მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:10-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 11:27-დან მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი რძე და რძის ნაწარმით, თაფლით. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
THE "ვანოს დღე"
THE "ვანოს დღე"

19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­თი პროგ­ნო­ზე­ბი კეთ­დე­ბო­და, რომ ზო­გი­ერთს გუ­ლიც კი დას­წყდა, რომ არა­ფე­რი მოხ­და - არც ცემა-ტყე­პა ყო­ფი­ლა და არც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დამ­დგა­რა. მოკ­ლედ, "ექ­შე­ნი" არ იყო.

სა­მა­გი­ე­როდ, ქვე­ყა­ნა­ში "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა" და­ი­წყო. პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა" და­ა­ნონ­სეს მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა და მოქ­მედ­მა თბი­ლი­სის მერ­მა. სა­ერ­თოდ, რო­გორც წესი, ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ან და­პყრო­ბილ ქვე­ყა­ნა­ში იწყე­ბენ და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ყო­ფი­ლი დი­სი­დენ­ტე­ბი ხდე­ბი­ან ხოლ­მე პრე­ზი­დენ­ტე­ბი და მე­რე­ბი. ჩვენ­თან უკუღ­მა ხდე­ბა და ლო­გი­კუ­რად, პრო­ცე­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და უგუ­ლა­ვას "ლა­გე­რებ­ში" მო­თავ­სე­ბით უნდა და­ი­წყოს.

ლა­მის "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მოგ­ვრჩა. სხვა­თა შო­რის, პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა უკვე მიღ­წე­უ­ლია. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე­რა­ბიშ­ვილ­მა რუს­თა­ველ­ზე შეკ­რე­ბი­ლებს ამ­ცნო - აქ­ცი­ის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვი­ლი, მთავ­რო­ბა და პუ­ტი­ნი ვე­ღარ იოც­ნე­ბე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას და­შორ­დე­სო. ამას მე­რა­ბიშ­ვილ­მა 12 ათა­სი(და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი ეს­წრე­ბო­და აქ­ცი­ას) კა­ცით მი­აღ­წია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბო­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", ბო­დი­შით, "ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას" რუს­თა­ველ­ზე 50 ათა­სი კაცი რომ შე­ეკ­რი­ბა. სულ მცი­რე, ყელ­ზე თოკ­მობ­მუ­ლი პუ­ტი­ნი ჩოქ­ვით ჩა­მო­ვი­დო­და კრემ­ლი­დან კას­პამ­დე, მაქ­სი­მუმ კი, კი­დევ ერთხელ მი­ვი­ღებ­დით "მაპ"-ზე უკე­თესს.

"ხე­ლე­ბი შორს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­გა­ნო", - თქვა მე­რა­ბიშ­ვილ­მა და ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა გა­ა­კე­თა: 90-იან წლებ­ში, რო­დე­საც ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა და­ი­წყო, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მაქ­სი­მუმ 1000 კაცი იბ­რძო­დაო. ან მე­რა­ბიშ­ვილს ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა სხვა რამე ჰგო­ნია, ან 90-იან წლებ­ში სხვა­გან იყო. არა, აშ­კა­რად პირ­ველ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე.

სა­ა­კაშ­ვილ­მა კი ნა­მუს­ზე ააგ­დო ახა­ლი მთავ­რო­ბა - უღირ­სო­ბაა, რო­დე­საც იუ­შენ­კოს საპ­ნის, შამ­პუ­ნი­სა და აბა­ნოს ან­გა­რიშს უგ­ზავ­ნიო. არა­და, უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იფი­ცე­ბა - არ მი­ბა­ნა­ვია თბი­ლის­ში, იმ დროს სა­ერ­თოდ არ ვყო­ფილ­ვარ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­შიო. არა, - უმ­ტკი­ცე­ბენ თბი­ლი­სი­დან - გინ­და თუ არა იყა­ვი და შენი ჩუს­ტე­ბი და ჩა­იდ­ნე­ბი 400 დო­ლა­რი დაგ­ვიჯ­დაო. ესე­ნი იმ­დენს იზა­მენ, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს იუ­შენ­კოს აბა­ნო­ფო­ბია და­ე­მარ­თე­ბა.

სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვიც უნდა გი­თხრათ - რო­გორც ჩანს, "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში არ არის. კერ­ძოდ, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი იუ­შენ­კოს აბა­ნო­ზე სა­უბ­რობ­და, მე­რა­ბიშ­ვილ­მა ადგა და აქ­ცია და­ტო­ვა. "შენც ვანო?", - იფიქ­რა ალ­ბათ, დი­სი­დენ­ტმა-პრე­ზი­დენ­ტმა.

ექ­სპერ­ტებ­მა აქ­ცია და­ა­ნონ­სეს, რო­გორც "ვა­ნოს დღე". თუმ­ცა მთლად ასე არ გა­მო­ვი­და. თუმ­ცა მე­რა­ბიშ­ვილ­მა გული არ გა­ი­ტე­ხოს. თუ "ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა: და­მა­ცხდა, შე­უძ­ლია იუ­მო­რის სფე­რო­ში სცა­დოს ბედი - ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, 19 აპ­რილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ერ­თად აღე­ბუ­ლი ყვე­ლა მი­ტინ­გის პა­რო­დია კარ­გად გა­მო­უ­ვი­და.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

THE "ვანოს დღე"

THE "ვანოს დღე"

19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით ისეთი პროგნოზები კეთდებოდა, რომ ზოგიერთს გულიც კი დასწყდა, რომ არაფერი მოხდა - არც ცემა-ტყეპა ყოფილა და არც მიხეილ სააკაშვილი გადამდგარა. მოკლედ, "ექშენი" არ იყო.

სამაგიეროდ, ქვეყანაში "ეროვნული მოძრაობა" დაიწყო. პირველად მსოფლიოს ისტორიაში "ეროვნული მოძრაობა" დაანონსეს მოქმედმა პრეზიდენტმა და მოქმედმა თბილისის მერმა. საერთოდ, როგორც წესი, ეროვნულ მოძრაობას ოკუპირებულ ან დაპყრობილ ქვეყანაში იწყებენ და გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი დისიდენტები ხდებიან ხოლმე პრეზიდენტები და მერები. ჩვენთან უკუღმა ხდება და ლოგიკურად, პროცესი სააკაშვილისა და უგულავას "ლაგერებში" მოთავსებით უნდა დაიწყოს.

ლამის "ეროვნული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ვანო მერაბიშვილი გამოგვრჩა. სხვათა შორის, პირველი გამარჯვება უკვე მიღწეულია. ყოველ შემთხვევაში, მერაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილებს ამცნო - აქციის შემდეგ ივანიშვილი, მთავრობა და პუტინი ვეღარ იოცნებებენ, რომ საქართველო ევროპას დაშორდესო. ამას მერაბიშვილმა 12 ათასი(დაახლოებით ამდენი ესწრებოდა აქციას) კაცით მიაღწია და წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, "ნაციონალებს", ბოდიშით, "ეროვნულ მოძრაობას" რუსთაველზე 50 ათასი კაცი რომ შეეკრიბა. სულ მცირე, ყელზე თოკმობმული პუტინი ჩოქვით ჩამოვიდოდა კრემლიდან კასპამდე, მაქსიმუმ კი, კიდევ ერთხელ მივიღებდით "მაპ"-ზე უკეთესს.

"ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისგანო", - თქვა მერაბიშვილმა და ახალი აღმოჩენა გააკეთა: 90-იან წლებში, როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მაქსიმუმ 1000 კაცი იბრძოდაო. ან მერაბიშვილს ეროვნული მოძრაობა სხვა რამე ჰგონია, ან 90-იან წლებში სხვაგან იყო. არა, აშკარად პირველ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

სააკაშვილმა კი ნამუსზე ააგდო ახალი მთავრობა - უღირსობაა, როდესაც იუშენკოს საპნის, შამპუნისა და აბანოს ანგარიშს უგზავნიო. არადა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იფიცება - არ მიბანავია თბილისში, იმ დროს საერთოდ არ ვყოფილვარ საქართველოს დედაქალაქშიო. არა, - უმტკიცებენ თბილისიდან - გინდა თუ არა იყავი და შენი ჩუსტები და ჩაიდნები 400 დოლარი დაგვიჯდაო. ესენი იმდენს იზამენ, რომ ბოლოს და ბოლოს იუშენკოს აბანოფობია დაემართება.

სამწუხარო ამბავიც უნდა გითხრათ - როგორც ჩანს, "ეროვნული მოძრაობის" ლიდერებს შორის ყველაფერი წესრიგში არ არის. კერძოდ, როდესაც სააკაშვილი იუშენკოს აბანოზე საუბრობდა, მერაბიშვილმა ადგა და აქცია დატოვა. "შენც ვანო?", - იფიქრა ალბათ, დისიდენტმა-პრეზიდენტმა.

ექსპერტებმა აქცია დაანონსეს, როგორც "ვანოს დღე". თუმცა მთლად ასე არ გამოვიდა. თუმცა მერაბიშვილმა გული არ გაიტეხოს. თუ "ეროვნული მოძრაობა: დამაცხდა, შეუძლია იუმორის სფეროში სცადოს ბედი - ყოველ შემთხვევაში, 19 აპრილს საქართველოში ჩატარებული ერთად აღებული ყველა მიტინგის პაროდია კარგად გამოუვიდა.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა