მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყანაში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი
ქვეყანაში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი

მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბის მხო­ლოდ 57%-ია ტუ­რის­ტი. ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი სი­გუ­ამ დღეს სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.

გი­ორ­გი სი­გუ­ას თქმით, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბის მხო­ლოდ 57%-ია ტუ­რის­ტი, და­ნარ­ჩე­ნი კი ერ­თდღი­ა­ნი ვი­ზი­ტო­რე­ბი არი­ან, რო­მელ­თაც ქვე­ყა­ნა­ში ღამე არ გა­უ­თე­ვი­ათ.

კონ­ფე­რენ­ცი­ას ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბის, ბა­რე­ბი­სა და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან. შეხ­ვედ­რა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გახ­სნა.

გი­ორ­გი სი­გუ­ას თქმით, ამ დრომ­დე ქვე­ყა­ნა­ში ტუ­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნას სტრა­ტე­გია არ შე­უქ­მნია და ერთი ადა­მი­ა­ნის ნება-სურ­ვილ­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი ამ სფე­რო­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იგეგ­მე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, შე­იქ­მნე­ბა რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მარ­თვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ად­გი­ლებ­ზე გაძ­ლი­ერ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმარ­თე­ბო­დეს ტუ­რიზ­მი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, მომ­ზად­დე­ბა კა­ნო­ნი ტუ­რიზ­მის შე­სა­ხებ და დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს მათ კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე ესა­უბ­რე­ბა და მათ წი­ნა­და­დე­ბებს მო­ის­მენს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ქვეყანაში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი

ქვეყანაში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დღეს სასტუმრო "რედისონში" ტურიზმის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

გიორგი სიგუას თქმით, ქვეყანაში შემოსული პირების მხოლოდ 57%-ია ტურისტი, დანარჩენი კი ერთდღიანი ვიზიტორები არიან, რომელთაც ქვეყანაში ღამე არ გაუთევიათ.

კონფერენციას ტუროპერატორების, სასტუმროების, რესტორნების, ბარებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

გიორგი სიგუას თქმით, ამ დრომდე ქვეყანაში ტურიზმთან დაკავშირებით ქვეყანას სტრატეგია არ შეუქმნია და ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყო დამყარებული ამ სფეროში აქტივობები.

მისივე განცხადებით, იგეგმება სტრუქტურული ცვლილებები, შეიქმნება რეგიონალური მართვის ორგანიზაციები. ადგილებზე გაძლიერდება საქართველოს ჩართულობა ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საქართველოში იმართებოდეს ტურიზმისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციები, მომზადდება კანონი ტურიზმის შესახებ და დიდი ყურადღება მიექცევა შიდა ტურიზმის განვითარებას.

ტურიზმის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამ სფეროში დასაქმებულ პირებს მათ კონკრეტულ ქმედებებზე ესაუბრება და მათ წინადადებებს მოისმენს.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ