Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ
არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ

17 ივ­ნისს თბი­ლის­ში გა­მარ­თულ "დი­ნა­მო"-"ში­რა­ქის" მატ­ჩის შემ­დგომ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე სა­უ­ბა­რი არ ცხრე­ბა სომ­ხეთ­ში.

ამ­ხა­ნა­გუ­რი თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ქარ­თველ და სო­მეხ გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბა არ და­უშ­ვეს.

სომ­ხე­ბი კი წერ­დნენ, რომ "ბო­რის პა­ი­ჭა­ძე­ზე" ცო­ტაც და, ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­დე­ბო­და...

თბი­ლი­სურ მატჩს კვლავ მი­უბ­რუნ­და სომ­ხუ­რი სა­ი­ტი armsport.am, რო­მელ­მაც თვითმხილ­ვე­ლი სო­მე­ხი გულ­შე­მატ­კივ­რის ნა­ამ­ბო­ბი და ინ­ცი­დენ­ტის ახა­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"ში­რა­ქის" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ყვე­ბა, რა მოხ­და თბი­ლი­სუ­რი მატ­ჩის შემ­დეგ.

"ში­რა­ქის" თავ­გა­დაკ­ლუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ­ტურ მე­ლი­კი­ა­ნი თბი­ლის­ში ეს­წრე­ბო­და "დი­ნა­მოს­თან" ამ­ხა­ნა­გურ მატჩს და სა­მოყ­ვა­რუ­ლო კა­მე­რით გა­და­ი­ღო თა­მა­შის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი.

აი, რა უამ­ბო მე­ლი­კი­ან­მა სა­ი­ტის კო­რეს­პონ­დენტს.

"თით­ქოს ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩის დროს ფეხ­ბურ­თე­ლებ­სა და გულ­შე­მატ­კივ­რებს ნერ­ვე­ბი ნაკ­ლე­ბად უნდა ჰქონ­დეთ და­ძა­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის კლუ­ბებს შო­რის იმარ­თე­ბა.

მე­გობ­რუ­ლი თა­მა­ში "დი­ნა­მო­სა" და "ში­რაქს" შო­რის მე­გობ­რუ­ლი ან­გა­რი­ში­თაც დას­რულ­და - 1:1 ორი­ვე გუნ­დის კარგ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა­ში.

მაგ­რამ "დი­ნა­მოს" გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა რა­ტომ­ღაც ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და­ა­დეს...

ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­ძა­ხი­ლი "ტა-სი-ბოვ!" (მი­ახ­ლო­ე­ბი­თი თარ­გმა­ნი: "ითა­მა­შეთ აღ­მაფ­რე­ნით") მათ ყურ­ში ისე ჩა­ეს­მათ, რო­გორც "რო­სია". ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თვე­ლებს არ უყ­ვართ რუ­სე­ბი და რუ­სე­თი და სა­პა­სუ­ხოდ მათ და­ი­წყეს სკან­დი­რე­ბა - "აზერ­ბა­ი­ჯან!"

ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი, ვინც ბო­რის პა­ი­ჭა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სი­ტუ­ა­ცია კუ­რი­ო­ზუ­ლი იყო.

და ამის შემ­დეგ მოხ­და კი­დეც და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა ეს სი­ტყვა კარ­გად ვერ ასა­ხავს მომ­ხდარს. ქარ­თვე­ლე­ბი პრო­ვო­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბას ეშუ­რე­ბოდ­ნენ, რის პა­სუ­ხა­დაც არა­ფერს ვა­კე­თებ­დით, თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე ცა­რი­ე­ლი ბოთ­ლის მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაგ­დე­ბას.

"დი­ნა­მოს" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ქმე­დე­ბას "პაც­ნუ­რი" შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ, მაგ­რამ ქარ­თველ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ამის აღ­კვე­თა ვერ შეძ­ლეს. მაქ­სი­მუ­მი, რაც მათ გა­ა­კე­თეს, სტა­დი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჩვე­ნი სწრა­ფად ევა­კუ­ა­ცია იყო.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქარ­თველ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე დე­და­ქა­ლა­ქის გა­სას­ვლე­ლამ­დე იზ­რუ­ნეს.

მე გა­და­ვი­ღე დი­ნა­მო­ე­ლე­ბის გმი­რო­ბა. ვი­დეო სა­მოყ­ვა­რუ­ლოა, ამი­ტომ მისი ხა­რის­ხის გამო ბო­დიშს ვიხ­დი".

Sportall.Ge

არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ

არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ

17 ივნისს თბილისში გამართულ "დინამო"-"შირაქის" მატჩის შემდგომ მომხდარ ინციდენტზე საუბარი არ ცხრება სომხეთში.

ამხანაგური თამაშის დასრულების შემდეგ ქართველ და სომეხ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა სამართალდამცველებმა ვითარების გამწვავება არ დაუშვეს.

სომხები კი წერდნენ, რომ "ბორის პაიჭაძეზე" ცოტაც და, ტრაგედია დატრიალდებოდა...

თბილისურ მატჩს კვლავ მიუბრუნდა სომხური საიტი armsport.am, რომელმაც თვითმხილველი სომეხი გულშემატკივრის ნაამბობი და ინციდენტის ახალი ვიდეო გამოაქვეყნა.

"შირაქის" გულშემატკივარი ყვება, რა მოხდა თბილისური მატჩის შემდეგ.

"შირაქის" თავგადაკლული გულშემატკივარი არტურ მელიკიანი თბილისში ესწრებოდა "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩს და სამოყვარულო კამერით გადაიღო თამაშის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

აი, რა უამბო მელიკიანმა საიტის კორესპონდენტს.

"თითქოს ამხანაგური მატჩის დროს ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ნერვები ნაკლებად უნდა ჰქონდეთ დაძაბული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამხანაგური შეხვედრა მეზობელი ქვეყნების კლუბებს შორის იმართება.

მეგობრული თამაში "დინამოსა" და "შირაქს" შორის მეგობრული ანგარიშითაც დასრულდა - 1:1 ორივე გუნდის კარგ პერსპექტივაზე მიგვანიშნებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.

მაგრამ "დინამოს" გულშემატკივრებმა რატომღაც ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაადეს...

ჩვენი ტრადიციული შეძახილი "ტა-სი-ბოვ!" (მიახლოებითი თარგმანი: "ითამაშეთ აღმაფრენით") მათ ყურში ისე ჩაესმათ, როგორც "როსია". ცნობილია, რომ ქართველებს არ უყვართ რუსები და რუსეთი და საპასუხოდ მათ დაიწყეს სკანდირება - "აზერბაიჯან!"

ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდა, დაადასტურებს, რომ სიტუაცია კურიოზული იყო.

და ამის შემდეგ მოხდა კიდეც დაპირისპირება, თუმცა ეს სიტყვა კარგად ვერ ასახავს მომხდარს. ქართველები პროვოკაციის ორგანიზებას ეშურებოდნენ, რის პასუხადაც არაფერს ვაკეთებდით, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ცარიელი ბოთლის მათი მიმართულებით გადაგდებას.

"დინამოს" გულშემატკივრების ქმედებას "პაცნური" შეგვიძლია ვუწოდოთ, მაგრამ ქართველმა პოლიციელებმა ამის აღკვეთა ვერ შეძლეს. მაქსიმუმი, რაც მათ გააკეთეს, სტადიონის ტერიტორიიდან ჩვენი სწრაფად ევაკუაცია იყო.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა პოლიციელებმა ჩვენს უსაფრთხოებაზე დედაქალაქის გასასვლელამდე იზრუნეს.

მე გადავიღე დინამოელების გმირობა. ვიდეო სამოყვარულოა, ამიტომ მისი ხარისხის გამო ბოდიშს ვიხდი".

Sportall.Ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია