სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალი "უახლოეს დღეებში, მინიმუმ, ერთი ქვეყნისგან" ელის აღიარებას
ცხინვალი "უახლოეს დღეებში, მინიმუმ, ერთი ქვეყნისგან" ელის აღიარებას

ნი­კა­რა­გუა, ვე­ნე­სუ­ე­ლა, ნა­უ­რუ, ვა­ნუ­ა­ტუ და ტუ­ვა­ლუ - აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ამ­ღი­ა­რე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის რი­ცხვს, რო­გორც "რე­ზო­ნან­სის­თვის" ცხინ­ვა­ლე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­გან გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ბე­ლა­რუ­სი და/ან ეკ­ვა­დო­რი შე­უ­ერ­თდნენ.

"უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, მი­ნი­მუმ, ერთი ქვეყ­ნის­გან მა­ინც სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ" - ამის თა­ო­ბა­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სამ­ხრეთ ოსე­თის "ელჩმა" დი­მიტ­რი მე­დო­ევ­მა რუ­სულ გა­მო­ცე­მა "ტრი­ბუ­ნას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მე­დო­ევ­მა ამ ქვეყ­ნის (თუ ქვეყ­ნე­ბის) და­სა­ხე­ლე­ბის­გან ამ ეტაპ­ზე თავი შე­ი­კა­ვა. მი­ზე­ზად კი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ტო­კო­ლი და მისი სტა­ტუ­სი და­ა­სა­ხე­ლა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბით უპა­სუ­ხა: "თქვენ მო­გე­წო­ნე­ბათ."

მე­დო­ევ­მა ისიც და­ა­ა­ნონ­სა, რომ მო­რი­გი აღი­ა­რე­ბა გა­ცხად­დე­ბა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის მოს­კო­ვუ­რი ვი­ზი­ტის წი­ნა­დღით ან ვი­ზი­ტის მსვლე­ლო­ბი­სას. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი, "ტრი­ბუ­ნა.რუ"-ს ცნო­ბით, 21 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა.

"ამ დრო­ი­სათ­ვის ცხინ­ვა­ლის ირ­გვლივ სი­ტუ­ა­ცია და­წყნარ­და. თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა ხე­ლი­სუ­ლე­ბამ ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი პო­ზი­ცია ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ალი­ან­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, თა­ვის მხრივ, გა­ნა­ცხა­და, რომ მხარს უჭერს ბუ­ქა­რეს­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს," - აცხა­დებს მე­დო­ე­ვი და ამა­ტებს, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თი უკვე აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში."ცნო­ბი­სათ­ვის, ამ დრომ­დე რუ­სე­თის გარ­და სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ნი­კა­რა­გუ­ამ და ვე­ნე­სუ­ე­ლამ, ასე­ვე ჯუჯა კუნ­ძულ-სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა ნა­უ­რუმ, ვა­ნუ­ა­ტუმ და ტუ­ვა­ლუმ აღი­ა­რეს (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვა­ნუ­ა­ტუს აღი­ა­რე­ბუ­ლი აქვს აფხა­ზე­თი და არა სამ­ხრეთ ოსე­თი).

რუ­სე­თის მხრი­დან 2008 წლის 26 აგ­ვის­ტოს აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ იმა­ვე წლის 5 სექ­ტემ­ბერს ნი­კა­რა­გუ­ამ აღი­ა­რა, 2009 წლის 10 სექ­ტემ­ბერს - ვე­ნე­სუ­ე­ლამ; ამას მოჰ­ყვა აღი­ა­რე­ბა ნა­უ­რუს­გან 2009 წლის 15-16 სექ­ტემ­ბერს; შემ­დეგ, 2011 წლის და­სა­წყის­ში აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ვა­ნუ­ა­ტუმ ცნო, ტუ­ვა­ლუმ კი ორი­ვე სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა იმა­ვე წლის 18 სექ­ტემ­ბერს აღი­ა­რა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­რი­გი აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­და­ნაც გავ­რცელ­და.

"გვსურს, კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და გა­ვაფრ­თხი­ლოთ, რომ 2008 წლის ომის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მუდ­მი­ვი აპე­ლი­რე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა გა­ნუ­ზომ­ლად ზრდის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მიერ აღი­ა­რე­ბის რისკს... კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბას, კარ­გად და­ფიქ­რდნენ მათი ქმე­დე­ბე­ბის შე­საძ­ლო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ და, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ახ­დი­ნონ პო­ლი­ტი­კის კო­რექ­ტი­რე­ბა ფუნ­და­მენ­ტურ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კვლა­ვაც გა­მოთ­ქვამს მზად­ყოფ­ნას, მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კი­სა და რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ის, ისე­ვე რო­გორც ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­მე­ლი ქვეყ­ნის­გან (ან ქვეყ­ნე­ბის­გან) არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა - ამის გარ­კვე­ვა "რე­ზო­ნან­სმა" ცხინ­ვა­ლელ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­გან სცა­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ისი­ნი მთლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არი­ან. თუმ­ცა ვა­რა­უდს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ აღი­რე­ბის მხრივ ნი­კა­რა­გუ­ას, ვე­ნე­სუ­ე­ლას, ნა­უ­რუს, ტუ­ვა­ლუ­სა და ვა­ნუ­ა­ტუს გვერ­დში ბე­ლა­რუ­სი და ეკ­ვა­დო­რი ამო­უდ­გე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლუ­კა­შენ­კომ ამ აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ "როს­ბალტთან" ინ­ტერ­ვი­უს დროს აღ­ნიშ­ნა, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის აღი­ა­რე­ბა მინ­სკის­თვის უკვე გა­და­ფურ­ცლუ­ლი გვერ­დია და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად ამ თე­მას გან­სა­ხილ­ველ­ვად აღარ მი­უბ­რუნ­დე­ბი­ან." მა­ნამ­დე კი "იტარ-ტას­თან" ასე­თი შე­კი­თხვა დას­ვა: "მზად არის კი რუ­სე­თი იმ ნე­გა­ტი­ვე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, რაც ბე­ლა­რუ­სის მხრი­დან აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბას მოჰ­ყვე­ბა?" ორი­ვე ეს გან­ცხა­დე­ბა 2012 წელს იყო.

კავ­კა­სი­ო­ლო­გი მი­ხე­ილ ბე­როშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ისე­თი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან, რო­გო­რიც ლუ­კა­შენ­კოა, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი სუ­ლაც არ უნდა იყოს.

"ბე­ლა­რუ­სის­გან აღი­ა­რე­ბა, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ლი­დე­რი ჰყავს. ლუ­კა­შენ­კოს­გან ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. გა­აჩ­ნია, რუ­სე­თი რო­გორ გა­უ­რიგ­დე­ბა.

ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ ახალ მთავ­რო­ბას გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას - წა­მო­ვი­დეს მას­ზე საყ­ვე­დუ­რე­ბი და კრი­ტი­კა. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი, რე­ა­ლუ­რი ჩა­ნა­ფიქ­რიც კი იყოს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბე­ლა­რუს­თან გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რი ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას," - ამ­ბობს "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში ბე­როშ­ვი­ლი.

2009 წელს ეკ­ვა­დო­რის ექ­სტრა­ვა­გან­ტურ­მა მე­მარ­ცხე­ნე პრე­ზი­დენ­ტმა რა­ფა­ელ კო­რე­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეკ­ვა­დო­რი აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბა­ზე იმ­სჯე­ლებს, თუ შე­სა­ბა­მი­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნა იარ­სე­ბებს. ეს მო­თხოვ­ნა სო­ხუმ­მა უმალ გაგ­ზავ­ნა, ცხინ­ვალ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ არის.

საფრ­თხე არ­სე­ბობს ასე­ვე ბო­ლი­ვი­ი­და­ნაც, რო­მელ­საც არა­ნაკ­ლებ ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­რი და პუ­ტი­ნის კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი, პრე­ზი­დენ­ტი ევო მო­რა­ლე­სი მარ­თავს.

კავ­კა­სი­ო­ლო­გის ვა­რა­უ­დით, აღი­ა­რე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს "ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­საც რუ­სეთ­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ." კონ­კრე­ტუ­ლად კი ეკ­ვა­დო­რის მა­გა­ლი­თი მოჰ­ყავს.

მი­სი­ვე თვალ­საზ­რი­სით, ად­ვი­ლი შე­სა­ძე­ლებ­ლია მე­დო­ე­ვის გან­ცხა­დე­ბა გა­მიზ­ნუ­ლი იყოს თბი­ლის­ში "მა­ვა­ნი­სა და მა­ვა­ნის ასაყ­ვი­რებ­ლად," რომ თით­ქოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ნაც­ვლად მათი და­მო­უ­კი­დებ­ლად აღი­ა­რე­ბა ხდე­ბა.

ასეა თუ ისე, მო­რი­გი ამ­ღი­ა­რებ­ლის (თუ ამ­ღი­ა­რებ­ლე­ბის) და­სახ­ლე­ბას თა­ვად მე­დო­ე­ვი, იმა­ვე "ტრი­ბუ­ნა.რუს" ცნო­ბით, დღეს აპი­რებს. თუ არა და 21 მა­ისს დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან გა­ცხად­დე­ბა.

მარი ოთა­რაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ცხინვალი "უახლოეს დღეებში, მინიმუმ, ერთი ქვეყნისგან" ელის აღიარებას

ცხინვალი "უახლოეს დღეებში, მინიმუმ, ერთი ქვეყნისგან" ელის აღიარებას

ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ, ვანუატუ და ტუვალუ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ამღიარებელი ქვეყნების რიცხვს, როგორც "რეზონანსისთვის" ცხინვალელი უფლებადამცველებისგან გახდა ცნობილი, შესაძლებელია ბელარუსი და/ან ეკვადორი შეუერთდნენ.

"უახლოეს დღეებში, მინიმუმ, ერთი ქვეყნისგან მაინც სამხრეთ ოსეთის აღიარებას უნდა ველოდოთ" - ამის თაობაზე რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის "ელჩმა" დიმიტრი მედოევმა რუსულ გამოცემა "ტრიბუნასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მედოევმა ამ ქვეყნის (თუ ქვეყნების) დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. მიზეზად კი დიპლომატიური პროტოკოლი და მისი სტატუსი დაასახელა. თუმცა აღნიშნულ შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით უპასუხა: "თქვენ მოგეწონებათ."

მედოევმა ისიც დააანონსა, რომ მორიგი აღიარება გაცხადდება დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის მოსკოვური ვიზიტის წინადღით ან ვიზიტის მსვლელობისას. ეს უკანასკნელი კი, "ტრიბუნა.რუ"-ს ცნობით, 21 მაისს გაიმართება.

"ამ დროისათვის ცხინვალის ირგვლივ სიტუაცია დაწყნარდა. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს ახალმა ხელისულებამ ივანიშვილის მეთაურობით დაადასტურა თავისი პოზიცია ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ალიანსის ხელმძღვანელობამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბუქარესტის ხელშეკრულებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს," - აცხადებს მედოევი და ამატებს, რომ "სამხრეთ ოსეთი უკვე აღარასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში."ცნობისათვის, ამ დრომდე რუსეთის გარდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ასევე ჯუჯა კუნძულ-სახელმწიფოებმა ნაურუმ, ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარეს (აღსანიშნავია, რომ ვანუატუს აღიარებული აქვს აფხაზეთი და არა სამხრეთ ოსეთი).

რუსეთის მხრიდან 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარების შემდეგ იმავე წლის 5 სექტემბერს ნიკარაგუამ აღიარა, 2009 წლის 10 სექტემბერს - ვენესუელამ; ამას მოჰყვა აღიარება ნაურუსგან 2009 წლის 15-16 სექტემბერს; შემდეგ, 2011 წლის დასაწყისში აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმ ცნო, ტუვალუმ კი ორივე სეპარატისტული რესპუბლიკა იმავე წლის 18 სექტემბერს აღიარა.

მოსალოდნელი მორიგი აღიარების შესახებ განცხადება გუშინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც გავრცელდა.

"გვსურს, კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და გავაფრთხილოთ, რომ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება და საქართველოს მთავრობის დადანაშაულების მცდელობა განუზომლად ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარების რისკს... კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და მთლიანად მთავრობას, კარგად დაფიქრდნენ მათი ქმედებების შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ და, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ პოლიტიკის კორექტირება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან არაღიარების პოლიტიკისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართულებით," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რომელი ქვეყნისგან (ან ქვეყნებისგან) არის მოსალოდნელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება - ამის გარკვევა "რეზონანსმა" ცხინვალელ უფლებადამცველებისგან სცადა.

როგორც აღმოჩნდა, ისინი მთლად ინფორმირებული არ არიან. თუმცა ვარაუდს გამოთქვამენ, რომ აღირების მხრივ ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და ვანუატუს გვერდში ბელარუსი და ეკვადორი ამოუდგება.

როგორც ცნობილია, ლუკაშენკომ ამ აღიარების შესახებ "როსბალტთან" ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მინსკისთვის უკვე გადაფურცლული გვერდია და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ამ თემას განსახილველვად აღარ მიუბრუნდებიან." მანამდე კი "იტარ-ტასთან" ასეთი შეკითხვა დასვა: "მზად არის კი რუსეთი იმ ნეგატივების მინიმალიზაციისთვის, რაც ბელარუსის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მოჰყვება?" ორივე ეს განცხადება 2012 წელს იყო.

კავკასიოლოგი მიხეილ ბეროშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ისეთი არაპროგნოზირებადი ხელმძღვანელისგან, როგორიც ლუკაშენკოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოულოდნელი სულაც არ უნდა იყოს.

"ბელარუსისგან აღიარება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რადგან არაპროგნოზირებადი ლიდერი ჰყავს. ლუკაშენკოსგან ყველაფერი მოსალოდნელია. გააჩნია, რუსეთი როგორ გაურიგდება.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ ახალ მთავრობას გარკვეული პრობლემა შეუქმნას - წამოვიდეს მასზე საყვედურები და კრიტიკა. ეს შესაძლებელია სერიოზული, რეალური ჩანაფიქრიც კი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ ბელარუსთან გარკვეული კავშირი ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ბეროშვილი.

2009 წელს ეკვადორის ექსტრავაგანტურმა მემარცხენე პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ ეკვადორი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე იმსჯელებს, თუ შესაბამისი ოფიციალური მოთხოვნა იარსებებს. ეს მოთხოვნა სოხუმმა უმალ გაგზავნა, ცხინვალზე ინფორმაცია არ არის.

საფრთხე არსებობს ასევე ბოლივიიდანაც, რომელსაც არანაკლებ ექსტრავაგანტური და პუტინის კიდევ ერთი მეგობარი, პრეზიდენტი ევო მორალესი მართავს.

კავკასიოლოგის ვარაუდით, აღიარების საფრთხე არსებობს "ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ." კონკრეტულად კი ეკვადორის მაგალითი მოჰყავს.

მისივე თვალსაზრისით, ადვილი შესაძელებლია მედოევის განცხადება გამიზნული იყოს თბილისში "მავანისა და მავანის ასაყვირებლად," რომ თითქოს ახალი ხელისუფლების პირობებში ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად მათი დამოუკიდებლად აღიარება ხდება.

ასეა თუ ისე, მორიგი ამღიარებლის (თუ ამღიარებლების) დასახლებას თავად მედოევი, იმავე "ტრიბუნა.რუს" ცნობით, დღეს აპირებს. თუ არა და 21 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან გაცხადდება.

მარი ოთარაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?