მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოგრაფის თვალით დანახული პრობლემა
ფოტოგრაფის თვალით დანახული პრობლემა

ანია გო­გუ­ა­ძე ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფია. მას მკი­თხვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან "მე ანია" და "ხე­ლე­ბი მო­ნა­ფე­რე­ბი­დან" იც­ნობს. რო­დე­საც პრო­ექტ "მე ანი­ა­ზე" მუ­შა­ობ­და, უნ­დო­და, ამ გა­მო­ფე­ნით ქვე­ყა­ნა­ში პან­დუ­სე­ბის პრობ­ლე­მა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო, რათა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­ვა­და­ცაა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ. ფიქ­რობს, რომ მისი აქ­ტი­უ­რო­ბა ზღვა­ში წვე­თია, მაგ­რამ იმის იმე­დიც აქვს, რომ მალე ეს ზღვა შე­ივ­სე­ბა და გად­მო­ვა. ორი წე­ლია, რაც ახალ პრო­ექ­ტზე აღარ უმუ­შა­ვია. ფიქ­რობს, რომ ამის მი­ზე­ზი ნიუ-იორკში წას­ვლის აუს­რუ­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბაა. შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის გარ­და, ფო­ტო­ხე­ლო­ვანს კი­დევ ერთი ახა­ლი საქ­მე აქვს - ანი­ას "მე­ცხრე არხზე" გა­და­ცე­მა "ჩე­მი­ა­ნი" მიჰ­ყავს.

- ბავ­შვო­ბა­ში აკ­ვა­რელ­ში ვხა­ტავ­დი, მაგ­რამ შემ­დეგ, რაც სხვა სახ­ლში მო­მი­წია გა­დას­ვლამ, პა­ტა­რა სივ­რცე იყო და მოლ­ბერტს ვერ ვდგამ­დი. შემ­დეგ კომ­პი­უ­ტე­რი ვი­ყი­დე და იქ გა­ვაგ­რძე­ლე ხატ­ვა. მალე ჩემი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ნა­ხა­ტე­ბის პა­ტა­რა გა­მო­ფე­ნაც გა­ვა­კე­თე. რაც შე­ე­ხე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი­ით გა­ტა­ცე­ბას, ხში­რად მო­მი­ყო­ლია, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნინო ქა­თა­მა­ძე და ახ­ლოს ვიც­ნობ. 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ერთ-ერთ კლუბ­ში კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ნინო სცე­ნი­დან ჩა­მო­ვი­და და ჩემს მა­გი­დას­თან დაჯ­და. მი­უ­ხე­და­ვად დაღ­ლი­ლო­ბი­სა, მკი­თხა, ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ხომ არ გიც­დი­აო. გა­მიკ­ვირ­და, ამა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. მი­თხრა, მე­გო­ბა­რი მყავს, ირი­ნა აბ­ჟან­და­ძე, კა­მე­რაც ვი­შო­ვოთ და გა­და­ღე­ბას გას­წავ­ლი­სო. არა­სო­დეს არა­ფე­რი და­მი­გეგ­მავს ცხოვ­რე­ბა­ში, ისე ხდე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად მო­დის. პირ­ვე­ლი ფოტო ნი­ნოს ეზო­ში გა­და­ვი­ღე. ირი­ნა და­ი­ბა­რა და თა­ვი­სი კა­მე­რა "ზე­ნი­ტი" მა­თხო­ვა. მა­შინ მე და ირი­ნამ ნი­ნოს ხე­ლე­ბი გა­და­ვი­ღეთ. ირი­ნამ მას­წავ­ლა ფო­ტო­ა­პა­რა­ტის და­ყე­ნე­ბა, კად­რის გას­წო­რე­ბა და მისი წას­ვლის შემ­დეგ ნი­ნოს ვუ­თხა­რი, ფო­ტო­გა­და­ღე­ბას რომ ვის­წავ­ლი, შემ­დეგ გა­მო­ფე­ნას გა­ვა­კე­თებ, სა­დაც მარ­ტო ხე­ლე­ბის სუ­რა­თებს გა­მოვ­ფენ-მეთ­ქი. წლე­ბის შემ­დეგ მარ­თლაც გა­ვა­კე­თე გა­მო­ფე­ნა "ხე­ლე­ბი მო­ნა­ფე­რე­ბი".

- სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი რო­დის შე­ი­ძი­ნეთ?

- თა­ვი­დან ნი­ნოს ფო­ტო­ა­პა­რა­ტით ვი­ღებ­დი. სუს­ტი ხე­ლე­ბი მაქვს და მძი­მე კა­მე­რის ტა­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. ამის გამო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ კა­მე­რას ვერ ვყი­დუ­ლობ და სა­მოყ­ვა­რუ­ლო­თი ვი­ღებ. ნი­ნოს ფო­ტო­ა­პა­რა­ტის შემ­დეგ კი­დევ ერთი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი მა­ჩუ­ქეს, მერე კი "ფო­რუ­მე­ლებ­მა" ახა­ლი წლის ღა­მეს ძა­ლი­ან კარ­გი აპა­რა­ტი მი­სახ­სოვ­რეს. ფო­ტო­ა­პა­რა­ტი დღემ­დე სულ თან და­მაქვს, მაგ­რამ ორი წე­ლია, რაც სე­რი­ო­ზულ სე­რი­ა­ზე აღარ მი­მუ­შა­ვია.

- რამ გა­მო­იწ­ვია ეს პა­უ­ზა?

- ჩემი ერთ-ერთი პრო­ექ­ტის "მე ანი­ას" გა­კე­თე­ბის შემ­დეგ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გა­მიჩ­ნდა, სივ­რცე შე­მეც­ვა­ლა და ნიუ-იორკში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. თა­ვი­დან ვფიქ­რობ­დი, რომ სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­დო­დი, ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა და­ვი­წყე და ერთი წელი თავი არ ამი­წე­ვია. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ძა­ლი­ან ძვი­რი დაჯ­დე­ბო­და სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა, რად­გან დამ­ხმა­რეც მჭირ­დე­ბო­და. სწავ­ლის სურ­ვი­ლი ორ­კვი­რი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! სურ­ვი­ლით შევ­ცვა­ლე. მინ­დო­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ფო­ტო­ე­ბი გა­და­მე­ღო და უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. სამ­ჯერ შე­ვე­დი ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში და სამ­ჯერ­ვე უარი მი­ვი­ღე. ყვე­ლა სა­ბუ­თი წეს­რიგ­ში მქონ­და, თან მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე და სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც მქონ­და. წელს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ იმე­დი გა­მიჩ­ნდა, ორი სამ­სა­ხუ­რის სა­ბუ­თის წარ­დგე­ნის შემ­დეგ მა­ინც და­მი­ჯე­რებ­დნენ, რომ ამე­რი­კა­ში არ დავ­რჩე­ბო­დი, მაგ­რამ მა­ინც უარი მი­ვი­ღე. არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ პა­უ­ზა ფო­ტოგ­რა­ფი­ა­ში ამი­ტომ გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ასეა. ამე­რი­კა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ერ­თა­დერ­თია, რაც დავ­გეგ­მე და არ გა­მო­მი­ვი­და.

- სხვა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა თუ გი­ნა­ხავთ?

- არა, ყო­ველ­თვის მინ­დო­და, აპ­რილ­ში პა­რი­ზი მე­ნა­ხა და შე­მოდ­გო­მა­ზე - ნიუ-იორ­კი.

- პრო­ექტ "მე ანი­ა­ზე" ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი აღ­მოჩ­ნდა თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

- ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში "ჯე­ო­სე­ლი" და­მეხ­მა­რა. არა­ვის არ ვიც­ნობ­დი, დავ­წე­რე პრო­ექ­ტი და ინ­ტერ­ნე­ტით გავ­გზავ­ნე. მინ­დო­და გა­და­მე­ღო ლა­მა­ზი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეტ­ლში ის­ხდე­ბოდ­ნენ და ისეთ პომ­პე­ზურ ად­გი­ლებ­ში, რომ ეტლი სივ­რცე­ში და­კარ­გუ­ლი­ყო. ჩვიდ­მე­ტამ­დე ქალ­ბა­ტო­ნი გა­და­ვი­ღე. ამ სე­რი­ა­ში მოხ­ვდნენ ჩემი მე­გობ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან. ცოტა დრო მქონ­და, დი­ლის ცხრი­დან გა­რეთ ვი­ყა­ვი და ზუს­ტად თვე-ნა­ხე­ვარ­ში თბი­ლი­სის ყვე­ლა სას­ტუმ­რო და კაფე მო­ვი­ა­რე, რომ ის ად­გი­ლე­ბი მე­პო­ვა, სა­დაც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას შევ­ძლებ­დი.

- რამ­დე­ნად პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი გა­და­ღე­ბე­ბი­სას?

- ზო­გის­თვის უჩ­ვე­უ­ლო იყო ეტ­ლში ჩაჯ­დო­მა. თან ისე, რომ ეპო­ზი­ო­რათ. გლა­მუ­რუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღე. ფო­ტო­ე­ბის მთა­ვა­რი დე­ტა­ლია, რომ არც ერთ ქალს არ უდევს ფე­ხე­ბი ეტ­ლის სპე­ცი­ა­ლურ ფე­ხის და­სა­დებ­ზე. ეტლი ისე უნდა მო­ერ­გოთ, რო­გორც სკა­მი. პრე­ტენ­ზი­უ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლან. ფო­ტო­ე­ბი რომ გა­და­ვი­ღე, მა­შინ არა­ვინ მიც­ნობ­და. ად­ვი­ლად და­ვი­თან­ხმე, ვე­უბ­ნე­ბო­დი, რის­თვის კეთ­დე­ბო­და პრო­ექ­ტი.

- უარი არა­ვის უთ­ქვამს?

- კი, ერთ-ერ­თმა ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა სა­ხემ მი­თხრა უარი და მი­ზე­ზად მო­უც­ლე­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. ვფიქ­რობ, მას არ ეგო­ნა, თუ პრო­ექ­ტი ასე­თი მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლემ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­თხრა, ვა­მა­ყობთ, სა­კუ­თარ პორ­ტფო­ლი­ო­ში ამ სე­რი­ი­და­ნაც რომ გვაქვს ფო­ტოო. მე ვფიქ­რობ, რომ იმ ცნო­ბი­ლი სა­ხის შემ­თხვე­ვა­ში ეს არ ყო­ფი­ლა დრო­ის უქონ­ლო­ბის ბრა­ლი, რო­მე­ლი­მე ცნო­ბილ ფო­ტოგ­რაფს რომ შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა გა­და­ღე­ბა, უარს არ იტყო­და.

- გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფო­ტო­სე­სია დარ­ჩა, შე­დე­გი რა მო­ი­ტა­ნა?

- ეს იყო წვე­თი იმ ზღვა­ში, რო­მე­ლიც მალე აივ­სე­ბა და მა­შინ გად­მო­ვა, რო­დე­საც რა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა გა­ე­როს კონ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. ახლა მე არ მაქვს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა და ვერ გა­ვა­სა­ჩივ­რებ იმას, რომ ვერ შევ­დი­ვარ ბან­კში, რად­გან იქ არის კიბე და არ აქვთ პან­დუ­სი. ვი­ღა­ცე­ბი რომ ამ­ბო­ბენ, გზე­ბი და­ა­გე­სო, იქ არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა პან­დუ­სი, რომ ვი­ღაც კა­ფე­ში, რეს­ტო­რან­ში, ტრან­სპორ­ტში მი­ვი­დეს. რო­დე­საც ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­მო­ვი­და, რა­ტომ­ღაც არა­ვინ იფიქ­რა პან­დუს­ზე, შე­დე­გად მე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე, სამ­მაგს ვიხ­დი, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას მი­ვი­დე, რო­დე­საც შე­მიძ­ლია, 80 თეთ­რი დავ­ხარ­ჯო. "მე ანი­ას" შემ­დეგ და­ი­წყო ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ხალ­ხი ხე­დავ­და და ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, რა­ტომ ვსვამ­დით მო­დე­ლებს ეტ­ლში.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბაც არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ.

- დიახ, ჰგო­ნი­ათ, რომ რად­გან ვერ და­დი­ხარ, ვერ ხე­დავ, უნდა შე­გი­ცო­დონ, არა­და, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა უფრო რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყოს. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ვიცი, ვი­საც ძა­ლი­ან უნდა, გა­რეთ გა­მო­ვი­დეს, ია­როს. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­საც. არ შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ველ წუთს უმე­ო­რებ­დე, რომ უნარ­შე­ზღუ­დუ­ლი კი არა, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე უნდა თქვას. ის, რომ თუ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს იღებ, შემ­დეგ პა­ნაშ­ვი­დის მუ­სი­კა არ უნდა და­ა­დო კად­რებს. ამა­ზე ხში­რად გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ, ახლა შე­და­რე­ბით გა­მოს­წორ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, სა­ში­ნე­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას და­ე­ტი­რა ჩემ­თვის და სახე და­ე­ხო­კა.

- სამ­სა­ხურ­ზე გკი­თხავ...

- შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­მა ვა­კან­სია გა­მო­ა­ცხა­და, სა­დაც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა და­ე­საქ­მე­ბი­ნათ. "სივი" გავ­გზავ­ნე და მას შემ­დეგ იქ ვმუ­შა­ობ. მა­ნამ­დე იყო რა­დიო. 13 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რა­დი­ო­ში რომ მი­ვე­დი. დიდი გა­და­ცე­მა იყო "ზღაპ­რე­ბი", სა­დაც ჩემი რუბ­რი­კა მქონ­და. შემ­დეგ მუ­სი­კა­ლურ წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ­დი, რაც ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა და დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, იქ კი­დევ ვი­მუ­შაო, უხელ­ფა­სო­დაც კი. "მე­ცხრე არხზე" შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ქე­თი­ნო დუმ­ბა­ძის­გან მი­ვი­ღე. და­მი­რე­კა და მი­თხრა, თუ გინ­და, გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თო­თო. თა­ვი­დან უარი ვუ­თხა­რი. დღემ­დე არ ვდებ "ფე­ის­ბუ­ქის" კე­დელ­ზე ჩა­ნა­წე­რებს და ბევ­რმა მე­გო­ბარ­მა არც იცის, რომ გა­და­ცე­მა მიმ­ყავს, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ არ გა­მომ­დის. ტე­ლე­ვი­ზია რომ ახალ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვა, გვინ­და, გა­და­ცე­მას უფრო მას­შტა­ბუ­რი სახე მივ­ცეთ. დრო­ე­ბით კა­ფე­ში იწე­რე­ბა. იშ­ვი­ა­თად ვუ­ყუ­რებ გა­და­ცე­მის ჩა­ნა­წერს, არ ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ჯერ კი­დევ სწავ­ლი­სა და ათ­ვი­სე­ბის პრო­ცეს­ში ვარ. ჩემ­თან "ჩე­მი­ან­ში" სულ ჩე­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან.

- რო­დის მოვა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ის ეტა­პი, როცა ჩათ­ვლით, რომ ეს გა­და­ცე­მა უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა უნდა ნა­ხოს, თუნ­დაც "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით?

- ერთ-ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩარ­თო და და­მი­ნა­ხა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ერ­თად. და­მი­რე­კა: - სად ხარ, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა მი­გიწ­ვია გა­და­ცე­მა­შიო? - არა, მე მი­ვიწ­ვიე-მეთ­ქი (იღი­მე­ბა). სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის რეკ­ლა­მა.

- დღეს რას აკეთ­ებთ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მდე უფრო ახ­ლოს მი­ი­ტა­ნოთ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი?

- მე არ მაქვს ჩემი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, არა­და ჩემ­ზე უკეთ ვის ეს­მის ეს პრობ­ლე­მა?! შე­მიძ­ლია ფო­ტო­ე­ბი კი არ გა­და­ვი­ღო, წა­ვი­დე და გრან­ტი ავი­ღო. ჩემი პრო­ექ­ტე­ბი "მზი­უ­რი", "მე ანია", ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ჩე­ნა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. სხვა­გან არ­სა­დაა ტე­ლე­სივ­რცე­ში გა­და­ცე­მა, სა­დაც წამ­ყვა­ნი ეტ­ლში ზის და სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ ამ თე­მას არ ეხე­ბა. რუ­სულ არხზე ვიცი ერთი გა­და­ცე­მა, რო­მე­ლის წამ­ყვა­ნიც ვერ და­დის, მაგ­რამ სა­სა­უბ­რო თემა მხო­ლოდ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბია. იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ მა­ყუ­რე­ბელს რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად ენა­ხა, თუ ვერ და­დი­ხარ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­გიძ­ლია. თუმ­ცა, როცა სა­შუ­ა­ლე­ბა მეძ­ლე­ვა, ამ პრობ­ლე­მა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ხე­ბი.

- "მზი­უ­რის" ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც თქვენ დააა­რსეთ, რვა წლის ხდე­ბა.

- ძა­ლი­ან მიყვ­არს ნო­დარ დუმ­ბა­ძე, მაგ­რამ რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, რო­მე­ლი მწე­რა­ლი გიყ­ვარ­სო, მას­ზე არ ვამ­ბობ, რად­გან ჩე­მი­ა­ნია (იღი­მე­ბა). ფეს­ტი­ვა­ლის იდეა 2006 წელს "მზი­ურ­ში" ყოფ­ნი­სას და­ი­ბა­და და მო­მინ­და, ერთი დღე მა­ინც ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­დე­საც უამ­რა­ვი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მო­ვი­დო­და და ლა­მა­ზად მოვ­რთავ­დით "მზი­ურს". ჩემს იდე­ას ფო­რუმ­ზე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ყო­ველ წელს ბევ­რი მო­ხა­ლი­სე გვყავს, რომ­ლე­ბიც ამ დღეს მთე­ლი წელი ელო­დე­ბი­ან და გვეხ­მა­რე­ბი­ან. პირ­ვე­ლი­ვე წელს მივ­ხვდი, რომ ფეს­ტი­ვა­ლი კი­დევ უნდა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო.

- ანია, თქვენ მა­ინც ახერ­ხებთ თქვე­ნი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ალ­ბათ გი­ფიქ­რი­ათ, სხვა ქვე­ყა­ნა­ში, თუნ­დაც ამე­რი­კა­ში რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყა­ვით, უფრო მეტს გა­ა­კე­თებ­დით?

- ალ­ბათ იქ არ მო­მი­წევ­და სად­მე წას­ვლის დროს იმა­ზე ფიქ­რი, სად უნდა გა­ვა­ჩე­რო მან­ქა­ნა. ბევ­რი რამ იქ­ნე­ბო­და უფრო ად­ვი­ლი. არ ვიცი, ცენ­ტრალ პარკში გა­ვა­კე­თებ­დი "მზი­ურს"?.. იცით, რა­ტომ მეჩ­ქა­რე­ბა ამე­რი­კა­ში წას­ვლა, ვიცი, რომ ერთი, ორი და აღარ ვარ... დრო ძა­ლი­ან ცო­ტაა. ყო­ველ­თვის კარგ ხა­სი­ათ­ზე კი არ ვარ, შარ­შან ძა­ლი­ან ცუდი პე­რი­ო­დი მქონ­და. პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი ცხოვ­რე­ბა­ში დეპ­რე­სი­ა­ში. რომ მახ­სენ­დე­ბა, "მზი­უ­რის" ფეს­ტი­ვა­ლის და­არ­სე­ბი­დან რვა წელი გა­ვი­და და ჩემი და­ქა­ლე­ბის შვი­ლე­ბი იქ გა­ი­ზარ­დნენ, რო­დე­საც თოთო ბავ­შვე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! მო­ვიდ­ნენ, მი­ხა­რია. ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლეა, რომ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე ფიქ­რში არ უნდა გა­იყ­ვა­ნო. მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბით შე­გიძ­ლია კარ­გად იგ­რძნო თავი, უბ­რა­ლოდ, ეს უნდა ის­წავ­ლო და გა­მო­ი­მუ­შაო.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ფოტოგრაფის თვალით დანახული პრობლემა

ფოტოგრაფის თვალით დანახული პრობლემა

ანია გოგუაძე ახალგაზრდა ფოტოგრაფია. მას მკითხველი პროექტებიდან "მე ანია" და "ხელები მონაფერებიდან" იცნობს. როდესაც პროექტ "მე ანიაზე" მუშაობდა, უნდოდა, ამ გამოფენით ქვეყანაში პანდუსების პრობლემა მოგვარებულიყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი თავადაცაა, დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. ფიქრობს, რომ მისი აქტიურობა ზღვაში წვეთია, მაგრამ იმის იმედიც აქვს, რომ მალე ეს ზღვა შეივსება და გადმოვა. ორი წელია, რაც ახალ პროექტზე აღარ უმუშავია. ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ნიუ-იორკში წასვლის აუსრულებელი ოცნებაა. შემოსავლების სამსახურში მუშაობის გარდა, ფოტოხელოვანს კიდევ ერთი ახალი საქმე აქვს - ანიას "მეცხრე არხზე" გადაცემა "ჩემიანი" მიჰყავს.

- ბავშვობაში აკვარელში ვხატავდი, მაგრამ შემდეგ, რაც სხვა სახლში მომიწია გადასვლამ, პატარა სივრცე იყო და მოლბერტს ვერ ვდგამდი. შემდეგ კომპიუტერი ვიყიდე და იქ გავაგრძელე ხატვა. მალე ჩემი კომპიუტერული ნახატების პატარა გამოფენაც გავაკეთე. რაც შეეხება ფოტოგრაფიით გატაცებას, ხშირად მომიყოლია, რომ ძალიან მიყვარს ნინო ქათამაძე და ახლოს ვიცნობ. 15 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლუბში კონცერტის შემდეგ ნინო სცენიდან ჩამოვიდა და ჩემს მაგიდასთან დაჯდა. მიუხედავად დაღლილობისა, მკითხა, ფოტოების გადაღება ხომ არ გიცდიაო. გამიკვირდა, ამაზე არასოდეს მიფიქრია. მითხრა, მეგობარი მყავს, ირინა აბჟანდაძე, კამერაც ვიშოვოთ და გადაღებას გასწავლისო. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს ცხოვრებაში, ისე ხდება, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოდის. პირველი ფოტო ნინოს ეზოში გადავიღე. ირინა დაიბარა და თავისი კამერა "ზენიტი" მათხოვა. მაშინ მე და ირინამ ნინოს ხელები გადავიღეთ. ირინამ მასწავლა ფოტოაპარატის დაყენება, კადრის გასწორება და მისი წასვლის შემდეგ ნინოს ვუთხარი, ფოტოგადაღებას რომ ვისწავლი, შემდეგ გამოფენას გავაკეთებ, სადაც მარტო ხელების სურათებს გამოვფენ-მეთქი. წლების შემდეგ მართლაც გავაკეთე გამოფენა "ხელები მონაფერები".

- საკუთარი ფოტოაპარატი როდის შეიძინეთ?

- თავიდან ნინოს ფოტოაპარატით ვიღებდი. სუსტი ხელები მაქვს და მძიმე კამერის ტარება არ შემიძლია. ამის გამო პროფესიონალურ კამერას ვერ ვყიდულობ და სამოყვარულოთი ვიღებ. ნინოს ფოტოაპარატის შემდეგ კიდევ ერთი ფოტოაპარატი მაჩუქეს, მერე კი "ფორუმელებმა" ახალი წლის ღამეს ძალიან კარგი აპარატი მისახსოვრეს. ფოტოაპარატი დღემდე სულ თან დამაქვს, მაგრამ ორი წელია, რაც სერიოზულ სერიაზე აღარ მიმუშავია.

- რამ გამოიწვია ეს პაუზა?

- ჩემი ერთ-ერთი პროექტის "მე ანიას" გაკეთების შემდეგ მოთხოვნილება გამიჩნდა, სივრცე შემეცვალა და ნიუ-იორკში წავსულიყავი. თავიდან ვფიქრობდი, რომ სასწავლებლად წავიდოდი, ინგლისურის სწავლა დავიწყე და ერთი წელი თავი არ ამიწევია. შემდეგ გაირკვა, რომ ძალიან ძვირი დაჯდებოდა სასწავლებლად წასვლა, რადგან დამხმარეც მჭირდებოდა. სწავლის სურვილი ორკვირიანი მოგზაურობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სურვილით შევცვალე. მინდოდა წავსულიყავი, ფოტოები გადამეღო და უკან დავბრუნებულიყავი. სამჯერ შევედი ამერიკის საელჩოში და სამჯერვე უარი მივიღე. ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, თან მუშაობა დავიწყე და სტაბილური შემოსავალიც მქონდა. წელს ტელევიზიაში მუშაობის დაწყების შემდეგ იმედი გამიჩნდა, ორი სამსახურის საბუთის წარდგენის შემდეგ მაინც დამიჯერებდნენ, რომ ამერიკაში არ დავრჩებოდი, მაგრამ მაინც უარი მივიღე. არ მინდა ვიფიქრო, რომ პაუზა ფოტოგრაფიაში ამიტომ გამომივიდა, მაგრამ ასეა. ამერიკაში მოგზაურობა ერთადერთია, რაც დავგეგმე და არ გამომივიდა.

- სხვა რომელიმე ქვეყანა თუ გინახავთ?

- არა, ყოველთვის მინდოდა, აპრილში პარიზი მენახა და შემოდგომაზე - ნიუ-იორკი.

- პროექტ "მე ანიაზე" ვისაუბროთ, რომელიც ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა თქვენს შემოქმედებაში.

- ამ იდეის განხორციელებაში "ჯეოსელი" დამეხმარა. არავის არ ვიცნობდი, დავწერე პროექტი და ინტერნეტით გავგზავნე. მინდოდა გადამეღო ლამაზი ქალბატონები, რომლებიც ეტლში ისხდებოდნენ და ისეთ პომპეზურ ადგილებში, რომ ეტლი სივრცეში დაკარგულიყო. ჩვიდმეტამდე ქალბატონი გადავიღე. ამ სერიაში მოხვდნენ ჩემი მეგობრებიც, რომლებიც მიმაჩნია, რომ ძალიან ლამაზები არიან. ცოტა დრო მქონდა, დილის ცხრიდან გარეთ ვიყავი და ზუსტად თვე-ნახევარში თბილისის ყველა სასტუმრო და კაფე მოვიარე, რომ ის ადგილები მეპოვა, სადაც ფოტოების გადაღებას შევძლებდი.

- რამდენად პრეტენზიულები იყვნენ ცნობილი სახეები გადაღებებისას?

- ზოგისთვის უჩვეულო იყო ეტლში ჩაჯდომა. თან ისე, რომ ეპოზიორათ. გლამურული ფოტოები გადავიღე. ფოტოების მთავარი დეტალია, რომ არც ერთ ქალს არ უდევს ფეხები ეტლის სპეციალურ ფეხის დასადებზე. ეტლი ისე უნდა მოერგოთ, როგორც სკამი. პრეტენზიულები არ ყოფილან. ფოტოები რომ გადავიღე, მაშინ არავინ მიცნობდა. ადვილად დავითანხმე, ვეუბნებოდი, რისთვის კეთდებოდა პროექტი.

- უარი არავის უთქვამს?

- კი, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სახემ მითხრა უარი და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ვფიქრობ, მას არ ეგონა, თუ პროექტი ასეთი მასშტაბური იქნებოდა. რამდენიმე მონაწილემ მოგვიანებით მითხრა, ვამაყობთ, საკუთარ პორტფოლიოში ამ სერიიდანაც რომ გვაქვს ფოტოო. მე ვფიქრობ, რომ იმ ცნობილი სახის შემთხვევაში ეს არ ყოფილა დროის უქონლობის ბრალი, რომელიმე ცნობილ ფოტოგრაფს რომ შეეთავაზებინა გადაღება, უარს არ იტყოდა.

- გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი ფოტოსესია დარჩა, შედეგი რა მოიტანა?

- ეს იყო წვეთი იმ ზღვაში, რომელიც მალე აივსება და მაშინ გადმოვა, როდესაც რატიფიცირებული გახდება გაეროს კონვენცია, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვას. ახლა მე არ მაქვს არანაირი უფლება და ვერ გავასაჩივრებ იმას, რომ ვერ შევდივარ ბანკში, რადგან იქ არის კიბე და არ აქვთ პანდუსი. ვიღაცები რომ ამბობენ, გზები დააგესო, იქ არავინ გაითვალისწინა პანდუსი, რომ ვიღაც კაფეში, რესტორანში, ტრანსპორტში მივიდეს. როდესაც ყვითელი ავტობუსები შემოვიდა, რატომღაც არავინ იფიქრა პანდუსზე, შედეგად მე, ჩვეულებრივი მოქალაქე, სამმაგს ვიხდი, რომ დანიშნულების ადგილას მივიდე, როდესაც შემიძლია, 80 თეთრი დავხარჯო. "მე ანიას" შემდეგ დაიწყო ამ თემაზე საუბარი. მუშაობის პროცესში ხალხი ხედავდა და ინტერესდებოდა, რატომ ვსვამდით მოდელებს ეტლში.

- საზოგადოებაც არ არის ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ.

- დიახ, ჰგონიათ, რომ რადგან ვერ დადიხარ, ვერ ხედავ, უნდა შეგიცოდონ, არადა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი შეიძლება უფრო რეალიზებული იყოს. რამდენი ადამიანი ვიცი, ვისაც ძალიან უნდა, გარეთ გამოვიდეს, იაროს. დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიებსაც. არ შეიძლება ჟურნალისტებს ყოველ წუთს უმეორებდე, რომ უნარშეზღუდული კი არა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უნდა თქვას. ის, რომ თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს იღებ, შემდეგ პანაშვიდის მუსიკა არ უნდა დაადო კადრებს. ამაზე ხშირად გავბრაზებულვარ, ახლა შედარებით გამოსწორდა დამოკიდებულება, პატარა რომ ვიყავი, საშინელი სიტუაცია იყო. ქუჩაში სეირნობის დროს შეიძლება ვიღაცას დაეტირა ჩემთვის და სახე დაეხოკა.

- სამსახურზე გკითხავ...

- შემოსავლების სამსახურმა ვაკანსია გამოაცხადა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. "სივი" გავგზავნე და მას შემდეგ იქ ვმუშაობ. მანამდე იყო რადიო. 13 წლის ვიყავი, პირველად რადიოში რომ მივედი. დიდი გადაცემა იყო "ზღაპრები", სადაც ჩემი რუბრიკა მქონდა. შემდეგ მუსიკალურ წამყვანად ვმუშაობდი, რაც ძალიან კარგად მახსენდება და დიდი სურვილი მაქვს, იქ კიდევ ვიმუშაო, უხელფასოდაც კი. "მეცხრე არხზე" შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ქეთინო დუმბაძისგან მივიღე. დამირეკა და მითხრა, თუ გინდა, გადაცემა გავაკეთოთო. თავიდან უარი ვუთხარი. დღემდე არ ვდებ "ფეისბუქის" კედელზე ჩანაწერებს და ბევრმა მეგობარმა არც იცის, რომ გადაცემა მიმყავს, რატომღაც მგონია, რომ არ გამომდის. ტელევიზია რომ ახალ შენობაში გადავა, გვინდა, გადაცემას უფრო მასშტაბური სახე მივცეთ. დროებით კაფეში იწერება. იშვიათად ვუყურებ გადაცემის ჩანაწერს, არ ვნერვიულობ, მაგრამ ჯერ კიდევ სწავლისა და ათვისების პროცესში ვარ. ჩემთან "ჩემიანში" სულ ჩემიანები მოდიან.

- როდის მოვა თქვენს ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა ჩათვლით, რომ ეს გადაცემა უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, თუნდაც "ფეისბუქის" საშუალებით?

- ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ტელევიზორი ჩართო და დამინახა ლევან ბერძენიშვილთან ერთად. დამირეკა: - სად ხარ, ლევან ბერძენიშვილმა მიგიწვია გადაცემაშიო? - არა, მე მივიწვიე-მეთქი (იღიმება). საერთოდ, არ მიყვარს სოციალურ ქსელში საკუთარი თავის რეკლამა.

- დღეს რას აკეთ­ებთ იმისთვის, რომ საზოგადოება­მდე უფრო ახლოს მიიტანოთ შე­ზღუდული შესაძლებლობების მქო­ნე ადამიანების პრობლემები?

- მე არ მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, არადა ჩემზე უკეთ ვის ესმის ეს პრობლემა?! შემიძლია ფოტოები კი არ გადავიღო, წავიდე და გრანტი ავიღო. ჩემი პროექტები "მზიური", "მე ანია", ტელევიზიაში გამოჩენა ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება. სხვაგან არსადაა ტელესივრცეში გადაცემა, სადაც წამყვანი ეტლში ზის და საუბარი მხოლოდ ამ თემას არ ეხება. რუსულ არხზე ვიცი ერთი გადაცემა, რომელის წამყვანიც ვერ დადის, მაგრამ სასაუბრო თემა მხოლოდ მსგავსი პრობლემებია. იმიტომ დავთანხმდი, რომ მაყურებელს რაც შეიძლება ხშირად ენახა, თუ ვერ დადიხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. თუმცა, როცა საშუალება მეძლევა, ამ პრობლემასაც აუცილებლად ვეხები.

- "მზიურის" ფესტივალი, რომელიც თქვენ დააა­რსეთ, რვა წლის ხდება.

- ძალიან მიყვ­არს ნოდარ დუმბაძე, მაგრამ როდესაც მეკითხებიან, რომელი მწერალი გიყვარსო, მასზე არ ვამბობ, რადგან ჩემიანია (იღიმება). ფესტივალის იდეა 2006 წელს "მზიურში" ყოფნისას დაიბადა და მომინდა, ერთი დღე მაინც ყოფილიყო ისეთი, როდესაც უამრავი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოვიდოდა და ლამაზად მოვრთავდით "მზიურს". ჩემს იდეას ფორუმზე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ყოველ წელს ბევრი მოხალისე გვყავს, რომლებიც ამ დღეს მთელი წელი ელოდებიან და გვეხმარებიან. პირველივე წელს მივხვდი, რომ ფესტივალი კიდევ უნდა გაგრძელებულიყო.

- ანია, თქვენ მაინც ახერხებთ თქვენი იდეების განხორციელებას. ალბათ გიფიქრიათ, სხვა ქვეყანაში, თუნდაც ამერიკაში რომ დაბადებულიყავით, უფრო მეტს გააკეთებდით?

- ალბათ იქ არ მომიწევდა სადმე წასვლის დროს იმაზე ფიქრი, სად უნდა გავაჩერო მანქანა. ბევრი რამ იქნებოდა უფრო ადვილი. არ ვიცი, ცენტრალ პარკში გავაკეთებდი "მზიურს"?.. იცით, რატომ მეჩქარება ამერიკაში წასვლა, ვიცი, რომ ერთი, ორი და აღარ ვარ... დრო ძალიან ცოტაა. ყოველთვის კარგ ხასიათზე კი არ ვარ, შარშან ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. პირველად ვიყავი ცხოვრებაში დეპრესიაში. რომ მახსენდება, "მზიურის" ფესტივალის დაარსებიდან რვა წელი გავიდა და ჩემი დაქალების შვილები იქ გაიზარდნენ, როდესაც თოთო ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოვიდნენ, მიხარია. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სისულელეებზე ფიქრში არ უნდა გაიყვანო. მინიმალური რაღაცებით შეგიძლია კარგად იგრძნო თავი, უბრალოდ, ეს უნდა ისწავლო და გამოიმუშაო.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"