მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა"
"ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა"

რა კომ­პრო­მა­ტე­ბი გა­დას­ცა დათა ახა­ლა­ი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე, რაც გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბებს უკავ­შირ­დე­ბა, "კვი­რის პა­ლიტ­რას" აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ის და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი (სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის და­ტა­ცე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს) და ამ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის" თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ ბა­კუ­რი­ძე ესა­უბ­რა.

- მე იმ პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი პა­ტი­მა­რი, როცა ახა­ლა­ი­ას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა ჩა­ა­ბა­რეს. ბა­თუ­მის მე­სა­მე სა­პყრო­ბი­ლე­ში ვი­ჯე­ქი, როცა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ თავი შე­მო­ყო "კარ­მუშ­კა­ში" და მო­მე­სალ­მა. ცოტა ხან­ში ჯერ სპეც­რაზ­მელ­თა ერთი ჯგუ­ფი შე­მოც­ვივ­და სა­კან­ში და გვცე­მეს, მერე სხვა სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გაგ­ვის­წორ­დნენ და ბო­ლოს მე­სა­მე მო­ბი­ლი­ზე­ბულ­მა ჯგუფ­მა გა­დაგ­ვი­ა­რა. ოთხწე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი გა­ვა­ტა­რე "ახა­ლა­ი­ე­ბის ცი­ხე­ში". მა­შინ და­ვი­სა­ხე მიზ­ნად, რომ თუკი გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­დი, ყვე­ლა­ფერს სა­ჯა­როდ ვი­ტყო­დი.

გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­მიგ­როვ­და მა­შინ, როცა თბი­ლი­სის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის მე­ზო­ბელ სა­კან­ში ჩამ­სვეს და მათი სა­უბ­რე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მო­და. ზოგ­ჯერ ქა­ლაქ­ში გაჰ­ყავ­დათ, შემ­დეგ კო­ლო­ნი­ა­ში აბ­რუ­ნებ­დნენ. ზოგ­ჯერ მათ­თვის მე­ძა­ვე­ბიც მოჰ­ყავ­დათ. ყვე­ლას ია­რა­ღი ჰქონ­და, ხან­და­ხან გა­რეთ გა­დი­ოდ­ნენ და ის­როდ­ნენ, ხში­რად გა­თე­ნე­ბამ­დე ღრე­ობ­დნენ. გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებს ხში­რად უამ­რა­ვი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სტუმ­რობ­და.

- ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ რო­გორ და­უშ­ვა, რომ მათ გვერ­დით სა­კან­ში მო­გა­თავ­სათ?

- თა­ვი­დან არ იცოდ­ნენ, რომ მათ გვერ­დით სა­კან­ში ვი­ყა­ვი. ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის­გან შემ­დგარ­მა ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა საბ­ჭომ, თორ­თლა­ძი­სა და ცა­გა­რე­იშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვით, პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში შე­მიყ­ვა­ნა. იმ­ჟა­მინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აპ­რო­ტეს­ტა, რა პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ეგ არი­სო. სწო­რედ მა­შინ გა­ი­გეს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებ­მა, რომ მათ გვერ­დით სა­კან­ში ვი­ყა­ვი. გა­მო­ი­ძა­ხეს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის უფ­რო­სი თე­მურ ტა­ბა­ღუა და უსაყ­ვე­დუ­რეს, - არ იცი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის გვერ­დით სა­კან­ში ყოფ­ნა ჩვენ­თვის ბომბზე ჯდო­მას უდ­რის, ეს რო­გორ გა­მო­გე­პა­რა?! სას­წრა­ფოდ მო­ა­შო­რე ბა­კუ­რი­ძე აქა­უ­რო­ბა­სო! მაგ­რამ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. იმ­ხა­ნად "წი­თე­ლი ჯვრი­სა" და ეუ­თოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­კი­თხავ­დნენ და ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჩემ­თვის პი­რო­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­ე­შინ­და. იმ პე­რი­ოდ­ში შე­ვი­ტყვე, რომ ახა­ლა­ი­ებ­სა და მე­რა­ბიშ­ვილს შო­რის ფა­რუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლა.

რო­დე­საც გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და­ა­პი­რეს, ისი­ნი შე­სა­წყა­ლე­ბელ­თა სი­ა­შიც ჩას­ვეს, მაგ­რამ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს ამო­უ­ღია მათი გვა­რე­ბი. ეს გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებ­მა მე­რა­ბიშ­ვილს მი­ა­წე­რეს, სა­კან­ში გაჰ­ყვი­როდ­ნენ, მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჯერ ხელი შეგ­ვა­ხო­ცა, შემ­დეგ კი გა­დაგ­ვაგ­დოო!

და­ი­წყეს აქეთ-იქით რეკ­ვა და და­მუქ­რე­ბა, ხომ არ და­გა­ვი­წყდათ, რომ ბევ­რი რამე ვი­ცი­თო...

ისე გამ­წვავ­და ვი­თა­რე­ბა, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­მა თა­ვი­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მო­აგ­ზავ­ნა მათ­თან. ამ უკა­ნას­კნელ­მა გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებს გა­ნუ­მარ­ტა, შე­სა­წყა­ლე­ბელ­თა სი­ი­დან თქვე­ნი ამო­ღე­ბა ვა­ნომ კი არა, ადე­იშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტაო. კი, მაგ­რამ რო­გორ ვერ გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­ზი­დენ­ტია, მე­რა­ბიშ­ვი­ლი - მი­ნის­ტრი, ახა­ლა­ია კი დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეო, - ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრს გა­უ­წია ან­გა­რი­ში და თქვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი დრო­ე­ბით გა­და­ი­დოო, ბურ­ტყუ­ნებ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლის კაცი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა"

"ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა"

რა კომპრომატები გადასცა დათა ახალაიამ საქართველოს მთავრობას - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, რაც გახმაურებულ მკვლელობებს უკავშირდება, "კვირის პალიტრას" აჭარის ტელევიზიის და საინფორმაციო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი (სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით დააკავეს) და ამჟამინდელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.

- მე იმ პერიოდში ვიყავი პატიმარი, როცა ახალაიას სასჯელაღსრულების სისტემა ჩააბარეს. ბათუმის მესამე საპყრობილეში ვიჯექი, როცა ბაჩო ახალაიამ თავი შემოყო "კარმუშკაში" და მომესალმა. ცოტა ხანში ჯერ სპეცრაზმელთა ერთი ჯგუფი შემოცვივდა საკანში და გვცემეს, მერე სხვა სპეცრაზმელები გაგვისწორდნენ და ბოლოს მესამე მობილიზებულმა ჯგუფმა გადაგვიარა. ოთხწელიწად-ნახევარი გავატარე "ახალაიების ციხეში". მაშინ დავისახე მიზნად, რომ თუკი გავთავისუფლდებოდი, ყველაფერს საჯაროდ ვიტყოდი.

განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა მაშინ, როცა თბილისის სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების მეზობელ საკანში ჩამსვეს და მათი საუბრები ძალიან კარგად მესმოდა. ზოგჯერ ქალაქში გაჰყავდათ, შემდეგ კოლონიაში აბრუნებდნენ. ზოგჯერ მათთვის მეძავებიც მოჰყავდათ. ყველას იარაღი ჰქონდა, ხანდახან გარეთ გადიოდნენ და ისროდნენ, ხშირად გათენებამდე ღრეობდნენ. გირგვლიანის მკვლელებს ხშირად უამრავი მაღალი თანამდებობის პირი და მაღალჩინოსანი სტუმრობდა.

- ციხის ადმინისტრაციამ როგორ დაუშვა, რომ მათ გვერდით საკანში მოგათავსათ?

- თავიდან არ იცოდნენ, რომ მათ გვერდით საკანში ვიყავი. ნოემბრის მოვლენების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარმა ანტიკორუფციულმა საბჭომ, თორთლაძისა და ცაგარეიშვილის ძალისხმევით, პოლიტპატიმართა სიაში შემიყვანა. იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გააპროტესტა, რა პოლიტპატიმარი ეგ არისო. სწორედ მაშინ გაიგეს გირგვლიანის მკვლელებმა, რომ მათ გვერდით საკანში ვიყავი. გამოიძახეს სასჯელაღსრულების პირველი დაწესებულების უფროსი თემურ ტაბაღუა და უსაყვედურეს, - არ იცი, რომ ჟურნალისტის გვერდით საკანში ყოფნა ჩვენთვის ბომბზე ჯდომას უდრის, ეს როგორ გამოგეპარა?! სასწრაფოდ მოაშორე ბაკურიძე აქაურობასო! მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. იმხანად "წითელი ჯვრისა" და ეუთოს წარმომადგენლები მაკითხავდნენ და ციხის ადმინისტრაციას ჩემთვის პირობების გამკაცრების შეეშინდა. იმ პერიოდში შევიტყვე, რომ ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის ფარული დაპირისპირება ყოფილა.

როდესაც გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება დააპირეს, ისინი შესაწყალებელთა სიაშიც ჩასვეს, მაგრამ ზურაბ ადეიშვილს ამოუღია მათი გვარები. ეს გირგვლიანის მკვლელებმა მერაბიშვილს მიაწერეს, საკანში გაჰყვიროდნენ, მერაბიშვილმა ჯერ ხელი შეგვახოცა, შემდეგ კი გადაგვაგდოო!

დაიწყეს აქეთ-იქით რეკვა და დამუქრება, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბევრი რამე ვიცითო...

ისე გამწვავდა ვითარება, რომ მერაბიშვილმა თავისი წარმომადგენელი მოაგზავნა მათთან. ამ უკანასკნელმა გირგვლიანის მკვლელებს განუმარტა, შესაწყალებელთა სიიდან თქვენი ამოღება ვანომ კი არა, ადეიშვილმა გადაწყვიტაო. კი, მაგრამ როგორ ვერ გაგვათავისუფლეთ ამ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტია, მერაბიშვილი - მინისტრი, ახალაია კი დეპარტამენტის თავმჯდომარეო, - ზურაბ ადეიშვილმა საზოგადოებრივ აზრს გაუწია ანგარიში და თქვენი გათავისუფლების საკითხი დროებით გადაიდოო, ბურტყუნებდა მერაბიშვილის კაცი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა