მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს
სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს

"ვერ­სი­ის" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი და­ხა­რე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს უკვე ესა­უბ­რა, თუმ­ცა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სუ­ბა­რის პოს­ტი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას არ ჩქა­რობს. "ჭი­და­ო­ბენ, სუ­ბარს მი­ნის­ტრო­ბა აღარ უნდა, პრე­მი­ერს კი მისი შემ­ცვლე­ლი ჯერ ნა­პოვ­ნი არ ჰყავს", - აცხა­დებს წყა­რო. რო­დის და­ტო­ვებს მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბას და რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად, პა­ტი­მარ ლე­ვან კორ­ტა­ვას შემ­თხვე­ვა­ში? "ვერ­სი­ას" სო­ზარ სუ­ბა­რი ესა­უბ­რა.

- პა­ტი­მარ ლე­ვან კორ­ტა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ამ სა­კი­თხზე გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ­თა­ნაც ინ­ტენ­სი­უ­რად ვსა­უბ­რობ... უბ­რა­ლოდ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ვე­ლო­დე­ბით, კორ­ტა­ვას საქ­მის ირ­გვლივ კი­თხვე­ბი რომ ამოვ­წუ­როთ, დე­ტა­ლუ­რად მოვ­ყვე­ბი, რო­გორ გა­ი­პა­რა შეც­დო­მა და რა­ტომ დაგ­როვ­და ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით ამ­დე­ნი კი­თხვა: ცი­ხე­ში ინ­ცი­დენ­ტი 12 მა­ისს მოხ­და, მე­ო­რე დღეს­ვე უკვე ვი­ცო­დით სა­ვა­რა­უ­დო სუ­რა­თი. მით უმე­ტეს, ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ პა­ტი­მა­რი კი­ბი­დან და­გო­რე­ბის შე­დე­გად არ გარ­დაც­ვლი­ლა. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ლე­ვან კორ­ტა­ვას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბაც სწრა­ფად აღ­მო­უ­ჩი­ნეს, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, იგი 23 მა­ისს გარ­და­იც­ვა­ლა. ამა­სო­ბა­ში, პრეს­ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ი­ღო გან­ცხა­დე­ბა, რომ ლე­ვან კორ­ტა­ვას კი­ბე­ზე ფეხი და­უ­ცურ­და და სა­ფე­ხუ­რებ­ზე მრა­ვალ­ჯე­რა­დი და­ცე­მის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით, თა­ვის არე­ში, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. დიახ, ეს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია იყო, რომ­ლის გას­წო­რე­ბაც სას­წრა­ფოდ მო­ვი­თხო­ვე.

- მსგავს ინ­ფორ­მა­ცი­ებს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ავ­რცე­ლებ­და. თუნ­დაც ხა­შუ­რის ინ­ცი­დენ­ტი გა­იხ­სე­ნეთ, როცა პო­ლი­ცი­ა­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ ნა­ცემ ადა­მი­ან­ზე ით­ქვა, კი­ბი­დან და­გო­რე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლაო.

- ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი დღემ­დე ამ­ბო­ბენ, რომ ის ადა­მი­ა­ნი კი­ბი­დან და­გო­რე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, ჩვენ კი ტყუ­ილ­ზე მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბა­რი. სხვა­თა შო­რის, აჟი­ო­ტა­ჟი სწო­რედ იმი­ტომ ატყდა, რომ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­მი­ნის­ტრომ პო­ზი­ცია შეც­ვა­ლა, მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, ჩვენ სხვაგ­ვა­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ო­დით. ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პრეს­ცენ­ტრს არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ და კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. ვიცი, რე­ა­ლუ­რად რაც მოხ­და, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვერ ვი­სა­უბ­რებ, რად­გან ვა­ღი­ა­რებ, ინ­ცი­დენ­ტი ჩვენ სის­ტე­მა­ში და­ფიქ­სირ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩემ მი­მართ უნ­დობ­ლო­ბაც დი­დია. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავს ფაქ­ტებს პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში ვერ გა­ვექ­ცე­ვით, რად­გან ცი­ხე­ებ­ში სხვა­დას­ხვა რან­გის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იხ­დი­ან სას­ჯელს. არა­ვის ეგო­ნოს, ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ნაკ­ლი­სია. მა­გა­ლი­თად, დიდი ბრი­ტა­ნე­თის პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში 2012 წელს 60 თვით­მკვლე­ლო­ბა და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის 23 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

- სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ნა­გა­ლი­თი არ არის ის არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც დღეს თუნ­დაც ლე­ვან კორ­ტა­ვას ოჯახს და­ამ­შვი­დებს. ისიც არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის და­მარ­ცხე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, სწო­რედ ცი­ხე­ებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი გახ­და. დღეს თქვენ წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გრძნობთ?

- ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი იმი­ტომ წა­ა­გო, რომ ადა­მი­ა­ნებს ცო­ცხე­ბი­თა და ხელ­ჯო­ხე­ბით აწა­მებ­და, ავად­მყო­ფებს არ მკურ­ნა­ლობ­და და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­ინ­ვა­ლი­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჯარ­შიც და­ფიქ­სირ­და თვით­მკვლე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა, მოს­წავ­ლე­ებ­მაც დაჭ­რეს ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მი­ნის­ტრი მოს­წავ­ლე­ებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აქე­ზებს ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. მთა­ვა­რია, ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის­თა­ნა­ვე, საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ოთ და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბიც სა­თა­ნა­დოდ, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად დავ­სა­ჯოთ. რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე გული შემ­ტკი­ვა. როცა სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ვი­გებ, მაქვს გან­ცდა, რომ რა­ღაც და­მაკ­ლდა. სხვა რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ­ზე?

- ადრე, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სას, კო­ა­ლი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, მათ შო­რის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, მი­ნი­მუმ, მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას ითხოვ­დნენ. დღეს კი ისი­ნი ხმას არ იღე­ბენ. რა­ტომ, თქვენ გე­პა­ტი­ე­ბათ?

- კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, დღე­ში, ასე­უ­ლო­ბით მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას და­ფიქ­სი­რე­ბი­სას მი­ნის­ტრი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ხომ ვერ გა­დად­გე­ბა? ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი პა­ტიმ­რებს თვი­თონ აწა­მებ­დნენ და ფაქ­ტებ­საც სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­დნენ. თუ მსგავ­სი რამ გაგ­რძელ­დე­ბა, გე­თან­ხმე­ბით, მი­ნის­ტრის კი არა, მთე­ლი მთავ­რო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს, მაგ­რამ ჩვენ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა არ აგ­ვირ­ჩე­ვია. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვამ­ბობ­დი, რომ ამ სის­ტე­მა­ში ჩხუბს ან მსგავს ინ­ცი­დენ­ტებს ვე­რა­სო­დეს გა­მოვ­რი­ცხავ, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მა­ლე­ვე და­ის­ჯე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა - ცი­ხე­ებ­ში დის­ციპ­ლი­ნა და მკაც­რი რე­ჟი­მი გვქონ­დეს თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ძა­ლა­დო­ბა აღვკვე­თოთ?

- ცი­ხე­ებ­ში "დუ­ბინ­კე­ბის" გა­რე­შე დის­ციპ­ლი­ნის დამ­ყა­რე­ბა მი­უღ­წე­ვე­ლია... აღ­ნიშ­ნეთ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­თო­დე­ბის გა­რე­შე ამ­ხე­ლა სის­ტე­მის კონ­ტრო­ლი შე­უძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ კი ეს მე­თო­დი არ გვინ­დაო. თქვენ რა მე­თო­დი გაქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი?

- ხში­რად, დის­ციპ­ლი­ნა სწო­რედ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კა­ნო­ნი­ე­რად დას­ჯას გუ­ლის­ხმობს. რაც შე­ე­ხე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრა­ზა იყო. როცა ბა­რა­კის ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გე­გუ­თის ცი­ხე­ში, ოთხი ათა­სი პა­ტი­მა­რი იხ­დის სას­ჯელს და ერთ დიდ ოთახ­ში 600 პა­ტი­მარს ერ­თად სძი­ნავს, სრუ­ლი კონ­ტრო­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ისიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ცი­ხეს 6 ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია აქვს, სა­დაც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთხი ათა­სი პა­ტი­მა­რი სე­ირ­ნობს.

ძვე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია პა­ტა­რა ცი­ხე­ე­ბის ნაც­ვლად, "გუ­ლა­გის" სტი­ლის ბა­რა­კებს აშე­ნებ­და. დიახ, ეს ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი იყო, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო­დაც ჩვენ მივ­დი­ვართ. გვინ­და, ევ­რო­პუ­ლი ცი­ხე­ე­ბი ავა­შე­ნოთ, სა­დაც საკ­ნის ტი­პის ოთა­ხე­ბი იქ­ნე­ბა, ამას­თან, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­საქ­მე­ბის ზო­ნე­ბის­გან გა­ი­მიჯ­ნე­ბა. აი, ესაა ის ცი­ვი­ლუ­რი გზა, რომ­ლი­თაც მივ­დი­ვართ და არა ის, რაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას ჰქონ­და არ­ჩე­უ­ლი.

- სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის, და­ვით კირ­ვა­ლი­ძის გა­დად­გო­მამ­დე, თურ­მე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რად­გან "სვამთ და სა­მი­ნის­ტრო თავ­ზე გემ­ხო­ბათ". ამის შე­სა­ხებ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი იმ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც დღეს საქ­მე­ში დევს და რო­მე­ლიც "ვერ­სი­ამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.

- სი­გი­ჟეა მსგავ­სი სა­უ­ბა­რი, რად­გან ალ­კოჰოლს სა­ერ­თოდ არ ვსვამ. არის რა­ღა­ცე­ბი, რაც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ ვიცი, თუმ­ცა ახლა ამა­ზე არ ვი­სა­უბ­რებ, ეს ჩემ­თვის არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, რომ და­ლე­ვა არ მიყ­ვარს. მაქ­სი­მუმ, ორი ჭიქა დავ­ლიო. ასე გრძელ­დე­ბა უკვე ბოლო 15 წე­ლია.

- არა­და, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს.

- მა­შინ დათ­რო­ბა კი არა, მერ­წმუ­ნეთ, კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სას­მე­ლი თვა­ლი­თაც არ მი­ნა­ხავს. თუ რა­ღაც ვი­ხუმ­რე, ეს სიმ­თვრა­ლეს არ უნდა მი­ვა­წე­როთ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჟურ­ნა­ლის­ტმა მკი­თხა, გუ­ბა­ზის ნათ­ქვამ­ზე რას იტყვი­თო. ეს კი­თხვა სე­რი­ო­ზუ­ლად რა­ტომ უნდა მი­მე­ღო? ასე რომ, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რა­ზეც ლა­პა­რა­კობ­დნენ, გუ­რამ დო­ნა­ძის მიერ აგო­რე­ბუ­ლი პრო­პა­გან­და იყო.

- "ვერ­სი­ას" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ მო­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა გსურთ და ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­საც უკვე აც­ნო­ბეთ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კი, ჯერ­ჯე­რო­ბით, პოსტზე დარ­ჩე­ნას გთხოვთ. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ 8 თვე­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა?

- ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი მი­სია სის­ტე­მა­ში უკვე შე­ვას­რუ­ლე და გა­ვა­კე­თე ის, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და - პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ხელი და­ე­ტყო. რე­ფორ­მე­ბის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი უკვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, სის­ტე­მა გა­ა­და­მი­ა­ნურ­და და ახლა სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­კი­დებ ხელს სხვა საქ­მეს.

- მი­სია თუ შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, გა­მო­დის, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მი­დი­ხართ?

- მე­ა­მა­ყე­ბა, რომ თუ ადრე, ცი­ხე­ებ­ში დღე­ში 15 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბო­და, მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჩემი და­ნიშ­ვნი­დან დღემ­დე, მხო­ლოდ 11 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მერ­წმუ­ნეთ, ეს დიდი წარ­მა­ტე­ბაა. საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე გა­კეთ­და "ცე" ჰე­პა­ტი­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც სა­ა­მა­ყო ბევ­რი მაქვს, თუმ­ცა უამ­რა­ვი საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით, მი­ნის­ტრი ვარ და საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რა­დაც ვმუ­შა­ობ.

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს

სოზარ სუბარი თანამდებობას ტოვებს

"ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახარების მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სუბარის პოსტიდან გათავისუფლებას არ ჩქარობს. "ჭიდაობენ, სუბარს მინისტრობა აღარ უნდა, პრემიერს კი მისი შემცვლელი ჯერ ნაპოვნი არ ჰყავს", - აცხადებს წყარო. როდის დატოვებს მინისტრის თანამდებობას და რა მოხდა რეალურად, პატიმარ ლევან კორტავას შემთხვევაში? "ვერსიას" სოზარ სუბარი ესაუბრა.

- პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაცია მალე გამოქვეყნდება. ამ საკითხზე გენერალურ პროკურორთანაც ინტენსიურად ვსაუბრობ... უბრალოდ, ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით, კორტავას საქმის ირგვლივ კითხვები რომ ამოვწუროთ, დეტალურად მოვყვები, როგორ გაიპარა შეცდომა და რატომ დაგროვდა ჩვენი მისამართით ამდენი კითხვა: ციხეში ინციდენტი 12 მაისს მოხდა, მეორე დღესვე უკვე ვიცოდით სავარაუდო სურათი. მით უმეტეს, ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ პატიმარი კიბიდან დაგორების შედეგად არ გარდაცვლილა. რამდენადაც ვიცი, ლევან კორტავას სამედიცინო მომსახურებაც სწრაფად აღმოუჩინეს, თუმცა, სამწუხაროდ, იგი 23 მაისს გარდაიცვალა. ამასობაში, პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიღო განცხადება, რომ ლევან კორტავას კიბეზე ფეხი დაუცურდა და საფეხურებზე მრავალჯერადი დაცემის შედეგად, განსაკუთრებით, თავის არეში, მძიმე დაზიანებები მიიღო. დიახ, ეს არასწორი ინფორმაცია იყო, რომლის გასწორებაც სასწრაფოდ მოვითხოვე.

- მსგავს ინფორმაციებს ნაციონალური მოძრაობა ავრცელებდა. თუნდაც ხაშურის ინციდენტი გაიხსენეთ, როცა პოლიციაში სასიკვდილოდ ნაცემ ადამიანზე ითქვა, კიბიდან დაგორების შედეგად გარდაიცვალაო.

- ნაციონალები დღემდე ამბობენ, რომ ის ადამიანი კიბიდან დაგორების შედეგად გარდაიცვალა, ჩვენ კი ტყუილზე მაშინვე დავიწყეთ ხმამაღლა საუბარი. სხვათა შორის, აჟიოტაჟი სწორედ იმიტომ ატყდა, რომ პირველი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამინისტრომ პოზიცია შეცვალა, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით. ის ადამიანი, რომელმაც პრესცენტრს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, თანამდებობიდან გავათავისუფლეთ და კადრების განყოფილებაში გადავიყვანეთ. ვიცი, რეალურად რაც მოხდა, მაგრამ გამოძიების დასრულებამდე ვერ ვისაუბრებ, რადგან ვაღიარებ, ინციდენტი ჩვენ სისტემაში დაფიქსირდა და საზოგადოებაში ჩემ მიმართ უნდობლობაც დიდია. სამწუხაროდ, მსგავს ფაქტებს პენიტენციალურ სისტემაში ვერ გავექცევით, რადგან ციხეებში სხვადასხვა რანგის დამნაშავეები იხდიან სასჯელს. არავის ეგონოს, ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პენიტენციალურ სისტემაში 2012 წელს 60 თვითმკვლელობა და სხეულის დაზიანების 23 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

- სხვა სახელმწიფოების ნაგალითი არ არის ის არგუმენტი, რომელიც დღეს თუნდაც ლევან კორტავას ოჯახს დაამშვიდებს. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ ციხეებში დაფიქსირებული არაადამიანური შემთხვევები გახდა. დღეს თქვენ წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ?

- ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები იმიტომ წააგო, რომ ადამიანებს ცოცხებითა და ხელჯოხებით აწამებდა, ავადმყოფებს არ მკურნალობდა და ათასობით ადამიანი დააინვალიდა. რამდენიმე დღის წინ ჯარშიც დაფიქსირდა თვითმკვლელობის შემთხვევა, მოსწავლეებმაც დაჭრეს ერთმანეთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მინისტრი მოსწავლეებს მიზანმიმართულად აქეზებს იარაღის გამოყენებაში. მთავარია, ფაქტის დაფიქსირებისთანავე, საქმე გამოვიძიოთ და დამნაშავეებიც სათანადოდ, კანონის შესაბამისად დავსაჯოთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანზე გული შემტკივა. როცა სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვიგებ, მაქვს განცდა, რომ რაღაც დამაკლდა. სხვა რა პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, სისხლისსამართლებრივზე?

- ადრე, მსგავსი შემთხვევებისას, კოალიციის მხარდამჭერები, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მინიმუმ, მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. დღეს კი ისინი ხმას არ იღებენ. რატომ, თქვენ გეპატიებათ?

- კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში, დღეში, ასეულობით მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ ყველას დაფიქსირებისას მინისტრი თანამდებობიდან ხომ ვერ გადადგება? ნაციონალები პატიმრებს თვითონ აწამებდნენ და ფაქტებსაც საგულდაგულოდ მალავდნენ. თუ მსგავსი რამ გაგრძელდება, გეთანხმებით, მინისტრის კი არა, მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაგრამ ჩვენ ეს მიმართულება არ აგვირჩევია. თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ამ სისტემაში ჩხუბს ან მსგავს ინციდენტებს ვერასოდეს გამოვრიცხავ, მაგრამ დამნაშავეები მალევე დაისჯებიან. სხვათა შორის, მაინტერესებს, რა არის საზოგადოების დაკვეთა - ციხეებში დისციპლინა და მკაცრი რეჟიმი გვქონდეს თუ ადმინისტრაციის ძალადობა აღვკვეთოთ?

- ციხეებში "დუბინკების" გარეშე დისციპლინის დამყარება მიუღწეველია... აღნიშნეთ, ბაჩო ახალაიას მეთოდების გარეშე ამხელა სისტემის კონტროლი შეუძლებელია, ჩვენ კი ეს მეთოდი არ გვინდაო. თქვენ რა მეთოდი გაქვთ შემუშავებული?

- ხშირად, დისციპლინა სწორედ უკანონო ქმედებაში მხილებული ადამიანის კანონიერად დასჯას გულისხმობს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ეს აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა იყო. როცა ბარაკის ტიპის დაწესებულებაში, გეგუთის ციხეში, ოთხი ათასი პატიმარი იხდის სასჯელს და ერთ დიდ ოთახში 600 პატიმარს ერთად სძინავს, სრული კონტროლი წარმოუდგენელია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ციხეს 6 ჰექტარი ტერიტორია აქვს, სადაც მთელი დღის განმავლობაში ოთხი ათასი პატიმარი სეირნობს.

ძველი ადმინისტრაცია პატარა ციხეების ნაცვლად, "გულაგის" სტილის ბარაკებს აშენებდა. დიახ, ეს ნაციონალების შეგნებული არჩევანი იყო, რომლის საწინააღმდეგოდაც ჩვენ მივდივართ. გვინდა, ევროპული ციხეები ავაშენოთ, სადაც საკნის ტიპის ოთახები იქნება, ამასთან, ჩვეულებრივი დაწესებულებები, დასაქმების ზონებისგან გაიმიჯნება. აი, ესაა ის ცივილური გზა, რომლითაც მივდივართ და არა ის, რაც ბაჩო ახალაიას ჰქონდა არჩეული.

- სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის გადადგომამდე, თურმე თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა, რადგან "სვამთ და სამინისტრო თავზე გემხობათ". ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ყოფილი მაღალჩინოსნები იმ აუდიოჩანაწერებში საუბრობენ, რომელიც დღეს საქმეში დევს და რომელიც "ვერსიამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

- სიგიჟეა მსგავსი საუბარი, რადგან ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ. არის რაღაცები, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული ვითარების შესახებ ვიცი, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ, ეს ჩემთვის არასერიოზულია. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დალევა არ მიყვარს. მაქსიმუმ, ორი ჭიქა დავლიო. ასე გრძელდება უკვე ბოლო 15 წელია.

- არადა, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, შეზარხოშებული სოზარ სუბარი საზოგადოებას კარგად ახსოვს.

- მაშინ დათრობა კი არა, მერწმუნეთ, კვირების განმავლობაში, სასმელი თვალითაც არ მინახავს. თუ რაღაც ვიხუმრე, ეს სიმთვრალეს არ უნდა მივაწეროთ. წარმოიდგინეთ, ჟურნალისტმა მკითხა, გუბაზის ნათქვამზე რას იტყვითო. ეს კითხვა სერიოზულად რატომ უნდა მიმეღო? ასე რომ, არჩევნებამდე რაზეც ლაპარაკობდნენ, გურამ დონაძის მიერ აგორებული პროპაგანდა იყო.

- "ვერსიას" კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ თანამდებობიდან წასვლა გსურთ და ამის შესახებ პრემიერსაც უკვე აცნობეთ. ბიძინა ივანიშვილი კი, ჯერჯერობით, პოსტზე დარჩენას გთხოვთ. რატომ გადაწყვიტეთ 8 თვეში თანამდებობის დატოვება?

- ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი მისია სისტემაში უკვე შევასრულე და გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა - პენიტენციალურ სისტემას უფლებადამცველის ხელი დაეტყო. რეფორმების პირველი ნაწილი უკვე განვახორციელე, სისტემა გაადამიანურდა და ახლა სიამოვნებით მოვკიდებ ხელს სხვა საქმეს.

- მისია თუ შესრულებულია, გამოდის, თანამდებობიდან მიდიხართ?

- მეამაყება, რომ თუ ადრე, ციხეებში დღეში 15 ადამიანი კვდებოდა, მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან დღემდე, მხოლოდ 11 შემთხვევა დაფიქსირდა, მერწმუნეთ, ეს დიდი წარმატებაა. საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა "ცე" ჰეპატიტით დაავადებულთათვის და ამ მიმართულებითაც საამაყო ბევრი მაქვს, თუმცა უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ჯერჯერობით, მინისტრი ვარ და საკმაოდ აქტიურადაც ვმუშაობ.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა