პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი
ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

მალე ქვე­ყა­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მა­რა­თო­ნი გა­ჩაღ­დე­ბა. თუ იმ შე­დეგს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რაც შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მი­ი­ღო, ანუ სრულ გა­მარ­ჯვე­ბას სა­მი­ვე სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში, ად­ვი­ლად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ შე­მოდ­გო­მა­ზე გა­სა­მართ არ­ჩევ­ნებ­ში ფა­ვო­რი­ტი კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი იქ­ნე­ბა, იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ კონ­კრე­ტუ­ლად ვინ და­სა­ხელ­დე­ბა.

რო­გორც ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მას უკვე ჰყავს შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა, ოღონდ ეს ჯერ კო­ა­ლი­ცი­ა­ში არ გან­ხი­ლუ­ლა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ორ-სამ კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ვინ იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი? - ამა­ზე მსჯე­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და მე­დი­ამ უკვე კარ­გა ხა­ნია და­ი­წყეს. ეს თემა დრო­დად­რო აქ­ტი­ურ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ჯა­როდ გამ­ჟღავ­ნე­ბი­სას, რომ­ლის მი­ზე­ზად სწო­რედ ალა­სა­ნი­ას საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ე­ბი და­სა­ხელ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვილ­მა უპირ­ვე­ლეს თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბად "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" და­ა­სა­ხე­ლა, მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­დე­ბო­და: პრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე - და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტი კი - ირაკ­ლი ალა­სა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­და, რომ კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი სწო­რედ ალა­სა­ნია იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ამას რომ არ აპი­რებ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ამა­ზე ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­ა­ნიშ­ნა, რო­დე­საც თქვა, რომ მის­თვის პრე­ზი­დენ­ტად ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის ტი­პის პო­ლი­ტი­კო­სი იქ­ნე­ბო­და და ეს სხვა­დას­ხვა დროს გა­ი­მე­ო­რა. ალა­სა­ნია რომ არ სურ­და პრე­ზი­დენ­ტად ეხი­ლა, თით­ქმის გა­დაჭ­რით ით­ქვა ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი კონ­ფლიქ­ტი­სას. მა­ინც რა­ტომ იქცა ალა­სა­ნია ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ასე მი­უ­ღებ­ლად პრე­ზი­დენ­ტის რან­გში? ამ ცოტა ხნის წინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და: - პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ მა­ნი­ა­კუ­რი სწრაფ­ვა არ უნდა ჰქონ­დე­სო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ პრე­მი­ერ­მა ამ­გვა­რი სწრაფ­ვა შე­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ას, ან ამა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა იმან, რომ ალა­სა­ნი­ა­სა და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მო­საზ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ერ საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კად უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი. მოკ­ლედ, ასეა თუ ისე, აშ­კა­რაა, რომ ალა­სა­ნია კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტი არ იქ­ნე­ბა. გა­ბე­დავს თუ არა ის ამ ეტაპ­ზე თა­ვი­სი თა­მა­შის წა­მო­წყე­ბას და პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტო­ბას მხო­ლოდ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხე­ლით - ძნე­ლი სათ­ქმე­ლია. ვფიქ­რობ, ეს ამ­ჟა­მად, ამ პო­ლი­ტი­კურ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია.

მოდი, ჩა­მოვ­თვა­ლოთ ყვე­ლა ის სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტი, ვის­ზეც უკვე წერ­და მე­დია: პო­ე­ტი და­ვით მაღ­რა­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე, გა­ნათ­ლე­ბი­სა დ მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. ამ უკა­ნას­კნელს ისე ხში­რად აქებს პრე­მი­ე­რი, რომ ეს, შე­საძ­ლოა, რა­მე­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­დეს. მით უფრო, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილს არა­თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­კენ მა­ნი­ა­კუ­რი სწრაფ­ვა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა სა­ერ­თოდ არ სურ­და: თუ ისევ პრე­მი­ერს და­ვე­სეს­ხე­ბით, მან ის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბა­ზე დიდი ხვეწ­ნა-მუ­და­რით და­ი­თან­ხმა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სად­მი პრე­მი­ერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­პა­თია რომ აქვს, ეს მა­ში­ნაც გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ვი­ცეპ­რე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლი ალა­სა­ნი­ას ნაც­ვლად ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე სწო­რედ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა. პრე­მი­ე­რი ასე­ვე ხში­რად გა­მო­ხა­ტავს კა­ლა­ძი­სად­მი სა­კუ­თარ კე­თილ­გან­წყო­ბას და მის პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რად ქცე­ვა­ზე ბევ­რსაც ზრუ­ნავს. ამ­დე­ნად, იმ რამ­დე­ნი­მე კან­დი­დატს შო­რის, რომ­ლე­ბიც პრე­მი­ერ­მა კო­ა­ლი­ცი­ის პო­ლი­ტი­კურ საბ­ჭოს უნდა წა­რუდ­გი­ნოს, შე­საძ­ლოა, სწო­რედ კახა კა­ლა­ძეც იყოს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თდრო­უ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია "პო­ლი­ტი­კუ­რი სწავ­ლე­ბის სკო­ლის" და­მა­არ­სებ­ლი­სა და ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ მდივ­ნად მო­სა­ლოდ­ნელ და­ნიშ­ვნა­სა და შე­საძ­ლო საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბა­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად ახვლე­დი­ა­ნი ერ­თსაც უარ­ყოფ­და და მე­ო­რე­საც, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ პირ­ვე­ლი გა­მარ­თლდა. ას­რულ­დე­ბა თუ არა მე­ო­რე ვა­რა­უ­დი, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, თუმ­ცა ივა­ნიშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო გე­მოვ­ნე­ბას ახვლე­დი­ა­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­თა­ნა­დოდ უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. ის პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ას­ლან აბა­ში­ძის ორ­ბი­ტა­ზე გა­მოჩ­ნდა, იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც. ახვლე­დი­ა­ნი თან ახ­ლდა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სტრას­ბურ­გში ვი­ზი­ტი­სას, ეს­წრე­ბო­და ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სხდო­მას და იქ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას. ასეა თუ ისე, უკვე რამ­დე­ნი­მე დღე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვე­ცო­დი­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის კან­დი­და­ტის ვი­ნა­ო­ბა, თუმ­ცა სა­კი­თხა­ვია, იქ­ნე­ბა თუ არა იგი ერ­თნა­ი­რად მი­სა­ღე­ბი კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ყვე­ლა პარ­ტი­ის­თვის, მით უფრო, ალა­სა­ნი­ას ხმა­მაღ­ლა ჯერ არ­სად უთ­ქვამს, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ა­ზე უარი თქვა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

მალე ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი გაჩაღდება. თუ იმ შედეგს გავითვალისწინებთ, რაც შუალედურ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ანუ სრულ გამარჯვებას სამივე საარჩევნო ოლქში, ადვილად სავარაუდოა, რომ შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში ფავორიტი კოალიციის კანდიდატი იქნება, იმის მიუხედავად, თუ კონკრეტულად ვინ დასახელდება.

როგორც ამ რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მას უკვე ჰყავს შერჩეული კანდიდატურა, ოღონდ ეს ჯერ კოალიციაში არ განხილულა და გადაწყვეტილება ორ-სამ კვირაში გახდება ცნობილი. ვინ იქნება კოალიციის კანდიდატი? - ამაზე მსჯელობა საზოგადოებამ და მედიამ უკვე კარგა ხანია დაიწყეს. ეს თემა დროდადრო აქტიურდებოდა, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას შორის არსებული დაპირისპირების საჯაროდ გამჟღავნებისას, რომლის მიზეზად სწორედ ალასანიას საპრეზიდენტო ამბიციები დასახელდა. თავდაპირველად, როდესაც ივანიშვილმა უპირველეს თანამებრძოლებად "რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" დაასახელა, მაშინვე ითქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უმაღლესი თანამდებობები ასე გადანაწილდებოდა: პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტი კი - ირაკლი ალასანია. შესაბამისად, საზოგადოება ელოდა, რომ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ალასანია იქნებოდა, თუმცა ამას რომ არ აპირებდა, ბიძინა ივანიშვილმა ამაზე ჯერ კიდევ არჩევნებში გამარჯვებამდე მიანიშნა, როდესაც თქვა, რომ მისთვის პრეზიდენტად ყველაზე მისაღები ვახტანგ ხმალაძის ტიპის პოლიტიკოსი იქნებოდა და ეს სხვადასხვა დროს გაიმეორა. ალასანია რომ არ სურდა პრეზიდენტად ეხილა, თითქმის გადაჭრით ითქვა ზემოთ ნახსენები კონფლიქტისას. მაინც რატომ იქცა ალასანია ივანიშვილისთვის ასე მიუღებლად პრეზიდენტის რანგში? ამ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: - პრეზიდენტობის კანდიდატს ხელისუფლებისკენ მანიაკური სწრაფვა არ უნდა ჰქონდესო. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ პრემიერმა ამგვარი სწრაფვა შენიშნა ალასანიას, ან ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ ალასანიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მოსაზრებით, საქართველო ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად უნდა ჩამოყალიბდეს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ივანიშვილი. მოკლედ, ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ალასანია კოალიციის კანდიდატი არ იქნება. გაბედავს თუ არა ის ამ ეტაპზე თავისი თამაშის წამოწყებას და პრეზიდენტობის კანდიდატობას მხოლოდ თავისი პოლიტიკური პარტიის სახელით - ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, ეს ამჟამად, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ძნელად წარმოსადგენია.

მოდი, ჩამოვთვალოთ ყველა ის სავარაუდო კანდიდატი, ვისზეც უკვე წერდა მედია: პოეტი დავით მაღრაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, განათლებისა დ მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. ამ უკანასკნელს ისე ხშირად აქებს პრემიერი, რომ ეს, შესაძლოა, რამეზე მიანიშნებდეს. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მარგველაშვილს არათუ ხელისუფლებისკენ მანიაკური სწრაფვა, ხელისუფლებაში ყოფნა საერთოდ არ სურდა: თუ ისევ პრემიერს დავესესხებით, მან ის განათლების მინისტრობაზე დიდი ხვეწნა-მუდარით დაითანხმა. მარგველაშვილისადმი პრემიერს განსაკუთრებული სიმპათია რომ აქვს, ეს მაშინაც გამოჩნდა, როდესაც ვიცეპრემიერობიდან გადაყენებული ალასანიას ნაცვლად ამ თანამდებობაზე სწორედ მარგველაშვილი დანიშნა. პრემიერი ასევე ხშირად გამოხატავს კალაძისადმი საკუთარ კეთილგანწყობას და მის პოლიტიკურ ფიგურად ქცევაზე ბევრსაც ზრუნავს. ამდენად, იმ რამდენიმე კანდიდატს შორის, რომლებიც პრემიერმა კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს უნდა წარუდგინოს, შესაძლოა, სწორედ კახა კალაძეც იყოს. ფაქტობრივად, ერთდროულად გავრცელდა ინფორმაცია "პოლიტიკური სწავლების სკოლის" დამაარსებლისა და ყოფილი დირექტორის, არმაზ ახვლედიანის "ქართული ოცნების" პოლიტიკურ მდივნად მოსალოდნელ დანიშვნასა და შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. თავდაპირველად ახვლედიანი ერთსაც უარყოფდა და მეორესაც, მაგრამ საბოლოოდ პირველი გამართლდა. ასრულდება თუ არა მეორე ვარაუდი, ძნელი სათქმელია, თუმცა ივანიშვილის საპრეზიდენტო გემოვნებას ახვლედიანი, სავარაუდოდ, სათანადოდ უნდა აკმაყოფილებდეს. ის პოლიტიკურ ასპარეზზე ასლან აბაშიძის ორბიტაზე გამოჩნდა, იყო პარლამენტის წევრიც. ახვლედიანი თან ახლდა პრემიერ-მინისტრს სტრასბურგში ვიზიტისას, ესწრებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას და იქ ივანიშვილის გამოსვლას. ასეა თუ ისე, უკვე რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, გვეცოდინება კოალიციის კანდიდატის ვინაობა, თუმცა საკითხავია, იქნება თუ არა იგი ერთნაირად მისაღები კოალიციაში შემავალი ყველა პარტიისთვის, მით უფრო, ალასანიას ხმამაღლა ჯერ არსად უთქვამს, რომ საპრეზიდენტო ამბიციაზე უარი თქვა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა