სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე საშიში სასტუმრო
10 ყველაზე საშიში სასტუმრო

თუ არ გყოფ­ნით მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი, მათ მი­ღე­ბას მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას შეძ­ლებთ. მთა­ვა­რია სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ სას­ტუმ­რო. გთა­ვა­ზობთ მსოფ­ლი­ო­ში 10 ყვე­ლა­ზე სა­ში­ში სას­ტუმ­როს სიას.

1. Chillingham Castle - ჩრდი­ლო­ეთ ინ­გლი­სი

თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ცი­ხე­სი­მაგ­რე იმი­ტომ აა­შე­ნეს, რომ მეფე ედუ­არდ I დროს შოტ­ლან­დი­ელ­თა შე­მო­სე­ვე­ბის­გან და­ეც­ვათ თავი. დღემ­დე უამ­რა­ვი ხმა და­დის, რომ ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ის­ტო­რი­უ­ლი ჩი­ლენ­გჰე­მი სა­წა­მე­ბე­ლი ად­გი­ლი იყო, სა­დაც დამ­ნა­შა­ვე­ებს სჯიდ­ნენ. აქ უამ­რავ ადა­მი­ანს მოკ­ვე­თეს თავი, ჩა­მო­ახ­რჩეს და ზოგს შიმ­ში­ლით ამო­ხა­დეს სული. სა­ბო­ლო­ოდ, ციხე პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ექ­სპერ­ტე­ბის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად იქცა. დღეს აქ სას­ტუმ­რო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

2. Queen Mary - აშშ, კა­ლი­ფორ­ნია

Queen Mary - ყო­ფი­ლი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი საკ­რუ­ი­ზო ლა­ი­ნე­რია, რო­მელ­მაც სა­მუ­და­მოდ და­ი­დო ბინა ლონგ ბიჩ­ზე, ლოს-ან­ჯე­ლეს­თან ახ­ლოს და სას­ტუმ­როდ იქცა. რამ­დე­ნი­მე თვითმხილ­ვე­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ლა­ი­ნე­რის აუზ­თან მოჩ­ვე­ნე­ბა და­ი­ნა­ხეს. სწო­რედ ამ ად­გი­ლას და­ი­ღუ­პა წარ­სულ­ში ორი მგზავ­რი. გად­მო­ცე­მით, გემ­ზე შე­ამ­ჩნი­ეს სხვა მოჩ­ვე­ნე­ბე­ბიც, მა­გა­ლი­თად გო­გო­ნა თეთრ კა­ბა­ში და ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი. ზო­გი­ერ­თი კა­ი­უ­ტა დღემ­დე და­ლუ­ქუ­ლია და არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან იქ აუხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა.

3. Stanley Hotel - აშშ, კო­ლო­რა­დო

ამ სას­ტუმ­როს სა­ხე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რის ავ­ტორ­მა, სტი­ვენ კინ­გმა გა­უთ­ქვა, რო­მე­ლიც სწო­რედ Stanley Hotel-ში ცხოვ­რობ­და, რო­დე­საც თა­ვის რო­მან "ნა­თე­ბას" წერ­და. სას­ტუმ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­კის Rocky Mountain-ის სიღ­რმე­ში მდე­ბა­რე­ობს და იქამ­დე მის­ვლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია.

4. Hotel del Coronado - აშშ, კა­ლი­ფორ­ნია

მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს Hotel del Coronado სან-დი­ე­გო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­რო იყო. აქ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცულ გა­რე­მო­ე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქეით მორ­გა­ნი, რომ­ლის სხე­უ­ლი სას­ტუმ­როს სი­ახ­ლო­ვეს იპო­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი სული 302-ე ოთახ­ში დღემ­დე ბი­ნად­რობს, თუმ­ცა აუხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მთე­ლი სას­ტუმ­როს მას­შტა­ბით ხდე­ბა.

5. Diplomat Hotel - ფი­ლი­პი­ნე­ბი

1911 წლი­დან ამ შე­ნო­ბა­ში სე­მი­ნა­რია ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ის ია­პო­ნი­ის არ­მი­ი­დან გა­მოქ­ცე­ულ­მა დე­ზერ­ტი­რებ­მა და­ი­კა­ვეს. შე­დე­გად, შე­ნო­ბა ია­პო­ნი­ის მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აა­ფეთ­ქა, რა­საც მა­სობ­რი­ვი ნგრე­ვა და მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. 1947 წელს შე­ნო­ბა აღად­გი­ნეს, ხოლო 1873 წელს ის სას­ტუმ­რო­თა ქსელ­მა Diplomat Hotels-მა შე­ი­ძი­ნა. სას­ტუმ­როს სტუმ­რებს და პერ­სო­ნალს თით­ქმის ყო­ველ ღა­მით ეს­მო­დათ უც­ნა­უ­რი ხმე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ტუმ­რო და­ი­ხუ­რა, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი აქ დღემ­დე მო­დი­ან.

6. Crescent Hotel - აშშ

Crescent Hotel-ი აშშ-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა­ზე მეტი მოჩ­ვე­ნე­ბის "ბუ­დედ" ით­ვლე­ბა სას­ტუმ­რო­ებს შო­რის. აქ 8 მოჩ­ვე­ნე­ბა შე­ამ­ჩნი­ეს. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღი­ა­რებს, რომ ეს სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც მდი­და­რია პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით, ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ად­გი­ლია. წარ­სულ­ში ამ სას­ტუმ­რო­ში ჰოს­პი­ტა­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტე­ბის არას­ტან­დარ­ტუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბით. სას­ტუმ­როს სტუმ­რე­ბი ხში­რად ხე­და­ვენ თეთრხა­ლა­თი­ან მოჩ­ვე­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან ჰგვა­ნან.

7. Fairmont Banff Spring Hotel - კა­ნა­და

ეს ძვე­ლი სას­ტუმ­რო ნა­ცი­ო­ნა­ლურ პარკ Banff-ში მდე­ბა­რე­ობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რი და არ­ქი­ტექ­ტუ­რა ულა­მა­ზე­სია, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ურ­ბის აქ ღა­მის გა­თე­ვას. სას­ტუმ­რო­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ნო­მე­რი 873-ია, რომ­ლის კედ­ლებ­ზე ბავ­შვის ხე­ლის­გუ­ლე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი გაჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ნო­მე­რი და­ი­ლუ­ქა.

8. Hollywood Roosevelt Hotel - აშშ, კა­ლი­ფორ­ნია

არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მოწ­მე, ვინც აცხა­დებს, რომ ამ სას­ტუმ­რო­ში მერ­ლინ მონ­როს მოჩ­ვე­ნე­ბა იხი­ლეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რს ამ ის­ტო­რი­ის არ სჯე­რა, სას­ტუმ­რო­ში გა­მუდ­მე­ბით შე­დის სა­ჩი­ვა­რი ღა­მის კლუბ­ში "მერ­ლინ მონ­როს გა­მო­ჩე­ნის" შე­სა­ხებ. ამ სას­ტუმ­რო­ში კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი მოჩ­ვე­ნე­ბა ბი­ნად­რობს. ეს მსა­ხი­ო­ბი მონტგო­მე­რი კლიფ­ტია. სას­ტუმ­როს მე-9 სარ­თუ­ლის სტუმ­რებს პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­სა­ბე­რი ინ­სტრუ­მენ­ტის ხმე­ბი ეს­მით. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ობს ჩა­სა­ბე­რი საკ­რა­ვე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

9. Hoshi Ryokan - ია­პო­ნია

ეს სას­ტუმ­რო ერთ ია­პო­ნელ ოჯახს 46 თა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკუთ­ვნო­და. შე­საძ­ლოა სწო­რედ ამი­ტომ ბი­ნად­რო­ბენ აქ "უძ­ვე­ლე­სი მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი", რომ­ლებ­საც მე-14 სა­უ­კუ­ნეს მი­ა­წე­რენ. მთელ სას­ტუმ­რო­ში უამ­რა­ვი მა­გი­უ­რი არ­ტე­ფაქ­ტია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

10. Rose Hall Great House - ია­მა­ი­კა

ამ შე­ნო­ბას სას­ტუმ­როს ფუნ­ქცია აღარ აქვს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე უში­შა­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის აქ დღის და ღა­მის ტუ­რე­ბი და სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ე­ბი იმარ­თე­ბა. Rose Hall-ი ვინ­მე ჯონ პალ­მერ­მა აა­შე­ნა, რომ­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდა ინ­გლი­სელ ქალ­ზე და­ქორ­წინ­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ქალ­მა პალ­მე­რი და კი­დევ ორი მომ­დევ­ნო ქმა­რი მოკ­ლა. ქა­ლის აჩ­რდი­ლი, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი "თეთ ჯა­დო­ქარს" უწო­დე­ბენ, დღემ­დე Rose Hall-ში ბი­ნად­რობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bigpicture.ru-ს მი­ხედ­ვით.

10 ყველაზე საშიში სასტუმრო

10 ყველაზე საშიში სასტუმრო

თუ არ გყოფნით მძაფრი შეგრძნებები, მათ მიღებას მოგზაურობისას შეძლებთ. მთავარია სწორად შეარჩიოთ სასტუმრო. გთავაზობთ მსოფლიოში 10 ყველაზე საშიში სასტუმროს სიას.

1. Chillingham Castle - ჩრდილოეთ ინგლისი

თავდაპირველად ეს ციხესიმაგრე იმიტომ ააშენეს, რომ მეფე ედუარდ I დროს შოტლანდიელთა შემოსევებისგან დაეცვათ თავი. დღემდე უამრავი ხმა დადის, რომ ციხესიმაგრეში მოჩვენებები ბინადრობენ. ისტორიული ჩილენგჰემი საწამებელი ადგილი იყო, სადაც დამნაშავეებს სჯიდნენ. აქ უამრავ ადამიანს მოკვეთეს თავი, ჩამოახრჩეს და ზოგს შიმშილით ამოხადეს სული. საბოლოოდ, ციხე პარანორმალური მოვლენების მოყვარული ექსპერტების საყვარელ ადგილად იქცა. დღეს აქ სასტუმრო ფუნქციონირებს.

2. Queen Mary - აშშ, კალიფორნია

Queen Mary - ყოფილი ფეშენებელური საკრუიზო ლაინერია, რომელმაც სამუდამოდ დაიდო ბინა ლონგ ბიჩზე, ლოს-ანჯელესთან ახლოს და სასტუმროდ იქცა. რამდენიმე თვითმხილველი ამტკიცებს, რომ ლაინერის აუზთან მოჩვენება დაინახეს. სწორედ ამ ადგილას დაიღუპა წარსულში ორი მგზავრი. გადმოცემით, გემზე შეამჩნიეს სხვა მოჩვენებებიც, მაგალითად გოგონა თეთრ კაბაში და ასაკოვანი მამაკაცი. ზოგიერთი კაიუტა დღემდე დალუქულია და არ გამოიყენება, ვინაიდან იქ აუხსნელი მოვლენები ხდება.

3. Stanley Hotel - აშშ, კოლორადო

ამ სასტუმროს სახელი საშინელებათა ჟანრის ავტორმა, სტივენ კინგმა გაუთქვა, რომელიც სწორედ Stanley Hotel-ში ცხოვრობდა, როდესაც თავის რომან "ნათებას" წერდა. სასტუმრო ნაციონალური პარკის Rocky Mountain-ის სიღრმეში მდებარეობს და იქამდე მისვლა საკმაოდ რთულია.

4. Hotel del Coronado - აშშ, კალიფორნია

მე-19 საუკუნის ბოლოს Hotel del Coronado სან-დიეგოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო იყო. აქ საიდუმლოებებით მოცულ გარემოებაში გარდაიცვალა ქეით მორგანი, რომლის სხეული სასტუმროს სიახლოვეს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სული 302-ე ოთახში დღემდე ბინადრობს, თუმცა აუხსნელი მოვლენები მთელი სასტუმროს მასშტაბით ხდება.

5. Diplomat Hotel - ფილიპინები

1911 წლიდან ამ შენობაში სემინარია ფუნქციონირებდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს ის იაპონიის არმიიდან გამოქცეულმა დეზერტირებმა დაიკავეს. შედეგად, შენობა იაპონიის მაშინდელმა ხელისუფლებამ ააფეთქა, რასაც მასობრივი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. 1947 წელს შენობა აღადგინეს, ხოლო 1873 წელს ის სასტუმროთა ქსელმა Diplomat Hotels-მა შეიძინა. სასტუმროს სტუმრებს და პერსონალს თითქმის ყოველ ღამით ესმოდათ უცნაური ხმები. მოგვიანებით სასტუმრო დაიხურა, თუმცა ადამიანები აქ დღემდე მოდიან.

6. Crescent Hotel - აშშ

Crescent Hotel-ი აშშ-ს ტერიტორიაზე ყველაზე მეტი მოჩვენების "ბუდედ" ითვლება სასტუმროებს შორის. აქ 8 მოჩვენება შეამჩნიეს. უამრავი ადამიანი აღიარებს, რომ ეს სასტუმრო, რომელიც მდიდარია პარანორმალური ისტორიებით, ყველაზე საშიში ადგილია. წარსულში ამ სასტუმროში ჰოსპიტალი ფუნქციონირებდა, რომელიც ცნობილი იყო პაციენტების არასტანდარტული მკურნალობით. სასტუმროს სტუმრები ხშირად ხედავენ თეთრხალათიან მოჩვენებებს, რომლებიც რეალურ ადამიანებს ძალიან ჰგვანან.

7. Fairmont Banff Spring Hotel - კანადა

ეს ძველი სასტუმრო ნაციონალურ პარკ Banff-ში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ინტერიერი და არქიტექტურა ულამაზესია, უამრავი ადამიანი გაურბის აქ ღამის გათევას. სასტუმროში ყველაზე საშიში ნომერი 873-ია, რომლის კედლებზე ბავშვის ხელისგულების ნაკვალევი გაჩნდა. მოგვიანებით ეს ნომერი დაილუქა.

8. Hollywood Roosevelt Hotel - აშშ, კალიფორნია

არსებობს რამდენიმე მოწმე, ვინც აცხადებს, რომ ამ სასტუმროში მერლინ მონროს მოჩვენება იხილეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამ ისტორიის არ სჯერა, სასტუმროში გამუდმებით შედის საჩივარი ღამის კლუბში "მერლინ მონროს გამოჩენის" შესახებ. ამ სასტუმროში კიდევ ერთი ვარსკვლავი მოჩვენება ბინადრობს. ეს მსახიობი მონტგომერი კლიფტია. სასტუმროს მე-9 სართულის სტუმრებს პერიოდულად ჩასაბერი ინსტრუმენტის ხმები ესმით. ცნობილია, რომ მსახიობს ჩასაბერი საკრავები ძალიან უყვარდა.

9. Hoshi Ryokan - იაპონია

ეს სასტუმრო ერთ იაპონელ ოჯახს 46 თაობის განმავლობაში ეკუთვნოდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ ბინადრობენ აქ "უძველესი მოჩვენებები", რომლებსაც მე-14 საუკუნეს მიაწერენ. მთელ სასტუმროში უამრავი მაგიური არტეფაქტია განთავსებული.

10. Rose Hall Great House - იამაიკა

ამ შენობას სასტუმროს ფუნქცია აღარ აქვს, თუმცა ყველაზე უშიშარი ადამიანებისთვის აქ დღის და ღამის ტურები და საქორწინო ცერემონიები იმართება. Rose Hall-ი ვინმე ჯონ პალმერმა ააშენა, რომლის შთამომავალი ახალგაზრდა ინგლისელ ქალზე დაქორწინდა. ლეგენდის თანახმად, ქალმა პალმერი და კიდევ ორი მომდევნო ქმარი მოკლა. ქალის აჩრდილი, რომელსაც ადგილობრივები "თეთ ჯადოქარს" უწოდებენ, დღემდე Rose Hall-ში ბინადრობს.

მომზადებულია bigpicture.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს