ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა ახალგაზრდა მეუღლე კრისტალ ჰარისს ჰოლივუდის გორაზე 5 მლნ დოლარის ღირებულების სახლი აჩუქა.
87 წლის ფლეიბოი და მისი 27 წლის მეუღლე ამჟამად სასახლე Playboy Mansion-ში ცხოვრობენ და იქიდან გადასვლაზე არც კი ფიქრობენ. მაგრამ საქმე ის არის, რომ Playboy Mansion არა ჰეფნერს არამედ Playboy Enterprises-ს ეკუთვნის, ასე რომ, მისი გარდაცვალების შემთხვევაში, კრისტალი შესაძლოა, სახლიდან გამოასახლონ.
ახლა კი ჰარისს საკუთარი სახლი აქვს - 4 საძინებლით, 5 აბაზანით და აუზით.
მომზადებულია TMZ-ის მიხედვით.