მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Facebook-ის აუდიტორია მცირდება
Facebook-ის აუდიტორია მცირდება

რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" აუ­დი­ტო­რია ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რებ­ლით შემ­ცირ­და. "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სოც-ქსე­ლებ­ში გა­და­დის, ხალ­ხი ახალ ონ­ლა­ინ-პლატ­ფორ­მებს ეძებს.

რო­გორც კომ­პა­ნია SocialBakers-ის ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი აცხა­დე­ბენ, გა­სულ თვეს ყვე­ლა­ზე მსხვილ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა 6 მლნ მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­კარ­გა, რაც აუ­დი­ტო­რი­ას 4%-ით ამ­ცი­რებს. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვარ­დნამ 4.5%-ს მი­ა­წია. ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ფე­ის­ბუ­ქის" აუ­დი­ტო­რია აშშ-ში 9 მლნ ყო­ველ­თვი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლით, ხოლო დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 2 მლნ ყო­ველ­თვი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლით შემ­ცირ­და.

სოც-ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­გე­ბი შე­თხელ­და კა­ნა­და­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში და გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც Facebook-ი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლად ლი­დე­რობ­და.

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად ფო­ტო­ე­ბის გაც­ვლის სერ­ვი­სის მქო­ნე "ინ­სტაგ­რა­მი" პი­რი­ქით - სულ უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. მისი აუ­დი­ტო­რია 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 მლნ მომ­ხმა­რებ­ლამ­დე გა­ი­ზარ­და.

ასე­ვე გა­ი­ზარ­და Path-ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რი­გე­ბი. ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ფო­ტო­ე­ბია. აქ ვერ მო­უს­მენთ მუ­სი­კას, ვერ ნა­ხავთ ვი­დე­ოს და ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბით მე­გობ­რებს ჩა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ამუ­შა­ვე­ბი­დან 1 კვი­რა­ში 1 მლნ მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­ი­ძი­ნა, ხოლო დღე­ის­თვის მათი რი­ცხვი 9 მლნ-ს უტოლ­დე­ბა.

Facebook-ის პო­პუ­ლა­რო­ბა იზ­რდე­ბა სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში : ბრა­ზი­ლი­ის ყო­ველ­თვი­უ­რი აუ­დი­ტო­რია 6%-ით გა­ი­ზარ­და.

ასე­ვე მცირ­დე­ბა სოც-ქსე­ლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის მო­ცუ­ლო­ბა. 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში დრო­ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 121 წუთი იყო, თე­ბერ­ვალ­ში კი 115 წუ­თამ­დე და­ე­ცა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.am-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

Facebook-ის აუდიტორია მცირდება

Facebook-ის აუდიტორია მცირდება

როგორც დამოუკიდებელმა კვლევებმა აჩვენა, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" აუდიტორია ერთი თვის განმავლობაში მილიონი მომხმარებლით შემცირდა. "ფეისბუქის" მომხმარებელთა ნაწილი ალტერნატიულ სოც-ქსელებში გადადის, ხალხი ახალ ონლაინ-პლატფორმებს ეძებს.

როგორც კომპანია SocialBakers-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, გასულ თვეს ყველაზე მსხვილმა სოციალურმა ქსელმა 6 მლნ მომხმარებელი დაკარგა, რაც აუდიტორიას 4%-ით ამცირებს. დიდ ბრიტანეთში ვარდნამ 4.5%-ს მიაწია. ნახევარი წლის განმავლობაში "ფეისბუქის" აუდიტორია აშშ-ში 9 მლნ ყოველთვიური მომხმარებლით, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2 მლნ ყოველთვიური მომხმარებლით შემცირდა.

სოც-ქსელის მომხმარებელთა რიგები შეთხელდა კანადაში, ესპანეთში, საფრანგეთში და გერმანიაში, სადაც Facebook-ი დიდი ხნის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა.

ალტერნატიული სოციალური ქსელები, მაგალითად ფოტოების გაცვლის სერვისის მქონე "ინსტაგრამი" პირიქით - სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. მისი აუდიტორია 18 თვის განმავლობაში 30 მლნ მომხმარებლამდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა Path-ის მომხმარებელთა რიგები. ამ სოციალურ ქსელში კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება ფოტოებია. აქ ვერ მოუსმენთ მუსიკას, ვერ ნახავთ ვიდეოს და ვერ დაელაპარაკებით მეგობრებს ჩატის საშუალებით. ამ სოციალურმა ქსელმა ამუშავებიდან 1 კვირაში 1 მლნ მომხმარებელი შეიძინა, ხოლო დღეისთვის მათი რიცხვი 9 მლნ-ს უტოლდება.

Facebook-ის პოპულარობა იზრდება სამხრეთ ამერიკაში : ბრაზილიის ყოველთვიური აუდიტორია 6%-ით გაიზარდა.

ასევე მცირდება სოც-ქსელებში გატარებული დროის მოცულობა. 2012 წლის დეკემბერში დროის საშუალო მაჩვენებელი 121 წუთი იყო, თებერვალში კი 115 წუთამდე დაეცა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს