მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოჯრის სახლის მოჩვენებები
კოჯრის სახლის მოჩვენებები

კო­ჯორ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ სახ­ლში მომ­ხდარ უც­ნა­უ­რო­ბებ­ზე იქა­უ­რე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი აცხა­დებს, რომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით უნა­ხავს ამ სახ­ლში მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი. სახ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან დი­დია, აქ ხში­რად მი­დი­ან ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. სახ­ლს უც­ნა­უ­რი ფორ­მა აქვს, კედ­ლე­ბი ჩა­მონ­გრე­უ­ლია, არ აქვს კარი, ფან­ჯრე­ბი, კედ­ლებ­ზე კი სხვა­დას­ხვა ჩა­ნა­წე­რე­ბია და­ტო­ვე­ბუ­ლი: "დრო­ზე გადი აქე­დან, თო­რემ სიკ­ვდი­ლი სა­ნატ­რე­ლი გა­გიხ­დე­ბა!" "აქ ცხოვ­რობს მოჩ­ვე­ნე­ბა!" "სიკ­ვდილს მალე ჩა­ხე­დავ თვა­ლებ­ში" და ა.შ. კო­ჯრის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გი­ლას ბავ­შვე­ბის გაშ­ვე­ბა­საც ერი­დე­ბა...

ოთო ბე­ქა­უ­რი (ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი):

- 24 წლის ვარ და ეს სახ­ლი სულ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, მა­მა­ჩემ­საც არ ახ­სოვს, აქ ვინ­მეს ეცხოვ­როს. არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ ამ სახ­ლში და­ახ­ლო­ე­ბით ათმა ოჯახ­მა სცა­და ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ერ­თი­ა­ნად ამო­წყდა, მათი მომხსე­ნი­ე­ბე­ლიც კი არ დარ­ჩა. ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ხე­და­ვენ ამ სახ­ლში მოჩ­ვე­ნე­ბებს, მეც არა­ერ­თხელ მსმე­ნია ხმე­ბი - ხან კა­კუ­ნის, ხან ნა­ბი­ჯე­ბის. სახ­ლსაც უც­ნა­უ­რი ფორ­მა აქვს, ღა­მით რომ ამოხ­ვი­დეთ, მა­შინ ნა­ხავთ ამ სახ­ლის "ხიბლს". ერთხელ ღა­მით შე­ვე­დი და, თით­ქოს ვი­ღაც მე­უბ­ნე­ბო­და, დრო­ზე წადი აქე­და­ნო.

- მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი თვი­თონ არ გი­ნა­ხავს?

- მი­ნა­ხავს, მაგ­რამ ამ სახ­ლში არა. ჩემს მე­გობ­რებს უნა­ხავთ აქ მოჩ­ვე­ნე­ბა. ერ­თმა ჭერ­ში და­კი­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა ნახა, ამ­ბო­ბენ, რომ თეთრ სა­მოს­ში ჩაც­მულ ქალ­საც ხში­რად ხე­და­ვენ, რო­მელ­საც შეშ­ლი­ლი სახე აქვს. კო­ჯორ­ში ყვე­ლამ იცის ამ სახ­ლში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ზოგს თა­ვი­სი თვა­ლით უნა­ხავს მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი. მო­ხუ­ცე­ბი ამ­ბო­ბენ, ვინც აქ იცხოვ­რა, ვე­რა­ვინ გა­ი­ხა­რაო. ყვე­ლა ერი­დე­ბა ბავ­შვე­ბის აქ გა­მოშ­ვე­ბას. ამ სახ­ლის სა­ნა­ხა­ვად ხში­რად ჩა­მო­დი­ან სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან, ზოგი ვე­რა­ფერს ხე­დავს, ზო­გი­ერ­თი კი შე­ში­ნე­ბუ­ლი გარ­ბის. ერთ-ერთ მი­ლი­არ­დერს უნ­დო­და ამ სახ­ლის შე­ძე­ნა, მაგ­რამ გა­და­ი­ფიქ­რა. შე­იძ­ლე­ბა სახ­ლის დე­მონ­ტა­ჟის მო­თხოვ­ნა, მაგ­რამ არა­ვის უნდა ამ ცოდ­ვა­ში ფე­ხის ჩად­გმა, ეში­ნი­ათ.

პავ­ლე ცხოვ­რე­ბაშ­ვი­ლი:

- 1921 წელს, როცა ქო­რ­ოღ­ლის ქე­დი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­თერ­თმე­ტე არ­მია შე­მო­ვი­და, შე­ჯა­ხე­ბი­სას უამ­რა­ვი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, ისი­ნი სწო­რედ ამ მი­და­მო­ებ­ში დაკ­რძა­ლეს. აქ და­ი­ღუ­პა 19 წლის მარო მა­ყაშ­ვი­ლიც. წი­ნაპ­რე­ბის­გან ვიცი, რომ ადრე აქ ეკ­ლე­სი­აც იყო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ ტე­რი­ტო­რი­ას მყიდ­ვე­ლი გა­მო­უჩ­ნდა და და­ი­წყეს მი­წის გა­და­თხრა, სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­მარ­ხე­ბი და ძვლე­ბი. რაც მე აქ ვსახ­ლობ, ამ სახ­ლში არა­ვის უცხოვ­რია, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძი­რი­თა­დად, სულ მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლე­ბია. ერთი ოჯა­ხის პატ­რონ­მა სახ­ლი რომ აა­შე­ნა, ორ დღე­ში მოკ­ვდა. იყო ერთი კაცი, ჩო­ჩი­ას ვე­ძახ­დით, მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა. არ ვიცი, უბ­რა­ლო დამ­თხვე­ვაა თუ საფ­ლავ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ბრა­ლია, ფაქ­ტია, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვინც და­ა­პი­რა ცხოვ­რე­ბა, ყვე­ლა მალე გარ­და­იც­ვა­ლა. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, 1921 წელს და­ხო­ცილ იუნკრებ­თან ერ­თად ცო­ცხლად და­მარ­ხეს დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბიც. ამ ამ­ბავს პო­ეტ­მა ტე­რენ­ტი გრა­ნელ­მა ლექ­სიც კი მი­უ­ძღვნა:

ახლა ეს ფიქ­რი სხვა სა­მა­რეა,

მო­ვი­და ქარი, ხე შე­არ­ხია,

და სა­ქარ­თვე­ლოს ეს ის მხა­რეა,

სა­დაც ცო­ცხა­ლი ხალ­ხი მარ­ხია.

მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სწო­რედ გარ­დაც­ვლილ­თა სუ­ლე­ბის ხმა ის­მის ხში­რად ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

კოჯრის სახლის მოჩვენებები

კოჯრის სახლის მოჩვენებები

კოჯორში მდებარე ერთ-ერთ სახლში მომხდარ უცნაურობებზე იქაურები ბევრს საუბრობენ. ზოგიერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უნახავს ამ სახლში მოჩვენებები. სახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, აქ ხშირად მიდიან ცნობისმოყვარე ადამიანები მთელი საქართველოდან. სახლს უცნაური ფორმა აქვს, კედლები ჩამონგრეულია, არ აქვს კარი, ფანჯრები, კედლებზე კი სხვადასხვა ჩანაწერებია დატოვებული: "დროზე გადი აქედან, თორემ სიკვდილი სანატრელი გაგიხდება!" "აქ ცხოვრობს მოჩვენება!" "სიკვდილს მალე ჩახედავ თვალებში" და ა.შ. კოჯრის მოსახლეობა ამ ადგილას ბავშვების გაშვებასაც ერიდება...

ოთო ბექაური (ადგილობრივი მკვიდრი):

- 24 წლის ვარ და ეს სახლი სულ ასეთ მდგომარეობაშია, მამაჩემსაც არ ახსოვს, აქ ვინმეს ეცხოვროს. არსებობს ლეგენდა, რომ ამ სახლში დაახლოებით ათმა ოჯახმა სცადა ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ერთიანად ამოწყდა, მათი მომხსენიებელიც კი არ დარჩა. ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ ამ სახლში მოჩვენებებს, მეც არაერთხელ მსმენია ხმები - ხან კაკუნის, ხან ნაბიჯების. სახლსაც უცნაური ფორმა აქვს, ღამით რომ ამოხვიდეთ, მაშინ ნახავთ ამ სახლის "ხიბლს". ერთხელ ღამით შევედი და, თითქოს ვიღაც მეუბნებოდა, დროზე წადი აქედანო.

- მოჩვენებები თვითონ არ გინახავს?

- მინახავს, მაგრამ ამ სახლში არა. ჩემს მეგობრებს უნახავთ აქ მოჩვენება. ერთმა ჭერში დაკიდებული გოგონა ნახა, ამბობენ, რომ თეთრ სამოსში ჩაცმულ ქალსაც ხშირად ხედავენ, რომელსაც შეშლილი სახე აქვს. კოჯორში ყველამ იცის ამ სახლში განვითარებული მოვლენების შესახებ, ზოგს თავისი თვალით უნახავს მოჩვენებები. მოხუცები ამბობენ, ვინც აქ იცხოვრა, ვერავინ გაიხარაო. ყველა ერიდება ბავშვების აქ გამოშვებას. ამ სახლის სანახავად ხშირად ჩამოდიან სხვადასხვა ქალაქიდან, ზოგი ვერაფერს ხედავს, ზოგიერთი კი შეშინებული გარბის. ერთ-ერთ მილიარდერს უნდოდა ამ სახლის შეძენა, მაგრამ გადაიფიქრა. შეიძლება სახლის დემონტაჟის მოთხოვნა, მაგრამ არავის უნდა ამ ცოდვაში ფეხის ჩადგმა, ეშინიათ.

პავლე ცხოვრებაშვილი:

- 1921 წელს, როცა ქოროღლის ქედიდან საქართველოში მეთერთმეტე არმია შემოვიდა, შეჯახებისას უამრავი მებრძოლი დაიღუპა, ისინი სწორედ ამ მიდამოებში დაკრძალეს. აქ დაიღუპა 19 წლის მარო მაყაშვილიც. წინაპრებისგან ვიცი, რომ ადრე აქ ეკლესიაც იყო. რამდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიას მყიდველი გამოუჩნდა და დაიწყეს მიწის გადათხრა, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს სამარხები და ძვლები. რაც მე აქ ვსახლობ, ამ სახლში არავის უცხოვრია, ამ ტერიტორიაზე, ძირითადად, სულ მიტოვებული სახლებია. ერთი ოჯახის პატრონმა სახლი რომ ააშენა, ორ დღეში მოკვდა. იყო ერთი კაცი, ჩოჩიას ვეძახდით, მძღოლად მუშაობდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ საფლავზე აშენებული სახლების ბრალია, ფაქტია, რომ ამ ტერიტორიაზე ვინც დააპირა ცხოვრება, ყველა მალე გარდაიცვალა. გადმოცემის მიხედვით, 1921 წელს დახოცილ იუნკრებთან ერთად ცოცხლად დამარხეს დაჭრილი ახალგაზრდებიც. ამ ამბავს პოეტმა ტერენტი გრანელმა ლექსიც კი მიუძღვნა:

ახლა ეს ფიქრი სხვა სამარეა,

მოვიდა ქარი, ხე შეარხია,

და საქართველოს ეს ის მხარეა,

სადაც ცოცხალი ხალხი მარხია.

მოსახლეობის თქმით, სწორედ გარდაცვლილთა სულების ხმა ისმის ხშირად ამ ტერიტორიაზე.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

საპატრიარქო ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მცხეთაში, სასულიერო პირები მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების "გადასახადის" გადახდას აიძულებდნენ

ხანძარი მთაწმინდაზე - მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია, რადგან ცეცხლის გავრცელების საფრთხე არსებობდა