სამართალი
პოლიტიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურიას 5 საყვარელი ნივთი
ქეთა თოფურიას 5 საყვარელი ნივთი

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა და "ა სტუ­დი­ოს" სო­ლის­ტმა ქეთა თო­ფუ­რი­ამ, მისი საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბის ტოპ-ხუ­თე­უ­ლი უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა bestin.ua-ს გა­უმ­ხი­ლა.

1. Prada-ს ფეხ­საც­მე­ლი

ამ ფეხ­საც­მელს ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ძებ­დი. რო­გორც კი ჩნდე­ბა მა­ღა­ზი­ა­ში, მა­შინ­ვე ყი­დუ­ლო­ბენ. მაგ­რამ ერთხელ მოს­კო­ვის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი და ზუს­ტად ეს მო­დე­ლი და­ვი­ნა­ხე და მა­შინ­ვე შე­ვი­ძი­ნე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ასე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი. ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც სცე­ნა­ზე გა­მუდ­მე­ბით მაც­ვია, ძა­ლი­ან ვიღ­ლე­ბი, სწო­რედ ამი­ტომ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში სპორ­ტულ და მო­სა­ხერ­ხე­ბელ ფეხ­საც­მელს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას.

2. Rolex-ის სა­ა­თი

გა­მუდ­მე­ბით ვა­ტა­რებ სა­ათს. უნდა ვა­ღი­ა­რო, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მაქვს. მაგ­რამ ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლია. ეს სა­ა­თი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ფე­რი­საა, ამი­ტომ უხ­დე­ბა რო­გორც ვერ­ცხლის­ფერ, ისე ოქ­როს სამ­კა­უ­ლებს.

გარ­და ამი­სა, მომ­წონს, რომ უნი­სექს სტი­ლი­საა. მარ­თა­ლია ჩემს კო­ლექ­ცი­ა­ში არის ქვე­ბით გა­წყო­ბი­ლი, სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­მა­ჯუ­რე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი, მაგ­რამ ეს სა­ა­თი რა­ტომ­ღაც მა­ინც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

3. iPhone-ი

ტე­ლე­ფო­ნი - ეს ის ნივ­თია, რო­მელ­საც არას­დროს ვშორ­დე­ბი! იმ დროს, რო­დე­საც არ იჭერს, მა­გა­ლი­თად თვითმფრი­ნავ­ში, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ მარ­ჯვე­ნა ხელი არ მაქვს. მას­ში მაქვს კომ­პი­უ­ტე­რიც და ჩა­ნა­წე­რე­ბის წიგ­ნიც და მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რო­დე­საც გაჩ­ნდა ისე­თი ტე­ლე­ფო­ნი, რო­გო­რიც iPhone-ია, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ბევ­რი ფუნ­ქცი­ის შე­თავ­სე­ბა, უბ­რა­ლოდ შე­მიყ­ვარ­და ეს გა­ჯე­ტი. დღეს უკვე არ მეს­მის, რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნო სხვა ტე­ლე­ფო­ნი.

4. Queensbee-ის ბე­ჭე­დი

ეს ბე­ჭე­დი ჩემი საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დის Queensbee-საა - ისი­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სამ­კა­უ­ლებს აკე­თე­ბენ და ძვირ­ფა­სი ქვე­ბით აფორ­მე­ბენ. ეს ბე­ჭე­დი ვერ­ცხლი­საა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­გორც წესი, ასე ეფექ­ტუ­რად ბი­ჟუ­ტე­რია გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მაგ­რამ ბი­ჟუ­ტე­რი­ას, ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ძვირ­ფას­საც კი ვერ ვი­კე­თებ, ვი­ნა­ი­დან ალერ­გია მაქვს.

მარ­თა­ლია ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბეჭ­დე­ბი, თუმ­ცა ხში­რად ხელს მიშ­ლი­ან, მაგ­რამ ამ ბე­ჭედს თით­ქმის არას­დროს ვიხ­სნი. გარ­და ამი­სა, მომ­წონს, რომ თით­ზე ბო­ლომ­დე არ კეთ­დე­ბა.

5. Chanel-ის ჩან­თა.

ეს ჩან­თა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ნივ­თია, რად­გან ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ძებ­დი. ეს მო­დე­ლი ახლა ძა­ლი­ან ტრენ­დუ­ლია. ჩან­თა ორ ფერ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი. სწო­რედ ასე­თი კომ­ბი­ნა­ცია - ვერ­ცხლის­ფერ­ში, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სა­პოვ­ნე­ლი იყო.

მე ბედ­მა გა­მი­ღი­მა და ის ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, სა­დაც მთელს მსოფ­ლი­ო­ში ასე­თი ფე­რის ერ­თა­დერ­თი ეგ­ზემპლა­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. რო­დე­საც ნიუ-იორ­კი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, ახლა მას მოგ­ზა­უ­რო­ბის დრო­საც კი არ ვშორ­დე­ბი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და დიდი, ტე­ვა­დი ჩან­თე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bestin.ua-ს მი­ხედ­ვით.

ქეთა თოფურიას 5 საყვარელი ნივთი

ქეთა თოფურიას 5 საყვარელი ნივთი

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა და "ა სტუდიოს" სოლისტმა ქეთა თოფურიამ, მისი საყვარელი ნივთების ტოპ-ხუთეული უკრაინულ გამოცემა bestin.ua-ს გაუმხილა.

1. Prada-ს ფეხსაცმელი

ამ ფეხსაცმელს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. როგორც კი ჩნდება მაღაზიაში, მაშინვე ყიდულობენ. მაგრამ ერთხელ მოსკოვის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი და ზუსტად ეს მოდელი დავინახე და მაშინვე შევიძინე. ძალიან მიყვარს ასეთი კომფორტული ფეხსაცმელი. ქუსლიანი ფეხსაცმელებისგან, რომლებიც სცენაზე გამუდმებით მაცვია, ძალიან ვიღლები, სწორედ ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სპორტულ და მოსახერხებელ ფეხსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას.

2. Rolex-ის საათი

გამუდმებით ვატარებ საათს. უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ბევრი მაქვს. მაგრამ ეს ჩემი საყვარელია. ეს საათი კომბინირებული ფერისაა, ამიტომ უხდება როგორც ვერცხლისფერ, ისე ოქროს სამკაულებს.

გარდა ამისა, მომწონს, რომ უნისექს სტილისაა. მართალია ჩემს კოლექციაში არის ქვებით გაწყობილი, სხვადასხვა საინტერესო სამაჯურებით გაფორმებული საათები, მაგრამ ეს საათი რატომღაც მაინც ყველაზე მეტად მიყვარს.

3. iPhone-ი

ტელეფონი - ეს ის ნივთია, რომელსაც არასდროს ვშორდები! იმ დროს, როდესაც არ იჭერს, მაგალითად თვითმფრინავში, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მარჯვენა ხელი არ მაქვს. მასში მაქვს კომპიუტერიც და ჩანაწერების წიგნიც და მთელი ჩემი ცხოვრება. სწორედ ამიტომ, როდესაც გაჩნდა ისეთი ტელეფონი, როგორიც iPhone-ია, რომელსაც შეეძლო ბევრი ფუნქციის შეთავსება, უბრალოდ შემიყვარდა ეს გაჯეტი. დღეს უკვე არ მესმის, როგორ უნდა გამოიყენო სხვა ტელეფონი.

4. Queensbee-ის ბეჭედი

ეს ბეჭედი ჩემი საყვარელი ბრენდის Queensbee-საა - ისინი ძალიან საინტერესო სამკაულებს აკეთებენ და ძვირფასი ქვებით აფორმებენ. ეს ბეჭედი ვერცხლისაა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ასე ეფექტურად ბიჟუტერია გამოიყურება. მაგრამ ბიჟუტერიას, ყველაზე ლამაზ და ძვირფასსაც კი ვერ ვიკეთებ, ვინაიდან ალერგია მაქვს.

მართალია ძალიან მიყვარს ბეჭდები, თუმცა ხშირად ხელს მიშლიან, მაგრამ ამ ბეჭედს თითქმის არასდროს ვიხსნი. გარდა ამისა, მომწონს, რომ თითზე ბოლომდე არ კეთდება.

5. Chanel-ის ჩანთა.

ეს ჩანთა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთია, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი. ეს მოდელი ახლა ძალიან ტრენდულია. ჩანთა ორ ფერშია გადაწყვეტილი. სწორედ ასეთი კომბინაცია - ვერცხლისფერში, ყველაზე რთული საპოვნელი იყო.

მე ბედმა გამიღიმა და ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ მაღაზიში აღმოვაჩინე, სადაც მთელს მსოფლიოში ასეთი ფერის ერთადერთი ეგზემპლარი იყო დარჩენილი. როდესაც ნიუ-იორკიდან გამომიგზავნეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახლა მას მოგზაურობის დროსაც კი არ ვშორდები. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის მიყვარდა დიდი, ტევადი ჩანთები.

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება