მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიცოცხლეში მოპოვებული უკვდავება
სიცოცხლეში მოპოვებული უკვდავება

5 ივ­ნისს კახი კავ­სა­ძის 78 და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის 80 წლის იუ­ბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უ­მის "უკ­ვდავ­თა თაღ­ში" დიდი არ­ტის­ტე­ბის ანა­ბეჭ­დე­ბი გა­იხ­სნა...

ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სას ბევ­რი რა­მით ჰგავს, დალ­ხე­ნი­ლი ბავ­შვო­ბა არც ერთს არ ჰქო­ნია, ორი­ვემ ერთი პრო­ფე­სია აირ­ჩია... ცხოვ­რე­ბა ია-ვარ­დით არ ჰქო­ნი­ათ მო­ფე­ნი­ლი, მაგ­რამ ამ გზა­ზე ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს შეხ­ვედ­რი­ან. ხალ­ხმა ორი­ვე შე­იყ­ვა­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ ვერ ნა­ხავთ ადა­მი­ანს, კახი კავ­სა­ძის და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლე­ბის ხსე­ნე­ბი­სას გულ­ში სით­ბო არ იგ­რძნოს, სა­ხე­ზე ღი­მი­ლი არ გა­უჩ­ნდეს. ისი­ნი დიდი არ­ტის­ტე­ბი არი­ან, ამი­ტო­მაც არის, რომ ყვე­ლა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ერ­თნა­ი­რად და გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვართ...

ერთხელ, ავად­მყო­ფო­ბი­სას, გივი ბე­რი­კაშ­ვილს ახ­ლო­ბე­ლი ექი­მის­თვის უთ­ქვამს, სიკ­ვდი­ლის მე­ში­ნი­აო: - აქ არა ვარ? რისი გე­ში­ნია? - ექიმს ნათ­ქვა­მი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით გა­უ­გია და გა­უმხნე­ვე­ბია. - იმ ქვეყ­ნად ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან წა­სუ­ლი, თე­ატ­რის დას­ში თუ მი­მი­ღე­ბე­ნო...

ვე­რა­ზე და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. 3 წლის იყო, როცა მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, დე­დი­თაც და­ობ­ლდა. მა­მის ხსე­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თვის ერთი ამ­ბა­ვი ახ­სენ­დე­ბა: "მამა კარ­გად არ მახ­სოვს, ნა­ად­რე­ვად, 27 წლის ასაკ­ში, ჭლე­ქით გარ­და­იც­ვა­ლა. დედა სახ­ლი­დან რომ გა­დი­ო­და, მა­მას ბამ­ბუ­კის გრძელ ჯოხს უტო­ვებ­და. ოთახ­ში, სა­დაც მამა იწვა, შე­ვი­ხე­დავ­დი თუ არა, იმ ჯოხს მო­მი­ღე­რებ­და. რაღა და­გი­მა­ლოთ და ამის გამო მამა მძულ­და. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, ახ­ლოს რა­ტომ არ მი­კა­რებ­და".

უმა­მოდ გა­ი­ზარ­და კახი კავ­სა­ძეც.

"ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და... მსა­ხი­ო­ბი რომ გავ­ხდი, არც მა­შინ მქონ­და დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. არას­დროს არა­ვი­სი არა­ფე­რი შემ­შუ­რე­ბია. არც ახლა მშურს და ასე და­ვამ­თავ­რებ ცხოვ­რე­ბას... ჩემი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტი სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­ვუ­ტა­ნო ხალ­ხს. ჩემი პრო­ფე­სია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს. მე არ­ტის­ტი ვარ".

მათი ტან­დე­მი არა­ერთ ფილმში შედ­გა გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს: "ღვი­ნის ქურ­დე­ბის" გა­და­ღე­ბი­სას, პა­ვი­ლი­ონ­ში ელი­ბოს მა­რა­ნი მო­ამ­ზა­დეს. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, ქვევ­რი უნდა გაგ­ვეხ­სნა და ღვი­ნო გაგ­ვე­სინ­ჯა. პა­ვი­ლი­ონ­ში ნამ­დვილ ქვევ­რს ხომ ვერ ჩაფ­ლავ­დნენ? ჰოდა, ქვევ­რის ყელი გა­ა­კე­თეს და დაბ­ლა 100-ლიტ­რი­ა­ნი ქვა­ბი ჩად­გეს. კუ­კუ­რი ლა­ფე­რა­ძემ მი­თხრა, - იმ ქვაბ­ში, სა­ი­და­ნაც ხვალ "ღვი­ნო" უნდა დავ­ლი­ოთ, სა­პირ­ფა­რე­შო­დან გა­მო­ტა­ნი­ლი წყა­ლი ჩა­ას­ხე­სო. იმ სა­ღა­მოს მე­გო­ბარს, შა­ლი­კო ნა­დაშ­ვილს შევ­ხვდი, მას­თან სხვა საქ­მე მქონ­და და ეს ამ­ბა­ვიც მო­ვუ­ყე­ვი. შე­მომ­თა­ვა­ზა, - ღვი­ნო მე მაქვს, წა­ვი­დეთ და გა­მოვ­ცვა­ლო­თო. პა­ვი­ლი­ო­ნის და­რაჯს თა­ვი­სი წილი "ჩა­ი­ნიკ­ში" ჩა­ვუს­ხით, მერე იმ ქვა­ბი­დან წყა­ლი გა­და­ვაქ­ცი­ეთ და მის ნაც­ვლად სა­ფე­რა­ვი ჩა­ვას­ხით. მე­ო­რე დი­ლით გა­და­ღე­ბა და­ი­წყო, ყვე­ლა­ფე­რი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით მი­დი­ო­და: "ქვევ­რი­დან" ღვი­ნო ამო­ვი­ღე და ჯერ ლა­ფე­რა­ძემ და­ლია, მერე კარ­ლოს (სა­კან­დე­ლი­ძე) მი­ვა­წო­დე. კარ­ლომ თასი წამ­ში გა­მო­ცა­ლა და გად­მო­მა­წო­და. შე­ნიშ­ვნა მის­ცეს, - ეგრე სწრა­ფად ნუ სვამ, ჯერ და­ი­ჭყა­ნეო. ხე­ლახ­ლა მო­მა­წო­დეთ და ახლა ეგრე დავ­ლე­ვო, - გა­უ­ხარ­და კარ­ლოს. მოკ­ლედ, იმ დი­ლით 3 დუბ­ლი გა­და­ვი­ღეთ ანუ თი­თომ 3-3 ლიტ­რი ღვი­ნო დავ­ლი­ეთ და 9 სა­ათ­ზე უკვე მთვრა­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ოპე­რა­ტორს ეს არ გა­მოჰ­პარ­ვია: - ამა­თი "სი­ფა­თე­ბი" არ მომ­წონს, ერთი ნა­ხეთ, რას სვა­მე­ნო. ბევ­რი რომ აღარ გა­ვაგ­რძე­ლო, იმ დღეს რა­ღას ვი­მუ­შა­ვებ­დით?! რეზო ჩხე­ი­ძეს­თან ერ­თად ჩა­ვუ­ჯე­ქით, ფილ­მი დავ­ლო­ცეთ. კახი სულ იმას ამ­ბობს, - ის ღვი­ნო რომ არ გვქო­ნო­და, "ღვი­ნის ქურ­დე­ბი" ასე­თი კარ­გი არ გა­მოგ­ვი­ვი­დო­დაო.

ბა­ტო­ნი კახი იმა­საც ამ­ბობს; დონ კი­ხო­ტის როლი შე­ვას­რუ­ლე და ხალ­ხი მა­ინც ელი­ბოს მე­ძა­ხი­სო... წლე­ბია, ერ­თად თა­მა­შო­ბენ, ერ­თად იბ­რძვი­ან, ერ­თად ხუმ­რო­ბენ, ერ­თად მო­დი­ან...

ერთხელ ბა­ტონ­მა გი­ვიმ მი­თხრა: "თით­ქმის ყო­ველ­დღე ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს, თუ ნახ­ვას ვერ შევ­ძლებთ, ტე­ლე­ფო­ნით მა­ინც ვეხ­მი­ა­ნე­ბით. ხან მე ვაბ­რა­ზებ, ხან ის მაბ­რა­ზებს, მაგ­რამ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ვე­უბ­ნე­ბი, შენ­ზე ლა­მა­ზი და მა­ღა­ლი ვარ-მეთ­ქი და არ იჯე­რებს".

პ.ს. და­მე­თან­ხმე­ბით, უკ­ვდა­ვე­ბის სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­პო­ვე­ბა რჩე­ულ­თა ხვედ­რია... ამ დიდ სი­ხა­რულს არ­ტის­ტე­ბის პა­ტა­რა სი­ნა­ნუ­ლიც ახ­ლავს, დრა­მა­ტულ სცე­ნა­ზე მათი ტან­დე­მი ჯერ არ შემ­დგა­რა. ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: "უკ­ვდავ­თა თაღ­ში" კახი კავ­სა­ძი­სა და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის ხე­ლის ანა­ბეჭ­დე­ბის მე­მო­რი­ა­ლი გა­იხ­სნა

სიცოცხლეში მოპოვებული უკვდავება

სიცოცხლეში მოპოვებული უკვდავება

5 ივნისს კახი კავსაძის 78 და გივი ბერიკაშვილის 80 წლის იუბილის აღსანიშნავად, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის "უკვდავთა თაღში" დიდი არტისტების ანაბეჭდები გაიხსნა...

ამ ადამიანების ცხოვრება ერთმანეთისას ბევრი რამით ჰგავს, დალხენილი ბავშვობა არც ერთს არ ჰქონია, ორივემ ერთი პროფესია აირჩია... ცხოვრება ია-ვარდით არ ჰქონიათ მოფენილი, მაგრამ ამ გზაზე ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვედრიან. ხალხმა ორივე შეიყვარა. საქართველოში ალბათ ვერ ნახავთ ადამიანს, კახი კავსაძის და გივი ბერიკაშვილის სახელების ხსენებისას გულში სითბო არ იგრძნოს, სახეზე ღიმილი არ გაუჩნდეს. ისინი დიდი არტისტები არიან, ამიტომაც არის, რომ ყველა თაობის წარმომადგენლებს ერთნაირად და გამორჩეულად უყვართ...

ერთხელ, ავადმყოფობისას, გივი ბერიკაშვილს ახლობელი ექიმისთვის უთქვამს, სიკვდილის მეშინიაო: - აქ არა ვარ? რისი გეშინია? - ექიმს ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით გაუგია და გაუმხნევებია. - იმ ქვეყნად ისეთი ადამიანები არიან წასული, თეატრის დასში თუ მიმიღებენო...

ვერაზე დაიბადა და გაიზარდა. 3 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, მოგვიანებით, დედითაც დაობლდა. მამის ხსენებაზე ყოველთვის ერთი ამბავი ახსენდება: "მამა კარგად არ მახსოვს, ნაადრევად, 27 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა. დედა სახლიდან რომ გადიოდა, მამას ბამბუკის გრძელ ჯოხს უტოვებდა. ოთახში, სადაც მამა იწვა, შევიხედავდი თუ არა, იმ ჯოხს მომიღერებდა. რაღა დაგიმალოთ და ამის გამო მამა მძულდა. მაშინ პატარა ვიყავი, ბუნებრივია, ვერ ვაცნობიერებდი, ახლოს რატომ არ მიკარებდა".

უმამოდ გაიზარდა კახი კავსაძეც.

"ოჯახს მატერიალურად უჭირდა... მსახიობი რომ გავხდი, არც მაშინ მქონდა დალხენილი ცხოვრება. არასდროს არავისი არაფერი შემშურებია. არც ახლა მშურს და ასე დავამთავრებ ცხოვრებას... ჩემი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი სიხარული და ბედნიერება მოვუტანო ხალხს. ჩემი პროფესია ამის საშუალებას მაძლევს. მე არტისტი ვარ".

მათი ტანდემი არაერთ ფილმში შედგა გივი ბერიკაშვილი იხსენებს: "ღვინის ქურდების" გადაღებისას, პავილიონში ელიბოს მარანი მოამზადეს. სცენარის მიხედვით, ქვევრი უნდა გაგვეხსნა და ღვინო გაგვესინჯა. პავილიონში ნამდვილ ქვევრს ხომ ვერ ჩაფლავდნენ? ჰოდა, ქვევრის ყელი გააკეთეს და დაბლა 100-ლიტრიანი ქვაბი ჩადგეს. კუკური ლაფერაძემ მითხრა, - იმ ქვაბში, საიდანაც ხვალ "ღვინო" უნდა დავლიოთ, საპირფარეშოდან გამოტანილი წყალი ჩაასხესო. იმ საღამოს მეგობარს, შალიკო ნადაშვილს შევხვდი, მასთან სხვა საქმე მქონდა და ეს ამბავიც მოვუყევი. შემომთავაზა, - ღვინო მე მაქვს, წავიდეთ და გამოვცვალოთო. პავილიონის დარაჯს თავისი წილი "ჩაინიკში" ჩავუსხით, მერე იმ ქვაბიდან წყალი გადავაქციეთ და მის ნაცვლად საფერავი ჩავასხით. მეორე დილით გადაღება დაიწყო, ყველაფერი სცენარის მიხედვით მიდიოდა: "ქვევრიდან" ღვინო ამოვიღე და ჯერ ლაფერაძემ დალია, მერე კარლოს (საკანდელიძე) მივაწოდე. კარლომ თასი წამში გამოცალა და გადმომაწოდა. შენიშვნა მისცეს, - ეგრე სწრაფად ნუ სვამ, ჯერ დაიჭყანეო. ხელახლა მომაწოდეთ და ახლა ეგრე დავლევო, - გაუხარდა კარლოს. მოკლედ, იმ დილით 3 დუბლი გადავიღეთ ანუ თითომ 3-3 ლიტრი ღვინო დავლიეთ და 9 საათზე უკვე მთვრალები ვიყავით. ოპერატორს ეს არ გამოჰპარვია: - ამათი "სიფათები" არ მომწონს, ერთი ნახეთ, რას სვამენო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იმ დღეს რაღას ვიმუშავებდით?! რეზო ჩხეიძესთან ერთად ჩავუჯექით, ფილმი დავლოცეთ. კახი სულ იმას ამბობს, - ის ღვინო რომ არ გვქონოდა, "ღვინის ქურდები" ასეთი კარგი არ გამოგვივიდოდაო.

ბატონი კახი იმასაც ამბობს; დონ კიხოტის როლი შევასრულე და ხალხი მაინც ელიბოს მეძახისო... წლებია, ერთად თამაშობენ, ერთად იბრძვიან, ერთად ხუმრობენ, ერთად მოდიან...

ერთხელ ბატონმა გივიმ მითხრა: "თითქმის ყოველდღე ვნახულობთ ერთმანეთს, თუ ნახვას ვერ შევძლებთ, ტელეფონით მაინც ვეხმიანებით. ხან მე ვაბრაზებ, ხან ის მაბრაზებს, მაგრამ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ვეუბნები, შენზე ლამაზი და მაღალი ვარ-მეთქი და არ იჯერებს".

პ.ს. დამეთანხმებით, უკვდავების სიცოცხლეშივე მოპოვება რჩეულთა ხვედრია... ამ დიდ სიხარულს არტისტების პატარა სინანულიც ახლავს, დრამატულ სცენაზე მათი ტანდემი ჯერ არ შემდგარა. ყველაფერი წინაა...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: "უკვდავთა თაღში" კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალი გაიხსნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია