მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსი - "დღეგრძელი იყოს მეფე!"
სანდრა რულოვსი - "დღეგრძელი იყოს მეფე!"

სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­ლან­დი­ე­ლი პირ­ვე­ლი ლედი, სან­დრა რუ­ლოვ­სი ამ­სტერ­და­მის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე ქვეყ­ნის ახალ მმარ­თველ­თან მი­სა­სალ­მებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შე­სა­ხებ სან­დრა "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს და მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"დღეს ნი­დერ­ლან­დე­ლებს ახა­ლი მეფე ჰყავთ! დე­და­ჩე­მი, ჩემი პა­ტა­რა ვაჟი ნი­კო­ლო­ზი და მე ამ­სტერ­და­მის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე (the Dam) ვი­ყა­ვით, სა­დაც ახა­ლი მეფე ვი­ლემ-ალექ­სან­დრე ოჯახ­თან ერ­თად სა­მე­ფო სა­სახ­ლის აივ­ნი­დან ხალ­ხს მი­ე­სალ­მა. ჩვენ მას და მის ოჯახს წარ­მა­ტე­ბას, ბედ­ნი­ე­რე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას ვუ­სურ­ვებთ! დღეგ­რძე­ლი იყოს მეფე!", - წერს რუ­ლოვ­სი.

გა­დამ­დგარ­მა დე­დო­ფალ­მა ბე­ატ­რიქსმა შვილს, პრინც ვი­ლემ-ალექ­სან­დრეს გვირ­გვი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ცა.

2013 წლის იან­ვრის და­სა­წყის­ში ნი­დერ­ლან­დე­ბის დე­დო­ფალ­მა ბე­ატ­რიქსმა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ ტახ­ტზე უარი თქვა. დე­დო­ფალ­მა ქვეყ­ნის მარ­თვა შვილს, პრინც ვი­ლემ-ალექ­სან­დრეს გა­და­ა­ბა­რა.

დე­დო­ფალ­მა ბე­ატ­რიქსმა, რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ა­ში 33 წელი მე­ფობ­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ტახ­ტი­დან გა­დად­გო­მა­ზე რამ­დე­ნი­მე წელი ფიქ­რობ­და. მი­მარ­თვა­ში მან აღ­ნიშ­ნა, რომ მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი ახლა "ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბამ" უნდა აი­ღოს და დას­ძი­ნა, რომ მისი შვი­ლი მზა­დაა მეფე გახ­დეს.

ბე­ატ­რიქსს 31 იან­ვარს 75 წელი შე­უს­რულ­დე­ბა. ტახ­ტი­დან მისი გა­დად­გო­მით ნი­დერ­ლან­დებ­ში თით­ქმის ას­წლო­ვა­ნი ქალ­თა მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­და, ხოლო ვი­ლემ-ალექ­სან­დრე, რო­მე­ლიც 45 წლი­საა, ვი­ლემ III-ის შემ­დეგ პირ­ვე­ლი მეფე გახ­და (ვი­ლემ III 1890 წელს გარ­და­იც­ვა­ლა).

ნი­დერ­ლან­დე­ბის ახა­ლი მეფე არ­გენ­ტი­ნელ მაქ­სი­მე სო­რე­გი­ე­ტე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და სამი შვი­ლი ჰყავს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

სანდრა რულოვსი - "დღეგრძელი იყოს მეფე!"

სანდრა რულოვსი - "დღეგრძელი იყოს მეფე!"

საქართველოს ჰოლანდიელი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ამსტერდამის მთავარ მოედანზე ქვეყნის ახალ მმართველთან მისასალმებლად იმყოფებოდა. ამის შესახებ სანდრა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს და მოედანზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"დღეს ნიდერლანდელებს ახალი მეფე ჰყავთ! დედაჩემი, ჩემი პატარა ვაჟი ნიკოლოზი და მე ამსტერდამის მთავარ მოედანზე (the Dam) ვიყავით, სადაც ახალი მეფე ვილემ-ალექსანდრე ოჯახთან ერთად სამეფო სასახლის აივნიდან ხალხს მიესალმა. ჩვენ მას და მის ოჯახს წარმატებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ! დღეგრძელი იყოს მეფე!", - წერს რულოვსი.

გადამდგარმა დედოფალმა ბეატრიქსმა შვილს, პრინც ვილემ-ალექსანდრეს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა.

2013 წლის იანვრის დასაწყისში ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ტახტზე უარი თქვა. დედოფალმა ქვეყნის მართვა შვილს, პრინც ვილემ-ალექსანდრეს გადააბარა.

დედოფალმა ბეატრიქსმა, რომელიც ჰოლანდიაში 33 წელი მეფობდა, განაცხადა, რომ ტახტიდან გადადგომაზე რამდენიმე წელი ფიქრობდა. მიმართვაში მან აღნიშნა, რომ მართვის სადავეები ახლა "ახალგაზრდა თაობამ" უნდა აიღოს და დასძინა, რომ მისი შვილი მზადაა მეფე გახდეს.

ბეატრიქსს 31 იანვარს 75 წელი შეუსრულდება. ტახტიდან მისი გადადგომით ნიდერლანდებში თითქმის ასწლოვანი ქალთა მმართველობა დასრულდა, ხოლო ვილემ-ალექსანდრე, რომელიც 45 წლისაა, ვილემ III-ის შემდეგ პირველი მეფე გახდა (ვილემ III 1890 წელს გარდაიცვალა).

ნიდერლანდების ახალი მეფე არგენტინელ მაქსიმე სორეგიეტეზეა დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს