პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?
რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?

33 წლის მა­მა­კაც­მა სა­კუ­თა­რი მე­უღ­ლე და 5 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ლო­გინ­ში და­ხო­ცა, შემ­დეგ კი თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ყელი გა­მო­იჭ­რა. გოჩა ფ. - ს სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო მან­ქა­ნა ერ­თდრო­უ­ლად მი­ვი­და. დაჭ­რი­ლი ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 108-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ოჯა­ხის წევ­რებს მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურთ, ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ კი­დევ შოკ­ში არი­ან და წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვთ რა მოხ­და.

ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რის ტრა­გი­კულ ამ­ბავ­ზე მე­ზობ­ლე­ბი გვე­სა­უბრნენ:

- 5 წე­ლია ამ ოჯახს ვიც­ნობ. ვიცი, რომ გო­ჩამ და თა­მუ­ნამ სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნეს ოჯა­ხი. სამი შვი­ლი ჰყავ­დათ, უფ­რო­სი ვაჟი პირ­ვე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლეა, საბ­რა­ლო ნია შუ­ა­თა­ნა იყო, კი­დევ ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავთ, რო­მე­ლიც ჯერ მხო­ლოდ ორი წლის არის. მთე­ლი უბა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლია. ვა­რა­უ­დიც კი არ შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­თქვათ. რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა გო­ჩამ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა. წე­სი­ე­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ბიჭი იყო, ალ­ბათ გა­გიჟ­და... მა­მა­მი­სი, სა­წყა­ლი, ისე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლია, ხომ შვი­ლია მა­ინც, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უწევს, გა­დარ­ჩე­ბა თუ არა, არ იცის და ნე­ტა­ვი მოკ­ვდეო, ღრი­ა­ლებს...

- ხომ არ სვამ­და?

- არა, რას ამ­ბობთ, ოდ­ნავ ნას­ვა­მიც კი არას­დროს მი­ნა­ხავს. სპეც­რაზმში მუ­შა­ობ­და. ერთი წე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და რაც სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვი­და. არ ვიცი, თა­ვი­სი ნე­ბით წა­მო­ვი­და თუ გა­მო­უშ­ვეს. (ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გოჩა ფ.-ს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჯერ კი­დევ სპეც­რაზმში მსა­ხუ­რე­ბი­სას შე­ამ­ჩნი­ეს. მას შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რებ­ლად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი და სამ­სა­ხუ­რის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია – ავტ.) თა­მუ­ნამ კი თქვა, რომ ბოლო დროს დეპ­რე­სი­უ­ლი გახ­და, მაგ­რამ ასე შორს თუ შე­ტო­პავ­და, ვინ რას იფიქ­რებ­და? ერთი შე­ხედ­ვით არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, მე­ზობ­ლე­ბი ვერც კი ვა­ტყობ­დით, ასეთ დეპ­რე­სი­ა­ში თუ იყო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ვი­დეო

რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?

რატომ მოკლა 33 წლის მამაკაცმა ცოლ-შვილი?

33 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე და 5 წლის ქალიშვილი ლოგინში დახოცა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა და ყელი გამოიჭრა. გოჩა ფ. - ს სახლთან სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო მანქანა ერთდროულად მივიდა. დაჭრილი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ, ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შოკში არიან და წარმოდგენაც არ აქვთ რა მოხდა.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარის ტრაგიკულ ამბავზე მეზობლები გვესაუბრნენ:

- 5 წელია ამ ოჯახს ვიცნობ. ვიცი, რომ გოჩამ და თამუნამ სიყვარულით შექმნეს ოჯახი. სამი შვილი ჰყავდათ, უფროსი ვაჟი პირველი კლასის მოსწავლეა, საბრალო ნია შუათანა იყო, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც ჯერ მხოლოდ ორი წლის არის. მთელი უბანი გაოგნებულია. ვარაუდიც კი არ შეგვიძლია გამოვთქვათ. რატომ ჩაიდინა გოჩამ ეს საშინელება. წესიერი, ზრდილობიანი ბიჭი იყო, ალბათ გაგიჟდა... მამამისი, საწყალი, ისეთი გამწარებულია, ხომ შვილია მაინც, საავადმყოფოში უწევს, გადარჩება თუ არა, არ იცის და ნეტავი მოკვდეო, ღრიალებს...

- ხომ არ სვამდა?

- არა, რას ამბობთ, ოდნავ ნასვამიც კი არასდროს მინახავს. სპეცრაზმში მუშაობდა. ერთი წელიც არ იქნებოდა რაც სამსახურიდან წამოვიდა. არ ვიცი, თავისი ნებით წამოვიდა თუ გამოუშვეს. (ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოჩა ფ.-ს ფსიქიკური პრობლემები ჯერ კიდევ სპეცრაზმში მსახურებისას შეამჩნიეს. მას შემოწმება ჩაუტარდა, რის საფუძველზეც ფსიქიკურად გაუწონასწორებლად იქნა მიჩნეული და სამსახურის დატოვება მოუწია – ავტ.) თამუნამ კი თქვა, რომ ბოლო დროს დეპრესიული გახდა, მაგრამ ასე შორს თუ შეტოპავდა, ვინ რას იფიქრებდა? ერთი შეხედვით არაფერი ეტყობოდა, მეზობლები ვერც კი ვატყობდით, ასეთ დეპრესიაში თუ იყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ