კახეთის გუბერნატორმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ჭიაბერაშვილი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით გუშინ შეფარდებული გირაოს თანხა - 20 ათასი ლარი გადაიხადა.
ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ იმსჯელა. რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მერაბიშვილს პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა.