სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძე: "ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს"
გიორგი ვაშაძე: "ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს"

"ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა. თუ არ გვინ­დო­და, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის შეკ­რე­ბის­თვის ხალ­ხს ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცია, მათი მსვლე­ლო­ბის­თვის ხელი არა­ვის უნდა შე­ე­შა­ლა, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მათ თავს და­ესხნენ, ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, მე-17 ნი­უ­სად გა­სუ­ლი­ყო, მთე­ლი დღე ტე­ლე­ვი­ზი­ით ტრი­ა­ლებ­და","- გან­გვი­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ:

- რო­დე­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა, რთუ­ლია ვი­თა­რე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, მაგ­რამ პო­ლი­ცია იმის­თვის არის, რომ წეს­რი­გი და­იც­ვას და თავ­პი­რის მტვრე­ვა არ ატყდეს. არ შე­იძ­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბი ქუ­ჩა­ში ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ამის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი და­უს­ჯე­ლო­ბის სინ­დრო­მიც არის. ეს სინ­დრო­მი 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დეც არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ახლა ყო­ველ­დღი­უ­რად ძლი­ერ­დე­ბა. გა­მაკ­ვირ­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრთა მო­საზ­რე­ბამ, - რა ვქნათ, თუ მე­ო­რე ჯგუფ­საც უნ­დო­და შეკ­რე­ბაო. შე­იკ­რი­ბონ, რა პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ძა­ლა­დო­ბა და თავ­დას­ხმაა მი­უ­ღე­ბე­ლი.

იმან, რაც ლგბტ-ის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვას მოჰ­ყვა, ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მი "და ვინ­ჩის კოდი" გა­მახ­სე­ნა. ყვე­ლა კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი ამ­ბობ­და, ეს ფილ­მი იმ­დე­ნად უაზ­როა, ძა­ლი­ან ცოტა მა­ყუ­რე­ბე­ლი თუ ნა­ხავ­სო, მაგ­რამ იმის გამო, რომ ეს ფილ­მი ქრის­ტი­ა­ნულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა, მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა. ძა­ლა­დო­ბა თუ ჩვე­ნი გო­ნე­ბი­დან არ ამო­ვი­ღეთ, რა ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ?

- 19 მა­ისს სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში შეკ­რე­ბა გა­ი­მარ­თა ერთი მო­თხოვ­ნით - რე­ჟი­მი უნდა გა­სა­მარ­თლდეს.

იგუ­ლის­ხმე­ბა ის პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც თქვენ წარ­მო­ად­გენთ.

- დღემ­დე ისე­თი ცხოვ­რე­ბის წე­სით მი­ცხოვ­რია, არ ვფიქ­რობ, რომ რა­ი­მე ზი­ა­ნი მო­ვუ­ტა­ნე ჩემს ქვე­ყა­ნას. დღე­და­ღამ ვმუ­შა­ობ­დი, რომ რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა მის­თვის სა­სარ­გებ­ლო. ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის მგო­ნია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და ბევ­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­სა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა­ზე. 7 თვე გა­ვი­და და არც ერთი საქ­მე არ გა­მო­უ­ძი­ე­ბი­ათ. ვერ და­ვი­ნა­ხეთ ვერც ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი თუ ნაკ­ლე­ბად გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რა­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იტყვის, რა­საც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ვამ­ბობ­დით, შე­ვას­რუ­ლეთ და გა­მო­ვი­ძი­ე­თო. ამის ასახ­სნე­ლად ერ­თა­დერ­თი მო­საზ­რე­ბა მაქვს, - რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ამ­ბობ­და, ალ­ბათ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და ახლა ამის აღი­ა­რე­ბა უჭირს. თუ არ ვცდე­ბი, 12 ათა­სი პა­ტი­მა­რია გა­მო­სუ­ლი ცი­ხი­დან. მათ შო­რის არი­ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი და გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ მათ გა­მო­ყე­ნე­ბას, წა­ქე­ზე­ბას, რათა ქუ­ჩა­ში გარ­ჩე­ვე­ბი უფრო გამ­წვავ­დეს. 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე კენ­ჭს ისან­ში ვიყ­რი­დი და წი­ნა­დღეს გურ­ჯა­ან­ში პა­ტა­რა ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, ისან­ში დი­ლის 8 სა­ათ­ზე ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან იდ­გნენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და ამ­ბობ­დნენ, ბავ­შვის მკვლე­ლებს არ და­უ­ჭი­როთ მხა­რიო. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა უნდა, ეს ფაქ­ტიც უნდა გა­მო­ი­ძი­ოს და სხვაც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ის არის, რომ არა­ფერს იძი­ებს, რად­გან სა­დღაც თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სი აქვს. ავი­ღოთ თუნ­დაც სკან­და­ლუ­რი ფი­რის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა. რა­ტომ ინა­ხავ­და ამ ფირს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- მაგ­რამ ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ღე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც წლო­ბით ინა­ხავ­და ასეთ ფი­რებს.

- ავად­მყო­ფი შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყოს, მაგ­რამ უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს ყვე­ლა, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავ­და ამ ფირს.

- რა­ტომ?

- რო­გორც ჩანს, ფირი ერთი ავად­მყო­ფის­გან მე­ო­რე ავად­მყოფ­მა გა­და­ი­ბა­რა, რომ ვი­ღაც და­ე­შან­ტა­ჟე­ბი­ნა. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ფირი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იყო და და­ლუ­ქუ­ლი ინა­ხე­ბო­და. ის გელა ხვე­დე­ლი­ძის ხელ­ში ვერ იქ­ნე­ბო­და, გა­მომ­ძი­ე­ბელს უნდა ჰქო­ნო­და. ასე­თი ტი­პის საქ­მე­ებს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს და არა შს სა­მი­ნის­ტრო. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს გელა ხვე­დე­ლი­ძეს სე­იფ­ში ჰქონ­და ფირი შე­ნა­ხუ­ლი, რაც კა­ნო­ნით და­უშ­ვე­ბე­ლია. მას­ზე ხელი პრო­კუ­რა­ტუ­რას და უპირ­ვე­ლე­სად, ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს მი­უწ­ვდე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, გელა ხვე­დე­ლი­ძე პა­სუ­ხის­გე­ბა­ში პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის მის­ცეს, არა­და, მან ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და სხვა მუხ­ლით უნდა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გელა ხვე­დე­ლი­ძე იმი­ტომ და­ა­კა­ვეს, რომ სხვა გზა არ ჰქონ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - გელა ხვე­დე­ლი­ძის სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი მე­ო­რე მხა­რეს ჰქონ­და.

უნ­დათ ნაც­ვლიშ­ვი­ლი გმი­რად გა­მო­იყ­ვა­ნონ. თით­ქოს მან გახ­სნა ეს საქ­მე. არა­და, არის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც თვი­თონ ხვე­დე­ლი­ძე ლა­პა­რა­კობს ნაც­ვლიშ­ვი­ლი­სა და ხუ­ხაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებ­ზე. ეს საქ­მე კვერ­ცხის ბიზ­ნე­სი­დან მო­დის, ეს ამ ტრი­ოს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ უცებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე აცხა­დე­ბენ, ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ხუ­ხაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ა­ნო. ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ ისი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი არი­ან?

რა­ტომ არ აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წერ­ტი­ლის დას­მას სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე? იქ­ნებ მათ ინ­ტე­რეს­შია, რომ სხვა­დას­ხვა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას წერ­ტი­ლი არ და­ეს­ვას და მეტი მღელ­ვა­რე­ბა იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი ვაშაძე: "ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს"

გიორგი ვაშაძე: "ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს"

"ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა. თუ არ გვინდოდა, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის შეკრებისთვის ხალხს ყურადღება მიექცია, მათი მსვლელობისთვის ხელი არავის უნდა შეეშალა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ თავს დაესხნენ, ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, მე-17 ნიუსად გასულიყო, მთელი დღე ტელევიზიით ტრიალებდა",”- განგვიცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ:

- როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება, რთულია ვითარების გაკონტროლება, მაგრამ პოლიცია იმისთვის არის, რომ წესრიგი დაიცვას და თავპირის მტვრევა არ ატყდეს. არ შეიძლება პროცესები ქუჩაში ანგარიშსწორებაში გადაიზარდოს. ამის წამახალისებელი დაუსჯელობის სინდრომიც არის. ეს სინდრომი 1-ელ ოქტომბრამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ყოველდღიურად ძლიერდება. გამაკვირვა უმრავლესობის წევრთა მოსაზრებამ, - რა ვქნათ, თუ მეორე ჯგუფსაც უნდოდა შეკრებაო. შეიკრიბონ, რა პრობლემაა, მაგრამ ძალადობა და თავდასხმაა მიუღებელი.

იმან, რაც ლგბტ-ის აქციის დარბევას მოჰყვა, ჰოლივუდის ფილმი "და ვინჩის კოდი" გამახსენა. ყველა კინოკრიტიკოსი ამბობდა, ეს ფილმი იმდენად უაზროა, ძალიან ცოტა მაყურებელი თუ ნახავსო, მაგრამ იმის გამო, რომ ეს ფილმი ქრისტიანულმა საზოგადოებამ გააპროტესტა, მთელმა მსოფლიომ ნახა. ძალადობა თუ ჩვენი გონებიდან არ ამოვიღეთ, რა ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ?

- 19 მაისს სპორტის სასახლეში შეკრება გაიმართა ერთი მოთხოვნით - რეჟიმი უნდა გასამართლდეს.

იგულისხმება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ.

- დღემდე ისეთი ცხოვრების წესით მიცხოვრია, არ ვფიქრობ, რომ რაიმე ზიანი მოვუტანე ჩემს ქვეყანას. დღედაღამ ვმუშაობდი, რომ რამე გამეკეთებინა მისთვის სასარგებლო. ხალხის უკმაყოფილების მიზეზი ის მგონია, რომ წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნება" ხშირად ლაპარაკობდა ბევრი საქმის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯაზე. 7 თვე გავიდა და არც ერთი საქმე არ გამოუძიებიათ. ვერ დავინახეთ ვერც ერთი გახმაურებული თუ ნაკლებად გახმაურებული საქმე, რაზეც ხელისუფლება იტყვის, რასაც წინასაარჩევნოდ ვამბობდით, შევასრულეთ და გამოვიძიეთო. ამის ასახსნელად ერთადერთი მოსაზრება მაქვს, - რასაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ამბობდა, ალბათ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ახლა ამის აღიარება უჭირს. თუ არ ვცდები, 12 ათასი პატიმარია გამოსული ციხიდან. მათ შორის არიან პოლიტპატიმრები და გარკვეული ძალები ცდილობენ მათ გამოყენებას, წაქეზებას, რათა ქუჩაში გარჩევები უფრო გამწვავდეს. 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე კენჭს ისანში ვიყრიდი და წინადღეს გურჯაანში პატარა ბავშვის მკვლელობის თუ გარდაცვალების გამო, ისანში დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ამბობდნენ, ბავშვის მკვლელებს არ დაუჭიროთ მხარიო. თუ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენა უნდა, ეს ფაქტიც უნდა გამოიძიოს და სხვაც, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ არაფერს იძიებს, რადგან სადღაც თავისი ინტერესი აქვს. ავიღოთ თუნდაც სკანდალური ფირის გამოქვეყნების შემდეგ შს მინისტრის მოადგილის დაკავება. რატომ ინახავდა ამ ფირს ხელისუფლება 7 თვის განმავლობაში?

- მაგრამ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების გადაღებულია, რომელიც წლობით ინახავდა ასეთ ფირებს.

- ავადმყოფი შეიძლება ყველა ხელისუფლებაში იყოს, მაგრამ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ სიბინძურეში. ახალი ხელისუფლება 7 თვის განმავლობაში ინახავდა ამ ფირს.

- რატომ?

- როგორც ჩანს, ფირი ერთი ავადმყოფისგან მეორე ავადმყოფმა გადაიბარა, რომ ვიღაც დაეშანტაჟებინა. ამბობენ, რომ ეს ფირი მტკიცებულება იყო და დალუქული ინახებოდა. ის გელა ხვედელიძის ხელში ვერ იქნებოდა, გამომძიებელს უნდა ჰქონოდა. ასეთი ტიპის საქმეებს პროკურატურა იძიებს და არა შს სამინისტრო. ამბობენ, თითქოს გელა ხვედელიძეს სეიფში ჰქონდა ფირი შენახული, რაც კანონით დაუშვებელია. მასზე ხელი პროკურატურას და უპირველესად, ლაშა ნაცვლიშვილს მიუწვდებოდა. საბოლოოდ, გელა ხვედელიძე პასუხისგებაში პირადი ინფორმაციის გავრცელებისთვის მისცეს, არადა, მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვა მუხლით უნდა გასამართლებულიყო. სინამდვილეში, გელა ხვედელიძე იმიტომ დააკავეს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა ხელისუფლებას - გელა ხვედელიძის საუბრის აუდიოჩანაწერები მეორე მხარეს ჰქონდა.

უნდათ ნაცვლიშვილი გმირად გამოიყვანონ. თითქოს მან გახსნა ეს საქმე. არადა, არის აუდიოჩანაწერები, სადაც თვითონ ხვედელიძე ლაპარაკობს ნაცვლიშვილისა და ხუხაშვილის ინტერესებზე. ეს საქმე კვერცხის ბიზნესიდან მოდის, ეს ამ ტრიოს ორგანიზებული იყო, მაგრამ უცებ პრემიერ-მინისტრი და საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი გამოძიების დასრულებამდე აცხადებენ, ნაცვლიშვილი და ხუხაშვილი უდანაშაულოები არიანო. ვინ გადაწყვიტა, რომ ისინი უდანაშაულოები არიან?

რატომ არ აპირებს ხელისუფლება წერტილის დასმას სხვადასხვა საქმეზე? იქნებ მათ ინტერესშია, რომ სხვადასხვა საქმის გამოძიებას წერტილი არ დაესვას და მეტი მღელვარება იყოს საზოგადოებაში?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა