სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამიკო ჩოხარაძეს გოგონა შეეძინა
ამიკო ჩოხარაძეს გოგონა შეეძინა

16 აპ­რილს ამი­კო ჩო­ხა­რა­ძე ქა­ლიშ­ვი­ლის მამა გახ­და. მსა­ხი­ობ­მა ოჯა­ხი 3 წლის წინ შექ­მნა ანა ონი­ან­თან. 2 წლის სა­ბას შემ­დეგ წყვილს ემი­ლი შე­ე­ძი­ნა. ანა პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რად, სკა­ი­პით და­ი­წყო. ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­ზე ამი­კო დღეს თა­ვად გი­ამ­ბობთ.

- ამი­კო, გი­ლო­ცავ ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას. რო­გორ გან­წყო­ბა­ზე ხარ?

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ცო­ლის მერე მე­ო­რე ქალი გა­მოჩ­ნდა. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, დაბ­ნე­უ­ლიც კი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა მა­ნამ­დეც ვი­ყა­ვი. ჩემი ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ნი იქ იყ­ვნენ, მგულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ. რომ და­ი­ბა­და, ყვე­ლა­ნი ერ­თად წა­ვე­დით რეს­ტო­რან­ში. და­ვიმ­ხეთ ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე. თუ იცით, "იუ­თუ­ბის" პრო­ექ­ტია "ჰარ­ლემ შე­ი­ქი", კონ­კრე­ტულ მუ­სი­კა­ზე ორ­მოც­და­ა­თი წამი გი­ჟობ. ჩვენ ამის ქარ­თუ­ლი ვერ­სია გა­და­ვი­ღეთ რეს­ტო­რან­ში. ხალ­ხი გა­ო­ცე­ბუ­ლი გვი­ყუ­რებ­და, რა ხდე­ბაო.

- ვინ ეხ­მა­რე­ბა შენს მე­უღ­ლეს?

- ჩემი სი­დედ­რი.

- სი­დედრთან ცხოვ­რობ?

- არა, სი­დედ­რი ცხოვ­რობს ჩემ­თან (იცი­ნის). ჩა­სი­ძე­ბუ­ლი არ ვარ. სი­დედ­რად მე­კუთ­ვნის, თო­რემ ისე ჩემი მე­გო­ბა­რია, კარ­გი ადა­მი­ა­ნია ძა­ლი­ან.

- ამი­კო, "რე­ი­ტინ­გის" მკი­თხვე­ლის­თვის არას­დროს მო­გი­ყო­ლია შენი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. რო­გორ გა­ი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- სკა­ი­პით გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, სა­ნამ ცო­ლად მო­ვიყ­ვან­დი, სხვა­დას­ხვა ჟურ­ნალ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. ჩემი მე­უღ­ლე გვა­რით სვა­ნია. ისე, ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. დიდ­ხანს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ფი­ზი­კუ­რა­დაც არ ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. შე­სა­ბა­მი­სად, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი გვქონ­და. მა­შინ ანა სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და დე­და­სა და დას­თან ერ­თად. რვა თვე ვი­კონ­ტაქ­ტეთ ასე სკა­ი­პით. ჩემი ცო­ლის­და სა­ბერ­ძნეთ­ში "ბე-ემ-ვეს" ფირ­მის მე­ნე­ჯე­რი იყო, ჩემი სი­დედ­რი "სვა­როვ­სკის" სა­ამ­ქრო­ში მუ­შა­ობ­და, ჩემი ცოლი კი სა­ბერ­ძნეთ­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ. მოკ­ლედ, ასე­თი ტკბი­ლი და კარ­გი ცხოვ­რე­ბა და­ვუნ­გრიე (იცი­ნის). 8-თვი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­კი­თხე სა­ბერ­ძნეთ­ში.

- პირ­და­პირ სახ­ლში მიხ­ვე­დი?

- პირ­და­პირ! ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე, აღარ შე­მეძ­ლო. სა­ბერ­ძნეთ­ში ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას ვერ ჩახ­ვალ, ვერც თვე­ში ერთხელ. მი­ვე­დი, გა­ვი­ცა­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე სკა­ი­პით მიც­ნობ­დნენ. მო­ვი­კი­თხავ­დი ხოლ­მე, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. ჩემს სა­სი­დედ­როს შევ­პირ­დი, 10 დღე­ში შენი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩემ­თან იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. მერ­ვე დღეს გა­მო­პარ­ვას აპი­რებ­და თურ­მე, ამ­ტყდა­რა ერთი ამ­ბა­ვი. მე­ა­თე დღეს მა­ინც მო­ა­ხერ­ხა და ჩა­მო­ვი­და. მო­ვა­წე­რეთ ხელი, მერე გვე­ყო­ლა საბა. ამ ზა­ფხულს ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ.

- ანა სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­დაო, მი­თხა­რი, გიც­ნობ­და, რო­გორც მსა­ხი­ობს?

- კი, უყუ­რებ­და ჩვენს შო­უ­ებს. სა­ბერ­ძნეთ­ში კონ­ცერ­ტიც ხომ გვქონ­და იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის... ერთი სი­ტყვით, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ისე აე­წყო, რომ აგერ უკვე მე­ო­რე შვი­ლი მა­ჩუ­ქა, რის­თვი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

- წლე­ბის მერე რა გი­თხრა, რო­გორ მო­ვი­ხიბ­ლე შე­ნი­თო?

- ასე ძნე­ლია თქმა. მეც რომ მკი­თხოს, შე­იძ­ლე­ბა, არ მქონ­დეს ამ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი. შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. გულს ვერ უბ­რძა­ნებ.

- რო­გო­რი მამა ხარ?

- შე­იძ­ლე­ბა, მეტი უნდა გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ ასე მგო­ნია, მაქ­სი­მუმს ვა­კე­თებ. სა­ნამ ემი­ლი და­ი­ბა­დე­ბო­და, ასე­თი რე­ჟი­მით ვცხოვ­რობ­დით, სა­ბას ძი­ლის წინ 2 სა­ათს მა­ინც ვე­თა­მა­შე­ბო­დი, რომ და­მე­ღა­ლა, მერე ან ის მა­ძი­ნებ­და მე, ან მე მას (იცი­ნის). დილა-სა­ღა­მოს მხე­დავს მარ­ტო და მა­ინც ჩემი რიდი უფრო აქვს. ჩემი ცოლი მე­უბ­ნე­ბა, დღე­ში ორ­ჯერ გხე­დავს და მა­ინც შენ უყ­ვარ­ხარ ყვე­ლა­ზე მე­ტა­დო. სხვას არა­ვის უჯე­რებს. ცელ­ქი და მე­ტის­მე­ტად ენერ­გი­უ­ლია. ჩემი ერთი სი­ტყვა საკ­მა­რი­სია, რომ გა­ჩერ­დეს. რომ და­ვუყ­ვი­რებ, ძა­ლი­ან სწყინს, არ იცის, სად და­ი­მა­ლოს.

- სამ­სა­ხუ­რებ­რივ ამ­ბებ­ზეც გვე­სა­უბ­რე.

- 26 აპ­რილს ახა­ლი პრო­ექ­ტი გავა "ჯი დი ეს"-ის ეთერ­ში. პრო­ექტს ჰქვია "ნო­კა­უ­ტი". ეს არის თა­მა­ში ფულ­ზე, სა­დაც გუნ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს იუ­მორ­ში ეჯიბ­რე­ბი­ან. გუნ­დე­ბი კას­ტინ­გის შე­დე­გად შე­ვარ­ჩი­ეთ. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია ფაქო, ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი. თა­მაშს ჟი­უ­რის სამი წევ­რი ჰყავს, ორი მუდ­მი­ვი (შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და თემო მჟა­ვია) და ერ­თიც მოწ­ვე­უ­ლი, ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში სხვა­დას­ხვა. გა­და­ცე­მებს ბე­რას კლუბ­ში ვწერთ. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა­საც აი­წყობს, ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს.

- შენ ჩან­ხარ ამ გა­და­ცე­მა­ში?

- არა, მე არა. მე შავ საქ­მეს ვა­კე­თებ (იღი­მის).

- შენ სად გა­მოჩ­ნდე­ბი?

- მე ერთ საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­ურ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც ერთ კაც­ზე გათ­ვლი­ლი პრო­ექ­ტია. თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­კეთ­და, რო­გორც ჩა­ვი­ფიქ­რე, შე­მიძ­ლია, პრო­ექ­ტი ევ­რო­პის მას­შტა­ბით გავ­ყი­დო. ერთ კვი­რა­ში პი­ლოტს გა­და­ვი­ღებთ.

- ამი­კო, შენ გყავს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, სიმ­პა­თი­უ­რი ძმა, ბექა ჩო­ხა­რა­ძე, სა­ო­ცა­რი ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, რა­ტომ არ არის ის თქვენს გუნდში?

- იუ­მო­რის­ტულ გუნდში ბე­ქას არა­ფე­რი ესაქ­მე­ბა. ბექა მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "დრი­მერსში" იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ჩემ­მა ძმამ უკვე ჩა­წე­რა სიმ­ღე­რა, გუ­შინ კლი­პიც გა­და­ი­ღეს. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ამიკო ჩოხარაძეს გოგონა შეეძინა

ამიკო ჩოხარაძეს გოგონა შეეძინა

16 აპრილს ამიკო ჩოხარაძე ქალიშვილის მამა გახდა. მსახიობმა ოჯახი 3 წლის წინ შექმნა ანა ონიანთან. 2 წლის საბას შემდეგ წყვილს ემილი შეეძინა. ანა პროფესიით ჟურნალისტია, წყვილმა ურთიერთობა ვირტუალურად, სკაიპით დაიწყო. ცხოვრების მთავარ სიყვარულზე ამიკო დღეს თავად გიამბობთ.

- ამიკო, გილოცავ ქალიშვილის დაბადებას. როგორ განწყობაზე ხარ?

- ჩემს ცხოვრებაში ცოლის მერე მეორე ქალი გამოჩნდა. გახარებული ვარ, დაბნეულიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მამა მანამდეც ვიყავი. ჩემი ბიჭები ყველანი იქ იყვნენ, მგულშემატკივრობდნენ. რომ დაიბადა, ყველანი ერთად წავედით რესტორანში. დავიმხეთ ყველაფერი თავზე. თუ იცით, "იუთუბის" პროექტია "ჰარლემ შეიქი", კონკრეტულ მუსიკაზე ორმოცდაათი წამი გიჟობ. ჩვენ ამის ქართული ვერსია გადავიღეთ რესტორანში. ხალხი გაოცებული გვიყურებდა, რა ხდებაო.

- ვინ ეხმარება შენს მეუღლეს?

- ჩემი სიდედრი.

- სიდედრთან ცხოვრობ?

- არა, სიდედრი ცხოვრობს ჩემთან (იცინის). ჩასიძებული არ ვარ. სიდედრად მეკუთვნის, თორემ ისე ჩემი მეგობარია, კარგი ადამიანია ძალიან.

- ამიკო, "რეიტინგის" მკითხველისთვის არასდროს მოგიყოლია შენი სიყვარულის ამბავი. როგორ გაიცანი მომავალი მეუღლე?

- სკაიპით გავიცანით ერთმანეთი. პროფესიით ჟურნალისტია, სანამ ცოლად მოვიყვანდი, სხვადასხვა ჟურნალთან თანამშრომლობდა. ჩემი მეუღლე გვარით სვანია. ისე, ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. დიდხანს ვირტუალური ურთიერთობა გვქონდა, ფიზიკურადაც არ ვიცნობდით ერთმანეთს. შესაბამისად, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილი სიყვარული გვქონდა. მაშინ ანა საბერძნეთში ცხოვრობდა დედასა და დასთან ერთად. რვა თვე ვიკონტაქტეთ ასე სკაიპით. ჩემი ცოლისდა საბერძნეთში "ბე-ემ-ვეს" ფირმის მენეჯერი იყო, ჩემი სიდედრი "სვაროვსკის" საამქროში მუშაობდა, ჩემი ცოლი კი საბერძნეთში ერთ-ერთი ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიის ხელმძღვანელი გახლდათ. მოკლედ, ასეთი ტკბილი და კარგი ცხოვრება დავუნგრიე (იცინის). 8-თვიანი ურთიერთობის შემდეგ ჩავაკითხე საბერძნეთში.

- პირდაპირ სახლში მიხვედი?

- პირდაპირ! ვეღარ მოვითმინე, აღარ შემეძლო. საბერძნეთში ყოველ შაბათ-კვირას ვერ ჩახვალ, ვერც თვეში ერთხელ. მივედი, გავიცანი ოჯახის წევრები, რომლებიც მანამდე სკაიპით მიცნობდნენ. მოვიკითხავდი ხოლმე, მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგი შთაბეჭდილება დამეტოვებინა. ჩემს სასიდედროს შევპირდი, 10 დღეში შენი ქალიშვილი ჩემთან იქნება-მეთქი. მერვე დღეს გამოპარვას აპირებდა თურმე, ამტყდარა ერთი ამბავი. მეათე დღეს მაინც მოახერხა და ჩამოვიდა. მოვაწერეთ ხელი, მერე გვეყოლა საბა. ამ ზაფხულს ჯვარიც დავიწერეთ.

- ანა საბერძნეთში ცხოვრობდაო, მითხარი, გიცნობდა, როგორც მსახიობს?

- კი, უყურებდა ჩვენს შოუებს. საბერძნეთში კონცერტიც ხომ გვქონდა იქაური ქართველებისთვის... ერთი სიტყვით, ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყო, რომ აგერ უკვე მეორე შვილი მაჩუქა, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

- წლების მერე რა გითხრა, როგორ მოვიხიბლე შენითო?

- ასე ძნელია თქმა. მეც რომ მკითხოს, შეიძლება, არ მქონდეს ამ შეკითხვაზე პასუხი. შეგვიყვარდა ერთმანეთი. გულს ვერ უბრძანებ.

- როგორი მამა ხარ?

- შეიძლება, მეტი უნდა გავაკეთო, მაგრამ ასე მგონია, მაქსიმუმს ვაკეთებ. სანამ ემილი დაიბადებოდა, ასეთი რეჟიმით ვცხოვრობდით, საბას ძილის წინ 2 საათს მაინც ვეთამაშებოდი, რომ დამეღალა, მერე ან ის მაძინებდა მე, ან მე მას (იცინის). დილა-საღამოს მხედავს მარტო და მაინც ჩემი რიდი უფრო აქვს. ჩემი ცოლი მეუბნება, დღეში ორჯერ გხედავს და მაინც შენ უყვარხარ ყველაზე მეტადო. სხვას არავის უჯერებს. ცელქი და მეტისმეტად ენერგიულია. ჩემი ერთი სიტყვა საკმარისია, რომ გაჩერდეს. რომ დავუყვირებ, ძალიან სწყინს, არ იცის, სად დაიმალოს.

- სამსახურებრივ ამბებზეც გვესაუბრე.

- 26 აპრილს ახალი პროექტი გავა "ჯი დი ეს"-ის ეთერში. პროექტს ჰქვია "ნოკაუტი". ეს არის თამაში ფულზე, სადაც გუნდები ერთმანეთს იუმორში ეჯიბრებიან. გუნდები კასტინგის შედეგად შევარჩიეთ. გადაცემის წამყვანია ფაქო, ლევან გოგორელიანი. თამაშს ჟიურის სამი წევრი ჰყავს, ორი მუდმივი (შალვა რამიშვილი და თემო მჟავია) და ერთიც მოწვეული, ყველა გადაცემაში სხვადასხვა. გადაცემებს ბერას კლუბში ვწერთ. გამარჯვებული კარიერასაც აიწყობს, ჩვენს ტელევიზიასთან ითანამშრომლებს.

- შენ ჩანხარ ამ გადაცემაში?

- არა, მე არა. მე შავ საქმეს ვაკეთებ (იღიმის).

- შენ სად გამოჩნდები?

- მე ერთ საკმაოდ ამბიციურ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც ერთ კაცზე გათვლილი პროექტია. თუ ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც ჩავიფიქრე, შემიძლია, პროექტი ევროპის მასშტაბით გავყიდო. ერთ კვირაში პილოტს გადავიღებთ.

- ამიკო, შენ გყავს ძალიან ნიჭიერი, სიმპათიური ძმა, ბექა ჩოხარაძე, საოცარი ვოკალური მონაცემები აქვს, რატომ არ არის ის თქვენს გუნდში?

- იუმორისტულ გუნდში ბექას არაფერი ესაქმება. ბექა მუსიკალურ პროექტ "დრიმერსში" იღებს მონაწილეობას. ჩემმა ძმამ უკვე ჩაწერა სიმღერა, გუშინ კლიპიც გადაიღეს. ვნახოთ, რა იქნება.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები