ამერიკელმა ენთუზიასტმა კოდი უილსონმა საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტი წარმატებით გამოსცადა. მისი ძირითადი კომპონენტები პლასტმასისგან 3D პრინტერზეა დამზადებული.
უცნაური პისტოლეტის ავტორის თქმით, მის ქმნილებაში მეტალისგან მხოლოდ ნემსაა დამზადებული (უილსონმა ის ლურსმნისგან გააკეთა). გარდა ამისა, პისტოლეტში მეტალის მცირე ნაჭერიცაა ჩადგმული. ამერიკული კანონმდებლობით, აკრძალულია ისეთი პისტოლეტების დამზადება, რომელთა აღმოჩენაც მეტალოდეტექტორებით შეუძლებელია.
3D პრინტერზე დაბეჭდილი პლასტმასის პისტოლეტი მხოლოდ ერთ, 9х17 მილიმეტრის კალიბრის ვაზნაზეა გათვლილი. გასროლის შემდეგ პისტოლეტის ხელახალი დატენვაა საჭირო. ავტორის შეფასებით, მისი პისტოლეტი, რომელსაც მან Liberator (ქართულად "განმათავისუფლებელი") 10-11 გასროლაზეა გათვლილი, რის შემდეგაც ლულის შეცვლაა საჭირო.
უილსონის გამოგონებამ ამერიკის მთავრობაში ურთიერთსაპირისპირო აზრი გააჩინა. სენატორ ჩარლზ შუმერის აზრით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც 3D პრინტერებზე იარაღის დამზადებას აკრძალავს. შუმერის თქმით, 3D პრინტერების მასიური გავრცელების შემთხვევაში, მსგავსი კუსტარული იარაღის დამზადებას ტერორისტებიც შეძლებენ.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.