სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იღებენ სკანდალურ კადრებს
როგორ იღებენ სკანდალურ კადრებს

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა, რომ­ლის დაც­ვაც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო დროს გახ­შირ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა. 3 მა­ისს ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და მო­რი­გი ინ­ტი­მუ­რი ვი­დეო, რო­მელ­ზეც სამი ადა­მი­ა­ნის სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ 5 თვის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­პო­ვა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­თა "შე­მოქ­მე­დიც" სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მე­გის ქარ­და­ვა იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებ­და, რომ მე­გის ქარ­და­ვას და­ვა­ლე­ბით და ორ­გა­ნი­ზე­ბით, ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას მი­კუთ­ვნე­ბულ მა­მა­კა­ცებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­დნენ, ფა­რუ­ლად და უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რის შემ­დე­გაც, კომ­პრო­მე­ტა­ცი­ის მუ­ქა­რით, მათ სპე­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხუ­რებ­თან ფა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ან ვინ დგას ამის უკან? ამ თე­მებ­ზე ექ­სპერტ კახი კა­ხიშ­ვილს ვე­სა­უბ­რე­ბით:

- ნაც­მოძ­რა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თითო­ეული ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბას აკონ­ტრო­ლებ­და, რა­საც შემ­დგომ ადა­მი­ა­ნე­ბის "და­ვერ­ბოვ­კე­ბის­თვის" იყე­ნებ­და. სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ძა­ლი­ან ინ­ტი­მუ­რი, მათ შო­რის ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის შეს­წავ­ლაც კი ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­საც პირ­და­პირ ან ირი­ბად ჰქონ­და შე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან, ბიზ­ნეს­თან... არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბის პე­რი­ო­დი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა იმის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს, რომ მთე­ლი ღი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლა გა­ზი­დეს. დარ­ჩა მხო­ლოდ ის, რისი გა­ტა­ნაც ვერ მო­ას­წრეს, ან, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ფი­რე­ბი და­ნარ­ჩენ­თან შე­და­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ იყო. ვფიქ­რობ, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ დიდი არ­ქი­ვი ექ­ნე­ბო­დათ შექ­მნი­ლი.

- თქვე­ნი აზ­რით, რა ტი­პის ვი­დე­ო­მა­სა­ლაა არ­ქივ­ში და რო­გორ იღებ­დნენ ამ ყვე­ლა­ფერს?

- კად­რებ­ში ჩანს, რომ მათ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა სპეც­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ სამ­სა­ხურ­თან ისევ და ისევ მათი მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბის შე­დე­გად გა­და­წყდა. ფა­რულ კად­რებ­ში აშ­კა­რად ჩანს, რომ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი პირ­და­პირ კა­მე­რა­ზე "მუ­შა­ობს", სა­ი­და­ნაც ვხვდე­ბით, რომ ყვე­ლა­ფე­რი მათი მო­წყო­ბი­ლია. ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, არ ატა­რე­ბენ არა­ნა­ირ წო­დე­ბას, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ­სად მუ­შა­ო­ბენ და არ იცი, ვინ რო­დის და რა დო­ზით თა­ნამ­შრომ­ლობ­და ამ კუ­თხით სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან. სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იყო ის, რომ მან გახ­ლი­ჩა სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სი­ა­ნე­ბად და არა­თა­ვი­სი­ა­ნე­ბად. მაგ­რამ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი მა­სა­ლებს აგ­რო­ვებ­დნენ რო­გორც პო­ლი­ტი­კურ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ზე, ისე "თა­ვი­სი­ა­ნებ­ზე".

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ ერთი მა­სა­ლა გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­ორ­გი ფა­რე­სიშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა...

- შე­საძ­ლოა, მა­სა­ლა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ნა­თავ­სა ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რათა ეჭვი და­თე­სონ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ძვე­ლის მე­თო­დებს იყე­ნებს. მე­ო­რე მხრივ, ვი­ღა­ცამ ეს იმი­ტომ ჩა­ი­დი­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნარ­ჩენ ნა­წილს რომ ეფიქ­რა - ეს იმ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, ვი­საც ჟურ­ნა­ლის­ტი აკ­რი­ტი­კებ­დაო. ეს ისე­თი მძი­მე შემ­თხვე­ვაა, რომ ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ირ­კვეს, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და პირ­და­პირ ან ირი­ბად ამ მა­სა­ლის გა­და­ღე­ბა­სა თუ გავ­რცე­ლე­ბა­ში. აქ ერთი ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა: ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მსგავს მა­სა­ლებს ათავ­სებ­და ძი­რი­თა­დად "სა­რო­კა.ნეტ"-ზე, ახლა ის გან­თავ­სდა "რა­დი­კალ.რუ"-ზე - ორი­ვე რუ­სუ­ლი ვებგ­ვერ­დია. ფა­რე­სიშ­ვი­ლი არ­ცთუ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა და მას­ზე რომ აქვთ ასე­თი მა­სა­ლა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მას­შტა­ბის მა­სა­ლა ექ­ნე­ბო­დათ ნა­ცი­ო­ნა­ლებს სხვებ­ზე?! ან რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ჩარ­თუ­ლი ასე­თი ტი­პის მოქ­მე­დე­ბებ­ში? მათ ისეთ ხალ­ხზეც ჰქონ­დათ მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი მა­სა­ლე­ბი, ვი­საც შე­საძ­ლოა ოდეს­ღაც ჰქო­ნო­და შე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნა­ცი­ო­ნა­ლებს ზღვა მა­სა­ლა აქვთ და მათ შო­რის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, უფრო ბინ­ძუ­რი და უფრო მძაფ­რი გა­ტა­ნი­ლი ექ­ნე­ბათ სა­ზღვარ­გა­რეთ.

- ეს ხომ არ არის გა­მოწ­ვე­ვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის არ­ქი­ვის გა­ნად­გუ­რე­ბას დაჰ­პირ­და?

- არა მარ­ტო მი­ნის­ტრმა, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ აქვს ასე­თი მა­სა­ლე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ახლა მათ სთხოვს პა­სუხს და ამი­ტო­მაც ვთქვი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა ირი­ბი დარ­ტყმა იყოს კონ­კრე­ტუ­ლად ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე. მი­ნის­ტრი თუ ვერ გახ­სნის ამ საქ­მეს, მას უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა, ვი­ნა­ი­დან მა­ნამ­დე ჩვენ ვი­ცო­დით, რომ შსს-ს და პრო­კუ­რა­ტუ­რას ასე­თი ტი­პის დის­კე­ბი გა­აჩ­ნდა. შე­საძ­ლოა, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეს იმი­ტომ გა­ა­კე­თა, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­დე­ნი­ლი რომ გვე­გო­ნოს. ზოგ­მა შე­საძ­ლოა ისიც იფიქ­როს, რომ დღე­ვან­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ერ­თგვა­რი ში­შის და­თეს­ვის მიზ­ნით გა­ა­კე­თა. ასე­თი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი რომ არ იყოს და ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და კბი­ლაშ­ვილს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა არ მო­უხ­დეთ, შსს-მ სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა იმუ­შა­ოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ასეთ ბინ­ძურ თა­მაშს არ ითა­მა­შებ­და, მაგ­რამ ალ­ბათ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის უმ­რავ­ლე­სო­ბი­და­ნაც, ვინც ამ მა­სა­ლას შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს. ასე­თი ტი­პის მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბამ, შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს.

- იან­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­გის ქარ­და­ვას და­ვა­ლე­ბით იღებ­დნენ სხვა­და­სახ­ვა პირ­თა სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­მა­სა­ლას და მათ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ფა­რულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ხომ არ უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ეს ვი­დე­ოც იმ "კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა"?

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს შსს-შიც, პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც და სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­შიც მუ­შა­ობს ის ხალ­ხი, ვინც გულ­ში სე­რი­ო­ზუ­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობს ნაც­მოძ­რა­ო­ბას და ფა­რუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც ეხ­მა­რე­ბა მას უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში. ფაქ­ტია, ასე­თი ტი­პის მა­სა­ლა არ უნდა ჟო­ნავ­დეს არც ერთი უწყე­ბი­დან, თუ ეს არ არის გან­თავ­სე­ბუ­ლი ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ფაქ­ტია, რომ ასე­თი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი და დის­კე­ბი ჟო­ნავს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რი­დან და პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის მიერ და ვისი მხრი­დან ხდე­ბა ეს.

- და ვის მიერ და ვისი მხრი­დან უნდა ჟო­ნავ­დეს მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია?

- პირ­ველ რიგ­ში, ეჭვი უნდა აიღო იმა­ზე, ვი­საც ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი - ყო­ფი­ლი თუ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არის დის­კი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე იყო თან­დარ­თუ­ლი, რო­გორც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. ეს საქ­მე აწე­რია კონ­კრე­ტულ გა­მომ­ძი­ე­ბელს ან სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფს. ვის ჰქონ­და ამ ჯგუფ­თან შე­ხე­ბა, ვინ არის მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, ვი­საც აწე­რია ეს საქ­მე, ვინ არის მისი კუ­რა­ტო­რი, ვის მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი მა­სა­ლა­ზე - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ად­ვი­ლი და­სად­გე­ნია, მაგ­რამ ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ერთი რამ - თუ ეს შენი ახლო გა­რე­მოც­ვის გა­კე­თე­ბუ­ლია, არ უნდა მიჩ­ქმა­ლო.

ეს არის დიდი ბინ­ძუ­რი თა­მა­შის ერთი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უკვე და­წყე­ბუ­ლია. იმ ადა­მი­ა­ნის­გან, ვინც ეს ვი­დეო გა­ნა­თავ­სა, სწო­რედ ის იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს ეჭვი აეღო ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, მაგ­რამ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სად­გე­ნია, მას­ზეა ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლია, შს მი­ნისტრს ასე­თი ტი­პის თა­მა­შებ­ში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ან სცოდ­ნო­და და და­ეშ­ვა. ახლა მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ მი­იყ­ვანს ამას ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე.

ასე­თი ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბი ყვე­ლა უკა­ნო­ნოა. ფა­რულ გა­და­ღე­ბა­ზე სან­ქცია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო, თუ საქ­მე გაქვს აშ­კა­რა და­ნა­შა­ულ­თან, და­ნა­შა­უ­ლის მზა­დე­ბას­თან ან მცდე­ლო­ბას­თან. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა ასე­თი ტი­პის ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის ინ­ტი­მურ ცხოვ­რე­ბას, უკა­ნო­ნოა. და­სად­გე­ნია იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბაც, ვინც დიდ ფულს ხარ­ჯავ­და ასეთ ბინ­ძურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ასე­თი ტი­პის ჩა­ნა­წე­რე­ბი უფა­სოდ არ კეთ­დე­ბა - ფულს უხ­დი­ან იმ ადა­მი­ა­ნებს,­ რომ­ლე­ბიც მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ - იწე­რენ, ამონ­ტა­ჟე­ბენ, ინა­ხა­ვენ... სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან დიდი ფული იწე­რე­ბო­და შსს-დან ვი­თომ აგენ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ით­ვი­სებ­დნენ თან­ხებს - გა­მო­წერ­დნენ დიდ თან­ხას, თით­ქოს აგენ­ტის გა­სამ­რჯე­ლოდ, მაგ­რამ დიდ ნა­წილს თვი­თონ იდებ­დნენ ჯი­ბე­ში. ასე რომ, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცია არ არ­სე­ბობს, კარ­გად და­ფიქ­რდნენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტა­დაც კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბია.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

როგორ იღებენ სკანდალურ კადრებს

როგორ იღებენ სკანდალურ კადრებს

პირადი ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კოდექსით და სხვა საერთაშორისო კონვენციებით. სამწუხაროდ, ბოლო დროს გახშირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. 3 მაისს ინტერნეტით გავრცელდა მორიგი ინტიმური ვიდეო, რომელზეც სამი ადამიანის სქესობრივი ცხოვრებაა ასახული. საგულისხმოა ისიც, რომ 5 თვის წინ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა რამდენიმე ათეული მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერი, რომელთა "შემოქმედიც" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა იყო. პროკურატურა აცხადებდა, რომ მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, მათ სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. გაგრძელდება თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება ან ვინ დგას ამის უკან? ამ თემებზე ექსპერტ კახი კახიშვილს ვესაუბრებით:

- ნაცმოძრაობა, ფაქტობრივად, თითო­ეული ადამიანის პირად ცხოვრებას აკონტროლებდა, რასაც შემდგომ ადამიანების "დავერბოვკებისთვის" იყენებდა. სპეცსამსახურებს დავალებული ჰქონდათ ძალიან ინტიმური, მათ შორის ოჯახური პირობების შესწავლაც კი ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პროცესებთან, ბიზნესთან... არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პერიოდი ნაციონალებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ მთელი ღირებული მასალა გაზიდეს. დარჩა მხოლოდ ის, რისი გატანაც ვერ მოასწრეს, ან, სავარაუდოდ, ეს ფირები დანარჩენთან შედარებით მნიშვნელოვანი არ იყო. ვფიქრობ, 9 წლის განმავლობაში მათ დიდი არქივი ექნებოდათ შექმნილი.

- თქვენი აზრით, რა ტიპის ვიდეომასალაა არქივში და როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს?

- კადრებში ჩანს, რომ მათში მონაწილეობენ არა სპეცსამსახურის თანამშრომლები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სპეცსამსახურების დავალებას. ბუნებრივია, მათი თანამშრომლობა ამ სამსახურთან ისევ და ისევ მათი მაკომპრომეტირებელი მასალების შედეგად გადაწყდა. ფარულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი მათგანი პირდაპირ კამერაზე "მუშაობს", საიდანაც ვხვდებით, რომ ყველაფერი მათი მოწყობილია. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არ ატარებენ არანაირ წოდებას, ოფიციალურად არსად მუშაობენ და არ იცი, ვინ როდის და რა დოზით თანამშრომლობდა ამ კუთხით სპეცსამსახურებთან. სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან გახლიჩა საზოგადოება თავისიანებად და არათავისიანებად. მაგრამ სპეცსამსახურები მასალებს აგროვებდნენ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე, ისე "თავისიანებზე".

- რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მასალა გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი ფარესიშვილის პირად ცხოვრებას უკავშირდება...

- შესაძლოა, მასალა შეგნებულად განათავსა ძველი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რათა ეჭვი დათესონ საზოგადოებაში, რომ ახალი ხელისუფლებაც ძველის მეთოდებს იყენებს. მეორე მხრივ, ვიღაცამ ეს იმიტომ ჩაიდინა, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს რომ ეფიქრა - ეს იმ ადამიანებმა გამოაქვეყნეს, ვისაც ჟურნალისტი აკრიტიკებდაო. ეს ისეთი მძიმე შემთხვევაა, რომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ მონაწილეობდა პირდაპირ ან ირიბად ამ მასალის გადაღებასა თუ გავრცელებაში. აქ ერთი ტენდენცია შეინიშნება: ყოფილი ხელისუფლება მსგავს მასალებს ათავსებდა ძირითადად "საროკა.ნეტ"-ზე, ახლა ის განთავსდა "რადიკალ.რუ"-ზე - ორივე რუსული ვებგვერდია. ფარესიშვილი არცთუ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მასზე რომ აქვთ ასეთი მასალა, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის მასალა ექნებოდათ ნაციონალებს სხვებზე?! ან რამდენი ადამიანი ჰყავდათ სპეცსამსახურებს ჩართული ასეთი ტიპის მოქმედებებში? მათ ისეთ ხალხზეც ჰქონდათ მაკომპრომეტირებელი მასალები, ვისაც შესაძლოა ოდესღაც ჰქონოდა შეხება პოლიტიკურ პროცესებთან. დარწმუნებული ვარ, ნაციონალებს ზღვა მასალა აქვთ და მათ შორის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ბინძური და უფრო მძაფრი გატანილი ექნებათ საზღვარგარეთ.

- ეს ხომ არ არის გამოწვევა ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომელიც საზოგადოებას ინტიმური ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას დაჰპირდა?

- არა მარტო მინისტრმა, მთავარმა პროკურორმაც განაცხადა, რომ აქვს ასეთი მასალები. საზოგადოება ახლა მათ სთხოვს პასუხს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს შეიძლება ირიბი დარტყმა იყოს კონკრეტულად ღარიბაშვილზე. მინისტრი თუ ვერ გახსნის ამ საქმეს, მას უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება, ვინაიდან მანამდე ჩვენ ვიცოდით, რომ შსს-ს და პროკურატურას ასეთი ტიპის დისკები გააჩნდა. შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს იმიტომ გააკეთა, ახალი ხელისუფლების ჩადენილი რომ გვეგონოს. ზოგმა შესაძლოა ისიც იფიქროს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ერთგვარი შიშის დათესვის მიზნით გააკეთა. ასეთი კითხვის ნიშნები რომ არ იყოს და ღარიბაშვილსა და კბილაშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ მოუხდეთ, შსს-მ სერიოზულად უნდა იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი ასეთ ბინძურ თამაშს არ ითამაშებდა, მაგრამ ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის უმრავლესობიდანაც, ვინც ამ მასალას შიდა დაპირისპირებისთვის გამოიყენებს. ასეთი ტიპის მასალის განთავსებამ, შესაძლოა, ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.

- იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგის ქარდავას დავალებით იღებდნენ სხვადასახვა პირთა სექსუალური ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას და მათ სპეცსამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ვიდეოც იმ "კოლექციიდანაა"?

- დარწმუნებული ვარ, დღეს შსს-შიც, პროკურატურაშიც და სპეცსამსახურებშიც მუშაობს ის ხალხი, ვინც გულში სერიოზულად გულშემატკივრობს ნაცმოძრაობას და ფარულად, მაგრამ მაინც ეხმარება მას უფლებამოსილების ფარგლებში. ფაქტია, ასეთი ტიპის მასალა არ უნდა ჟონავდეს არც ერთი უწყებიდან, თუ ეს არ არის განთავსებული ძველი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები და დისკები ჟონავს ძალოვანი სტრუქტურიდან და პროკურატურიდან. საინტერესოა, ვის მიერ და ვისი მხრიდან ხდება ეს.

- და ვის მიერ და ვისი მხრიდან უნდა ჟონავდეს მსგავსი ინფორმაცია?

- პირველ რიგში, ეჭვი უნდა აიღო იმაზე, ვისაც ფარულ ჩანაწერებზე მიუწვდებოდა ხელი - ყოფილი თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს. სავარაუდოდ, ეს არის დისკი, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე იყო თანდართული, როგორც მტკიცებულება. ეს საქმე აწერია კონკრეტულ გამომძიებელს ან საგამოძიებო ჯგუფს. ვის ჰქონდა ამ ჯგუფთან შეხება, ვინ არის მისი ხელმძღვანელი გამომძიებელი, ვისაც აწერია ეს საქმე, ვინ არის მისი კურატორი, ვის მიუწვდებოდა ხელი მასალაზე - ეს ყველაფერი ძალიან ადვილი დასადგენია, მაგრამ ამისათვის საჭიროა ერთი რამ - თუ ეს შენი ახლო გარემოცვის გაკეთებულია, არ უნდა მიჩქმალო.

ეს არის დიდი ბინძური თამაშის ერთი ნაწილი, რომელიც უკვე დაწყებულია. იმ ადამიანისგან, ვინც ეს ვიდეო განათავსა, სწორედ ის იყო ჩაფიქრებული, რომ დაზარალებულს ეჭვი აეღო ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების დასადგენია, მასზეა ეს პასუხისმგებლობა. გამორიცხულია, შს მინისტრს ასეთი ტიპის თამაშებში მიეღო მონაწილეობა, ან სცოდნოდა და დაეშვა. ახლა მასზეა დამოკიდებული, როგორ მიიყვანს ამას ლოგიკურ დასასრულამდე.

ასეთი ტიპის ჩანაწერები ყველა უკანონოა. ფარულ გადაღებაზე სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღო, თუ საქმე გაქვს აშკარა დანაშაულთან, დანაშაულის მზადებასთან ან მცდელობასთან. სხვა შემთხვევაში, ყველა ასეთი ტიპის ჩანაწერი, რომელიც ეხება ადამიანის ინტიმურ ცხოვრებას, უკანონოა. დასადგენია იმ თანამდებობის პირების ვინაობაც, ვინც დიდ ფულს ხარჯავდა ასეთ ბინძურ საქმიანობაში. ასეთი ტიპის ჩანაწერები უფასოდ არ კეთდება - ფულს უხდიან იმ ადამიანებს,­ რომლებიც მასში მონაწილეობენ - იწერენ, ამონტაჟებენ, ინახავენ... სხვათა შორის, ძალიან დიდი ფული იწერებოდა შსს-დან ვითომ აგენტურული საქმიანობისთვის, მაგრამ საბოლოოდ პოლიციის თანამშრომლები ითვისებდნენ თანხებს - გამოწერდნენ დიდ თანხას, თითქოს აგენტის გასამრჯელოდ, მაგრამ დიდ ნაწილს თვითონ იდებდნენ ჯიბეში. ასე რომ, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, კარგად დაფიქრდნენ, ეს ყველაფერი ზუსტადაც კორუფციული სქემებია.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ