მსახიობ კრისტენ სტიუარტს შეყვარებულმა რობერტ პატინსონმა ბებიის მარგალიტისთვლიანი ბეჭედი აჩუქა. პატინსონმა საოჯახო რელიქვია ქსოვილში გაახვია, კონვერტში ჩადო და სტიუარტის საფოსტო ყუთში ჩააგდო.
ამასთან, მსახიობს გზავნილში წერილი ან ხელმოწერა არ დაუტოვებია. დასავლური მედიის ინფორმაციით, მსახიობის ეს საქციელი კრისტენის პატიებასა და მისადმი ნდობის აღდგენას ნიშნავდა.
პატინსონმა 9 აპრილს სტუარტს 23 წლის იუბილესთან დაკავშირებით 30 000 ფუნტ-სტერლინგად შეფასებული კალამი აჩუქა.
მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.