მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იკლავენ მოზარდები თავს
რატომ იკლავენ მოზარდები თავს

ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­ნო­ბან­ში 17 წლის მო­ზარ­დმა თორ­ნი­კე ცხო­ი­ძემ თავი ჩა­მო­იხ­რჩო... სკო­ლა­ში მხო­ლოდ სამ გაკ­ვე­თილს და­ეს­წრო, შემ­დეგ ჩან­თა აიღო და ისე, რომ არა­ვის­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, სკო­ლი­დან წა­მო­ვი­და. შინ მი­სულ­მა კარ­თან ფეხ­საც­მე­ლე­ბი გა­ი­ხა­და, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი ქსელ­ში შე­ა­ერ­თა, შემ­დეგ სა­წოლ­ზე წა­მოწ­ვა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ადგა, ჭე­რის დი­რე­ზე კაპ­რო­ნის წვრი­ლი თოკი ჩა­მო­ა­ბა და...

ზუს­ტად ამ დროს თორ­ნი­კეს დედა იქვე, სახ­ლთან, ბოს­ტან­ში საქ­მი­ა­ნობ­და. მას შვი­ლის შინ დაბ­რუ­ნე­ბა არ გა­უ­გია, - რო­გორც ჩანს, თორ­ნი­კემ ჭიშ­კა­რი უხ­მა­უ­როდ გა­ა­ღო და სახ­ლშიც ფე­ხაკ­რე­ფით შე­ვი­და...

დე­დამ კარ­თან შვი­ლის ფეხ­საც­მე­ლე­ბი რომ შე­ნიშ­ნა, თორ­ნი­კე მო­სუ­ლაო, - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, ოთა­ხის კარი შე­ა­ღო და... სო­ფე­ლი ქვე­ნო­ბა­ნი ამ ამ­ბავ­მა და­ა­მუნ­ჯა, - ბიჭი ამას თუ ჩა­ი­დენ­და, არა­ვის სჯე­რო­და... ათას­გვა­რი ჭორი გავ­რცელ­და: ერთი ვერ­სი­ით, ბიჭს გოგო ჰყვა­რე­ბია უი­მე­დოდ... იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ მა­მა­მი­სი გა­მუდ­მე­ბით სვამ­და და თორ­ნი­კე ამას გა­ნიც­დი­დაო. არის კი­დევ ერთი ვერ­სია - ის გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ბიჭი ყო­ფი­ლა. ბოლო დროს კლა­სე­ლე­ბის­თვის უთ­ქვამს, არ მინ­და სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ, თქვენ ყვე­ლა­ნი წახ­ვალთ, თქვენს გზას მო­ძებ­ნით, მე კი აქ მარ­ტო უნდა დავ­რჩეო... შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღ­ძრა.

...თორ­ნი­კეს 25 წლის ძმა ჰყავს, რო­მე­ლიც არ­ცთუ მა­ღალ­ხელ­ფა­სი­ან სა­მუ­შა­ო­ზე მუ­შა­ობს, მაგ­რამ ოჯახ­საც ეხ­მა­რე­ბა და უმ­ცროს ძმა­საც გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მოს­თვის კოს­ტი­უ­მის ყიდ­ვა­საც დაჰ­პირ­და... თორ­ნი­კეს კოს­ტი­უ­მი მა­ინც უყი­დეს, მაგ­რამ მას სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ სა­ღა­მო­ზე ვე­ღარ ჩა­იც­ვამს...

რა­ტომ მომ­რავ­ლდა ჩვენ­ში ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი, რა­ტომ იკ­ლა­ვენ მო­ზარ­დე­ბი თავს? ამის შე­სა­ხებ ფსი­ქო­ლოგ მა­რი­ნა ბა­ლი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- უმე­ტე­სად თავს სუ­ლი­ე­რად სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნე­ბი იკ­ლა­ვენ. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს - ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ანს არ აქვს იმე­დი, რომ დღეს თუ რა­ი­მეს ვერ მი­აღ­წია, ხვალ მი­აღ­წევს...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

რატომ იკლავენ მოზარდები თავს

რატომ იკლავენ მოზარდები თავს

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში 17 წლის მოზარდმა თორნიკე ცხოიძემ თავი ჩამოიხრჩო... სკოლაში მხოლოდ სამ გაკვეთილს დაესწრო, შემდეგ ჩანთა აიღო და ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, სკოლიდან წამოვიდა. შინ მისულმა კართან ფეხსაცმელები გაიხადა, მობილური ტელეფონი ქსელში შეაერთა, შემდეგ საწოლზე წამოწვა, რამდენიმე წუთში ადგა, ჭერის დირეზე კაპრონის წვრილი თოკი ჩამოაბა და...

ზუსტად ამ დროს თორნიკეს დედა იქვე, სახლთან, ბოსტანში საქმიანობდა. მას შვილის შინ დაბრუნება არ გაუგია, - როგორც ჩანს, თორნიკემ ჭიშკარი უხმაუროდ გააღო და სახლშიც ფეხაკრეფით შევიდა...

დედამ კართან შვილის ფეხსაცმელები რომ შენიშნა, თორნიკე მოსულაო, - ჩაილაპარაკა, ოთახის კარი შეაღო და... სოფელი ქვენობანი ამ ამბავმა დაამუნჯა, - ბიჭი ამას თუ ჩაიდენდა, არავის სჯეროდა... ათასგვარი ჭორი გავრცელდა: ერთი ვერსიით, ბიჭს გოგო ჰყვარებია უიმედოდ... იმასაც ამბობდნენ, რომ მამამისი გამუდმებით სვამდა და თორნიკე ამას განიცდიდაო. არის კიდევ ერთი ვერსია - ის გულჩათხრობილი ბიჭი ყოფილა. ბოლო დროს კლასელებისთვის უთქვამს, არ მინდა სკოლას რომ ვამთავრებ, თქვენ ყველანი წახვალთ, თქვენს გზას მოძებნით, მე კი აქ მარტო უნდა დავრჩეო... შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ საქმე  თვითმკვლელობის მუხლით აღძრა.

...თორნიკეს 25 წლის ძმა ჰყავს, რომელიც არცთუ მაღალხელფასიან სამუშაოზე მუშაობს, მაგრამ ოჯახსაც ეხმარება და უმცროს ძმასაც გამოსაშვები საღამოსთვის კოსტიუმის ყიდვასაც დაჰპირდა... თორნიკეს კოსტიუმი მაინც უყიდეს, მაგრამ მას სკოლის დამამთავრებელ საღამოზე ვეღარ ჩაიცვამს...

რატომ მომრავლდა ჩვენში ასეთი ტრაგედიები, რატომ იკლავენ მოზარდები თავს? ამის შესახებ ფსიქოლოგ მარინა ბალიაშვილს ვესაუბრეთ.

- უმეტესად თავს სულიერად სრულიად ჯანსაღი ადამიანები იკლავენ. ამას თავისი მიზეზი აქვს - ცხოვრების ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ დღეს თუ რაიმეს ვერ მიაღწია, ხვალ მიაღწევს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"