სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ტბა ძალიან საშიშია, ნაპირი არ გააჩნია... დიდი ხანია, ვითხოვთ მის გაუქმებას, ახლოს არის სკოლასთან" - რას ჰყვებიან ფოლადაანთკარში, სადაც ტრაგედია დატრიალდა
"ეს ტბა ძალიან საშიშია, ნაპირი არ გააჩნია... დიდი ხანია, ვითხოვთ მის გაუქმებას, ახლოს არის სკოლასთან" - რას ჰყვებიან ფოლადაანთკარში, სადაც ტრაგედია დატრიალდა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ქვე­მო ხო­და­შენ­ში გლო­ვაა. იქ მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი და მისი მო­ზარ­დი შვი­ლე­ბი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ.

  • გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან გია ბურ­ნა­ძე და მისი 11 და 13 წლის ბი­ჭე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მამა-შვი­ლებს ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ და გუ­შინ იპო­ვეს. გია ბურ­ნა­ძე და მისი ორი ვაჟი სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ სო­ფელ ფო­ლა­და­ანთკარ­ში, სა­დაც ტბა­ში და­იხ­რჩვნენ.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ტრა­გე­დია იმ დროს მოხ­და, როცა ისი­ნი სა­თევ­ზა­ოდ იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ტბა, სა­დაც ტრა­გე­დია მოხ­და, სა­ში­შია და მის გა­უქ­მე­ბას დიდი ხა­ნია, ითხო­ვენ. მა­თი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ ტბა სკო­ლას­თან ახ­ლოს არის.

"ჩვენს სო­ფელ­ში დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია. დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, რო­გორ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა, ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს. მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ხა­ნია, ვი­თხოვთ ამ ტბის გა­უქ­მე­ბას, ეს არ არის ტბა, ეს არის წყალ­სა­ცა­ვი იმის­თვის, რომ მო­ირ­წყას ჩვე­ნი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი. არა­ნა­ი­რი ნა­პი­რი არ გა­აჩ­ნია, სიღ­რმე მი­ნი­მუმ 7 მეტ­რი ექ­ნე­ბა და ზედ დგას სკო­ლა. ახლა სკო­ლას გა­ავ­ლეს ღობე, მა­ნამ­დე სულ ღია იყო, ბავ­შვე­ბი უკან გა­დი­ან და ბა­ნა­ო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის დროს არ გა­დი­ან და სკო­ლა აკონ­ტრო­ლებს სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის მერე გა­და­დი­ან იქ ბავ­შვე­ბი და ჩა­დი­ან სა­ბა­ნა­ოდ. ერთი შვი­ლი მყავს და რომ გა­ვი­გე იქ იყო ჩა­სუ­ლი, ეს ამ­ბა­ვი შოკი იყო ჩემ­თვის.

ამ­ბო­ბენ, ბავ­შვე­ბი ტრუ­სებ­ზე და შორ­ტებ­ზე კოკა-კო­ლის ცა­რი­ელ ბოთ­ლებს იმაგ­რე­ბენ რომ არ ჩა­ი­ძი­რო­ნო. ნა­პი­რი სა­ერ­თოდ არ აქვს, პირ­და­პირ ხტე­ბი­ან წყალ­ში და პირ­და­პირ შე­დი­ხარ სიღ­რმე­ში. ად­რეც დატ­რი­ალ­და აქ ტრა­გე­დია. 18 წე­ლია ამ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ. მა­შინ მოხ­და ასე­თი ფაქ­ტი სო­ფელ გა­მარ­ჯვე­ბი­დან ბავ­შვე­ბი გა­მო­პა­რუ­ლან ვე­ლო­სი­პე­დით ჩვენს სო­ფელ­ში, დე­დას ეგო­ნა ბავ­შვი ეზო­ში თა­მა­შობ­და. მა­ში­ნაც ის ბავ­შვი ტბა­ში რომ ჩა­ვარ­და გული გა­უს­კდა და იქვე და­ი­ღუ­პა 9 წლის იყო. რამ­დე­ნი ხა­ნია ვი­თხოვთ მო­ა­წეს­რი­გონ აქა­უ­რო­ბა ისე, რომ არ იყოს საფრ­თხის შემ­ცვე­ლი. ჩემი შვი­ლი ორი წელი სწავ­ლობ­და იმ სკო­ლა­ში და მა­შინ დი­რექ­ტორს ვკი­თხე, მაძ­ლევთ იმის გა­რან­ტი­ას, რომ გა­ი­პა­როს უკან დას­ვე­ნე­ბა­ზე, იმ ტბა­ში არ ჩა­ვარ­დე­ბა-მეთ­ქი.

და­ვი­ბა­რეთ მა­ში­ნაც წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სო­ფე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის გამ­გე­ო­ბა­ში შე­დის და წარ­მო­მად­გე­ნელ­საც ვუ­თხა­რი, ეს გა­ა­უქ­მეთ, ან რამე გა­და­ა­ფა­რეთ ისე, რომ არ იყო სა­ში­ში მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და არ შე­ვიდ­ნენ ბავ­შვე­ბი მეთ­ქი. თუ არ იქ­ნე­ბა იქა­უ­რო­ბა და­ცუ­ლი, მა­შინ და­აშ­რონ სა­ერ­თოდ ეს წყალ­სა­ცა­ვი, არ გვინ­და ასე­თი სა­ში­ში ად­გი­ლი. ახლა წუ­ხელ გა­ვი­გეთ ამ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ. უამ­რა­ვი პო­ლი­ცი­ე­ლი იყო მო­სუ­ლი და გა­ვი­გეთ, რომ მამა და მისი შვი­ლე­ბი და­იხ­რჩვნენ. ახლა შე­წუხ­და ხალ­ხი ისევ და ითხო­ვენ რომ მი­ხე­დოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არ პრობ­ლე­მას. რუს­თა­ვი­დან ხალ­ხი ბუ­ნე­ბა­ში, სა­თევ­ზა­ო­დაც მო­დი­ან და რომ არ აქვს ნა­პი­რი, არის ძა­ლი­ან სა­ში­ში, რომ ვინ­მე არ ჩა­ვარ­დეს, ზოგ­ჯერ ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნი შე­დის. ჯო­ბია გა­უქ­მდეს ეს წყალ­სა­ცა­ვი" - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ეს ტბა ძალიან საშიშია, ნაპირი არ გააჩნია... დიდი ხანია, ვითხოვთ მის გაუქმებას, ახლოს არის სკოლასთან" - რას ჰყვებიან ფოლადაანთკარში, სადაც ტრაგედია დატრიალდა

"ეს ტბა ძალიან საშიშია, ნაპირი არ გააჩნია... დიდი ხანია, ვითხოვთ მის გაუქმებას, ახლოს არის სკოლასთან" - რას ჰყვებიან ფოლადაანთკარში, სადაც ტრაგედია დატრიალდა

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში გლოვაა. იქ მცხოვრები მამაკაცი და მისი მოზარდი შვილები ტრაგიკულად დაიღუპნენ.

  • გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის ბიჭები. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ იპოვეს. გია ბურნაძე და მისი ორი ვაჟი სტუმრად იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონში, სოფელ სოფელ ფოლადაანთკარში, სადაც ტბაში დაიხრჩვნენ.

ცნობილი ხდება, რომ ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ისინი სათევზაოდ იყვნენ წასულები.

  • ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ტბა, სადაც ტრაგედია მოხდა, საშიშია და მის გაუქმებას დიდი ხანია, ითხოვენ. მათივე თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტბა სკოლასთან ახლოს არის.

"ჩვენს სოფელში დატრიალდა ეს ტრაგედია. დეტალები არ ვიცი, როგორ მოხდა ეს უბედურება, ვუსამძიმრებ ოჯახს. მოსახლეობა დიდი ხანია, ვითხოვთ ამ ტბის გაუქმებას, ეს არ არის ტბა, ეს არის წყალსაცავი იმისთვის, რომ მოირწყას ჩვენი და კიდევ რამდენიმე სოფელი. არანაირი ნაპირი არ გააჩნია, სიღრმე მინიმუმ 7 მეტრი ექნება და ზედ დგას სკოლა. ახლა სკოლას გაავლეს ღობე, მანამდე სულ ღია იყო, ბავშვები უკან გადიან და ბანაობენ. შეიძლება სკოლის დროს არ გადიან და სკოლა აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ გაკვეთილების დამთავრების მერე გადადიან იქ ბავშვები და ჩადიან საბანაოდ. ერთი შვილი მყავს და რომ გავიგე იქ იყო ჩასული, ეს ამბავი შოკი იყო ჩემთვის.

ამბობენ, ბავშვები ტრუსებზე და შორტებზე კოკა-კოლის ცარიელ ბოთლებს იმაგრებენ რომ არ ჩაიძირონო. ნაპირი საერთოდ არ აქვს, პირდაპირ ხტებიან წყალში და პირდაპირ შედიხარ სიღრმეში. ადრეც დატრიალდა აქ ტრაგედია. 18 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ. მაშინ მოხდა ასეთი ფაქტი სოფელ გამარჯვებიდან ბავშვები გამოპარულან ველოსიპედით ჩვენს სოფელში, დედას ეგონა ბავშვი ეზოში თამაშობდა. მაშინაც ის ბავშვი ტბაში რომ ჩავარდა გული გაუსკდა და იქვე დაიღუპა 9 წლის იყო. რამდენი ხანია ვითხოვთ მოაწესრიგონ აქაურობა ისე, რომ არ იყოს საფრთხის შემცველი. ჩემი შვილი ორი წელი სწავლობდა იმ სკოლაში და მაშინ დირექტორს ვკითხე, მაძლევთ იმის გარანტიას, რომ გაიპაროს უკან დასვენებაზე, იმ ტბაში არ ჩავარდება-მეთქი.

დავიბარეთ მაშინაც წარმომადგენელი. სოფელი გამარჯვების გამგეობაში შედის და წარმომადგენელსაც ვუთხარი, ეს გააუქმეთ, ან რამე გადააფარეთ ისე, რომ არ იყო საშიში მოსახლეობისთვის და არ შევიდნენ ბავშვები მეთქი. თუ არ იქნება იქაურობა დაცული, მაშინ დააშრონ საერთოდ ეს წყალსაცავი, არ გვინდა ასეთი საშიში ადგილი. ახლა წუხელ გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ. უამრავი პოლიციელი იყო მოსული და გავიგეთ, რომ მამა და მისი შვილები დაიხრჩვნენ. ახლა შეწუხდა ხალხი ისევ და ითხოვენ რომ მიხედოს ხელისუფლებამ არ პრობლემას. რუსთავიდან ხალხი ბუნებაში, სათევზაოდაც მოდიან და რომ არ აქვს ნაპირი, არის ძალიან საშიში, რომ ვინმე არ ჩავარდეს, ზოგჯერ ნასვამი ადამიანი შედის. ჯობია გაუქმდეს ეს წყალსაცავი" - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

წაიკითხეთ ასევე: