მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
102 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა
102 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა

ამე­რი­კის შტატ ოჰა­ი­ოს მკვიდრმა დო­რო­ტი კას­ტერ­მა 102-ე და­ბა­დე­ბის დღე 150-მეტ­რი­ა­ნი ხი­დი­დან პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მით აღ­ნიშ­ნა. მხცო­ვან­მა ქალ­ბა­ტონ­მა ნახ­ტო­მი ინ­სტრუქ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"თა­ვი­დან პა­რა­შუ­ტით გად­მოხ­ტო­მას თვითმფრი­ნა­ვი­დან ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა მშვი­დად გა­დავ­წყვი­ტე",- ყვე­ბა დო­რო­ტი.

ხიდი პე­რა­ი­ნი, სა­ი­და­ნაც იუ­ბი­ლა­რი გა­მოხ­ტა, ქა­ლაქ ტვინ-ფოლსში მდე­ბა­რე­ობს და ერ­თა­დერ­თი შე­ნო­ბაა, სა­ი­და­ნაც წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს გად­მოხ­ტო­მა დაშ­ვე­ბუ­ლია.

დო­რო­ტის და­ბა­დე­ბის დღე ექ­სტრე­მა­ლუ­რად პირ­ვე­ლად არ აღუ­ნიშ­ნავს. შარ­შან მან სა­ბი­გი­რო გზით ისე­ირ­ნა, რო­მე­ლიც აი­დაჰოს ერთ-ერთ კა­ნი­ონ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი.

კი­თხვა­ზე, თუ რაში მდგო­მა­რე­ობს მისი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის სა­ი­დუმ­ლო, დო­რო­ტიმ უპა­სუ­ხა: "ასაკ­ზე არას­დროს ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ ვცხოვ­რობ, სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ და ვა­კე­თებ იმას, რაც სა­ჭი­როა!"

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

102 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა

102 წლის ქალი პარაშუტით გადმოხტა

ამერიკის შტატ ოჰაიოს მკვიდრმა დოროტი კასტერმა 102-ე დაბადების დღე 150-მეტრიანი ხიდიდან პარაშუტით გადმოხტომით აღნიშნა. მხცოვანმა ქალბატონმა ნახტომი ინსტრუქტორის დახმარებით განახორციელა.

"თავიდან პარაშუტით გადმოხტომას თვითმფრინავიდან ვაპირებდი, მაგრამ მოგვიანებით დაბადების დღის აღნიშვნა მშვიდად გადავწყვიტე",- ყვება დოროტი.

ხიდი პერაინი, საიდანაც იუბილარი გამოხტა, ქალაქ ტვინ-ფოლსში მდებარეობს და ერთადერთი შენობაა, საიდანაც წელიწადის ნებისმიერ დროს გადმოხტომა დაშვებულია.

დოროტის დაბადების დღე ექსტრემალურად პირველად არ აღუნიშნავს. შარშან მან საბიგირო გზით ისეირნა, რომელიც აიდაჰოს ერთ-ერთ კანიონზეა გადაჭიმული.

კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო, დოროტიმ უპასუხა: "ასაკზე არასდროს ვფიქრობ, უბრალოდ ვცხოვრობ, სიამოვნებას ვიღებ და ვაკეთებ იმას, რაც საჭიროა!"

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"