პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია
ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია

10 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ამ­თვა­როს ადა­მი­ან­მა, თუ წიგ­ნის კი­თხვა არ იცის, ეს სას­წავ­ლებ­ლე­ბი ვე­რა­ფერს მო­უ­ტანს, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა , უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღე­ვან­დე­ლი საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

რო­გორც პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, წიგნს ძა­ლი­ან დიდი ძალა აქვს და ადა­მი­ან­მა ის არ უნდა და­ი­ვი­წყოს. "წიგ­ნი უნდა იყოს თქვე­ნი მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რი და პირ­ვე­ლი მე­გო­ბა­რი. ათი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი რომ და­ამ­თავ­როს ადა­მი­ან­მა და წიგ­ნის კი­თხვა არ იცო­დეს, ეს სას­წავ­ლებ­ლე­ბი ვე­რა­ფერს მო­უ­ტანს, ამი­ტომ ამ სა­კითხს უნდა მი­ხე­დოთ. შა­ბათს გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა ვი­ლო­ცოთ და ვი­კი­თხოთ, თუმ­ცა როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გვაქვს, ყო­ველ­თვის უნდა ჩავ­ხე­დოთ წიგნს და ამოვ­წე­როთ ბრძნუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი. ტე­ლე­ვი­ზორ­მა და ინ­ტერ­ნეტ­მა დღეს ძა­ლი­ან გა­ი­ტა­ცა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა. ბევ­რი ვი­ცით, მაგ­რამ არა სიღ­რმი­სე­უ­ლად. რო­გორც პე­პე­ლა დაფ­რი­ნავს ერთი ყვა­ვი­ლი­დან მე­ო­რე­ზე, ისე ვართ", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წერა-კი­თხვის კულ­ტუ­რა აკ­ლია და არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უმაღ­ლესს ამ­თავ­რებს, თუმ­ცა არ იცის, სად დას­ვას სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი ან რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს ცი­ტი­რე­ბა.

"ხში­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იწერს სხვა წიგ­ნი­დან და თა­ვის ნათ­ქვა­მად მი­ი­წერს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა გა­გიჩ­ნდეთ კი­თხვა, რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი­დან უნდა და­ი­წყოთ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ეს არის ბიბ­ლია. იქ არის დიდი სიღ­რმე, სიბ­რძნე, სუ­ლი­ე­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი. დღე­ში თითო თავი უნდა წა­ი­კი­თხოთ. ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბი გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლი, ბა­სი­ლი დიდი და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი სწავ­ლობ­დნენ და კი­თხუ­ლობ­დნენ ფი­ლო­სო­ფი­ურ წიგ­ნებს და ამან დიდი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ვი­საც არ და­უ­წყია კი­თხვა, დღე­ი­დან და­ი­წყეთ", - მი­მარ­თა მრევლს უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მეფე მი­რი­ა­ნი­სა და დე­დო­ფალ ნა­ნას ხსე­ნე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა. ასე­ვე დე­კა­ნო­ზი და­ვით გო­ცი­რი­ძე გამ­შვე­ნე­ბუ­ლი ჯვრის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა. პატ­რი­არ­ქმა დღეს­ვე ტრა­დი­ცი­უ­ლად და­ლო­ცა რამ­დე­ნი­მე გვა­რი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბი და სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. უწ­მინ­დეს­მა აგ­რეთ­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ხვალ მი­ემ­გზავ­რე­ბა ზემო აჭა­რა­ში, სა­დაც 1 200 ადა­მი­ა­ნი უნდა მო­ი­ნათ­ლოს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო

ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია

ილია მეორე - საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია

10 უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთვაროს ადამიანმა, თუ წიგნის კითხვა არ იცის, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, წიგნს ძალიან დიდი ძალა აქვს და ადამიანმა ის არ უნდა დაივიწყოს. "წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტირება.

"ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და თავის ნათქვამად მიიწერს, რაც დაუშვებელია. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, სიბრძნე, სულიერება და ცხოვრების წესები. დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენი დიდი წინაპრები გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო. ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღე მიულოცა. ასევე დეკანოზი დავით გოცირიძე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. პატრიარქმა დღესვე ტრადიციულად დალოცა რამდენიმე გვარი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი. უწმინდესმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ხვალ მიემგზავრება ზემო აჭარაში, სადაც 1 200 ადამიანი უნდა მოინათლოს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია