მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეტიცია კასტა "ნამდვილი კინომანი ვარ"
ლეტიცია კასტა "ნამდვილი კინომანი ვარ"

ფრან­გი მო­დე­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის­თვის, ლე­ტი­ცია კას­ტას­თვის, ბოლო პრო­ექ­ტე­ბი "სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი" და "ცოდ­ვი­ლი ვნე­ბა" იყო. ამ უკა­ნას­კნელ­ში რი­ჩარდ გირს გა­უ­წია პარტნი­ო­რო­ბა. მა­ნამ­დე, 2010 წელს, სერჟ გინსბურ­გის შე­სა­ხებ გა­და­ღე­ბულ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ფილმში ბრი­ჯიტ ბარ­დოს როლი ითა­მა­შა. ლე­ტი­ცია კვლავ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზეც არ ამ­ბობს უარს.

დო­სიე

1978 წლის 11 მა­ისს და­ი­ბა­და საფ­რან­გეთ­ში. 15 წლი­სამ მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­დან და სულ მალე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი გახ­და. 18 წლი­სა "ვიქ­ტო­რი­ას სიქ­რე­თის" წამ­ყვა­ნი მო­დე­ლი გახ­და. 1999 წელს პირ­ვე­ლად ითა­მა­შა ფილმში "ას­ტე­რიქ­სი და ობე­ლიქ­სი ცე­ზა­რის წი­ნა­აღ­მდეგ".

2000 წელს საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლოს მა­რი­ა­ნას პრო­ტო­ტი­პად აირ­ჩი­ეს. ერთ წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­ა­ჩი­ნა ფრან­გი ფო­ტოგ­რა­ფის სტე­ფა­ნო სედ­ნუ­ის­გან. შემ­დეგ იტა­ლი­ელ მსა­ხი­ობ სტე­ფა­ნო აკორ­სის­თან და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა. დღე­საც მის გვერ­დით არის და მის­გან ქალ-ვა­ჟიც ეყო­ლა.

"ვგიჟ­დე­ბი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ზე"

- რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ ასეთ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მას?

- ვერ მი­წო­დებთ სპორ­ტულ ადა­მი­ანს, მაგ­რამ დი­ლა­ო­ბით დავ­რბი­ვარ და თით­ქმის მთე­ლი დღე ვცუ­რავ. კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე პი­ლა­ტე­სი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინ­სტრუქ­ტო­რი მყავს, უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია.

- დი­ე­ტას თუ იცავთ?

- ვცდი­ლობ სწო­რად ვიკ­ვე­ბო: დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა­სა და ხა­რისხს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იყოს საღი და სა­სარ­გებ­ლო, მაგ­რამ არა აუ­ცი­ლებ­ლად ორ­გა­ნუ­ლი. მა­გა­ლი­თად, სა­უზ­მედ ხილს მი­ვირ­თმევ, სო­ი­ის იო­გურტს, მსხვილ­მარ­ცვლო­ვან პურს და აუ­ცი­ლებ­ლად ვსვამ ერთ ჭიქა თბილ წყალს ლი­მო­ნით.

- როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ, რო­გორ ის­ვე­ნებთ?

- ოჯახ­თან ვა­ტა­რებ დროს. ბავ­შვე­ბი ისე სწრა­ფად იზ­რდე­ბი­ან და მათ­თან ერ­თად თი­თო­ე­უ­ლი მო­მენ­ტით ვტკბე­ბი. მიყ­ვარს წვე­უ­ლე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მე­გობ­რე­ბის შეკ­რე­ბა დიდ ოჯა­ხურ სა­დი­ლებ­ზე. ვგიჟ­დე­ბი მომ­ზა­დე­ბა­ზე, შე­მიძ­ლია, კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი წიგ­ნით ხელ­ში ჩა­მე­ძი­ნოს კი­დეც - მე­ნი­უს ვგეგ­მავ. ხოლო მო­სა­დუ­ნებ­ლად აბა­ზა­ნას ვი­ღებ - არო­მა­ტულ ზე­თებს ვა­მა­ტებ და პარ­ფი­უ­მე­რი­ულ სან­თლებს ვან­თებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ლეტიცია კასტა "ნამდვილი კინომანი ვარ"

ლეტიცია კასტა "ნამდვილი კინომანი ვარ"

ფრანგი მოდელისა და მსახიობისთვის, ლეტიცია კასტასთვის, ბოლო პროექტები "სიყვარულის ამბავი" და "ცოდვილი ვნება" იყო. ამ უკანასკნელში რიჩარდ გირს გაუწია პარტნიორობა. მანამდე, 2010 წელს, სერჟ გინსბურგის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში ბრიჯიტ ბარდოს როლი ითამაშა. ლეტიცია კვლავ აქტიურად მუშაობს და გულახდილ ინტერვიუებზეც არ ამბობს უარს.

დოსიე

1978 წლის 11 მაისს დაიბადა საფრანგეთში. 15 წლისამ მიიღო მიწვევა სამოდელო სააგენტოდან და სულ მალე წარმატებული მოდელი გახდა. 18 წლისა "ვიქტორიას სიქრეთის" წამყვანი მოდელი გახდა. 1999 წელს პირველად ითამაშა ფილმში "ასტერიქსი და ობელიქსი ცეზარის წინააღმდეგ".

2000 წელს საფრანგეთის ეროვნული სიმბოლოს მარიანას პროტოტიპად აირჩიეს. ერთ წელიწადში პირველი ქალიშვილი გააჩინა ფრანგი ფოტოგრაფის სტეფანო სედნუისგან. შემდეგ იტალიელ მსახიობ სტეფანო აკორსისთან დაიწყო ცხოვრება. დღესაც მის გვერდით არის და მისგან ქალ-ვაჟიც ეყოლა.

"ვგიჟდები კერძების მომზადებაზე"

- როგორ ინარჩუნებთ ასეთ შესანიშნავ ფორმას?

- ვერ მიწოდებთ სპორტულ ადამიანს, მაგრამ დილაობით დავრბივარ და თითქმის მთელი დღე ვცურავ. კვირაში რამდენჯერმე პილატესითაც ვარ დაკავებული. შესანიშნავი ინსტრუქტორი მყავს, უკვე მრავალი წელია.

- დიეტას თუ იცავთ?

- ვცდილობ სწორად ვიკვებო: დიდ ყურადღებას ვაქცევ პროდუქტების წარმომავლობასა და ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ იყოს საღი და სასარგებლო, მაგრამ არა აუცილებლად ორგანული. მაგალითად, საუზმედ ხილს მივირთმევ, სოიის იოგურტს, მსხვილმარცვლოვან პურს და აუცილებლად ვსვამ ერთ ჭიქა თბილ წყალს ლიმონით.

- როცა თავისუფალი ხართ, როგორ ისვენებთ?

- ოჯახთან ვატარებ დროს. ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან და მათთან ერთად თითოეული მომენტით ვტკბები. მიყვარს წვეულებების ორგანიზება და მეგობრების შეკრება დიდ ოჯახურ სადილებზე. ვგიჟდები მომზადებაზე, შემიძლია, კულინარიული წიგნით ხელში ჩამეძინოს კიდეც - მენიუს ვგეგმავ. ხოლო მოსადუნებლად აბაზანას ვიღებ - არომატულ ზეთებს ვამატებ და პარფიუმერიულ სანთლებს ვანთებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება