პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცოლის დაქალების" ჯეკო - "პრეზიდენტობა მეზარება"
"ჩემი ცოლის დაქალების" ჯეკო - "პრეზიდენტობა მეზარება"

გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე მხო­ლოდ 11 წლი­საა, თუმ­ცა უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ყუ­რა­დღე­ბით სარ­გებ­ლობს. პო­პუ­ლა­რუ­ლი კი ბევ­რის­თვის საყ­ვა­რელ­მა სე­რი­ალ­მა - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­მა" გა­ხა­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ჯეკო გო­ცი­რი­ძედ გა­იც­ნო. გი­ორ­გი 54-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-5 კლას­ში სწავ­ლობს და, ბევ­რის­თვის გა­საკ­ვი­რად, არა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, არა­მედ ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს.

- სკო­ლა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბი, ხომ არ მოგ­ბეზ­რდა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა?

- არ მომ­ბეზ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა რომ მი­ყუ­რებს, ზოგ­ჯერ შემ­რცხვე­ბა ხოლ­მე. თან ყვე­ლა ჯე­კოს მე­ძა­ხის, მგო­ნი ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი ყვე­ლას და­ა­ვი­წყდე­ბა.

- შენს გმირ ჯე­კოს ფეხ­ბურ­თი არ უყ­ვარს, შენ თუ გიყ­ვარს?

- რა თქმა უნდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ბიჭს ფეხ­ბურ­თი არ უყ­ვარ­დეს? ვთა­მა­შობ სა­ფეხ­ბურ­თო გუნდ "სა­ბურ­თა­ლო­ში", მინ­და, რო­ნალ­დოს ან კა­კას­ნა­ი­რი ფეხ­ბურ­თე­ლი გავ­ხდე და მად­რი­დის "რე­ალ­ში" ვი­თა­მა­შო. ჩემი საყ­ვა­რე­ლი კლუ­ბი სწო­რედ მად­რი­დის "რე­ა­ლია" და მინ­და, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის თასი მო­ი­გოს.

- მოდი, მო­მი­ყე­ვი, რა მოხ­დე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- დედა და მამა ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან, მე და ტა­სუ­ნას ბე­ბი­ას­თან, სა­გუ­რა­მო­ში გვაგ­ზავ­ნი­ან, რომ მშობ­ლე­ბის ჩხუ­ბი არ ვნა­ხოთ. მგო­ნი დედა და მამა აღა­რას­დროს შე­რიგ­დე­ბი­ან.

- კარ­გი, მეტს ნუ­ღარ მოგ­ვიყ­ვე­ბი, თო­რემ სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რი გა­გიბ­რაზ­დე­ბი­ან... შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თუ გყავს?

- მყავს, ოღონდ სე­რი­ალ­ში რომ მა­რი­კუ­ნა მიყ­ვარს, იმა­ზე არ იფიქ­როთ, რად­გან ჩემი მე­გო­ბა­რია. არა­და, რა­ტომ­ღაც, მა­რი­კუ­ნა ყვე­ლას ჩემი ნამ­დვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰგო­ნია.

- რო­მე­ლი გო­გოც გიყ­ვარს, იმან თუ იცის ეს ამ­ბა­ვი?

- არა მგო­ნია, არ მით­ქვამს, რა­ტომ­ღაც ვერ ვე­უბ­ნე­ბი.

- პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ გინ­და?

- არა, ბევ­რი სარ­ბე­ნი მექ­ნე­ბა და არ მინ­და, მე­ზა­რე­ბა.

- ბევ­რი სარ­ბე­ნი დღე­საც გაქვს, გა­და­ღე­ბე­ბიც... ეგ არ გე­ზა­რე­ბა?

- არა, გა­და­ღე­ბებ­ზე არ ვიღ­ლე­ბი, სერ­იო­ზულ, პო­ლი­ტი­კურ საქ­მე­ებ­ზე სირ­ბი­ლით და­ვიღ­ლე­ბი.

- და­ვუშ­ვათ, მა­ინც გახ­დი პრე­ზი­დენ­ტი, რას გა­ა­კე­თებ­დი?

- ჩვენს ქა­ლაქს გა­ვა­ლა­მა­ზებ­დი. ჩემი უბა­ნი, ვაკე მომ­წონს, ლა­მა­ზია, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი უბა­ნი უშ­ნოა და იმა­საც ვა­კეს და­ვამ­სგავ­სებ­დი. ასე­ვე ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან უსახ­ლკა­რო ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ და იმა­თაც და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. ფულ­საც ვა­ჩუ­ქებ­დი და სახ­ლებ­საც.

- შენ­თვის რა ოც­ნე­ბას აის­რუ­ლებ­დი?

- მე­ოც­ნე­ბე არ ვარ და არც ბევ­რი მო­თხოვ­ნა მაქვს. თუ რამე მინ­და, ხელ­ფასს რომ ვი­ღებ სე­რი­ა­ლი­დან, იმას ვხარ­ჯავ ხოლ­მე.

- რო­გო­რი პრე­ზი­დენ­ტია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ან რო­გო­რი უნდა იყოს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრე­ზი­დენ­ტია.

- ბი­ძი­ნა რო­გო­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია?

- არც ეგ ვიცი, ალ­ბათ, კარ­გი.

- რას ნიშ­ნავს "ინ­დი­გო ბავ­შვი"?

- ინ­დი­გო ბავ­შვებს ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბულ ბავ­შვებს უწო­დე­ბენ. მათ ლურ­ჯებ­საც ეძა­ხი­ან. ერთ კი­ნო­ში ინ­დი­გო ბავ­შვე­ბი ლურჯ პი­ჯა­კებს კე­რა­ვენ.

- რას ნიშ­ნავს "ვუნ­დერ­კინ­დი"?

- გან­ვი­თა­რე­ბულ ბავ­შვს, რო­მე­ლიც სხვე­ბის­გან სწავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- რა არის რე­ზი­დენ­ცია?

- პრე­ზი­დენ­ტის საკ­რე­ბუ­ლოა, სა­დაც პარ­ლა­მენ­ტის შემ­დეგ მი­დის ხოლ­მე.

- რას ნიშ­ნავს კო­ჰა­ბი­ტა­ცია?

- კო­ჰა­ბი­ტა­ცია ხდე­ბა პო­ზი­ცი­ა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვერ "კო­ჰა­ბი­ტირ­დნენ" (იცი­ნის).

- მა­ინც რა­ტომ?

- აბა, მე რა ვიცი, ეგ იმათ ჰკი­თხეთ.

- რა არის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა?

- ქალი და კაცი რომ ჩხუ­ბო­ბენ, მა­გას ნიშ­ნავს.

- ანუ, სე­რი­ალ­ში დედა და მამა რომ ჩხუ­ბო­ბენ, იმას?

- და­ახ­ლო­ე­ბით.

- რას ნიშ­ნავს "სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო"?

- კა­ნო­ნე­ბის კრე­ბულს, რომ­ლი­თაც პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ობს.

- რა არის ტრი­ბუ­ნა?

- ტრი­ბუ­ნა პო­ლი­ტი­კო­სებ­საც აქვთ და სტა­დი­ონ­საც, სა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი ზის და თა­მაშს უყუ­რებს.

- რას ნიშ­ნავს "დე­ბა­ტე­ბი"?

- დე­ბა­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ გა­და­ცე­მა­ში იმარ­თე­ბა, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ.

- რო­გო­რი გინ­და იყოს შენი სამ­შობ­ლო?

- კარ­გი, ლა­მა­ზი, მო­წყო­ბი­ლი და მშვი­დი.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ჩემი ცოლის დაქალების" ჯეკო - "პრეზიდენტობა მეზარება"

"ჩემი ცოლის დაქალების" ჯეკო - "პრეზიდენტობა მეზარება"

გიორგი ბარბაქაძე მხოლოდ 11 წლისაა, თუმცა უკვე საზოგადოების დიდი ყურადღებით სარგებლობს. პოპულარული კი ბევრისთვის საყვარელმა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალებმა" გახადა და საზოგადოებამაც ჯეკო გოცირიძედ გაიცნო. გიორგი 54-ე საჯარო სკოლის მე-5 კლასში სწავლობს და, ბევრისთვის გასაკვირად, არა მსახიობობაზე, არამედ ფეხბურთელობაზე ოცნებობს.

- სკოლაში ძალიან პოპულარული იქნები, ხომ არ მოგბეზრდა ყურადღების ცენტრში ყოფნა?

- არ მომბეზრებია, უბრალოდ, ყველა რომ მიყურებს, ზოგჯერ შემრცხვება ხოლმე. თან ყველა ჯეკოს მეძახის, მგონი ჩემი ნამდვილი სახელი ყველას დაავიწყდება.

- შენს გმირ ჯეკოს ფეხბურთი არ უყვარს, შენ თუ გიყვარს?

- რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, ბიჭს ფეხბურთი არ უყვარდეს? ვთამაშობ საფეხბურთო გუნდ "საბურთალოში", მინდა, რონალდოს ან კაკასნაირი ფეხბურთელი გავხდე და მადრიდის "რეალში" ვითამაშო. ჩემი საყვარელი კლუბი სწორედ მადრიდის "რეალია" და მინდა, ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგოს.

- მოდი, მომიყევი, რა მოხდება ახლო მომავალში სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- დედა და მამა ერთმანეთს შორდებიან, მე და ტასუნას ბებიასთან, საგურამოში გვაგზავნიან, რომ მშობლების ჩხუბი არ ვნახოთ. მგონი დედა და მამა აღარასდროს შერიგდებიან.

- კარგი, მეტს ნუღარ მოგვიყვები, თორემ სცენარისტი და რეჟისორი გაგიბრაზდებიან... შეყვარებული თუ გყავს?

- მყავს, ოღონდ სერიალში რომ მარიკუნა მიყვარს, იმაზე არ იფიქროთ, რადგან ჩემი მეგობარია. არადა, რატომღაც, მარიკუნა ყველას ჩემი ნამდვილი შეყვარებული ჰგონია.

- რომელი გოგოც გიყვარს, იმან თუ იცის ეს ამბავი?

- არა მგონია, არ მითქვამს, რატომღაც ვერ ვეუბნები.

- პრეზიდენტობა არ გინდა?

- არა, ბევრი სარბენი მექნება და არ მინდა, მეზარება.

- ბევრი სარბენი დღესაც გაქვს, გადაღებებიც... ეგ არ გეზარება?

- არა, გადაღებებზე არ ვიღლები, სერ­იოზულ, პოლიტიკურ საქმეებზე სირბილით დავიღლები.

- დავუშვათ, მაინც გახდი პრეზიდენტი, რას გააკეთებდი?

- ჩვენს ქალაქს გავალამაზებდი. ჩემი უბანი, ვაკე მომწონს, ლამაზია, მაგრამ ზოგიერთი უბანი უშნოა და იმასაც ვაკეს დავამსგავსებდი. ასევე ძალიან მეცოდებიან უსახლკარო ბავშვები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და იმათაც დავეხმარებოდი. ფულსაც ვაჩუქებდი და სახლებსაც.

- შენთვის რა ოცნებას აისრულებდი?

- მეოცნებე არ ვარ და არც ბევრი მოთხოვნა მაქვს. თუ რამე მინდა, ხელფასს რომ ვიღებ სერიალიდან, იმას ვხარჯავ ხოლმე.

- როგორი პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი?

- ნამდვილად არ ვიცი. ან როგორი უნდა იყოს, ჩვეულებრივი პრეზიდენტია.

- ბიძინა როგორი პრემიერ-მინისტრია?

- არც ეგ ვიცი, ალბათ, კარგი.

- რას ნიშნავს "ინდიგო ბავშვი"?

- ინდიგო ბავშვებს ძალიან მოხერხებულ ბავშვებს უწოდებენ. მათ ლურჯებსაც ეძახიან. ერთ კინოში ინდიგო ბავშვები ლურჯ პიჯაკებს კერავენ.

- რას ნიშნავს "ვუნდერკინდი"?

- განვითარებულ ბავშვს, რომელიც სხვებისგან სწავლით გამოირჩევა.

- რა არის რეზიდენცია?

- პრეზიდენტის საკრებულოა, სადაც პარლამენტის შემდეგ მიდის ხოლმე.

- რას ნიშნავს კოჰაბიტაცია?

- კოჰაბიტაცია ხდება პოზიციასა და ოპოზიციას შორის, მაგრამ ვერ მოხერხდა. როგორც ამბობენ, ვერ "კოჰაბიტირდნენ" (იცინის).

- მაინც რატომ?

- აბა, მე რა ვიცი, ეგ იმათ ჰკითხეთ.

- რა არის გენდერული თანასწორობა?

- ქალი და კაცი რომ ჩხუბობენ, მაგას ნიშნავს.

- ანუ, სერიალში დედა და მამა რომ ჩხუბობენ, იმას?

- დაახლოებით.

- რას ნიშნავს "საკანონმდებლო ორგანო"?

- კანონების კრებულს, რომლითაც პარლამენტი მუშაობს.

- რა არის ტრიბუნა?

- ტრიბუნა პოლიტიკოსებსაც აქვთ და სტადიონსაც, სადაც მაყურებელი ზის და თამაშს უყურებს.

- რას ნიშნავს "დებატები"?

- დებატები პოლიტიკურ გადაცემაში იმართება, სადაც პოლიტიკოსები საუბრობენ.

- როგორი გინდა იყოს შენი სამშობ­ლო?

- კარგი, ლამაზი, მოწყობილი და მშვიდი.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება