მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფულის გამო არ წასულა ჯარში"
"ფულის გამო არ წასულა ჯარში"

მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ძეგ­ვი­დან გეზი კი­დევ ერთი და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცის სახ­ლის­კენ ავი­ღე და ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ენი­სელ­ში გვი­ან ჩა­ვე­დი. 25 წლის თე­ი­მუ­რაზ ორ­თა­ვი­ძის ოჯახ­შიც უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია დამ­ხვდა. სახ­ლის აი­ვან­ზე მე­ზობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იჯდა თე­მუ­რის მა­მი­და, რო­მელ­საც მოთ­ქმა-გო­დე­ბის­გან ხმა დაჰ­კარ­გო­და და ჩახ­ლე­ჩი­ლი ხმით მოთ­ქვამ­და: "რა უნდა გი­თხრათ, ჩემი ძმის ოჯა­ხი და­ი­ღუ­პა, სა­ში­ნელ დღე­ში ვართ, ჩემი თემო აღა­რა გვყავს. ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტს მის­დევ­და. კრივ­ზე და­დი­ო­და.

ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო. 25 წლის არის და მთელ სო­ფელს უყ­ვარს. მე­ხუ­თე წე­ლია ჯარ­ში მსა­ხუ­რობს. დე­და­მი­სი ეხ­ვე­წე­ბო­და, არ წა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მა­ინც წა­ვი­და. ჯარ­ში რომ შე­ვი­და, ესეც არ უნ­დო­და დე­და­მისს, სულ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ეტყო­ბა, ეს მისი ბე­დის­წე­რა იყო. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბიჭი გვყავ­და. გაგ­ვა­უ­ბე­დუ­რა. დე­და­მი­სი წამ­ლე­ბით გა­თი­შუ­ლი წევს. თე­მოს მე­უღ­ლე მარ­ტო დარ­ჩა, არა­და, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო. შარ­შან, დე­კემ­ბერ­ში მო­იყ­ვა­ნა ცოლი. ძა­ლი­ან უნ­დო­და შვი­ლი ჰყო­ლო­და, უამ­რა­ვი ოც­ნე­ბა ჰქონ­დათ, მაგ­რამ არ დას­ცალ­და. დავ­რჩით ასე! გა­უ­ბე­დურ­და ოჯა­ხი და და­ცა­რი­ელ­და აქა­უ­რო­ბა".

თე­მურ ორ­თა­ვი­ძე ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი იყო, მას ერთი და ჰყავს, ფეხ­მძი­მედ არის და ძმის ჩა­მოს­ვე­ნე­ბამ­დე ამ ტრა­გე­დი­ას უმა­ლა­ვენ. თე­მოს მე­უღ­ლე, თამ­თა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, 18 წლი­საა. სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო, ორ­თა­ვი­ძე­ე­ბის რძა­ლი რომ გახ­და. სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნეს ოჯა­ხი და მშობ­ლებს უხა­რო­დათ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ერ­თმა­ნეთ­თან გან­შო­რე­ბა უჭირ­დათ. თე­მოს რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მო­და, მა­შინ­ვე მე­უღ­ლეს ურე­კავ­და ან სკა­ი­პით ელა­პა­რა­კე­ბო­და.

სახ­ლის აი­ვან­ზე სამ­ხედრო­ფორ­მი­ა­ნი ქალი იჯდა, თე­მოს მე­გო­ბა­რი მე­გო­ნა, მაგ­რამ თურ­მე არც იც­ნობ­და, - ეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის მედ­და აღ­მოჩ­ნდა, ხელ­ში რა­ცია ეჭი­რა. მირ­ჩია, თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა მე­უღ­ლე­სა და გარ­დაც­ვლი­ლის დე­დას­თან სა­უბ­რის­გან: "წამ­ლე­ბით ვაძ­ლე­ბი­ნებთ, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე პა­ტა­რა გო­გოა, ცოდ­ვაა, ნუ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბით". ამ დროს თამ­თა გა­მოჩ­ნდა, ხელ­ში მე­უღ­ლის ფოტო ეჭი­რა და ეფე­რე­ბო­და. "ვი­სა­უბ­როთ", - მი­თხრა მან, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო და მწა­რედ ატირ­და.

სიბ­ნე­ლე იყო, მაგ­რამ მა­ინც შე­ვე­ცა­დე იმ სახ­ლის ფოტო გა­და­მე­ღო, სა­დაც თე­მუ­რი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ეზო­დან თე­მუ­რის მე­გო­ბარ­თან, შო­თი­კო მო­ნა­სე­ლი­ძეს­თან ერ­თად გა­მო­ვე­დი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

"ფულის გამო არ წასულა ჯარში"

"ფულის გამო არ წასულა ჯარში"

მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვიდან გეზი კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ვაჟკაცის სახლისკენ ავიღე და ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში გვიან ჩავედი. 25 წლის თეიმურაზ ორთავიძის ოჯახშიც უმძიმესი სიტუაცია დამხვდა. სახლის აივანზე მეზობლების გარემოცვაში იჯდა თემურის მამიდა, რომელსაც მოთქმა-გოდებისგან ხმა დაჰკარგოდა და ჩახლეჩილი ხმით მოთქვამდა: "რა უნდა გითხრათ, ჩემი ძმის ოჯახი დაიღუპა, საშინელ დღეში ვართ, ჩემი თემო აღარა გვყავს. ბავშვობიდან სპორტს მისდევდა. კრივზე დადიოდა.

ძალიან შრომისმოყვარე იყო. 25 წლის არის და მთელ სოფელს უყვარს. მეხუთე წელია ჯარში მსახურობს. დედამისი ეხვეწებოდა, არ წასულიყო, მაგრამ მაინც წავიდა. ჯარში რომ შევიდა, ესეც არ უნდოდა დედამისს, სულ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ეტყობა, ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან ჭკვიანი, მოსიყვარულე ბიჭი გვყავდა. გაგვაუბედურა. დედამისი წამლებით გათიშული წევს. თემოს მეუღლე მარტო დარჩა, არადა, როგორი ბედნიერი იყო. შარშან, დეკემბერში მოიყვანა ცოლი. ძალიან უნდოდა შვილი ჰყოლოდა, უამრავი ოცნება ჰქონდათ, მაგრამ არ დასცალდა. დავრჩით ასე! გაუბედურდა ოჯახი და დაცარიელდა აქაურობა".

თემურ ორთავიძე ოჯახის უფროსი შვილი იყო, მას ერთი და ჰყავს, ფეხმძიმედ არის და ძმის ჩამოსვენებამდე ამ ტრაგედიას უმალავენ. თემოს მეუღლე, თამთა რეხვიაშვილი, 18 წლისაა. სკოლის მოსწავლე იყო, ორთავიძეების რძალი რომ გახდა. სიყვარულით შექმნეს ოჯახი და მშობლებს უხაროდათ. ყველაზე მეტად ერთმანეთთან განშორება უჭირდათ. თემოს როგორც კი საშუალება მიეცემოდა, მაშინვე მეუღლეს ურეკავდა ან სკაიპით ელაპარაკებოდა.

სახლის აივანზე სამხედროფორმიანი ქალი იჯდა, თემოს მეგობარი მეგონა, მაგრამ თურმე არც იცნობდა, - ეს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამსახურის მედდა აღმოჩნდა, ხელში რაცია ეჭირა. მირჩია, თავი შემეკავებინა მეუღლესა და გარდაცვლილის დედასთან საუბრისგან: "წამლებით ვაძლებინებთ, გარდაცვლილის მეუღლე პატარა გოგოა, ცოდვაა, ნუ დაელაპარაკებით". ამ დროს თამთა გამოჩნდა, ხელში მეუღლის ფოტო ეჭირა და ეფერებოდა. "ვისაუბროთ", - მითხრა მან, მაგრამ ვერ შეძლო და მწარედ ატირდა.

სიბნელე იყო, მაგრამ მაინც შევეცადე იმ სახლის ფოტო გადამეღო, სადაც თემური დაიბადა და გაიზარდა. ეზოდან თემურის მეგობართან, შოთიკო მონასელიძესთან ერთად გამოვედი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე