მსოფლიო
პოლიტიკა

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე ონიშენკოს
რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე ონიშენკოს

მას შემ­დეგ, რაც ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან, სო­ფელ დიც­თან, რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა მავ­თულხლარ­თე­ბი გა­ა­ბეს და სა­ზღვა­რი 300 მეტ­რით გად­მოს­წი­ეს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქოს შე­და­რე­ბით დამთბა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კვლავ და­ი­ძა­ბა. რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დი­ა­ლო­გის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ზუ­რაბ აბა­ში­ძი­სა და რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გორ კა­რა­სი­ნის მეშ­ვე­ო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ ზუ­რაბ აბა­ში­ძეს პრა­ღა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, სა­დაც მას­სა და კა­რა­სინს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

- ჩვე­ნი ფორ­მა­ტი შე­იქ­მნა იმი­სათ­ვის, რომ უფრო სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი, სა­ტრან­სპორ­ტო სა­კი­თხე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ, ხოლო ის თე­მე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­თან, 2008 წლის ომის შემ­დეგ შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­თან, ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ფორ­მატ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა (რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა-ნ.კ.). ამ­ჟა­მად ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან შექ­მნი­ლი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის გან­სა­ხილ­ვე­ლია და ქარ­თუ­ლი მხა­რის ინ­ტე­რეს­შია, რომ ეს ბა­ლან­სი, შერ­ჩე­ვი­თო­ბა - თუ სად რა გა­ნი­ხი­ლე­ბა - არ და­ირ­ღვეს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბის სიმწვა­ვის, არას­ტან­დარ­ტუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა თქმა უნდა, წმინ­და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი­დან, ამ სა­კითხს გვერდს ვერ ავუვ­ლი.

- რო­გორ აფა­სებთ გრი­გორ კა­რა­სი­ნის იმ გან­ცხა­დე­ბას, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი - მავ­თულხლარ­თე­ბის გაბ­მა - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბით ხდე­ბა?

- რუ­სულ მხა­რეს თა­ვი­სი ხედ­ვა აქვს, მათი თვალ­თა­ხედ­ვით, რუ­სე­თი დახ­მა­რე­ბას უწევს "და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხრეთ ოსეთს," ეხ­მა­რე­ბა სა­სა­ზღვრო ზო­ნის შექ­მნა­ში. პო­ზი­ცი­ას, რომ სამ­ხრეთ ოსე­თი და აფხა­ზე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბია, მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ ეთან­ხმე­ბა, რუ­სე­თი ამას ხე­დავს, თუმ­ცა, მისი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ის არის, რომ აქვს უფ­ლე­ბა, და­ეხ­მა­როს "მე­ზო­ბელ და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნას."

- სა­მო­მავ­ლოდ დი­ა­ლო­გი­სას გაგ­რძელ­დე­ბა სა­უ­ბა­რი ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ტის გა­რდა, სხვა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ის რუ­სეთ­ში შე­ტა­ნა­ზე?

- დიახ, ექ­სპორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. მას შემ­დეგ, რაც შარ­შან დე­კემ­ბერ­ში ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი და­ი­წყო, მოგ­ვარ­და სატ­რან­სპორ­ტო პრო­­ბლ­ე­მები, შე­საძ­ლოა, რუ­სულ­მა მხა­რემ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­როს.

- დიც­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა მწვა­ვე კა­მა­თი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­კი­თხზე, ბოლო დროს ხში­რად ის­მის კი­თხვა - ღირს კი ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დამ­დე ჯერ კი­დევ დიდი დროა... სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო თუ სხვა სა­კი­თხებს ჩვე­ნი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი გა­ნი­ხი­ლავს რუ­სე­თის შე­სა­ბა­მის კო­მი­ტეტ­თან ერ­თად, ასე რომ, კა­რა­სინ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე ამ თე­მას დე­ტა­ლუ­რად არ გან­ვი­ხი­ლავთ, მერე, თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა გაჩ­ნდა, პრო­ცეს­ში ჩა­ვერ­თვე­ბით; ჯერ­ჯე­რო­ბით ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის.

- რუ­სე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტარ­მა გე­ნა­დი ონი­შენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფ­რი­კუ­ლი ღო­რის ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი დი­ვერ­სია იყო?

- ამა­ზე მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი: სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, შექ­მნი­ლია და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის უმაღ­ლე­სი დო­ნის ე. წ. "ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია" და თუ რუს ექ­სპერ­ტებს, მეც­ნი­ე­რებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი, ჩა­მო­ვიდ­ნენ და ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­ა­მოწ­მონ ინ­ფორ­მა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი საფრ­თხის, მათ შო­რის, ღო­რის ჭი­რის თა­ო­ბა­ზე. ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კარი ყვე­ლას­თვის ღიაა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე ონიშენკოს

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე ონიშენკოს

მას შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ დიცთან, რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გააბეს და საზღვარი 300 მეტრით გადმოსწიეს, რუსეთ-საქართველოს თითქოს შედარებით დამთბარი ურთიერთობები კვლავ დაიძაბა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილი ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინის მეშვეობით მიმდინარეობს. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს პრაღაში გამგზავრებამდე შევეხმიანეთ, სადაც მასსა და კარასინს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა გამართულიყო.

- ჩვენი ფორმატი შეიქმნა იმისათვის, რომ უფრო სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სა­ტრანსპორტო საკითხები განვიხილოთ, ხოლო ის თემები, რაც დაკავშირებულია კონფლიქტურ რეგიონებთან, 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ პრობლემებთან, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება (რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართება-ნ.კ.). ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილი რთული სიტუაცია ჟენევის ფორმატის განსახილველია და ქართული მხარის ინტერესშია, რომ ეს ბალანსი, შერჩევითობა - თუ სად რა განიხილება - არ დაირღვეს, მაგრამ დღევანდელი ვითარების სიმწვავის, არასტანდარტულობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, წმინდა ჰუმანიტარული პოზიციებიდან, ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლი.

- როგორ აფასებთ გრიგორ კარასინის იმ განცხადებას, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე მოვლენები - მავთულხლართების გაბმა - რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ხდება?

- რუსულ მხარეს თავისი ხედვა აქვს, მათი თვალთახედვით, რუსეთი დახმარებას უწევს "დამოუკიდებელ სახელმწიფო სამხრეთ ოსეთს," ეხმარება სასაზღვრო ზონის შექმნაში. პოზიციას, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნებია, მსოფლიოში არავინ ეთანხმება, რუსეთი ამას ხედავს, თუმცა, მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ აქვს უფლება, დაეხმაროს "მეზობელ დამოუკიდებელ ქვეყანას."

- სამომავლოდ დიალოგისას გაგრძელდება საუბარი ქართული მინერალური წყლების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გა­რდა, სხვა სახის პროდუქციის რუსეთში შეტანაზე?

- დიახ, ექსპორტის გაფართოებაზე საუბარი აუცილებლად იქნება. მას შემდეგ, რაც შარშან დეკემბერში ჩვენი დიალოგი დაიწყო, მოგვარდა სატრანსპორტო პრო­­ბლ­ე­მები, შესაძლოა, რუსულმა მხარემ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც ისაუბროს.

- დიცში განვითარებული მოვლენების შემდეგ განახლდა მწვავე კამათი სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა არმონაწილეობის საკითხზე, ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა - ღირს კი ამ ყველაფრის შემდეგ ოლიმპიადაში მონაწილეობა?

- საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით ჩვენი პოზიცია ასეთია. სოჭის ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ დიდი დროა... საორგანიზაციო თუ სხვა საკითხებს ჩვენი ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს რუსეთის შესაბამის კომიტეტთან ერთად, ასე რომ, კარასინთან შეხვედრებზე ამ თემას დეტალურად არ განვიხილავთ, მერე, თუკი ამის საჭიროება გაჩნდა, პროცესში ჩავერთვებით; ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის.

- რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აფრიკული ღორის ჭირის გავრცელება საქართველოს მხრიდან განხორციელებული ეკონომიკური დივერსია იყო?

- ამაზე მხოლოდ ერთს ვიტყვი: საქართველოს ტერიტორიაზე, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, შექმნილია დაავადებათა კონტროლის უმაღლესი დონის ე. წ. "ლუგარის ლაბორატორია" და თუ რუს ექსპერტებს, მეცნიერებს აქვთ გარკვეული ეჭვები, ჩამოვიდნენ და ამ ლაბორატორიაში შეამოწმონ ინფორმაცია ნებისმიერი ბიოლოგიური საფრთხის, მათ შორის, ღორის ჭირის თაობაზე. ამ ლაბორატორიის კარი ყველასთვის ღიაა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა