პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰამბურგერი 14 წელი "ინახება"
ჰამბურგერი 14 წელი "ინახება"

ამე­რი­კა­ში იუ­ტას შტატ­ში მცხოვ­რებ­მა დე­ვიდ უა­იპლმა კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა - McDonald's-ის ჰამ­ბურ­გე­რი 14 წე­ლიც კი არ კარ­გავს იერს.

დე­ვიდ­მა ჰამ­ბურ­გე­რი McDonald's-ში 1999 წელს იყი­და და მე­გობ­რებს გა­ნუ­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვით შე­ი­ნა­ხავ­და და და­აკ­ვირ­დე­ბო­და, გა­ფუჭ­დე­ბო­და თუ არა. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტის შემ­დეგ ყვე­ლას და მათ შო­რის დე­ვიდ­საც ჰამ­ბურ­გე­რის არ­სე­ბო­ბა გა­და­ა­ვი­წყდათ და სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტორ­ნის პრო­დუქ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქურ­თუ­კის ჯი­ბე­ში ინა­ხე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ დე­ვი­დის მე­უღ­ლემ შემ­თხვე­ვით ძვე­ლი ქურ­თუ­კი და მის ჯი­ბე­ში ჰამ­ბურ­გე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"ბურ­გერს არც ობი და არც უც­ნა­უ­რი სუნი აქვს. ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, თით­ქოს ახა­ლი შე­ძე­ნი­ლია. ეს ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თია, იქ­ნებ ახლა მა­ინც და­ა­ნე­ბონ თავი ფასტ-ფუ­დის პრო­დუქ­ტებს", - გა­ნა­ცხა­და დე­ვიდ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, შარ­შან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბა კა­ნა­დელ­მა, პრო­ფე­სი­ით დი­ე­ტო­ლოგ­მა მე­ლა­ნი ჰეს­კეტ­მა მი­ი­პყრო. მე­ლა­ნიმ ჩის­ბურ­გე­რი 1 წლით შე­ი­ნა­ხა. პრო­დუქ­ტი არ დაძ­ვე­ლე­ბუ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ჩის­ბურ­გე­რი" ერთი წლის მან­ძილ­ზე "ინა­ხე­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ჰამბურგერი 14 წელი "ინახება"

ჰამბურგერი 14 წელი "ინახება"

ამერიკაში იუტას შტატში მცხოვრებმა დევიდ უაიპლმა კვლევა ჩაატარა - McDonald's-ის ჰამბურგერი 14 წელიც კი არ კარგავს იერს.

დევიდმა ჰამბურგერი McDonald's-ში 1999 წელს იყიდა და მეგობრებს განუცხადა, რომ რამდენიმე თვით შეინახავდა და დააკვირდებოდა, გაფუჭდებოდა თუ არა. თუმცა რამდენიმეთვიანი ექსპერიმენტის შემდეგ ყველას და მათ შორის დევიდსაც ჰამბურგერის არსებობა გადაავიწყდათ და სწრაფი კვების რესტორნის პროდუქტი წლების განმავლობაში ქურთუკის ჯიბეში ინახებოდა. რამდენიმე თვის წინ დევიდის მეუღლემ შემთხვევით ძველი ქურთუკი და მის ჯიბეში ჰამბურგერი აღმოაჩინა.

"ბურგერს არც ობი და არც უცნაური სუნი აქვს. ისე გამოიყურება, თითქოს ახალი შეძენილია. ეს ჩემი შვილიშვილებისთვის ძალიან კარგი მაგალითია, იქნებ ახლა მაინც დაანებონ თავი ფასტ-ფუდის პროდუქტებს", - განაცხადა დევიდმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, შარშან ჟურნალისტების ყურადღება კანადელმა, პროფესიით დიეტოლოგმა მელანი ჰესკეტმა მიიპყრო. მელანიმ ჩისბურგერი 1 წლით შეინახა. პროდუქტი არ დაძველებულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: "ჩისბურგერი" ერთი წლის მანძილზე "ინახება"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს