ჰოლივუდის მსახიობები, ჩანინგ ტატუმი და ოლივია უაილდი იმ ცნობილ ადამიანთა რეიტინგის სათავეში აღმოჩდნენ, რომლებსაც საუკეთესო სხეულები აქვთ. ქალთა და მამაკაცთა შორის Best Beach Bodies-ის ტოპ-ათეული E-Score-მა შეადგინა.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ყველაზე სექსუალური ტორსი მამაკაცებს შორის სტრიპტიზის ყოფილ მოცეკვავესა და პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებულ ჩანინგ ტატუმს აქვს. ტოპ-ათეულში მოხვდნენ ასევე ჯეისონ სტეტჰემი, დევიდ ბექჰემი და რაიან რეინოლდსი.
ქალთა შორის "ექიმ ჰაუსის" ვარსკვლავ ოლივია უაილდის გარდა, ჯესიკა ბილი და ჯესიკა ალბა დაასახელეს.
მომზადებულია WENN-ის მიხედვით.