მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სახლის დ-ეფექტები
იუსტიციის სახლის დ-ეფექტები

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ჟი­ნე­ბით უმოკ­ლეს დრო­ში აშე­ნე­ბულ და ელ­ვის სის­წრა­ფით გახ­სნილ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ვერ აუ­დი­ან. ახ­ლა­ხან და­ი­კე­ტა იქვე მდე­ბა­რე ავ­ტო­სად­გო­მი, რო­მელ­საც ჩან­გრე­ვის საფრ­თხე და­ე­მუქ­რა. უზარ­მა­ზარ დარ­ბაზ­ში ჯერ და­უს­რუ­ლე­ბე­ლია მთე­ლი რიგი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­თა დამ­თავ­რე­ბა­საც სა­მე­ურ­ნეო ნა­წი­ლი ორ თვე­ში ვა­რა­უ­დობს. არა­სა­ი­მე­დო ავ­ტო­სად­გო­მი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა რო­დია - აქ ხან სა­ხუ­რა­ვი ვარ­დე­ბა, ხა­ნაც ძლივს ჩარ­თუ­ლი სა­ვენ­ტი­ლა­ციო სის­ტე­მა გა­მო­დის მწყობ­რი­დან და ხალ­ხი უჰა­ე­რო­ბის გამო გო­ნე­ბას ან შრო­მის უნარს კარ­გავს. "კვი­რის პა­ლიტ­რა" იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ჯან­დი­ერს ესა­უბ­რა.

- რა­ტომ და­ი­კე­ტა სა­მი­ნის­ტროს ქვეშ მდე­ბა­რე ავ­ტო­სად­გო­მი?

- 2012 წლის 22 სექ­ტემ­ბერს გა­იხ­სნა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი და იმა­ვე პე­რი­ოდ­ში გა­იხ­სნა მიმ­დე­ბა­რე პარ­კინ­გის ტე­რი­ტო­რი­აც, რომ­ლის მო­სა­წყო­ბად 2012 წლის 4 იან­ვარს გა­მო­ცხად­და ტენ­დე­რი. თა­ვი­დან­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ავ­ტო­სად­გო­მი იქ­ნე­ბო­და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­და სარ­თულ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ იყო, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ზედა სარ­თულ­ზე პარ­კინ­გი მა­ინც გა­ეხ­სნათ. ახ­ლა­პარ­კი­რე­ბა ორი­ვე სარ­თულ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია - პირ­ველ­ზე იმი­ტომ, რომ და­უს­რუ­ლე­ბე­ლია, მე­ო­რე კი დატ­ვირ­თვას ვერ გა­უძ­ლებს და შე­საძ­ლოა, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დეს.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ პარ­კინ­გი ისე გა­იხ­სნა, მი­წის უზარ­მა­ზარ ორ­მო­ში გან­თავ­სე­ბულ ავ­ტო­სად­გო­მის პირ­ველ სარ­თულს ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბი არ ჰქონ­და და მე­ო­რე სარ­თულს სუს­ტი საყ­რდე­ნი სის­ტე­მა ძლივს იკა­ვებ­და. გა­სა­კე­თე­ბე­ლია ელექტრო­ბა და კვამ­ლის გამ­წო­ვი სის­ტე­მა. ქვე­და სარ­თუ­ლის ამ ორ­მო­ში უამ­რა­ვი მან­ქა­ნა რომ გან­თავ­სდე­ბა, თუ გამ­წო­ვი არ იქ­ნე­ბა, მძი­მე შე­დე­გე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო პირ­ველ რიგ­ში მუ­შა­ობს ქვე­და სარ­თუ­ლის გა­მაგ­რე­ბა­ზე, რათა სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცეს, დარ­ბა­ზი გავ­ხსნათ და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უსაფრ­თხოდ შე­ვიყ­ვა­ნოთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ზედა სარ­თულს, მისი მო­წეს­რი­გე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც საყ­რდე­ნებს გა­უ­მაგ­რე­ბენ და პირ­ველ სარ­თულ­ზე ყვე­ლა სა­მუ­შაო დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

იუსტიციის სახლის დ-ეფექტები

იუსტიციის სახლის დ-ეფექტები

მიხეილ სააკაშვილის დაჟინებით უმოკლეს დროში აშენებულ და ელვის სისწრაფით გახსნილ იუსტიციის სახლში პრობლემების მოგვარებას ვერ აუდიან. ახლახან დაიკეტა იქვე მდებარე ავტოსადგომი, რომელსაც ჩანგრევის საფრთხე დაემუქრა. უზარმაზარ დარბაზში ჯერ დაუსრულებელია მთელი რიგი სამუშაოები, რომელთა დამთავრებასაც სამეურნეო ნაწილი ორ თვეში ვარაუდობს. არასაიმედო ავტოსადგომი იუსტიციის სახლის ერთადერთი პრობლემა როდია - აქ ხან სახურავი ვარდება, ხანაც ძლივს ჩართული სავენტილაციო სისტემა გამოდის მწყობრიდან და ხალხი უჰაერობის გამო გონებას ან შრომის უნარს კარგავს. "კვირის პალიტრა" იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერს ესაუბრა.

- რატომ დაიკეტა სამინისტროს ქვეშ მდებარე ავტოსადგომი?

- 2012 წლის 22 სექტემბერს გაიხსნა იუსტიციის სახლი და იმავე პერიოდში გაიხსნა მიმდებარე პარკინგის ტერიტორიაც, რომლის მოსაწყობად 2012 წლის 4 იანვარს გამოცხადდა ტენდერი. თავიდანვე გათვალისწინებული იყო, რომ ავტოსადგომი იქნებოდა ორსართულიანი. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა სართულზე სამუშაოები დასრულებული არ იყო, მიიღეს გადაწყვეტილება, ზედა სართულზე პარკინგი მაინც გაეხსნათ. ახლაპარკირება ორივე სართულზე აკრძალულია - პირველზე იმიტომ, რომ დაუსრულებელია, მეორე კი დატვირთვას ვერ გაუძლებს და შესაძლოა, უბედურება დატრიალდეს.

დაუჯერებელია, მაგრამ პარკინგი ისე გაიხსნა, მიწის უზარმაზარ ორმოში განთავსებულ ავტოსადგომის პირველ სართულს ბეტონის კედლები არ ჰქონდა და მეორე სართულს სუსტი საყრდენი სისტემა ძლივს იკავებდა. გასაკეთებელია ელექტრობა და კვამლის გამწოვი სისტემა. ქვედა სართულის ამ ორმოში უამრავი მანქანა რომ განთავსდება, თუ გამწოვი არ იქნება, მძიმე შედეგები გარდაუვალია. იუსტიციის სამინისტრო პირველ რიგში მუშაობს ქვედა სართულის გამაგრებაზე, რათა საშუალება მოგვეცეს, დარბაზი გავხსნათ და ავტომობილები უსაფრთხოდ შევიყვანოთ ტერიტორიაზე. რაც შეეხება ზედა სართულს, მისი მოწესრიგება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც საყრდენებს გაუმაგრებენ და პირველ სართულზე ყველა სამუშაო დასრულდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"