პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აზიანებს მანქანას უხარისხო საწვავი
როგორ აზიანებს მანქანას უხარისხო საწვავი

და­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ლა­მის ცო­ცხალ არ­სე­ბა­სა­ვით უყ­ვარს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი და თუ ადრე ამ თვი­სე­ბით მა­მა­კა­ცე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, დღეს მათ არც ქა­ლე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა­ფერ­ში, გა­მო­ნაკ­ლი­სი ამ სა­კი­თხშიც არ­სე­ბობს: დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს მან­ქა­ნის მარ­თვის შიში, ე.წ. ამ­ქსო­ფო­ბია აწუ­ხებს. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ში­შია, თუმ­ცა, დღეს გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ზე არ ვი­სა­უბ­რებთ, არა­მედ იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ავ­ტო­მო­ბი­ლი უხა­რის­ხო საწ­ვა­ვის­გან, სა­კუ­თა­რი თავი კი იმ უსი­ა­მოვ­ნე­ბის­გან, რაც მან­ქა­ნის გა­ფუ­ჭე­ბას ახ­ლავს თან. ჩვე­ნი სტუ­მა­რია "ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე" ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი:

- საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის პრობ­ლე­მა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­შია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვენ­თან საწ­ვა­ვი შე­მო­დის სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან და შემ­დეგ ნა­წილ­დე­ბა სა­ცა­ლო ქსელ­ში. ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, რომ­ლის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა საწ­ვა­ვი გა­ფუჭ­დეს, და­ბინ­ძურ­დეს ან წყა­ლი შე­ე­რი­ოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვი შე­მო­დის ბულ­გა­რე­თი­დან, რუ­მი­ნე­თი­დან, საბე­­რ­­ძნე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, თურ­ქმე­ნე­თი­დან, მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით - რუ­სე­თი­და­ნაც. მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის საწ­ვა­ვი - "პრე­მი­უ­მი", "სუ­პე­რი" და "ევ­რო­დი­ზე­ლი" ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მოგ­ვაქვს, "რე­გუ­ლა­რის" ტი­პის საწ­ვა­ვი აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან შე­მო­დის. მარ­თა­ლია, ბენ­ზი­ნის ხა­რის­ხის გამო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად გა­მოთ­ქვა­მენ პრე­ტენ­ზი­ას, მაგ­რამ ეს მარ­ტო შე­მო­ტა­ნი­ლი საწ­ვა­ვის გამო არ ხდე­ბა: შე­იძ­ლე­ბა ავზი, სა­ი­და­ნაც ბენ­ზინს ას­ხა­მენ, გა­უ­წ­მენ­და­ვი იყოს, ასეთ დროს იქ გროვ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ნა­რე­ვი, შე­იძ­ლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში წყა­ლიც მოხ­ვდეს და ამან შექ­მნას პრობ­ლე­მა. სა­ერ­თოდ, ბენ­ზი­ნის ავზს წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც უნდა გაწ­მენ­და, რად­გან თუ საწ­ვავ­ში წყლის შემ­ცვე­ლო­ბა მა­ღა­ლია, ის ავ­ტო­მო­ბი­ლის ნა­წი­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ზი­ა­ნებს.

- თქვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სათ­ვის თუ მო­უ­მარ­თავთ უხა­რის­ხო საწ­ვა­ვის გამო?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ მათ ვუხ­სნით, რომ შე­იძ­ლე­ბა ბენ­ზი­ნი სტან­დარ­ტუ­ლი იყოს, მაგ­რამ მისი გა­და­ზიდ­ვის რო­მე­ლი­ღაც ეტაპ­ზე და­ბინ­ძურ­დეს. დღეს­დღე­ო­ბით ძა­ლი­ან ძნე­ლია საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის გან­სა­ზღვრა, რად­გან ეს დიდ ფი­ნან­სურ და­ნა­ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არის რამ­დე­ნი­მე ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად სიძ­ვი­რი­სა, ეს რო­გორ­მე უნდა მო­ხერ­ხდეს. ჩვენც ვა­ტა­რებთ მო­ნი­ტო­რინგს, უნდა ვთქვა, რომ ბოლო ხა­ნებ­ში ქსელ­ში უხა­რის­ხო საწ­ვა­ვი არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია, მაგ­რამ თა­ვის და­დე­ბა იმა­ზე, რომ სა­დღაც, რო­მე­ლი­ღაც ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე უხა­რის­ხო პრო­დუქ­ცია არ იყი­დე­ბა - ძნე­ლია. ამას სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კვლე­ვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობს, ამას­თან, არ არ­სე­ბობს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც და როცა კონ­ტრო­ლი არ არის, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, მომ­ხმა­რე­ბელ­მა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­წარ­მი­სა­გან უხა­რის­ხო საწ­ვა­ვიც შე­ი­ძი­ნოს. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მე­წარ­მე­მაც არ იცო­დეს, რომ ეს საწ­ვა­ვი უხა­რის­ხოა.

- ბა­ტო­ნო ვანო, ამ სა­კი­თხის მე­ო­რე, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხა­რეა ის, რომ უხა­რის­ხო საწ­ვა­ვი გა­რე­მოს აბინ­ძუ­რებს.

- სა­ერ­თოდ, საწ­ვა­ვი მთელ მსოფ­ლი­ო­ში მიჩ­ნე­უ­ლია ყვე­ლა­ზე დიდ და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლად და თუ საწ­ვავ­ში გო­გირ­დის, ბენ­ზო­ლი­სა და სხვა მი­ნა­რე­ვე­ბის შემ­ცვე­ლო­ბა დაშ­ვე­ბულ­ზე მე­ტია, ის გა­რე­მო­საც აზი­ა­ნებს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­საც. იგი­ვე ხდე­ბა, თუ ბენ­ზი­ნის შემ­ცვე­ლო­ბა­ში ნა­ჯე­რი ორ­თქლის წნე­ვა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნორ­მებს - ასეთ დროს საწ­ვა­ვი თა­ნაბ­რად არ იწ­ვე­ბა და ეს პირ­და­პირ მოქ­მე­დებს ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვა­ზე. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ოქ­ტა­ნუ­რი რი­ცხვი, რო­მე­ლიც და­საშ­ვებ ზღვარს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. რაც უფრო მა­ღა­ლია საწ­ვა­ვის ოქ­ტა­ნუ­რი რი­ცხვი, მით უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა ის და ძვი­რიც ღირს. ამი­ტომ მძღოლ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, თუ რა კა­ტე­გო­რი­ი­სა და რა ოქ­ტა­ნო­ბის საწ­ვავს ას­ხამს მან­ქა­ნა­ში, რად­გან ამ დროს ზა­რალ­დე­ბა მან­ქა­ნაც და მისი მფლო­ბე­ლის ჯი­ბეც. მან­ქა­ნის მფლო­ბელ­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს იმ ავ­ტო­მო­ბი­ლის მწარ­მო­ებ­ლის რე­კო­მენ­და­ცია, რო­მელ­საც ის მარ­თავს. მწარ­მო­ე­ბე­ლი კი ყო­ველ­თვის ურ­ჩევს მყიდ­ველს, რა კა­ტე­გო­რი­ის ან რა ოქ­ტა­ნო­ბის საწ­ვა­ვი უნდა ჩა­ას­ხას ამა თუ იმ მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში და თუ მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბა, მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა უფრო დიდ­ხანს და გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებს. თუ მან­ქა­ნა ახა­ლია და მძღოლ­მა იცის, რო­მე­ლი ტი­პის საწ­ვა­ვი უნდა ჩა­ას­ხას, მაგ­რამ ას­ხამს იმას, რო­მე­ლიც ია­ფია, ავ­ტო­მან­ქა­ნას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა. სხვა­თა შო­რის, გა­რე­მოს და­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბა მარ­ტო საწ­ვავ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი: სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას უნდა ჰქონ­დეს ე.წ. კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც ფილტრავს საწ­ვავს და გა­რე­მოს მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვი­სა­გან იცავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას ეს კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი არა აქვს. და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში მან­ქა­ნებს აქვს ისე­თი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ნა­ბოლ­ქვს მი­ნი­მუ­მა­დე ამ­ცი­რებს, ჩვენს გზებ­ზე კი, ძი­რი­თა­დად, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მოძ­რა­ო­ბენ, რომ­ლებ­საც ეს სის­ტე­მა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვთ.

- თუ არ­სე­ბობს ხერ­ხი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა, ბენ­ზი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა, მისი ხა­რის­ხის ხარ­ჯზე გა­ი­ზარ­დოს?

- წლე­ბის წინ იყო პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც ნავ­თო­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბულ პრო­დუქტს, რო­მელ­საც "ნაფ­ტა" ჰქვია, ბენ­ზინ­ში ურევ­დნენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში ბენ­ზი­ნის მო­ცუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა, მე­წარ­მე კი და­ნა­შა­ულს სჩა­დის და მომ­ხმა­რე­ბელს ატყუ­ებს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როგორ აზიანებს მანქანას უხარისხო საწვავი

როგორ აზიანებს მანქანას უხარისხო საწვავი

დამიანების უმეტესობას ლამის ცოცხალ არსებასავით უყვარს საკუთარი ავტომობილი და თუ ადრე ამ თვისებით მამაკაცები გამოირჩეოდნენ, დღეს მათ არც ქალები ჩამორჩებიან. თუმცა, როგორც ყველაფერში, გამონაკლისი ამ საკითხშიც არსებობს: დამტკიცებულია, რომ ზოგიერთ ადამიანს მანქანის მართვის შიში, ე.წ. ამქსოფობია აწუხებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს საკმაოდ გავრცელებული შიშია, თუმცა, დღეს გამონაკლისებზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ავტომობილი უხარისხო საწვავისგან, საკუთარი თავი კი იმ უსიამოვნებისგან, რაც მანქანის გაფუჭებას ახლავს თან. ჩვენი სტუმარია "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე" ვანო მთვრალაშვილი:

- საწვავის ხარისხის პრობლემა ყველა ქვეყანაშია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან საწვავი შემოდის სხვა ქვეყნებიდან და შემდეგ ნაწილდება საცალო ქსელში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც შეიძლება საწვავი გაფუჭდეს, დაბინძურდეს ან წყალი შეერიოს. საქართველოში საწვავი შემოდის ბულ­გარეთიდან, რუმინეთიდან, საბე­­რ­­ძნეთიდან, იტალიიდან, თურ­ქმენეთიდან, მცირე რაოდენობით - რუსეთიდანაც. მაღალი კატეგორიის საწვავი - "პრემიუმი", "სუპერი" და "ევროდიზელი" ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოგვაქვს, "რეგულარის" ტიპის საწვავი აზერბაიჯანიდან შემოდის. მართალია, ბენზინის ხარისხის გამო მომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიას, მაგრამ ეს მარტო შემოტანილი საწვავის გამო არ ხდება: შეიძლება ავზი, საიდანაც ბენზინს ასხამენ, გაუწმენდავი იყოს, ასეთ დროს იქ გროვდება სხვადასხვა მინარევი, შეიძლება დროთა განმავლობაში წყალიც მოხვდეს და ამან შექმნას პრობლემა. საერთოდ, ბენზინის ავზს წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაწმენდა, რადგან თუ საწვავში წყლის შემცველობა მაღალია, ის ავტომობილის ნაწილებს აუცილებლად დააზიანებს.

- თქვენი ორგანიზაციისათვის თუ მოუმართავთ უხარისხო საწვავის გამო?

- რასაკვირველია, ჩვენ მათ ვუხსნით, რომ შეიძლება ბენზინი სტანდარტული იყოს, მაგრამ მისი გადაზიდვის რომელიღაც ეტაპზე დაბინძურდეს. დღესდღეობით ძალიან ძნელია საწვავის ხარისხის განსაზღვრა, რადგან ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოში არის რამდენიმე ლაბორატორია, სადაც შეიძლება კვალიფიციური ანალიზის გაკეთება და მიუხედავად სიძვირისა, ეს როგორმე უნდა მოხერხდეს. ჩვენც ვატარებთ მონიტორინგს, უნდა ვთქვა, რომ ბოლო ხანებში ქსელში უხარისხო საწვავი არ შეგვიმჩნევია, მაგრამ თავის დადება იმაზე, რომ სადღაც, რომელიღაც ბენზინგასამართ სადგურზე უხარისხო პროდუქცია არ იყიდება - ძნელია. ამას საფუძვლიანი კვლევა სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ხარისხის კონტროლი არ არსებობს, ამასთან, არ არსებობს სავალდებულო სერტიფიცირებაც და როცა კონტროლი არ არის, სავსებით შესაძლებელია, მომხმარებელმა არაკეთილსინდისიერი მეწარმისაგან უხარისხო საწვავიც შეიძინოს. უფრო მეტიც, შეიძლება თვითონ მეწარმემაც არ იცოდეს, რომ ეს საწვავი უხარისხოა.

- ბატონო ვანო, ამ საკითხის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეა ის, რომ უხარისხო საწვავი გარემოს აბინძურებს.

- საერთოდ, საწვავი მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ყველაზე დიდ დამაბინძურებლად და თუ საწვავში გოგირდის, ბენზოლისა და სხვა მინარევების შემცველობა დაშვებულზე მეტია, ის გარემოსაც აზიანებს და ადამიანის ჯანმრთელობასაც. იგივე ხდება, თუ ბენზინის შემცველობაში ნაჯერი ორთქლის წნევა არ შეესაბამება ნორმებს - ასეთ დროს საწვავი თანაბრად არ იწვება და ეს პირდაპირ მოქმედებს ავტომობილის ძრავაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოქტანური რიცხვი, რომელიც დასაშვებ ზღვარს უნდა შეესაბამებოდეს. რაც უფრო მაღალია საწვავის ოქტანური რიცხვი, მით უფრო მაღალი ხარისხისაა ის და ძვირიც ღირს. ამიტომ მძღოლმა აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, თუ რა კატეგორიისა და რა ოქტანობის საწვავს ასხამს მანქანაში, რადგან ამ დროს ზარალდება მანქანაც და მისი მფლობელის ჯიბეც. მანქანის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს იმ ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაცია, რომელსაც ის მართავს. მწარმოებელი კი ყოველთვის ურჩევს მყიდველს, რა კატეგორიის ან რა ოქტანობის საწვავი უნდა ჩაასხას ამა თუ იმ მარკის ავტომობილში და თუ მომხმარებელი ყურადღებით იქნება, მისი ავტომანქანა უფრო დიდხანს და გამართულად იმუშავებს. თუ მანქანა ახალია და მძღოლმა იცის, რომელი ტიპის საწვავი უნდა ჩაასხას, მაგრამ ასხამს იმას, რომელიც იაფია, ავტომანქანას დროთა განმავლობაში პრობლემა შეექმნება. სხვათა შორის, გარემოს დაჭუჭყიანება მარტო საწვავზე არ არის დამოკიდებული: სატრანსპორტო საშუალებას უნდა ჰქონდეს ე.წ. კატალიზატორი, რომელიც ფილტრავს საწვავს და გარემოს მავნე გამონაბოლქვისაგან იცავს. საქართველოში ბევრ სატრანსპორტო საშუალებას ეს კატალიზატორი არა აქვს. დასავლეთის ქვეყნებში მანქანებს აქვს ისეთი სისტემა, რომელიც გამონაბოლქვს მინიმუმადე ამცირებს, ჩვენს გზებზე კი, ძირითადად, მოძველებული ავტომანქანები მოძრაობენ, რომლებსაც ეს სისტემა დაზიანებული აქვთ.

- თუ არსებობს ხერხი, რომლის დახმარებითაც შეიძლება, ბენზინის რაოდენობა, მისი ხარისხის ხარჯზე გაიზარდოს?

- წლების წინ იყო პრაქტიკა, როდესაც ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, რომელსაც "ნაფტა" ჰქვია, ბენზინში ურევდნენ. ამ შემთხვევაში ბენზინის მოცულობა იზრდება, მეწარმე კი დანაშაულს სჩადის და მომხმარებელს ატყუებს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია