პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანოს კვარიათული თამაშობანი
ვანოს კვარიათული თამაშობანი

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N9 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ე.წ მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში N5 სა­კან­ში იხ­დის სას­ჯელს. ცი­ხე­ში მის შეყ­ვა­ნას პა­ტიმ­რე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი და ლან­ძღვა-გი­ნე­ბა მოჰ­ყვა. პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლა­ვენ. მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიყ­ვა­ნა ალ­ბათ, ბაჩო ახა­ლა­ი­ა­საც გა­უ­ხარ­დე­ბო­და - ბოლო დროს ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ მათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე...

მე­რა­ბიშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნა. ერთ-ერთი ბრალ­დე­ბით, მას ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვა­რი­ათ­ში, ულა­მა­ზეს ად­გი­ლას, სა­დაც ზღვი­სა და მთის ჰა­ე­რი ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის, ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ...

მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის ამ ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის­თა­ნა­ვე 2009 წლის სექ­ტემ­ბე­რი გა­მახ­სენ­და. მა­შინ კვა­რი­ათ­ში ჩურ­ჩუ­ლებ­დნენ, რო­გორ წა­არ­თვა მე­პატ­რო­ნეს სახ­ლი მე­რა­ბიშ­ვილ­მა. მე­ზობ­ლე­ბი წუხ­დნენ, რომ ხში­რად პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბო­დათ ვა­ნოს დაც­ვის წევ­რებ­თან და იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ, მათ დი­რექ­ტი­ვებს და­მორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ.

2009 წლის სექ­ტემ­ბერ­ში სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის სამდღი­ა­ნი სე­მი­ნა­რი კვა­რი­ათ­ში გა­მარ­თა. მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი ოჯახ­თან და მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად სას­ტუმ­რო "კვა­რი­ათ­ში" და­ბი­ნავ­და, ამ სას­ტუმ­რო­ში დაგ­ვა­ბი­ნა­ვეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. იმ დროს იქ ის­ვე­ნებ­და გელა ბეჟუ­აშ­ვი­ლიც ოჯახ­თან ერ­თად. ყვე­ლა სა­უბ­რობ­და, რომ სას­ტუმ­რო "კვა­რი­ა­თი" ბეჟუ­აშ­ვი­ლე­ბის სა­კუთ­რე­ბა იყო და სტუმ­რე­ბი არა­სო­დეს აკ­ლდა. გელა ბეჟუ­აშ­ვილ­საც ზღვა ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია. ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ხში­რად ვხე­დავ­დით დაც­ვის ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად.

6 სექ­ტემ­ბერს, ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის დროს, შე­ვი­ტყვეთ, რომ ცი­ხი­დან სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­ნი: ალა­ნია, ღა­ჭა­ვა და ბი­ბი­ლუ­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს... დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში სა­ნა­პი­რო­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც გა­ვე­დით. ჩვენს მხედ­ვე­ლო­ბას არ გა­მოჰ­პარ­ვია გვერ­დით მდე­ბა­რე სახ­ლის აი­ვან­ზე გად­მომ­დგა­რი დათა ახა­ლა­ია და ვა­სილ სა­ნო­ძე, რომ­ლე­ბიც ზღვის ულა­მა­ზე­სი ხე­დით ტკბე­ბოდ­ნენ. ვი­ღა­ცამ ისიც თქვა, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის ჩა­მოს­ვლას ელო­დე­ბი­ა­ნო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ ინ­ტე­რე­სი გა­მიმ­ძაფ­რა. ცოტა ხან­ში ჩვენს გა­ო­ცე­ბას სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, როცა სა­ნა­პი­რო­ზე დათა ახა­ლა­ი­ას­თან და ვა­სილ სა­ნო­ძეს­თან ერ­თად, თეთრ პა­რე­ო­ში თაკო სა­ლა­ყა­ია ვი­ხი­ლეთ. დაც­ვამ მას შეზ­ლონ­გი გა­უ­შა­ლა და თა­კოც წა­მოწ­ვა. სა­ნო­ძე ზღვა­ში შე­ვი­და, დათა თა­კოს­თან დარ­ჩა და რა­ღა­ცა­ზე სა­უბ­რობ­დნენ. უცებ სა­ნა­პი­როს­თან შავი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც თა­ვად მი­ნის­ტრი მე­რა­ბიშ­ვი­ლი მარ­თავ­და. მან­ქა­ნა ეზო­ში და­ა­ყე­ნა და კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდა...

ჩემი კო­ლე­გე­ბის ერთი ნა­წი­ლი ჯო­კე­რის თა­მა­შით იყო გარ­თუ­ლი, მაგ­რამ ვა­ნოს გა­მო­ჩე­ნამ ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. სას­წრა­ფოდ ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მო­ვი­მარ­ჯვე, ამის გა­კე­თე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნამ­დეც მინ­დო­და, მაგ­რამ დაც­ვა ისე მიბ­რი­ა­ლებ­და თვა­ლებს, ცოტა არ იყოს, შევ­შინ­დი. ახლა ძველ დაც­ვას მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაც­ვაც და­ე­მა­ტა და წე­სით, გა­და­ღე­ბა ვერ უნდა გა­მე­ბე­და, მაგ­რამ აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და - ჩემი კო­ლე­გე­ბის­გან ცო­ცხა­ლი კე­დე­ლი აღვმარ­თე და "ფო­ტო­სე­სი­ით" დავ­კავ­დი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც კეკ­ლუ­ცად პო­ზი­რებ­დნენ და სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­დნენ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის დრო და დრო "ჩა­მე­ჩხა­კუ­ნე­ბი­ნა". ვა­ნოს დიდ­ხანს არ შე­უქ­ცე­ვია სა­უბ­რით თავი, ადგა და ზღვა­ში შე­ცუ­რა. ცოტა ხან­ში მე­უღ­ლეს­თან დაბ­რუნ­და და ისი­ნი გან­მარ­ტოვ­დნენ... ამა­სო­ბა­ში დაც­ვის წევ­რებ­მა მი­ნის­ტრის­თვის შავი სკუ­ტე­რი გა­მო­იყ­ვა­ნეს, ვა­ნომ გეზი თურ­ქე­თის მხა­რეს აიღო. სულ მალე თვალ­თა­ხედ­ვის არეს მი­ე­ფა­რა და მზის ჩას­ვლი­სას დაბ­რუნ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, შავ ზღვა­ში ძა­ლი­ან შორს გა­სუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე მისი დაც­ვის წევ­რე­ბი ზრუ­ნავ­დნენ - მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ნა­პი­რო­ზე დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მისი სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს პა­რა­შუ­ტით მა­მა­კა­ცი ჩა­მოფ­რინ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს დაც­ვის წევ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო...

მა­შინ მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ამ სახ­ლში მე­რა­ბიშ­ვილ­მა რე­მონ­ტიც გა­ა­კე­თა, ავე­ჯიც გა­მოც­ვა­ლა. მე­ტიც, მე­ზო­ბელ­თან სა­ზი­ა­რო სახ­ლთან მი­სას­ვლე­ლი გზა რომ არ ჰქო­ნო­და, ცალ­კე გზა გა­იყ­ვა­ნა, და აგა­რა­კი­დან ზღვამ­დე არ­ხიც კი გაჭ­რაო. მის სახ­ლს მუდ­მი­ვად იცავ­და დაც­ვა. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, ყო­ფილ ჩი­ნო­სან­თა სკუ­ტე­რე­ბით შე­ჯიბ­რე­ბის თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ხში­რად ვარ­თო. მოკ­ლედ, წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ნის­ტრსა და მის გა­რე­მოც­ვას იმ სახ­ლში ხში­რად ხე­დავ­დნენ. თურ­მე სოსო თო­ფუ­რი­ძე­საც ჰქო­ნია პა­ტი­ვი, იქ და­ეს­ვე­ნა...

ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, შს მი­ნის­ტრმა 2009 წლის მა­ის­ში, ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე, სახ­ლის მე­სა­კუთ­რე და­ა­კა­ვა და თით­ქმის 4 წელი უსას­ყიდ­ლოდ სარ­გებ­ლობ­და ამ ქო­ნე­ბით. ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და სხვი­სი აგა­რა­კი შს სა­მი­ნის­ტროს ასიგ­ნე­ბე­ბით გა­ა­რე­მონ­ტა.

და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯე­ბი. მი­სი­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბით, იფა­რე­ბო­და აგა­რაკ­ზე მო­მუ­შა­ვე დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის სა­ხელ­ფა­სო ანა­ზღა­უ­რე­ბა. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს 158 ათა­სი ლა­რის ზი­ა­ნი მი­ად­გა. სახ­ლის მე­პატ­რო­ნე "მად­ნე­უ­ლი­სა" და "კვარ­ცი­ტის" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძე იყო. მან სახ­ლი 1999 წელს აა­შე­ნა და სი­დედ­რის - ფატი ფე­რა­ძის სა­ხელ­ზე გა­ა­ფორ­მა. ზუ­რაბ ლობ­ჟა­ნი­ძე ოჯახ­თან ერ­თად წლე­ბია შვე­ი­ცა­რი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. ჩვენ მას იქ და­ვუ­კავ­შირ­დით.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ:

სახ­ლი, რო­მე­ლიც მე­რა­ბიშ­ვილ­მა სპეც­რაზ­მის ძა­ლით და­ი­კა­ვა - აგა­რა­კი გა­და­უხ­დე­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ვანოს კვარიათული თამაშობანი

ვანოს კვარიათული თამაშობანი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში N5 საკანში იხდის სასჯელს. ციხეში მის შეყვანას პატიმრების შეძახილები და ლანძღვა-გინება მოჰყვა. პატიმრობაში მყოფი ყოფილი ძალოვანები კმაყოფილებას ვერ მალავენ. მერაბიშვილის მიყვანა ალბათ, ბაჩო ახალაიასაც გაუხარდებოდა - ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მათ დაპირისპირებაზე...

მერაბიშვილს პროკურატურამ მძიმე ბრალდებები წაუყენა. ერთ-ერთი ბრალდებით, მას ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში, ულამაზეს ადგილას, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის, ფეშენებელური სახლის მითვისებაში ადანაშაულებენ...

მერაბიშვილისთვის ამ ბრალდების წაყენებისთანავე 2009 წლის სექტემბერი გამახსენდა. მაშინ კვარიათში ჩურჩულებდნენ, როგორ წაართვა მეპატრონეს სახლი მერაბიშვილმა. მეზობლები წუხდნენ, რომ ხშირად პრობლემები ექმნებოდათ ვანოს დაცვის წევრებთან და იძულებული იყვნენ, მათ დირექტივებს დამორჩილებოდნენ.

2009 წლის სექტემბერში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჟურნალისტებისთვის სამდღიანი სემინარი კვარიათში გამართა. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოჯახთან და მოადგილეებთან ერთად სასტუმრო "კვარიათში" დაბინავდა, ამ სასტუმროში დაგვაბინავეს ჟურნალისტებიც. იმ დროს იქ ისვენებდა გელა ბეჟუაშვილიც ოჯახთან ერთად. ყველა საუბრობდა, რომ სასტუმრო "კვარიათი" ბეჟუაშვილების საკუთრება იყო და სტუმრები არასოდეს აკლდა. გელა ბეჟუაშვილსაც ზღვა ძალიან ჰყვარებია. ზღვის სანაპიროზე ხშირად ვხედავდით დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად.

6 სექტემბერს, ჩვენი იქ ყოფნის დროს, შევიტყვეთ, რომ ციხიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულნი: ალანია, ღაჭავა და ბიბილური გაათავისუფლეს... დღის მეორე ნახევარში სანაპიროზე ჟურნალისტებიც გავედით. ჩვენს მხედველობას არ გამოჰპარვია გვერდით მდებარე სახლის აივანზე გადმომდგარი დათა ახალაია და ვასილ სანოძე, რომლებიც ზღვის ულამაზესი ხედით ტკბებოდნენ. ვიღაცამ ისიც თქვა, გირგვლიანის მკვლელების ჩამოსვლას ელოდებიანო. ამ ინფორმაციამ ინტერესი გამიმძაფრა. ცოტა ხანში ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სანაპიროზე დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან ერთად, თეთრ პარეოში თაკო სალაყაია ვიხილეთ. დაცვამ მას შეზლონგი გაუშალა და თაკოც წამოწვა. სანოძე ზღვაში შევიდა, დათა თაკოსთან დარჩა და რაღაცაზე საუბრობდნენ. უცებ სანაპიროსთან შავი ავტომობილი გამოჩნდა, რომელსაც თავად მინისტრი მერაბიშვილი მართავდა. მანქანა ეზოში დააყენა და კამპანიას შეუერთდა...

ჩემი კოლეგების ერთი ნაწილი ჯოკერის თამაშით იყო გართული, მაგრამ ვანოს გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიქცია. სასწრაფოდ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, ამის გაკეთება მერაბიშვილის გამოჩენამდეც მინდოდა, მაგრამ დაცვა ისე მიბრიალებდა თვალებს, ცოტა არ იყოს, შევშინდი. ახლა ძველ დაცვას მერაბიშვილის დაცვაც დაემატა და წესით, გადაღება ვერ უნდა გამებედა, მაგრამ აღარაფერი მაინტერესებდა - ჩემი კოლეგებისგან ცოცხალი კედელი აღვმართე და "ფოტოსესიით" დავკავდი. ჟურნალისტებიც კეკლუცად პოზირებდნენ და საშუალებას მაძლევდნენ, მერაბიშვილისთვის დრო და დრო "ჩამეჩხაკუნებინა". ვანოს დიდხანს არ შეუქცევია საუბრით თავი, ადგა და ზღვაში შეცურა. ცოტა ხანში მეუღლესთან დაბრუნდა და ისინი განმარტოვდნენ... ამასობაში დაცვის წევრებმა მინისტრისთვის შავი სკუტერი გამოიყვანეს, ვანომ გეზი თურქეთის მხარეს აიღო. სულ მალე თვალთახედვის არეს მიეფარა და მზის ჩასვლისას დაბრუნდა. სავარაუდოდ, შავ ზღვაში ძალიან შორს გასული შინაგან საქმეთა მინისტრის უსაფრთხოებაზე მისი დაცვის წევრები ზრუნავდნენ - მერაბიშვილის სანაპიროზე დაბრუნებისთანავე მისი სახლის სიახლოვეს პარაშუტით მამაკაცი ჩამოფრინდა, სავარაუდოდ, ეს დაცვის წევრი უნდა ყოფილიყო...

მაშინ მეზობლები ამბობდნენ, რომ ამ სახლში მერაბიშვილმა რემონტიც გააკეთა, ავეჯიც გამოცვალა. მეტიც, მეზობელთან საზიარო სახლთან მისასვლელი გზა რომ არ ჰქონოდა, ცალკე გზა გაიყვანა, და აგარაკიდან ზღვამდე არხიც კი გაჭრაო. მის სახლს მუდმივად იცავდა დაცვა. მეზობლები ამბობდნენ, ყოფილ ჩინოსანთა სკუტერებით შეჯიბრების თვითმხილველებიც ხშირად ვართო. მოკლედ, წლების მანძილზე მინისტრსა და მის გარემოცვას იმ სახლში ხშირად ხედავდნენ. თურმე სოსო თოფურიძესაც ჰქონია პატივი, იქ დაესვენა...

ბრალდების მტკიცებით, შს მინისტრმა 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, სახლის მესაკუთრე დააკავა და თითქმის 4 წელი უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკი შს სამინისტროს ასიგნებებით გაარემონტა.

დანაშაულის დაფარვის მიზნით, მერაბიშვილმა გამოიყენა საიდუმლო ხარჯები. მისივე განკარგულებით, იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურება. შედეგად, საქართველოს 158 ათასი ლარის ზიანი მიადგა. სახლის მეპატრონე "მადნეულისა" და "კვარციტის" ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ ლობჟანიძე იყო. მან სახლი 1999 წელს ააშენა და სიდედრის - ფატი ფერაძის სახელზე გააფორმა. ზურაბ ლობჟანიძე ოჯახთან ერთად წლებია შვეიცარიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ჩვენ მას იქ დავუკავშირდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

სახლი, რომელიც მერაბიშვილმა სპეცრაზმის ძალით დაიკავა - აგარაკი გადაუხდელი გადასახადებით

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა