გამოტანილი აქვს და დაისჯება თავისი საზარელი საქციელისათვის, სხვანაირად შეიძლება აღიქვა მომხდარი... როცა ეს არაა, მაშინ პირდაპირ აფეთქების საფრთხეს ვეთამაშებით! ერის წინამძღოლობა იმას ნიშნავს, რომ შენ ხალხს აარიდო ეს განსაცდელი, დაუცველად ფრონტზე ის არ გაუშვა, და მოვლენებთან გასამკლავებლად რამე საშუალებაც (ახსნით და განმარტებით) მისცე. თორემ ასე "აი ფაქტები და დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ!" ძალიან მძიმედ შეიძლება აისახოს საზოგადოებაზე.... და კიდევ, იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტები ვრცელდება, სააკაშვილს არ უნდა მიეცეს საშუალება რომ კიდევ შეურაცხყოფა მიაყენოს გამწარებულ ხალხს თავისი უტიფარი ტყუილებითა და ვითომც მონანიებით! სამაგიეროდ პრემიერის განცხადება, რომელიც გზის ჩვენებით ხალხს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა, ურიგო არ იქნებოდა!

მე ისიც მეგონა, ჩემს გარდა სხვა საპრეზიდენტო კანდიდატები ამ მძიმე ვითარების შესახებ თავიანთ აზრს გამოთქვამდენ.... და სხვის ნათქვამს არ დაელოდებოდნენ!

მე ისე ვიცი, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა "იცოდეს" და აკონტროლებდეს, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება ხელისუფლებაში! ვის ნიშნავს და ვის უცხადებს ნდობას, ეს მისი უფლებაცაა და ამდენად მისი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ გაექცევა, რაც არ უნდა ამნეზია ემართებოდეს და რაც არ უნდა გარბოდეს კიდევ ეპპს შეკრებაზე! ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა ეხება იმ უწყებებს (კუდ-ი და სხვა), სადაც ცხადია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე დიდი საფრთხე არსებობს ადამიანის უფლებების შელახვის ძველი მეთოდების გაგრძელებისა. მე, როგორც მესმის, სააკაშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებით პასუხისმგებლობაზე უარი განაცხადა, რაც უდრის თავის ფუნქციაზე უარის თქმას. აღიარა ვერ, არ თუ ვეღარ მართავს ქვეყანას და არც აკონტროლებდა ოდესმე.... ამდენს მოგზაურობდეს მსოფლიოში და იმას ვერ ხვდებოდეს ადამიანი, რომ დაუსჯელობა არსად აღარ მოდის და რომ ამნეზია შემსუბუქებელ გარემოდ არ ითვლება!!!!", - წერს ზურაბიშვილი.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში მდებარე სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირები გუშინ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

მოგვიანებით ვენიდან პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილი - "ძალიან ვწუხვარ, თუ ასეთი სადისტები შეიპარნენ ჩემი მთავრობის დროს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს