პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ
ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ფო­ტოგ­რაფ ელენ ვე­ი­ლე­უქსს ჩერ­ნო­ბი­ლის სა­შიშ ზო­ნა­ში ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს.

ელენ­მა ქა­ლაქ ჩერ­ნო­ბილ­სა და პრი­პი­ატ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ცუ­რაო აუ­ზე­ბი, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი და სახ­ლე­ბი გა­და­ი­ღო. ადა­მი­ა­ნე­ბით დაც­ლი­ლი ქა­ლა­ქი, რო­მელ­საც "მოჩ­ვე­ნე­ბა­თა ქა­ლაქ­საც" უწო­დე­ბენ, კა­ტას­ტრო­ფი­დან 27 წლის შემ­დეგ ტყე­დაა ქცე­უ­ლი. ელენს ქა­ლაქ­ში ყოფ­ნის­თვის მხო­ლოდ 4 დღე მის­ცეს.

მან რა­დი­ა­ცი­ის­გან შე­და­რე­ბით "უსაფრ­თხო" ად­გი­ლებ­ში გა­დას­ვლა შეძ­ლო და მი­ტო­ვე­ბულ ქა­ლაქს ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღო. ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი სე­რი­ა­ში "მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩერ­ნო­ბი­ლი­დან პრი­პი­ა­ტამ­დეა" გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ელე­ნი ჩერ­ნო­ბილს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სტუმ­რობ­და. ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ლე ცხოვ­რობს. ამ მო­ხუ­ცებ­მა ოჯა­ხის საფ­ლა­ვე­ბი­სა და მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა ვერ შეძ­ლეს.

დღე­საც კი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ღა­ლი რა­დი­ა­ცი­აა. თუმ­ცა, სა­შიშ ზო­ნა­ში ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი არ წყდე­ბა. ტუ­რის­ტე­ბის­თვის და მუ­შე­ბის­თვის ქა­ლაქ­ში შეს­ვლა სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი - უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ქა­ლაქ­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია დაშ­ვე­ბუ­ლი გა­ჩე­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 1986 წელს ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის №4 რე­აქ­ტორ­ზე აფეთ­ქე­ბა მოხ­და. ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სად­გუ­რის რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ცდი­ლობ­და. ბირ­თვუ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად რე­აქ­ტო­რი მთლი­ა­ნად და­ინ­გრა, რა­მაც მისი მიმ­დე­ბა­რე ვრცე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მსოფ­ლიო რა­დი­ა­ცი­ის ღრუ­ბელ­ში გა­ეხ­ვია - ეს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ატო­მუ­რი კა­ტას­ტრო­ფა იყო. ავა­რი­ის შე­დე­გად გა­ჩე­ნილ­მა რა­დი­ო­აქ­ტი­ურ­მა ღრუ­ბელ­მა გა­და­ი­ა­რა სსრკ-ს ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა, სკან­დი­ნა­ვია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და აშშ-ის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლი. რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­ლე­ქის 60% და­ი­ლე­ქა ბე­ლო­რუ­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ზო­ნი­დან 200 000 ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, ტე­რი­ტო­რია სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სი მო­მა­ვა­ლი 20 000 წლის მან­ძილ­ზე არ იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ჩერნობილი კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ

ფოტოგრაფ ელენ ვეილეუქსს ჩერნობილის საშიშ ზონაში ფოტოების გადაღების საშუალება მისცეს.

ელენმა ქალაქ ჩერნობილსა და პრიპიატში მიტოვებული სკოლები, მაღაზიები, საცურაო აუზები, სათამაშო მოედნები და სახლები გადაიღო. ადამიანებით დაცლილი ქალაქი, რომელსაც "მოჩვენებათა ქალაქსაც" უწოდებენ, კატასტროფიდან 27 წლის შემდეგ ტყედაა ქცეული. ელენს ქალაქში ყოფნისთვის მხოლოდ 4 დღე მისცეს.

მან რადიაციისგან შედარებით "უსაფრთხო" ადგილებში გადასვლა შეძლო და მიტოვებულ ქალაქს ფოტოები გადაუღო. ფოტოსურათები სერიაში "მოგზაურობა ჩერნობილიდან პრიპიატამდეა" გაერთიანებული. ელენი ჩერნობილს რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა. ქალაქში მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. ამ მოხუცებმა ოჯახის საფლავებისა და მშობლიური ქალაქის დატოვება ვერ შეძლეს.

დღესაც კი ტერიტორიაზე მაღალი რადიაციაა. თუმცა, საშიშ ზონაში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ტურისტებისთვის და მუშებისთვის ქალაქში შესვლა სპეციალური საშვითაა შესაძლებელი - უსაფრთხოებისთვის ქალაქში მხოლოდ რამდენიმე საათია დაშვებული გაჩერება.

შეგახსენებთ, 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქება მოხდა. ხანძრის ჩაქრობას 10 დღის განმავლობაში სადგურის რამდენიმე ასეული თანამშრომელი ცდილობდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. მსოფლიო რადიაციის ღრუბელში გაეხვია - ეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ატომური კატასტროფა იყო. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ს ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან 200 000 ადამიანი გამოიყვანეს.

მეცნიერების თქმით, ტერიტორია საცხოვრებლად ვარგისი მომავალი 20 000 წლის მანძილზე არ იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს